⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.11.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2002
ძალის დაკარგვა 24.11.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.005186
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 20/03/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,229 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2002 მიღება
24.11.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.3pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-7.1pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-32.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.186 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №87 2002 წლის 5 მარტი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის თანდართული დებულება (დანართი №1). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რ. გილიგაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა I. ზოგადი დებულებანი 1.    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2.    დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. დეპარტამენტს აქვს მრგვალი ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია წარწერა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი და ბეჭდის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს, კორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. II. დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 5. დეპარტამენტის ამოცანებია: ა)     მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების რეგისტრაცია, რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლი; ბ)    საჯარო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა; გ)    მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიების გაცემა და მათი აღრიცხვა; დ)   მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეგისტრაცია და მათი სახელმწიფო რეესტრში აღრიცხვა. 6. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვა, სამართლებრივი ექსპერტიზა, სარეგისტრაციოდ მომზადება, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; ბ) კანონით დადგენილი წესით სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა საქმიანობის თავიანთ წესდებასთან შესაბამისობის კონტროლი, მათი ხელმძღვანელი ორგანოებისაგან გადაწყვეტილებათა, დადგენილებათა, ინსტრუქციული და ინფორმაციული წერილებისა და სხვა დოკუმენტების გამოთხოვის გზით; გ) სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლა; დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღება, კონსულტაციების გაწევა, წერილების, საჩივრების, განცხადებების, მომართვების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება; ე) დეპარტამენტის მუშაობის სრულყოფისათვის სისტემატური ანალიტიკური საქმიანობა; ვ) სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა; ზ) ერთიანი სალიცენზიო რეესტრის წარმოება, გამოქვეყნება; თ)   მაკონტროლებელ ორგანოთა განცხადებების განხილვა, მათი რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემის უზრუნველყოფა და მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოება; ი)    იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოებაზე, შეკეთებასა და ვაჭრობაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრული კვოტირების ფარგლებში ლიცენზიის გაცემის საკითხის განხილვა, გასაცემი ლიცენზიის მომზადება და უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება. III. დეპარტამენტის სტრუქტურა 7. დეპარტამენტის სტრუქტურაშია: ა) სახელმწიფო რეგისტრაციის სამმართველო; ბ) ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების სამმართველო. IV. დეპარტამენტის უფროსი 8. დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 9. დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელობს სამუშაო გეგმების, მეთოდიკის, რეკომენდაციების, ინსტრუქციების და წესების მომზადებას, უზრუნველყოფს დეპარტამენტში შრომის დისციპლინის დაცვას, უშუალოდ მონაწილეობს დეპარტამენტის ფუნქციების განხორციელებაში. 10. დეპარტამენტის უფროსი: ა)     ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტს; დ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს; ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, დეპარტამენტის თანამშრომლების პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) შუამდგომლობს იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ზ) ხელს აწერს სარეგისტრაციო დოკუმენტებს (რეგისტრაციის მოწმობის გარდა), ვიზირებას უკეთებს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. V. დეპარტამენტის მოხელეები 11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, დეპარტამენტის მოხელეებს შეადგენენ დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის შიდა სტრუქტურული ერთეულების უფროსები და მრჩევლები. 12. დეპარტამენტის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 13. სახელმწიფო რეგისტრაციის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვას, სამართლებრივ ექსპერტიზას, სარეგისტრაციოდ მომზადებას და სახელმწიფო რეგისტრაციას, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ხელმოწერას (გარდა რეგისტრაციის მოწმობისა); ბ)    სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლას; სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღებას, კონსულტაციების გაწევას, წერილების, საჩივრების, განცხადებების, მომართვების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას; დ)   იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციებისაგან მათ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვას და მათთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების მიღებას ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისაგან; ე)    ერთიანი საჯარო რეესტრის წარმოებისათვის ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას; ვ) ასრულებს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. 14. ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების სამმართველო ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ა)     ლიცენზიის მაძიებელთა დოკუმენტაციის განხილვას, შესაბამისი ბრძანების პროექტებისა და ლიცენზიების მომზადება; ბ)    სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღებას, კონსულტაციების გაწევას, წერილების, საჩივრების, განცხადებების, მომართვების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას; გ) სამმართველოს მუშაობის სრულყოფისათვის სისტემატურ ანალიტიკურ საქმიანობას; დ) ახორციელებს ერთიანი საჯარო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ე)    უზრუნველყოფს სახელმწიფო და უწყებრივი სალიცენზიო რეესტრების წარმოებას; 15. დეპარტამენტის მრჩეველი თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს, აგრეთვე შესაბამისად სამმართველოს უფროსს. 16. დეპარტამენტის მრჩეველი: ა) განიხილავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და განცხადებებს მათი რეგისტრაციის თაობაზე; ბ) ატარებს აღნიშნული მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს მათზე დასკვნას; გ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით განიხილავს წერილებს, საჩივრებს, განცხადებებს და ამზადებს მათ შესახებ პასუხებს, დასკვნებს; დ) აწარმოებს რეგისტრირებული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გადამუშავებასა და შენახვას (ქმნის მონაცემთა ბანკს); ე) ამზადებს მონაცემებს სახელმწიფო რეესტრის წარმოებისათვის და ბეჭვდით ორგანოში გამოსაქვეყნებლად; ვ) აფორმებს რეგისტრირებულ ორგანიზაციათა საქმეებს არქივში გადასაცემად, დადგენილი წესით; ზ) გასცემს რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს, კერძოდ, დადგენილი ნიმუშის მოწმობას და ზონარგაყრილი წესდების ეგზემპლარს, დამოწმებულს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის ბეჭდით; თ) როგორც იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის მდივანი აწარმოებს კომისიის სხდომის ოქმს, ხელს აწერს მას და უზრუნველყოფს მის შენახვას; ი)    აწარმოებს ლიცენზიის მაძიებელთა დოკუმენტაციის განხილვას და კანონმდებლობის შესაბამისად დასკვნის მომზადებას; კ)     ახორციელებს შემოსული წერილების, განცხადებების, მომართვების განხილვას და შესაბამისი პასუხების მომზადებას; ლ)   აწარმოებს გაცემული ლიცენზიების აღრიცხვას და უზრუნველყოფს უწყებრივი რეესტრის წარმოებას; მ)    უზრუნველყოფს სახელმწიფო სალიენზიო რეესტრის წარმოებას; ნ) უზრუნველყოფს საავტორო უფლებათა მართვის ორგანიზაციების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას. VI. დასკვნითი დებულებები 17. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.