საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2002
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.005169
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 05/03/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.02.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 62.9pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.169
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №75
2002 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის თანდართული დებულებები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელსაც არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ნორმატიული აქტებით.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 3🔗
დეპარტამენტის ამოცანები, უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული აქტებით (დავალებებით).
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კანონშემოქმედების სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის “საპარლამენტო მდივნის შესახებ” კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა;
დ) სამართალშემოქმედებითი მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპების შემუშავება;
ე) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ვ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება;
მუხლი 5🔗
წინამდებარე დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი:
ა) ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს:
ა.ა) სახელმწიფო სამართლის შემდეგ სფეროებში:
– სახელმწიფო წყობილების კონსტიტუციური საფუძვლები;
– ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, მათი უზრუნველყოფა და დაცვა;
– საარჩევნო სამართლის ზოგადი საფუძვლები;
– რეფერენდუმი, პლებისციტი;
– სასამართლო წყობილება და მოსამართლეთა სტატუსი;
– სამართალშემოქმედება და სამართლებრივი აქტების პუბლიკაცია;
ა.ბ) ადმინისტრაციული სამართლის შემდეგ სფეროებში:
– სახელმწიფო მმართველობის ორგანიზაცია;
– საჯარო სამსახურის ზოგადი საფუძვლები;
– საჯარო მოხელეთა საქმიანობის პრინციპები;
– ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა;
– ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა;
ა.გ) სისხლის სამართალის სფეროში;
ა.დ) სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების სფეროში;
ა.ე) სასჯელაღსრულების, პენიტენციალურ დაწესებულებათა ორგანიზაციისა და პენიტენციალურ დაწესებულებებში სამსახურის სფეროში;
ა.ვ) ადვოკატურის ორგანიზაციის სფეროში;
ა.ზ) ნოტარიატის ორგანიზაცია, ნოტარიუსთა სამსახური;
ა.თ) სამოქალაქო სამართლის შემდეგ სფეროებში:
– სამოქალაქო სამართლის ზოგადი საფუძვლები;
– სანივთო სამართალი;
– ვალდებულებითი სამართლის ზოგადი საფუძვლები;
– საოჯახო სამართალი;
– სამემკვიდრეო სამართალი;
ა.ი) საკორპორაციო სამართლის სფეროში;
ა.კ) სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოების შემდეგ სფეროებში:
– სამოქალაქო სამართალწარმოება;
– კერძო არბიტრაჟი;
– სამეწარმეო რეესტრი;
– სააღსრულებო წარმოება სამოქალაქო საქმეებზე;
– გაკოტრების კანონმდებლობა;
ბ) შეიმუშავებს სამართალშემოქმედებითი მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგად პრინციპებს;
გ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შეისწავლის დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკას, სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობასა და პერსპექტივებს, ანალიზს უკეთებს და შეისწავლის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობას;
დ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
მუხლი 7🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის სამმართველოები;
მუხლი 9🔗
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 10🔗
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 11🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტისა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას;
ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი დეპარტამენტის უფროსის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული დავალებით.
მუხლი 13🔗
საჯარო სამართლის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციების განხორციელებას საჯარო სამართლის დარგებისა და ინსტიტუტების მიხედვით;
ბ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას სახელმწიფო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, სისხლის სამართლის, სისხლის საპროცესო სამართლის, სასამართლო წყობილების, სასჯელაღსრულებითი სამართლის, პენიტენციალურ დაწესებულებათა ორგანიზაციის, ადვოკატურის, ნოტარიატის საკითხებზე;
გ) სამართლის შესაბამისი დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლას, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საჯარო სამართლის სფეროს კანონმდებლობის ანალიზსა და განზოგადებას.
მუხლი 14🔗
კერძო სამართლის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციების განხორციელებას კერძო სამართლის დარგებისა და ინსტიტუტების მიხედვით;
ბ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხების, ვალდებულებითი, სანივთო, სამემკვიდრეო, საკორპორაციო, საოჯახო სამართლის, სამოქალაქო სამართალწარმოების, გაკოტრების საკითხებზე;
გ) სამართლის შესაბამისი დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლას, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კერძო სამართლის სფეროს კანონმდებლობის ანალიზსა და განზოგადებას.
მუხლი 15🔗
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანანმდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 16🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.
მუხლი 17🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას;
დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 18🔗
დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.
მუხლი 19🔗
დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 20🔗
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის კოდიფიკაცია, სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
გ) სამართალშემოქმედებითი პროცესისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა, სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი;
დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირება და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ე) კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება-სრულყოფა;
ვ) კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტების შეჩერებისათვის (გაუქმებისათვის) უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით;
ზ) ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
თ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
1. საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი:
ა) აწარმოებს საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს;
ბ) ახდენს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სისტემატიზაციას, ინვენტარიზაციას და უზრუნველყოფს მათ საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნას;
გ) კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტების თაობაზე მიმართავს უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს) ნორმატიული აქტების გაუქმების შეჩერების მოთხოვნით;
დ) დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოების, მოქალაქეების და იურიდიული პირების მოთხოვნით იძლევა ინფორმაციას ნორმატიული აქტის რეგისტრაციის თაობაზე;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის კატეგორიისადმი მიკუთვნების და მოქმედების საკითხებს;
ვ) ახორციელებს ინფორმატიზაციის სისტემის კოორდინაციასა და კონტროლს;
ზ) ამზადებს სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამებს, უზრუნველყოფს ერთიანი სისტემის ფორმირებას და ფუნქციონირებას, განავითარებს და სრულყოფს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემას;
თ) ახორციელებს სამინისტროს ბიბლიოთეკის მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ი) უზრუნველყოფს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების ხელმძღვანელობასა და კონტროლს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მართვა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტისა და მისი შიდა სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების აგრეთვე ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე მინისტრთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან;
ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის შემადგენლობაში შიდა სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან შემდეგი სამმართველოები:
ა) ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო;
გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სამმართველო.
2. ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების შესაბამისობის დადგენას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან და ამ მიზნით:
ა.ა) უზრუნველყოფს ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირსთვის) სათანადო შენიშვნების გაგზავნას ნორმატიულ აქტში არსებული კანონსაწინააღმდეგო გარემოებების აღმოფხვრის თაობაზე;
ა.ბ) შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოფს მიმართვას სასამართლოსთვის ნორმატიულ აქტში არსებული კანონსაწინააღმდეგო გარემოებების აღმოფხვრის მოთხოვნით;
ბ) ახორციელებს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების კოორდინაციას და კონტროლს და პერიოდულად იბარებს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში უგზავნის მათ მეთოდურ მითითებებსა და ინსტრუქციებს.
3. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო:
ა) ახორციელებს ნორმატიული აქტების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და ბეჭდვითი და ელექტრონული წესით ნორმატიული აქტების დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით სისტემატიზაციას;
ბ) უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების ბეჭდვითი ეგზემპლარების საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას;
გ) დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოთა, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე გასაცემად ამზადებს ინფორმაციას ნორმატიული აქტების რეგისტრაციის თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტისადმი მიკუთვნების და მოქმედების საკითხის დადგენას.
4. სამართლებრივი ინფორმატიზაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სამართლებრივი პროგრამების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების ტექსტების ელექტრონული ვერსიების კოდიფიცირებას;
გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნას;
დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის კოორდინაციასა და კონტროლს;
ე) სამინისტროს ლოკალური და ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას.
5. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანანმდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
6. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობას;
დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწული მუშაობის თაობაზე;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრულ ცალკეულ დავალებებს.
7. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები და საშტატო განრიგი
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელწოდებები დადგენილია სამინისტროს საშტატო განრიგით.
3. დეპარტამენტის მრჩევლები უშუალოდ ემორჩილებიან სამმართველოს უფროსს, დეპარტამენტის უფროსს და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით მათზე დაკისრებულ ამოცანებს, აგრეთვე მათ მითითებებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების ტექსტების ელექტრონული ვერსიების კოდიფიცირებას, ასრულებს სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
5. დეპარტამენტის სპეციალისტი ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული და დეპარტამენტიდან გასული კორესპონდენციების აღრიცხვას, აგრეთვე უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული წერილების დასკვნების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ბეჭდვას კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით.
6. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის (ტექსტში შემდგომ – დეპარტამენტი) სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
1. დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ტექსტში შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (ტექსტში შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულებების, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დადებულ იმ ხელშეკრულებათა ვიზირებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება, რომელიც საქართველოში არსებული ან საერთაშორისო კერძო არბიტრაჟების განსჯადია;
გ) საერთაშორისო და საქართველოში არსებულ კერძო არბიტრაჟებში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების კოორდინაციის უზრუნველყოფის ორგანიზება;
დ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა ამოცანები.
2. თავისი ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ბ) ადგენს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, სამთავრობო დაწესებულებებისა და კანონით უფლებამოსილი ორგანოების ნორმატიული აქტების პროექტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას;
გ) ახორციელებს სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულებების, აგრეთვე იმ ხელშეკრულებათა ვიზირებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავებას, რომელიც დადებულია სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს და რომელიც საქართველოში არსებული ან საერთაშორისო კერძო არბიტრაჟების განსჯადია;
დ) უზრუნველყოფს საერთაშორისო და საქართველოში არსებულ კერძო არბიტრაჟებში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების კოორდინაციის ორგანიზების ღონისძიებებს;
ე) ახორცილებს კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით შესაბამის მინისტრის მოადგილეს.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) შიდა დაყოფის მიხედვით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) იბარებს და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს;
ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მუშაობისათვის;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს დეპარტამენტს;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს.
5. უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის შესაბამისი მოადგილის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურაშია:
ა) საჯარო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო;
ბ) სამოქალაქო, საფინანსო და სამეწარმეო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო;
გ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის სამმართველო.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები
1. საჯარო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული შესაბამისი სფეროს საკანონმდებლო აქტების, სამთავრობო დაწესებულებების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კანონით განსაზღვრული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან, ამზადებს შესაბამისი დასკვნების პროექტებს.
3. სამოქალაქო, საფინანსო და სამეწარმეო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო უზრუნველყოფს შესაბამისი სფეროს საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან, ამზადებს შესაბამისი დასკვნების პროექტებს.
4. ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის სამმართველო ახორციელებს სახელმწიფოს მიერ ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულებების, აგრეთვე იმ ხელშეკრულებათა ვიზირებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავებასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას, რომელიც დადებულია სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს და რომელიც საქართველოში არსებული ან საერთაშორისო კერძო არბიტრაჟების განსჯადია; უზრუნველყოფს საერთაშორისო და საქართველოში არსებულ კერძო არბიტრაჟებში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების კოორდინაციის ორგანიზების ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან შესაბამისი სამმართველოს უფროსს და დეპარტამენტის უფროსს. დეპარტამენტის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაიცვან სამსახურებრივი დისციპლინა.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მიღებულ და გამოცემულ ნორმატიულ აქტებში სამართლებრივი კოლიზიის შემთხვევების გამოვლენა;
გ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება, დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმება და საქართველოს პრეზიდენტისთვის, აგრეთვე სხვა შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის (ორგანოებისათვის) წარდგენა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
1. წინამდებარე დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას;
ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოავლენს საქართველოს კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მიღებულ და გამოცემულ ნორმატიულ აქტებში სამართლებრივი კოლიზიის შემთხვევებს;
გ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის მიზნით შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს, დასკვნებს, ნორმატიული აქტების პროექტებს და დაინტერესებული სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებებისათვის (ორგანოებისათვის) წარდგენის მიზნით ათანხმებს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან;
დ) საკუთარი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების მიზნით შეისწავლის და ანალიზს უკეთებს საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობას;
ე) ნორმატიულ აქტებში არსებული კოლიზიების აღმოფხვრის მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს ურთიერთობას დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებებთან;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საქართველოს კონსტიტუციამდე და კონსტიტუციის მიღების შემდეგ მოქმედი ნორმატიული აქტების ჰარმონიზაციის გეგმას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს კურატორ მინისტრის მოადგილეს.
მუხლი 5🔗. ანგარიშვალდებულება
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის და შესაბამის მინისტრის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მართვა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
თ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას;
კ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები და საშტატო განრიგი
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის თანამშრომლები უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს და ასრულებენ მის მითითებებსა და დავალებებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დეპარატამენტს ჰყავს მრჩევლები და სპეციალისტი.
4. დეპარტამენტის მრჩევლები და სპეციალისტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოლიზიების შემთხვევების გამოვლენის მიზნით უზრუნველყოფენ მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას, დამტკიცებული გეგმის მიხედვით.
5. დეპარტამენტის მრჩევლები ნორმატიულ აქტებში სამართლებრივი კოლიზიების შემთხვევების გამოვლენის მიზნით შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებს, პროექტებს და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით აკეთებენ სათანადო დასკვნებს.
6. დეპარტამენტის სპეციალისტი პასუხისმგებელია დეპარატამენტის საქმის წარმოებაზე. აგრეთვე, ახორციელებს დეპარტამენტის მიერ მიღებული დოკუმენტების კომპიუტერულ უზრუნველყოფას.
7. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.