საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2002
ძალის დაკარგვა 14.11.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.005172
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 05/03/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.10.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.4pt 45.0pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.172
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №78
2002 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი თავისი დასახელებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურეობრივი გადაადგილების (გადაყვანის), განთავისუფლების შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა;
გ) შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცვა-წარმოება;
დ) საპენსიო საბუთების გაფორმება და სოციალურ საკითხთა გადაწყვეტა;
ე) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად რევიზიის ჩატარება;
ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ჩატარების ორგანიზება;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა;
კ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების საკითხთა უზრუნველყოფა;
ლ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
მ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლი;
ნ) სამინისტროს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების რეგისტრაცია;
ო) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
პ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ჟ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 5🔗
დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს ბრძანების პროექტებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების შვებულებისა და მივლინების შესახებ;
ბ) თავისისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირად საქმეებს;
გ) ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცვა-წარმოებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფორმებს საპენსიო საბუთებს და წყვეტს სოციალურ საკითხებს;
ე) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად ატარებს რევიზიას;
ვ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
ზ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას;
თ) დადგენილი წესის შესაბამისად ახდენს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის ატესტაციების ჩატარების ორგანიზებას;
ი) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს კონკურსების ჩატარებას;
კ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნასა და რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას;
ლ) წყვეტს სტაჟირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
მ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს, ახორციელებს მის შესრულებაზე, აგრეთვე შრომის დისციპლინაზე კონტროლს;
ნ) ახდენს სამინისტროს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების რეგისტრაციას;
ო) აწარმოებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვას და მის ანალიზს;
პ) ახდენს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;
ჟ) ახორციელებს სამოქალაქო თავდაცვისა და სამოქალაქო სამობილიზაციო საქმიანობას;
რ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.
მუხლი 7🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის შემადგენლობაში სტუქტურული ერთეულების სახით შედის სამი სამმართველო:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) სასჯელაღსრულების ორგანოების საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) სამხედრო სამობილიზაციო, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო.
მუხლი 9🔗
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 10🔗
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 11🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
თ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გადამზადებაზე;
ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
მ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურებს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 13🔗
სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის სამმართველო:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ბრძანების პროექტებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების შვებულებისა და მივლინების შესახებ;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირად საქმეებს;
გ) ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფორმებს საპენსიო საბუთებს და წყვეტს სოციალურ საკითხებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის ატესტაციების ჩატარების ორგანიზებას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად უზრუნველყოფს კონკურსების ჩატარებას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნასა და რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას;
კ) შეიმუშავებს სამინისტროს შრომის შინაგანაწესს, ახორციელებს მის შესრულებაზე, აგრეთვე რომის დისციპლინაზე კონტროლს;
ლ) ახდენს მინისტრის მიერ გამოცემული საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების რეგისტრაციას;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვას და მის ანალიზს;
ნ) ახდენს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას.
მუხლი 14🔗
სასჯელაღსრულების ორგანოების საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ბრძანების პროექტებს სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების შვებულებისა და მივლინების შესახებ;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს სამინისტროს სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა მოსამსახურეთა პირად საქმეებს;
გ) ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფორმებს საპენსიო საბუთებს და წყვეტს სოციალურ საკითხებს.
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების კადრების სამსახურების მუშაობას.
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთათვის სახელმწიფო წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სამინისტროს სასჯელაღსრულების ორანოების მოსამსახურეთათვის ატესტაციების ჩატარების ორგანიზებას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად უზრუნველყოფს კონკურსების ჩატარებას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სასჯელაღსრულების ორანოების მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნასა და რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას;
კ) აწარმოებს სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვას და მის ანალიზს;
ლ) ახდენს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას.
მუხლი 15🔗
სამხედრო სამობილიზაციო, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო:
ა) ახორციელებს სამოქალაქო თავდაცვისა და სამოქალაქო სამობილიზაციო საქმიანობას;
ბ) საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიებების ჩატარებას.
მუხლი 16🔗
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 17🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს, კურატორ მინისტრის მოადგილესა და მინისტრს.
მუხლი 18🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას;
დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
მუხლი 19🔗
დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 20🔗
დეპარტამენტის საშტატო რიცხოვანება განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 21🔗
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.