⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.06.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2004
ძალის დაკარგვა 16.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №319
სარეგისტრაციო კოდი 120170000.22.026.006805
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 08/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,386 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2004 მიღება
16.06.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in 27.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  120.170.000.22.026.006.805 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №319 2004 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანება გაეცნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს და შემსრულებლებს. გ. ბარამიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ექვემდებარება მინისტრს და მინისტრის პირველ მოადგილეს. 2. დეპარტამენტის დანიშნულებაა განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და სამხედრო-ტექნიკური სფეროს პოლიტიკის განსაზღვრა და კოორდინაცია. 3. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობა და თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტები. 4. დეპარტამენტს აქვს საკუთარი ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 5. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სფეროში პოლიტიკისა და სტანდარტების განსაზღვრა; ბ) შეიარაღებული ძალების საბრძოლო-სამობილიზაციო მზადყოფნისათვის ქვეყნის სამრეწველო ობიექტების პოტენციალის განსაზღვრა და თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე არსებული სამხედრო და სამოქალაქო პოტენციალის მოდერნიზაციის შესაძლებლობების განსაზღვრა, ახალი ტექნოლოგიების მოძიება, კვლევითი სამუშაოების ორგანიზება; დ) ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა-მომსახურების სფეროში სპეციალისტთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებლის მიზნით საგანმანათლებლო ბაზის სრულყოფის საკითხების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებარებაში მყოფი სახეობებისათვის საჭირო მატერიალური ფონდების რაციონალური გამოყენების მიზნით შესაბამისი წინადადებების, პროექტების რეკომენდაციების შემუშავება; ვ) ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ნორმატიული ბაზის სარულყოფისათვის წინადადებების მომზადება და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში წარდგენა; ზ) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და ახალი ტექნოლოგიების შესაძლო დანერგვისათვის მიმართულებების დადგენა (სათანადო წყაროების მოძიება: სამეცნიერო ლიტერატურა, ინვესტიციები და სხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით). 6. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სტრატეგიული, ოპერატიული და საჯარისო მარაგების შექმნისა და ეფექტურად გამოყენების პოლიტიკის შემუშავება; ბ) საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით და შეიარაღებულ ძალებში მათი დანერგვის მიზნით შეიარაღებისა და ტექნიკის სტანდარტიზაციის საკითხების შემუშავება-კოორდინაცია; გ) შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, სამხედრო დანიშნულების პროდუქციაზე საექსპერტო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; დ) შეიარაღების, ტექნიკის და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ინვენტარიზაცია-კატალოგიზაციის პროგრამული სისტემების სრულყოფისა და კოდიფიცირების საკითხების შემუშავება; ე) სამხედრო საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო ტექნიკის, შეიარაღების და მოწყობილობების მოდერნიზაციის საკითხების შემუშავებაში მონაწილეობა სხვა სამხედრო და სამოქალაქო უწყებებთან ერთად მინისტრთან შეთანხმებით; ვ) ეროვნული და მრავალეროვნული სწავლებებისა და სამშვიდობო ოპერაციების ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის კოორდინაცია; ზ) სამხედრო ობიექტებზე ეკოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებებისა და სტანდარტიზაციის საკითხების ორგანიზება; თ) ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიის სფეროში დაგეგმილ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთდახმარების პოლიტიკის შემუშავება; ი) შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიდა რესურსების (ხე-ტყე, ქვანახშირი, ნავთობი და სხვა) და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის (მარცვლეული, ზეთი, შაქარი და სხვა) მაქსიმალურად და რაციონალურად გამოყენების პოლიტიკის შემუშავება; კ) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განთავსების უზრუნველსაყოფად საჭირო სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება (შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და სხვა); ლ) შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით გენერალური შტაბიდან მიღებულ განაცხადებზე რეკომენდაციების მომზადება; მ) სტრატეგიული, ოპერატიული, ტაქტიკური დონის ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებს შორის თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება; ნ) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტებისათვის წინადადებების მომზადება; ო) სამხედრო ობიექტების მიღება-ჩაბარების ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად სათანადო ბრძანების პროექტების მომზადება და მათი მიზნობრივი გამოყენების პოლიტიკის შემუშავება გენერალური შტაბის შესაბამის სამსახურებთან ერთად; პ) საქართველოს შეირაღებული ძალების ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროს განვითარების პოლიტიკის შესამუშავებლად თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება (მათ შორის: ინვენტარიზაციის, ჩამოწერის, უტილიზაციის, უძრავ-მოძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ და სხვა); ჟ) თავდაცვის სამინისტროს ყველა დონის ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებში რეფორმების მიმდინარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; რ) თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული გამოუყენებელი უძრავ-მოძრავი ქონების შემდგომ გამოყენებაზე რეკომენდაციების შემუშავება; ს) თავდაცვის სამინისტროსათვის ჰუმანიტარული დახმარებების მიღების ორგანიზაციული საკითხების კოორდინაცია თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად; ტ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან თანამშრომლობა შეიარაღებული ძალებისათვის საჭირო სტრატეგიული მარაგების შევსებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაძლო გამოყენების საკითხებზე; უ) ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიის სფეროებში საჭირო ხელშეკრულებების გასაფორმებლად რეკომენდაციების შემუშავება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად; ფ) ,,საქპატენტიდან” წარმოდგენილ განაცხადებზე საიდუმლოების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ქ) საქართველოს მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა ნატოს კვლევებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციისა (RTA) და სახმელეთო შეიარაღების ჯგუფის (NAAG) შესაბამის პროგრამებში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ღ) კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკის განსაზღვრა, პროგრამების შემუშავება და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინირებულად მუშაობა; ყ) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტებზე სარემონტო-საამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად პოლიტიკის, სტანდარტების განსაზღვრა და სამუშაოების კოორდინაცია. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი. 8. დეპარტამენტის უფროსი (ტექსტში შემდგომ – უფროსი) უშუალოდ ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე. 9. უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც უფროსის წარდგინებით, მინისტრის პირველ მოადგილესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი. 10. უფროსი: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებაზე; ბ) გეგმავს და აკონტროლებს დეპარტამენტის საქმიანობას, აძლევს მითითებებს და დირექტივებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) განსაზღვრავს შიდა სტრუქტურული დანაყოფების საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს; დ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა მიერ მათთვის დასახული ამოცანების შესრულებაზე, დისციპლინასა და პროფესიული დონის ამაღლებაზე; ე) აღძრავს შუამდგომლობას დეპარტამენტის საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) აბარებს ანგარიშს მინისტრს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობი,ს შესახებ; თ) დეპარტრამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის აქტებს; თ) ახორციელებს ამ დებულებით ან მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: 11. კოორდინაციას უწევს შესაბამის სფეროს დეპარტამენტის უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით; 12. ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში; თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა 13. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ლოგისტიკის პოლიტიკისა და სტანდარტების სამმართველო, რომლის ფუნქციებია:  – შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განთავსების უზრუნველსაყოფად საჭირო სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება, ლოგისტიკის სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მისი შერულების კოორდინაცია; ბ) ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების კვლევის სამმართველო, რომლის ფუნქციებია:  – კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკის განსაზღვრა, პროგრამების შემუშავება და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინირებულად მუშაობა; გ) ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის პოლიტიკისა და სტანდარტების სამმართველო, რომლის ფუნქციებია: – შეიარაღებულ ძალებში ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვის სფეროებში სტანდარტების და პოლიტიკის შემუშავება და შეიარაღებულ ძალებში მათი დანერგვის კოორდინაცია. ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სფეროებში რეკომენდაციების მომზადება და გამოყენების მიზანშეწონილობის განსაზღვრა. თავი V დასკვნითი დებულებანი 14. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გზით. 15. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.