საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2004
ძალის დაკარგვა 29.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №320
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.006806
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 08/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,902 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2004 მიღება
29.01.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:DUMBADZE;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:DUMBADZE;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 49.55pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  120.340.000.22.026.006.806 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №320 2004 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანება გაეცნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს და შემსრულებლებს. გ. ბარამიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომში _ გენერალური ინსპექცია) ფუნქციონალურ მოვალეობებს, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების უფლებებსა და მოვალეობებს.     მუხლი 2🔗 გენერალური ინსპექცია წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ასრულებს შიდა უწყებრივი კონტროლის ფუნქციას.     მუხლი 3🔗 გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს, მოქმედებს მისი გადაწყვეტილებით და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.     მუხლი 4🔗 გენერალური ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობა და თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტები.     მუხლი 5🔗 ა) გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელებითა და საქართველოს გერბის გამოსახულებით, გენერალური ინსპექცია სარგებლობს შესაბამისი ატრიბუტიკით;  ბ) გენერალური ინსპექციის დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს თავდაცვის მინისტრი. თავი II გენერალური ინსპექციის ფუნქციები, ამოცანები და უფლება-მოვალეობები     მუხლი 6🔗 გენერალური ინსპექციის ფუნქციაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფისში და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში მინისტრის და/ან გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით განახორციელოს: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ინსპექტირება, შემოწმება და ფინანსური კონტროლი; ბ) სამსახურებრივი მოკვლევა (შემოწმება) და შემდგომი რეაგირება სამინისტროს საჯარო, მათ შორის. სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე.     მუხლი 7🔗 გენერალური ინსპექციის ამოცანებია: ა) ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; ბ) საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და ინფორმაციაზე რეაგირება; გ) საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ კანონიერების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; დ) თავდაცვის სამინისტროს ,,ცხელი ხაზით” მომსახურება; ე) საბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, აგრეთვე გრანტებისა და სხვა დახმარებების მიღებისა და განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის კონტროლი; ვ) საფინასო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება.     მუხლი 8🔗 ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით გენერალურ ინსპექციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით უფლება აქვს: ა) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის ადგილზე გაცნობით) შემოწმების, ინსპექტირების, სამსახურებრივი მოკვლევის, ფინანსური კონტროლის ჩატარებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია მითითებული ვადებისა და ფორმის დაცვით. ადრესატი თავდაცვის მინისტრის წინაშე პერსონალურად აგებს პასუხს ინფორმაციის წარმოდგენის დროულობაზე, მის სისწორეზე და საიდუმლოების დაცვაზე; ბ) გამოიძახოს ნებისმიერი საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, თანამდებობის პირი, მიიღოს მისგან წერილობითი ან/და სიტყვიერი ახსნა-განმარტება, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას; გ) ინსპექტირების, სამსახურებრივი მოკვლევის, შემოწმების, ფინანსური კონტროლის წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების ან/და მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა. აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; დ) კანონმდებლობის შესაბამისად მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, ,,ცხელი ხაზით” შემოსული ინფორმაციები; ვ) შესწავლილი მასალების ანალიზის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს ინფორმაცია: ინსპექტირების, სამსახურებრივი მოკვლევის, შემოწმების, მონიტორინგის და ფინანსური კონტროლის ჩატარების შედეგად გამოვლენილ გადაცდომებზე და მათი გამოსწორების შესახებ; ზ) ჩატარებული ინსპექტირების, სამსახურებრივი მოკვლევის, შემოწმების და ფინანსური კონტროლის შედეგების მიხედვით მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ, სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით; თ) შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში წარუდგინოს რეკომენდაცია მინისტრს არსებული მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის შესახებ; ი) გენერალური ინსპექციის საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეები სარგებლობენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული პირადობის დამადასტურებელი სპეციალური მოწმობით, რომელთა საფუძველზეც უფლება აქვთ არსებული წესის დაცვით, ობიექტებზე დაუბრკოლებლად შესვლის, ინსპექტირების, სამსახურებრივი მოკვლევის, შემოწმების, ფინანსური კონტროლის და მონიტორინგის ჩატარების. თავდაცვის სამინისტროს ყველა საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალი ვალდებულია ინსპექციის თანამშრომელს აღმოუჩინოს დახმარება და უზრუნველყოს ფუნქციონალური მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად გაცემული მოთხოვნის შესრულება; კ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. თავი III გენერალური ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებული დებულებები     მუხლი 9🔗 ინსპექტირების, სამსახურებრივი მოკვლევის, შემოწმების, ფინანსური კონტროლისა და მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: თავდაცვის მინისტრის დავალებები, ცნობები საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა და სამხედრო მოსამსახურეთა წერილობითი საჩივრები, თავდაცვის სამინისტროს ,,ცხელი ხაზით” მიღებული შეტყობინებები.     მუხლი 10🔗 გენერალურ ინსპექციის მიერ ჩატარებული ინსპექტირების, სამსახურებრივი მოკვლევის, შემოწმების, ფინანსური კონტროლისა და მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია აისახება შიდა უწყებრივი კონტროლის სპეციალურ რეესტრში.     მუხლი 11🔗 გენერალური ინსპექციის საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მატერიალური წახალისება განისაზღვრება თავდაცვის მინისტრის ბრძანებების შესაბამისად. თავი IV გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები     მუხლი 12🔗 გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი. გენერალური ინსპექციის უფროსი: ა) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის შიდა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) მინისტრთან შეთანხმებით მოქმედებს გენერალური ინსპექციის სახელით და წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას სახელმწიფო დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის აქტებს; ე) გადაწყვეტილებას იღებს გეგმური და/ან არაგეგმური, თემატური და/ან კომპლექსური რევიზიის ჩატარების შესახებ. განსაზღვრავს აღნიშნული ღონისძიებების ვადებს; ვ) მინისტრთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას ინსპექტირების, სამსახურებრივი მოკვლევის, შემოწმების, ფინანსური კონტროლის ჩატარების, ჩატარებაზე უარის თქმის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, რის შესახებაც აცნობებს თავდაცვის მინისტრს; ზ) ხელს აწერს გენერალური ინსპექციის მოთხოვნას, წარდგინებას; თ) თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ინსპექციის დებულებას, წინადადებებს ინსპექციის სტრუქტურასა და დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, აგრეთვე გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ წარდგინებებს; ი) თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად ორგანიზაციას უწევს გენერალური ინსპექციის პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებას, ზრუნავს მათი პროფესიული დონის ამაღლებისათვის; კ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ; ლ) ყოველ ექვს თვეში ერთხელ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს თავდაცვის მინისტრს; მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ინსპექციაში ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვას; ნ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად; ო) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 13🔗 გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი. 1. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე: ა) უზრუნველყოფს ინსპექციაზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციას; ბ) კონტროლს უწევს დავალებების შესრულების მიმდინარეობას; გ) საჭიროების შემთხვევაში ეცნობა ყველა მიმართულების ინსპექტორის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინპექციის უფროსს; დ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს. 2. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გენერალურ ინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.     მუხლი 14🔗 გენერალური ინსპექციის დაკომპლექტება ხდება უმაღლესი განათლების მქონე (გარდა ტექნიკური მუშაკებისა) სამხედრო მოსამსახურეებითა და სამოქალაქო პერსონალით.     მუხლი 15🔗 გენერალური ინსპექციის თითოეული საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეები პერსონალურად აგებს პასუხს მის მიერ წარმოდგენილ დასკვნაზე (აქტზე) და დაუშვებელია გენერალური ინსპექციის უფროსისა და მისი მოადგილის ჩარევა მათ მიერ დასკვნის (აქტის) შემუშავებისას. თავი V გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული სტრუქტურა     მუხლი 16🔗 გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) I სამმართველო; ბ) II სამმართველო; გ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო. გენერალური ინსპექციის I სამმართველო     მუხლი 17🔗 გენერალური ინსპექციის I სამმართველო წარმოადგენს გენერალური ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფს და შედგება სამი მიმართულებისაგან.     მუხლი 18🔗 გენერალური ინსპექციის I სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია ინსპექტირების ობიექტებზე შეისწავლოს და გააკონტროლოს: ა) საკადრო პოლიტიკის ფორმირება და მიმდინარეობა; ბ) ინსპექტირების ობიექტებზე მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი; დ) სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობები, მათი უფლებების დაცვის მდგომარეობა და ჯარისკაცებს შორის არასაწესდებო ურთიერთობის ფაქტები; ე) შეიარაღებული ძალების განთავსების ადგილებში საყაზარმო და საცხოვრებელი ფონდის, ყველა სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების, სამხედრო ქალაქების მდგომარეობა და მათი კომუნალური უზრუნველყოფა; ვ) ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობის მდგომარეობა; ზ) ინსპექტირების ობიექტებზე საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობა; თ) შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან ფუნქცია-მოვალეობებით განსაზღვრული საქმიანობის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია და მიაწოდოს ანალიზის სამმართველოს. გენერალური ინსპექციის II სამმართველო     მუხლი 19🔗 გენერალური ინსპექციის II სამმართველო წარმოადგენს გენერალური ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფს და შედგება მოკვლევისა და საფინანსო-სარევიზიო ჯგუფებისაგან. 1. მოკვლევის ჯგუფის ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფისსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში კონტროლი კანონიერების დაცვაზე; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფისსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში კორუფციის ფაქტებზე და მუშაობის პროცესში გამოვლენილ სხვა კანონდარღვევებზე რეაგირება; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული პატაკების, განცხადებებისა და ინფორმაციების შემოწმება-მოკვლევა. 2. საფინანსო-სარევიზიო ჯგუფის ამოცანები და ფუნქციები: ა) თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეისწავლოს და გააკონტროლოს: ა.ა) კანონმდებლობის შესაბამისად საფინანსო სამეურნეო საქმიანობა; ა.ბ) საფინანსო-სამეურნეო წარმოება, საფინანსო აღრიცხვა და ანგარიშსწორება, საფინანსო დისციპლინის განხორციელება და დაცვა; ა.გ) თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის, პროგრამული დაფინანსების, მიღებული გრანტების და საერთაშორისო დახმარებების რეალიზაციის კონტროლი. 3. რევიზია-შემოწმებების და ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე სამმართველო სისტემატურად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს ანგარიშს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მდგომარეობის შესახებ და რეკომენდაციებს მისი სრულყოფის თაობაზე. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო     მუხლი 20🔗 ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებს წარმოადგენს: 1. გენერალური ინსპექციის სამუშაო გეგმის, გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების, აგრეთვე ცალკეული წერილობითი მოთხოვნების შესაბამისად გააკონტროლოს: ა) გენერალურ ინსპექციაში საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დებულებებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მდგომარეობა; ბ) საკადრო პოლიტიკა; გ) გენერალურ ინსპექციაში საშემსრულებლო დისციპლინა. 2. არსებული და შემოწმებების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგინოს რეკომენდაციები შეიარაღებული ძალების ეფექტურობის და ეკონომიურობის, აგრეთვე კონტროლის (მათ შორის გენერალური ინსპექციის) სრულყოფის თაობაზე. 3. გენერალური ინსპექციის საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფა. თავი VI დასკვნითი დებულებანი     მუხლი 21🔗 გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გზით.     მუხლი 22🔗 წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.