⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.11.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №271 „სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლის წესის შესახებ” ინსტრუქციის თაობაზე

მიღების თარიღი 16.04.2004
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №271
სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006468
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,124 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2004 მიღება
04.11.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №271 „სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლის წესის შესახებ” ინსტრუქციის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 37.3pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.468 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №271 2004 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი  „სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლის წესის შესახებ” ინსტრუქციის თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე და 210-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლის წესის შესახებ”. 2. გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 24 მარტის №44 ბრძანება „შემთხვევითობის აზარტულ თამაშებზე გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დაზიანებული ნიშნების გადაცვლის წესის შესახებ ინსტრუქციის და გადასახადის გადახდის ნიშნის თაობაზე”. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი ინსტრუქცია სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლის წესის შესახებ მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე და 210-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლის წესს.     მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტებები 1. გადასახადის გადახდის ნიშანი – ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობის დროს სათამაშო მაგიდებისა და სათამაშო აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშანი, რომელიც ადასტურებს გადასახადის გადახდას და თამაშების მომწყობის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებზე სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე. 2. სამორინეს მაგიდა – სპეციალურ სათამაშო დაწესებულებაში (სამორინეში) განთავსებული მაგიდა, რომელზეც სათამაშო დაწესებულების (სამორინეს) წარმომადგენელსა და მოთამაშეებს შორის, აგრეთვე მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს ერთი კონკრეტული თამაშობა რულეტის, ბანქოს, კამათლებისა და სხვა საშუალებებით ფულადი მოგების გათამაშებისათვის. 3. ლოტო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც მონაწილე ირჩევს რიცხვით ან სიმბოლოების კომბინაციებს და მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ლოტო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მასში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით. 4. ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობისა და/ან შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია პროგნოზისა და შედეგების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და/ან ფსონის მოცულობაზე. 5. ბინგო - ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ბინგო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მასში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით. 6. სათამაშო აპარატი - მექანიკური ან ელექტრონული მექანიზმი, რომელიც მოქმედებაში მოჰყავთ მონეტებით, ჟეტონებით ან სხვა საშუალებით და მოგება განისაზღვრება ციფრების, სიმბოლოების ან მათი კომბინაციის მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევით. 7. სალარო – სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის, ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა.     მუხლი 2🔗. გადასახადის გადახდის ნიშნების გაცემის წესი 1. გადასახადის გადახდის ნიშნების შესაძენად აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი ადგილობრივ საგადასახადო ინსპექციაში წარადგენს განაცხადს გადასახადის გადახდის ნიშნების მოთხოვნაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს მოქმედი და სარეზერვო (გამოუყენებელი) სათამაშო მაგიდებისა და აპარატების, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების რაოდენობა. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების ორგანიზებაზე დადგენილი წესით აღებული ლიცენზიის ან ნებართვის ასლი და შესაბამისი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის ნიშნების შეძენა ხდება ადგილობრივ საგადასახადო ინსპექციებში შემთხვევითობის თამაშების მოწყობის ადგილმდებარეობის მიხედვით. 3. გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენა ხდება ყოველ საანგარიშო პერიოდის (თვის) დაწყებამდე, წინა თვის განმავლობაში. 4. ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციის მიერ გადასახადის ნიშანი გაიცემა ნიშნის ქვედა მხარეზე განლაგებული შესაბამისი საანგარიშო თვის აღმნიშვნელი ციფრის (ციფრები თვეების მიხედვით 1-დან – 12-მდე) გამოჭრის შემდეგ.     მუხლი 3🔗. გადასახადის გადახდის ნიშნების რეგისტრაციის წესი 1. გადასახადის გადახდის ნიშანი დაბეჭდვისა და უტილიზაციის წესი განისაზღვრება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ადგილობრივ საგადასახადო ინსპექციებზე გადასახადის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვას აწარმოებს საგადასახადო დეპარტამენტი დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით. 3. გადასახადის გადამხდელზე გადასახადის ნიშნების გაცემის აღრიცხვას აწარმოებს ადგილობრივი საგადასახადო ორგანო დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით. 4. გადასახადის ნიშნების რეგისტრაცია ხორციელდება სპეციალურ ზონარგაყრილ დალუქულ და დანომრილ ჟურნალში.     მუხლი 4🔗. გადასახადის გადახდის ნიშნების დამაგრების წესი შემთხვევითობის თამაშების ორგნიზატორების მიერ გადასახადის გადახდის ნიშნების დამაგრება წარმოებს სათამაშო მაგიდებზე, აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს სალაროებზე თვალსაჩინო ადგილას. ყოველი საანგარიშო თვისათვის განკუთვნილი ნიშნების დამაგრება ხდება თამაშების დაწყების პირველ დღეს და იხსნება საანგარიშო პერიოდის ბოლო დღეს.     მუხლი 5🔗. დაზიანებული გადასახადის გადახდის ნიშნების შეცვლა 1. გადასახადის გადახდის გამოუყენებელი ნიშანი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექვემდებარება ახლით შეცვლას. ამ მუხლის მიზნებისათვის გამოუყენებლად ითვლება ნიშანი, რომელიც არ ყოფილა დამაგრებული შესაბამის მაგიდაზე, აპარატზე ან სალაროზე. დაზიანებული გადახდის ნიშნები გადასაცვლელად წარედგინება იმ საგადასახადო ორგანოს, რომლის მიერაც გაცემულია აღნიშნული ნიშნები, მაგრამ არაუგვიანეს გადასახადის ნიშნის მოქმედების ვადის ბოლო დღისა. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის ნიშანი ითვლება დაზიანებულად თუ მასზე დატანილი ნებისმიერი ინფორმაცია ან მისი ნაწილი არ იკითხება და არ იძლევა ნიშნის იდენტიფიცირების საშუალებას. 3. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადახდის ნიშნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაზიანებული ნიშნების წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 4. გადასახადის გადახდის დაზიანებული ნიშნის შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი პერიოდისათვის გადახდილი გადასახადის თანხა ხელმეორედ არ გადაიხდება. 5. საგადასახადო ინსპექციები დაზიანებულ გადახდის ნიშნებს წარადგენს საგადასახადო დეპარტამენტში არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.