საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.11.2004
ძალის დაკარგვა 17.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.006808
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 11/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 08.01.2007
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:5.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:6.0pt; margin-right:-6.35pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:4.0pt; margin-right:-.25pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:6.0pt; font-family:LitMtavrPS; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.3pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.808
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №70
2004 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №15, 03.06.2002წ., მუხლი 61🔗), ,,წყლის შესახებ” (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ. 123), ,,წიაღის შესახებ” (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96წ., გვ. 12), ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” (პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.97წ., გვ. 40), და ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №5, 1998წ., მუხ. 40) საქართველოს კანონების საფუძველზე და მათ მიერ დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტი”;
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. ლებანიძე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს
რეგლამენტი
მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც გამოიცა დებულება ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის შესახებ”
ეს დებულება გამოცემულია (მიღებულია) ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”, ,,წყლის შესახებ”, ,,წიაღის შესახებ”, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” და ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი
ეს დებულება ადგენს და არეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდეგომში – სამინისტროს) დებულებით განსაზღვრულ, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებსა და სამართლებრივ ურთიერთობებს, გარდა იმ ურთიერთობებისა, რაც სხვაგვარად ან დამატებითაა მოწესრიგებული ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”, ,,წყლის შესახებ”, ,,საქართველოს ტყის კოდექსის” ,,წიაღის შესახებ”, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” და ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონებით.
მუხლი 3🔗. კანონმდებლობის სისტემა საბჭოს მუშაობის რეგლამენტის შესახებ და კომპეტენციები მათი განსაზღვრის სფეროში
კანონმდებლობის სისტემა საბჭოს მუშაობის რეგლამენტის შესახებ და მათი განსაზღვრის სფეროში შედგება ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”, ,,წყლის შესახებ”, ,,საქართველოს ტყის კოდექსის” ,,წიაღის შესახებ”, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” და ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” ასევე ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 4🔗. დებულების მიზნები
ამ დებულების მიზანი საბჭოს რეგლამენტის დადგენა გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის სფეროებში შესაბამისი ლიცენზიების გაცემაზე, შეზღუდვაზე, შეჩერებაზე, გაუქმებაზე, ასევე ლიცენზიის პირობების შეცვლაზე რეკომენდაციების ან დასკვნების მომზადების სფეროში.
მუხლი 5🔗. საბჭოს სტატუსი
1. საბჭო წარმოადგენს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის, ასევე გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შესაბამისი ლიცენზიებისა გაცემაზე, შეზღუდვაზე, შეჩერებაზე, გაუქმებაზე, ასევე ლიცენზიის პირობების შეცვლაზე რეკომენდაციების ან დასკვნების მომამზადებელ საუწყებათაშორისო ორგანოს.
2. საბჭო არ წარმოადგენს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს.
3. საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციები ან დასკვნები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს.
მუხლი 6🔗. საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის პრინციპები და წესი
1. საბჭოს შემადგენლობა კომპლექტდება სამთავრობო დაწესებულების, სხვა სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებით.
2. საბჭო შედგება ძირითადი და მოწვეული წევრებისაგან.
3. მოწვეული წევრების სტატუსით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე კერძო და (ან) საჯარო სამსახურში მომუშავე პირები, სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტები (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები) ცალკეულ სპეციფიკურ საკითხთა განხილვისა და შეფასებისათვის, სათათბირო ხმის უფლებით.
4. საბჭოს რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
მუხლი 7🔗. საბჭოს ზოგადი უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ზოგად უფლებამოსილებას განეკუთვნება ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”, ,,წყლის შესახებ”, ,,საქართველოს ტყის კოდექსის” ,,წიაღის შესახებ”, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” და ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის, ასევე გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი სხვა შესაბამისი ლიცენზიების გაცემაზე, შეზღუდვაზე, შეჩერებაზე, გაუქმებაზე, ასევე ლიცენზიის პირობების შეცვლაზე რეკომენდაციების ან დასკვნების მომზადება სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
2. ამ დებულებით გათვალისწინებული რეკომენდაციის ან დასკვნის მომზადებამდე საბჭო სამინისტროს შესაბამისი დაქვეუწყებო დაწესებულებიდან (დეპარატამენტიდან) ან სამინისტროს დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ამა თუ იმ განსახილველ საკითხზე ღებულობს შესაბამის წერილობით დასკვნას.
3. დასკვნების მიღებას უზრუნველყოფს სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახური.
მუხლი 8🔗. საბჭოს მიერ დოკუმენტაციის მიღება
1. ლიცენზირებისათვის აუცილებელ დოკუმენტებსა და მასალებს (გაცემის, შეზღუდვის, შეჩერების, გაუქმების, ასევე პირობების შეცვლის თაობაზე) განსახილველად იღებს სამინისტრო.
2. საბჭოსათვის ლიცენზიის გაცემაზე, შეზღუდვაზე, შეჩერებაზე, გაუქმებაზე, ასევე ლიცენზიის პირობების შეცვლაზე რეკომენდაციების ან დასკვნების მომზადებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფის საკითხებს აგვარებს სამინისტრო.
მუხლი 9🔗. განსახილველი მასალების დარიგება
1. განსახილველი მასალების ასლების დამრავლებას უზრუნველყოფს სამინისტრო.
2. საბჭოს სხომაზე განსახილველი მასალები წინასწარ გასაცნობად მიეწოდება საბჭოს ყველა ძირითად წევრსა და შესაბამის მოწვეულ წევრებს.
მუხლი 10🔗. საბჭოს კვორუმი
სხდომის ჩატარებაზე საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ძირითად წევრთა ორი მესამედი.
მუხლი 11🔗. საბჭოს სხდომის ჩატარების წესი
1. განსახილველი საკითხებისა და მათი რაოდენობის გათვალისწინებით სხდომის თავმჯდომარე საბჭოს დასამტკიცებლად სთავაზობს დღის წესრიგსა და საკითხების განხლვის რიგითობას.
2. განსახილველი საკითხების გათვალისწინებით დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭო.
3. საბჭოზე განსახილველი საკითხი გამოაქვს სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურს.
4. სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე ან მისი ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 12🔗. საბჭოს მიერ რეკომენდაციის ან დასკვნის მომზადების პრინციპები და პროცედურა
1. დღის წესრიგიდან გამომდინარე, საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება რეკომენდაციის ან დასკვნის მიღების წესის (ღია ან ფარული კენჭისყრის) შესახებ.
2. საბჭოს მიერ რეკომენდაციის ან დასკვნის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება დახურულ სხდომაზე.
3. რეკომენდაციის ან დასკვნის მიღების პროცედურის დარღვევა მისი გამარტივების გზით არ დაიშვება.
4. ხმათა თანაფარდობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.
5. უკვე განხილულ საკითხებზე დასაშვებია საბჭოს მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში ან დასკვნაში დამატებების შეტანა შემოვლის წესით, დამატებითი სხდომების გარეშე. დამატება ძალაშია, თუ მას ხელს აწერს საბჭოს ძირითადი შემადგენლობის ყველა წევრი.
6. საბჭოს რეკომენდაცია ან დასკვნა მომზადებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის წევრთა უბრალო უმრავლესობამ.
7. დაუშვებელია საბჭოს წევრისათვის განმარტების მოთხოვნა უკვე დაფიქსირებულ იმ პოზიციაზე, რაც აისახა კენჭისყრის შედეგებში.
8. სხდომაზე მომზადებული და მიღებული რეკომენდაცია ან დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით.
მუხლი 13🔗. საბჭოს საქმიანობის საოქმო ნაწილი
1. საბჭოს ჰყავს სხდომის პასუხისმგებელი მდივანი, რომლის ფუნქციებსაც ასრულებს სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
2. სხდომის პასუხისმგებელი მდივანი უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას. ოქმში უნდა დაფიქსირდეს საბჭოს ნებისმიერი წევრის რეკომენდაციაზე ან დასკვნაზე უარის თქმის, თავშეკავების მიზეზი ან განსხვავებული აზრი.
3. სხდომის ოქმი ინახება სამინისტროში.
4. სხდომის თავმჯდომარე პასუხისმგებელ მდივანთან ერთად ხელს აწერს სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია ოქმში დაფიქსირებული შინაარსის სისწორეზე.
მუხლი 14🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.