⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.07.2005)
გაუქმებულია:

თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2004
ძალის დაკარგვა 22.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №321
სარეგისტრაციო კოდი 120170000.22.026.006807
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 08/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,277 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2004 მიღება
22.07.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:DumbaNusx;} @font-face {font-family:"NTTimes\/Cyrillic";} @font-face {font-family:DumbaMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} h1 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:DumbaNusx;} h2 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:22.0pt; font-family:DumbaNusx;} h3 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:22.0pt; font-family:DumbaNusx; color:blue; font-weight:normal;} h4 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:DumbaMtavr;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:18.0pt; font-family:DumbaNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:20.0pt; font-family:DumbaNusx; color:blue;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:14.0pt; font-family:DumbaNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 56.7pt .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  120.170.000.22.026.006.807 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №321 2004 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის” თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანება გაეცნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს და შემსრულებლებს. გ. ბარამიძე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომ – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მინისტრისა (ინდივიდუალური) და მინისტრის მოადგილის ბრძანებების საფუძველზე. 2. დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციას და საპროტოკოლო უზრუნველყოფას. 3. დეპარტამენტს უშუალო კოორდინაციას უწევს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი მოადგილე. 4. დეპარტამენტს აქვს ტიტულოვანი ბლანკი. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 5. დეპარტამენტის ამოცანებს განეკუთვნება: ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და მათ სამხედრო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმართვა და მისი კოორდინაცია; ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) ,,ნატო”-სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია; დ) თავდაცვის სტრატეგიის, სამხედრო დოქტრინის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ე) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართული სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვა და კოორდინირება; ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საპროტოკოლო უზრუნველყოფა. 6. დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება: ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან ურთიერთობების დამყარება; ბ) იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად ურთიერთობების წარმოება საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შემუშავებასთან დაკავშირებით; გ) საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა თავდაცვის მინისტრთან და შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით; დ) სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლობითი მეკავშირე ოფიცრების, სამხედრო ატაშატისა და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლობების საქმიანობის კოორდინირება; ე) საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, თავდაცვის სამინისტროს სტუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა და გაანალიზება, შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა; ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ერთწლიანი და მრავალწლიანი გეგმების, პროგრამების შემუშავება; ზ) ,,ნატო”-სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება; თ) ,,ნატო”-სთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედების გზით; ი) ,,ნატო”-სთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისათვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა; კ) სამინიტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში; ლ) სხვადასხვა დონის დელეგაციების ვიზიტებისას, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე, პასუხისმგებელი პირების უზრუნველყოფა აუცილებელი საინფორმაციო-ანალიტიკური მასალებით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით; მ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ნ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის; ო) იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული და წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების საპროტოკოლო უზრუნველყოფა; პ) საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებისა და უცხოეთის ქვეყნებში საპასუხო ვიზიტების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა; ჟ) საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების, სამხედრო წარმომადგენლების მიერ საქართველოში მათი უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია; რ) საქართველოს შეიარაღებული ძალების საპროტოკოლო სატრანსპორტო და სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის, მუდმივი გამართულობის და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლი. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი ფუნქციონალური მოვალეობები 7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს და შესაბამის მოადგილეს, თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის წარდგინებით. 8. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. 9. დეპარტამენტის უფროსი: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების და გადაადგილების საკითხებში თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; თ) აბარებს ანგარიშს მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრს სამხედრო წარმომადგენლობითი მეკავშირე ოფიცრების, სამხედრო ატაშეების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად; კ) წარუდგენს თავდაცვის მინისტრს შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით სამოქალაქო წარმომადგენლების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად; ლ) ახორციელებს წინამდებარე დებულებით, თავდაცვის მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. 10. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს. 11. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში: ა) პასუხისმგებელნი არიან დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევენ დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერენ და ვიზირებას უკეთებენ დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) მონაწილეობას ღებულობენ დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების, რეზერვისა და გადაადგილების საკითხებში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ე) აკონტროლებენ და პასუხისმგებლები არიან დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; ვ) ორგანიზაციას უწევენ დეპარტამენტის საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ზ) უზრუნველყოფენ დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა და უფლებამოსილება 12. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო – წარმართავს სამინისტროს პოლიტიკას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად; ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო – წარმართავს სამინისტროს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან; გ) პროტოკოლის სამმართველო – ახორციელებს სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურებას. 13. სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. თავი V დასკვნითი დებულებები 14. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.