საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2002
ძალის დაკარგვა 01.09.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.005173
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 05/03/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 56.65pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.173
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №77
2002 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის დებულების დამტკიცების შესახებ
“აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარია (ტექსტში შემდგომ _ მთავარი კანცელარია) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ტექსტში შემდგომ _ სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. მთავარი კანცელარია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით და საქმისწარმოების ორგანიზაციის შემდგომი სრულყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესით“.
3. კანცელარიას აქვს მრგვალი ბეჭედი და შტამპი.
თავი II
მთავარი კანცელარიის მიზნები და ამოცანები
4. მთავარი კანცელარიის ძირითადი მიზანია:
ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, დოკუმენტების რაოდენობის შემცირება და ხარისხის ამაღლება. თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დოკუმენტური ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება.
5. მთავარი კანცელარიის ამოცანებია:
ა) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;
ბ) საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად დოკუმენტირების, დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზაციის, საინფორმაციო საძიებო სისტემებით, კონტროლისა და დოკუმენტების არქივში გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა;
გ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდიკური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ე) საქმისწაროების ორგანიზაცია, სამინისტროს მიერ მიღებული საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების უზრუნველყოფა და ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეთოდური ხელმძღვანელობა.
თავი III
მთავარი კანცელარიის ფუნქციები
6. მთავარი კანცელარია ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება;
ბ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების კონტროლის რეგულირება;
დ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;
ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზაცია;
ვ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა, საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება;
ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირებისა და გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება;
თ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზაცია. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის შესახებ“ ბრძანებულების შესაბამისად საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმის ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველ-ყოფა;
კ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების (გარდა საკადო ხასიათის ბრძანებებისა) აღრიცხვის, შენახვის და კონტროლის ორგანიზაცია;
ლ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
თავი IV
მთავარი კანცელარიის უფლებები და პასუხისმგებლობა
7. მთავარ კანცელარიას უფლება აქვს:
ა) აკონტროლოს და მოსთხოვოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს სამინისტროში დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვა;
ბ) გამოითხოვოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს შემადგენლობის სტრუქტურული ერთეულებისაგან საქმისწარმოების შესახებ საჭირო ცნობები;
გ) შეამოწმოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების ორგანიზაცია და შედეგები შეატყობინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობას შესაბამისი ზომების მისაღებად;
დ) კანცელარიის კომპეტენციის ფარგლებში ხელი მოაწეროს და ვიზა მისცეს დოკუმენტებს;
ე) შეიმუშაოს საქმისწარმოების ინსტრუქცია;
ვ) ქვედანაყოფისა და თანამდებობის პირების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის ყველა შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები შესაბამისი ზომების მისაღებად;
ზ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ეხება დოკუმენტებზე მუშაობის მდგომარეობას, მათზე მუშაობისას ფორმირებისა და მეთოდების სრულყოფას;
თ) ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საქმისწარმოების სამსახურის მუშაკთა დანიშვნის, გადაყვანის, დათხოვნის, წახალისებისა და სასჯელის დადების შესახებ.
თავი V
მთავარი კანცელარიის უფროსი
8. მთავარ კანცელარიას ხელმძღვანელობს მთავარი კანცელარიის უფროსი.
9. მთავარი კანცელარიის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
10. მთავარი კანცელარიის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის, აგრეთვე შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
11. მთავარი კანცელარიის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს კანცელარიის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს კანცელარიის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) წარუდგენს მინისტრს დასანიშნად მთავარი კანცელარიის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ) აკონტროლებს კანცელარიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
ე) აბარებს მთავარი კანცელარიის მუშაობის ანგარიშს;
ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს კანცელარიის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მუშაკების წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მთავარი კანცელარიის ამოცანების შესასრულებლად;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
12. კანცელარიის უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორციელებს მთავარი კანცელარიის მრჩეველი კანცელარიის უფროსის დავალებით, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
თავი VI
მთავარი კანცელარიის საჯარო მოსამსახურეები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, მთავარი კანცელარიის საჯარო მოსამსახურეებია: მთავარი კანცელარიის უფროსი; მოქალაქეთა მიღებისა და კონტროლის სექტორი – მისაღების უფროსი; აგრეთვე მთავარი კანცელარიის მრჩევლები, სპეციალისტები და არქივარიუსი.
თავი VII
დასკვნითი დებულება
მთავარი კანცელარიის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.