ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.11.2004
ძალის დაკარგვა 06.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №253
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.006826
გამოქვეყნების წყარო სსმ, 136, 25/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; color:#3366FF;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; color:#3366FF;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; color:#3366FF;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.45pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoHeading9, li.MsoHeading9, div.MsoHeading9 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; color:red; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; color:#3366FF;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; color:#3366FF;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; color:#3366FF;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:40.8pt 45.35pt 40.8pt 50.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.006.826
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №253
2004 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. ტყიბულის ინდუსტრიული კოლეჯის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. ტყიბულის ინდუსტრიული კოლეჯი, შემდგომში დაწესებულება, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, შესაბამისი აქტებითა და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებით.
3. დაწესებულება შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
5. დაწესებულების იურიდიული მისამართია: 4300 ქ. ტყიბული, ცირეკიძის ქ. №1.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. დაწესებულება მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად ან უამისოდ.
4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს.
5. დაწესებულება ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
6. დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
იგი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობებს.
მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი
1. დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. საგანმანათლებლო პროცესი დაწესებულებაში განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, სხვა კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატული აქტებით.
4. დაწესებულებაში სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დასწრებული სწავლების ფორმით და ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. დაწესებულებას შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებას შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით.
6. დაწესებულებას უფლება აქვს ეწეოდეს ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებას და დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.
7. დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაციის ფორმები დგინდება დაწესებულების შინაგანაწესით, რომელსაც სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თანხმობით ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი.
8. დაწესებულების შინაგანაწესით დგინდება დაწესებულებაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, მომდევნო ან სხვა კურსზე გადაყვანის, აგრეთვე კურსზე დატოვების, ქცევისა და დაწესებულებიდან გარიცხვის პირობები და წესები, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის განხორციელების ფორმები და შიდაკონტროლის წესი, მოსწავლეთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები (კვება, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედიური და სხვ.). შინაგანაწესის დამტკიცება ან მასში ცვლილებების შეტანა არ უნდა მოხდეს სასწავლო წლის და მის დაწყებამდე 15 დღის განმავლობაში.
9. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობის მიზნით დაწესებულებაში შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ნებაყოფლობითი გაერთიანებანი (მოსწავლეთა, მშობელთა, მშობელთა და მასწავლებელთა, მზრუნველთა და სხვ.).
10. დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 4🔗. დაწესებულების დირექტორი
1. დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. დაწესებულების დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი, პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი, განახორციელოს დაწესებულების საორგანიზაციო სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები.
4. დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიური საბჭოს თანხმობით, დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და დაწესებულების წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მომსახურე ყველა ან მათში მითითებულ პირთათვის.
6. არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს ხარჯთაღრიცხვის პროექტს, ხელფასის დანამატების, პრემიების, ფინანსური დახმარების ზღვრულ ოდენობას.
7. დირექტორს შეუძლია წარადგინოს კანდიტატი სამეურვეო საბჭოში ასარჩევად.
8. დირექტორი უფლებამოსილია გადადგეს თანამდებობიდან წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა წარედგინოს იმ თანამდებობის პირს, რომელმაც იგი დანიშნა. განცხადების ასლი უნდა წარედგინოს დაწესებულების პედაგოგიურ საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს. დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდება შესაბამისი ბრძანების გამოცემის დღიდან.
9. დირექტორი ანგარიშვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.
მუხლი 5🔗. დაწესებულების ადმინისტრაცია
1. დაწესებულების ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის, მოადგილეების, საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსისა და კანცელარიის გამგისგან.
2. დაწესებულების ადმინისტრაცია ამზადებს დირექტრის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს დაწესებულების საქმისწარმოებას, ზედამხედველობს დაწესებულების წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას. ახორციელებს ამ წესდებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დაწესებულების და ადმინისტრაციის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დაწესებულების დირექტორის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის სხვა წევრთა რაოდენობა განისაზღვრება მოსწავლეთა კონტინგენტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად.
5. დაწესებულების დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად უწყვეტი მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი.
მუხლი 6🔗. პედაგოგები
1. დაწესებულების პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები (მასწავლებელი, საწარმოო სწავლების ოსტატი, მეთოდისტი და სხვ.).
2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე.
3. პედაგოგი, რომელიც ასრულებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა იყოს პირი, რომლის პედაგოგიური განათლებაც დადასტურებულია შესაბამისი პროფესიის აღმნიშვნელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, ვისი განათლების დამადასტურებელი უცხოეთში მიღებული სერტიფიკატიც ნოსტრიფიცირებულია საქართველოში, ან მას მინიჭებული აქვს შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზი.
4. პირს, რომელსაც პედაგოგიური განათლება არ მიუღია, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის შემსრულებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობის უფლება ეძლევა მხოლოდ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემდეგ.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგი სამუშაოზე მიიღება ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან უამისოდ. ხელშეკრულების შინაარსი და პირობები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.
6. დაწესებულების პედაგოგი პერიოდულად გადის ატესტაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით.
7. დაწესებულების პედაგოგი პერიოდულად იმაღლებს კვალიფიკაციას სახელმწიფო დაკვეთის ხარჯზე, შესაბამისი სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე, რაც პედაგოგის პერიოდული ატესტაციის ერთ-ერთ საფეხურად ითვლება და შესაბამისი სერტიფიკატით დასტურდება.
8. პედაგოგიური მოღვაწეობა იკრძალება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
9. დაწესებულების მუშაკებს უფლება აქვთ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ხელშეკრულების საფუძველზე, არასასწავლო დროს შეასრულონ სხვა სამუშაოები შესაბამისი ანაზღაურებით.
10. პედაგოგთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ” და სხვა კანონქვემდებარე ნორმატული აქტებით. აგრეთვე, წინამდებარე წესდების, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა შესაბამისი უფლებებით.
მუხლი 7🔗. მოსწავლეები
1. დაწესებულების მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში.
2. დაწესებულებაში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობის დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი.
3. მოსწავლეს უფლება აქვს: მიიღოს განათლება ექსტერნად და გაიაროს ატესტაცია (მათ შორის გამოსაშვები) დაწესებულების ნებისმიერ კურსზე; დაწესებულებაში სწავლისას გაიაროს დაჩქარებული კურსი ან ისწავლოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით; დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ეწეოდეს თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის შრომით საქმიანობას.
4. სასწავლებელში მიღებისას დაწესებულებასა და სტუდენტს (მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს) შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს:
ა) უფასო და/ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახეები და მათი შესრულების პირობები;
ბ) მოსწავლის (სტუდენტის) შრომითი საქმიანობის პირობები (თუ ასეთი არსებობს);
გ) პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება საგანმანათლებლო დაწესებულებას, სტუდენტს, მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებისა და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე აღნიშნული დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების პირობები.
5. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით”, ,,ბავშვთა უფლებების კონვენციით”, საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ” და სხვა ნორმატული აქტებით.
მუხლი 8🔗. პედაგოგთა საერთო კრება
1. დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სკოლის პედაგოგთა არანაკლებ 2/3. დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება ტარდება წელიწადში არანაკლებ ორჯერ. პედაგოგთა საერთო კრებას იწვევს და უძღვება დაწესებულების დირექტორი.
2. პედაგოგთა რიგგარეშე კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს დირექტორის, ადმინისტრაციის, პედაგოგიური საბჭოსა ან დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით.
3. დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება:
ა. ირჩევს წარმომადგენლებს პედაგოგიურ საბჭოში; აფასებს პედაგოგიური საბჭოს მუშაობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ვადამდე გაიწვევს თავის წარმომადგენლებს პედაგოგიური საბჭოდან;
ბ. ისმენს პედაგოგიურ საბჭოში თავისი წარმომადგენლების ანგარიშს;
გ. განიხილავს დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას და თავის რეკომენდაციებს წარუდგენს დირექტორსა და პედაგოგიურ საბჭოს.
მუხლი 9🔗. პედაგოგიური საბჭო
1. დაწესებულების პედაგოგიური საბჭო არის დაწესებულების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებითა და წინამდებარე წესდებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი.
3. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
პედაგოგიური საბჭო ასევე მონაწილეობას ღებულობს დაწესებულებაში დისციპლინის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა უფლებების დაცვასა და მონიტორინგში.
5. პედაგოგიურ საბჭოს შეუძლია წარადგინოს კანდიტატი სამეურვეო საბჭოში ასარჩევად.
6. პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგინდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ათს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.
7. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება დირექტორის სამართლებრივი აქტით.
8. პედაგოგიური საბჭო მისი კომპეტენციის საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით გადამწყვეტი ხმის უბრალო უმრავლესობით.
9. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს დაწესებულების ყველა პედაგოგი.
10. პედაგოგიური საბჭოს სხდომა ტარდება ყოველ სამ თვეში ერთხელ.
11. პედაგოგიური საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა დირექტორის ან პედაგოგიური საბჭოს 1/3-ის ინიციატივით.
12. პედაგოგიური საბჭოს საქმიანობის დეტალური რეგლამენტი აისახება დაწესებულების შინაგანაწესში.
13. საჭიროების შემთხვევაში პედაგოგიურ საბჭოში დამატებით იქმნება პროფილური, მიზნობრივი საბჭოები.
14. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დაწესებულების დირექტორი.
მუხლი 10🔗. სამეურვეო საბჭო
1. დაწესებულებაში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, რაციონალურად განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, თუ ის დაინტერესებულია დაწესებულების მოღვაწეობით და სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების სამეურვეო საქმიანობაში, შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი.
3. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია:
ა. განიხილოს და დაწესებულების დირექტორს მიაწოდოს თავისი რეკომენდაციები დაწესებულების წესდებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
ბ. განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი დაწესებულების მართვის სტრატეგიული გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
გ. განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი დაწესებულების საკადრო და არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, წარმოადგინოს წინადადებები სტრატეგიაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
დ. განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი მატერიალური რესურსების გამოყენების გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
ე. მოიზიდოს დამატებითი (არასაბიუჯეტო) ფინანსური და მატერიალური რესურსები;
ვ. მონიტორინგი გაუწიოს დაწესებულების ფინანსური და მატერიალური რესურსების მიზნობრივ გამოყენებას და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიში.
4. თუ სამეურვეო საბჭო არ დაამტკიცებს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ რომელიმე სტრატეგიულ ან მართვის გეგმას, ან ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ, საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ათი დღის ვადაში დაწესებულების დირექტორს შეუძლია მოითხოვოს გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება ან სამეურვეო საბჭოს კონკრეტული რეკომენდაციები.
5. მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების შემდეგ დირექტორს უფლება აქვს ხელმეორედ წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს გეგმა ან ანგარიში დასამტკიცებლად.
6. სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილის მიერ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა ერთ მესამედს და შესაბამისი დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის საფუძვლების მითითებით. სამეურვეო საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევიდან 10 დღის ვადაში.
7. სამეურვეო საბჭოს მიერ განსახილველი საკითხები წინასწარ სხდომამდე ერთი კვირით ადრე ეგზავნებათ საბჭოს წევრებს საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილის მიერ, დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით.
8. სამეურვეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.
9. დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.
10. სამეურვეო საბჭო ვალდებულია მოამზადოს ანგარიში სასწავლო წლის შედეგების მიხედვით და წარუდგინოს დაწესებულების მოსწავლეთა და(ან) მათი მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) საერთო კრებას.
11. სამეურვეო საბჭოს შედგება შვიდი წევრისაგან.
12. სამეურვეო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც ხმათა უმრავლესობით ირჩევს საბჭო პირველსავე სხდომაზე, შექმნიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
13. სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი სამი წლის ვადით აირჩევა მოსწავლეთა და(ან) მათ მშობელთა (კანონიერი წარმომადგენლების) საერთო კრებაზე, რომელსაც მოიწვევს დაწესებულების დირექტორი (ადმინისტრაცია).
14. დაწესებულების მოსწავლეთა და(ან) მათი მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) საერთო კრება უფლებამოსილია აირჩიოს სამეურვეო საბჭო, თუ მას ესწრება შესაბამისი დაწესებულების მოსწავლეთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი).
15. სამეურვეო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს არანაკლებ 18 წლის ასაკის ფიზიკური პირი.
16. სამეურვეო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც არ ესწრება მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) საერთო კრებას, თუ არსებობს მისი წერილობითი თანხმობა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე.
17. სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ დაწესებულების დირექტორს, პედაგოგიური საბჭოსა და საერთო კრებაზე დამსწრე ნებისმიერ მოსწავლეს და(ან) მათ მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს).
18. სამეურნეო საბჭოს წევრი აირჩევა, როგორც წესი, ღია კენჭისყრით, თუ კრებამ უმრავლესობით არ მიიღო ფარული კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება.
19. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტ ხმას მიიღებს.
20. სამეურვეო საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოს ან დაწესებულების მოსამსახურე.
21. სამეურვეო საბჭო შექმნილად ითვლება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედის არჩევის დღიდან.
22. სამეურვეო საბჭოს გამოკლებული წევრის მაგივრად ახალი წევრის არჩევა ხდება დაწესებულების მოსწავლეთა და(ან) მათ მშობელთა (კანონიერი წარმომადგენლების) საერთო კრებაზე. საბჭოს ახალი წევრის არჩევა ძველი წევრის გამოკლების დღიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში უნდა მოხდეს.
23. თუ სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციებს, დაწესებულების დირექტორი მოიწვევს მოსწავლეთა და(ან) მათ მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) კრებას, რომელიც განიხილავს სმეურვეო საბჭოს შემადგენლობის დათხოვნის საკითს.
24. სამეურვეო საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში, ათი დღის ვადაში დირექტორი მოიწვევს მოსწავლეთა და(ან) მათ მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) კრებას, რომელზეც აირჩევა საბჭოს ახალი შემადგენლობა.
მუხლი 11🔗. ქონება და დაფინანსება
1. ამ წესდებით დადგენილი მიზნების განსახორციელებლად დაწესებულებას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადგენილი უსასყიდლო უზურფრუქტის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო ქონება.
2. დაწესებულება შეიძლება დაფინანსდეს: ცენტრალური, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ყველა იმ წყაროდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონები ,,განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი.
3. დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს ადგენს ადმინისტრაცია (დირექტორი), განსაზღვრავს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები და ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი. დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს.
4. დაწესებულების სახსრები იქმნება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული არასაბიუჯეტო შემოსავლებისაგან.
5. დაწესებულებას შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები. იჯარით გასცემს როგორც საკუთარ, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემულ იმ ქონებას, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს.
6. დაწესებულებას საქმიანობით მიღებული შემოსავლები, კანონით დადგენილი წესით ხმარდება წესდებით განსაზღვრულ ამოცანებს.
7. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულების ფინანსურ სახსრებს განკარგავს დირექტორი.
მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. დაწესებულება ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს; სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი ფორმებით:
ა) საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე კონტროლი;
ბ) საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლი;
გ) განხორციელებული საქმიანობის კანონიერების კონტროლი;
დ) განხორციელებული საქმიანობის მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის კონტროლი.
3. საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესრულებაზე ზედამხედველობითა და სახელმწიფო გამოცდების ჩატარების გზით მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებით.
4. დაწესებულება ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის ბრძანება, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ამ დებულებასა და დაწესებულების წესდებას.
6. აკრძალულია განათლების სისტემის მართვის ორგანოების მიერ დაწესებულების კონტროლის სხვა რაიმე ფორმის გამოყენება (სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შემოწმება, მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვის შემოწმება, გაკვეთილზე დასწრება და ა.შ.). ამასთანავე, კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია წერილობით დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში შეისწავლოს დაწესებულებაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მიმდინარეობა, მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით დადგენილ ნორმებთან.
7. დაწესებულება ვალდებულია განათლების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
8. თუ დაწესებულების კონტროლის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულებაში საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 13🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 14🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 15🔗. დაწესებულების წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. დაწესებულება იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. დაწესებულების წესდებაში ცვლილებათა პროექტს (მათ შორის წესდების ახალ რედაქციას) ერთობლივად შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან: დაწესებულების დირექტორი (ან მის მიერ დანიშნული ერთი წარმომადგენელი), პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს მიერ დანიშნული თითო წარმომადგენელი.
3. დირექტორი სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილ პროექტს წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს. თუ დირექტორი არ ეთანხმება პედაგოგიური საბჭოსა და/ან სამეურვეო საბჭოს მიერ წერილობით გამოთქმულ შენიშვნებს, იგი ვალდებულია პედაგოგიურ საბჭოსა და/ან სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები.
4. პროექტი მოქმედი წესების დაცვით, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.
5. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი დაწესებულების ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.