⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.12.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №37 „კასპის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2004
ძალის დაკარგვა 11.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 43001000011101606469
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 26/04/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,018 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2004 მიღება
11.12.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №37 „კასპის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 52.05pt 1.0in 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.473 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №37 2004 წლის 21 აპრილი ქ. თბილისი კასპის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. კასპის ტექნიკური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს კასპის ტექნიკური კოლეჯის დებულება. 3. კონტროლო ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საშუალო პროფესიული განათლების სამმართველოს. ა. ლომაია კასპის ტექნიკური კოლეჯის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები, მიზნები და ამოცანები 1. კასპის ტექნიკური კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას და სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფე-სიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, და საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული „საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების” მიხედვით. 3. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორცილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის გასახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა. 4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი და ანგარიში შიდა ქართლის ხაზინაში. 5. კოლეჯის მისამართია: ქ. კასპი, ფარნავაზის ქუჩა №6. 6. კოლეჯის მიზანია: ა) მაღალი განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ საკმარისი თეორიული ცოდნა და დამოუკიდებელი სამეურნეო საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება; ბ) ახალგაზრდობის პროფესიული განათლების, აღზრდისა და სოციალური დაცვის პირობების შექმნა, მათი მომზადება ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრებისა და თვითდასაქმებისათვის.     მუხლი 2🔗. კოლეჯის უფლებამოსილებანი 1. კოლეჯის უფლებამოსილებანი დადგენილია საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და “საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებით”. 2. კოლეჯს საქართველოს კანონმდებლობის, საგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფო სტანდარტებისა და ამ წესდების შესაბამისად უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. 3. კოლეჯს უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) განსაზღვროს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით; გ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმების საფუძველზე უცხო ქვეყ-ნებთან; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს კოლეჯის ქონება და სახსრები; ე) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური სახსრები; ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში, დაადგინოს კოლეჯის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.     მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია 1. კოლეჯში სწავლების ენა ქართულია. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია გაიხსნას სხვა ენოვანი ჯგუფი. 2. კოლეჯი ისახავს მიზნად მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები. 3. კოლეჯში საშუალო პროფესიული განათლება შეუძლია მიიღოს პირმა, რომელსაც აქვს საბაზო ან საშუალო განათლება. 4. კოლეჯში პირს, რომელსაც მიღებული აქვს საბაზო განათლება, შეუძლია მიიღოს საშუალო პროფესიული განათლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად (სწავლების ვადა 3-4 წელი). 5. კოლეჯში საშუალო პროფესიული განათლება შეუძლია მიიღოს პირმა, რომელსაც მიღებული აქვს საშუალო განათლება (სწავლების ვადა 3 წელი). 6. საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს: ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება); ბ) საწარმოო, ტექნოლოგიურ და წინასადიპლომო პრაქტიკას; გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას. 7. მოსწავლეთა კვირეული დატვირთვა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით შეადგენს 25-30 საათს. პრაქტიკის პერიოდში დაცულია დარგის შესაბამისი კატეგორიის მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დროის ხანგრძლივობა. 8. ზოგადასაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე. 9. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 10. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა სახელმწიფო დაკვეთის საფუძველზე, ხოლო ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებაზე მოთხოვნის შესაბამისად პროფესიები შეიძლება შეირჩეს პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 11. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკის პროცესში მოსწავლეები შეიძლება ეწეოდნენ სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, ქმნიდნენ პროდუქციას, ეწეოდნენ პროფესიის შესაბამისად სხვადასხვა სახის ანაზღაურებად მომსახურებას. 12. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად. 13. კურსიდან კურსზე მოსწავლეთა გადაყვანა, მოსწავლეთა მიმდინარე და საბოლოო ატესტაცია ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 14. მოსწავლის კურსზე დატოვების ან კოლეჯიდან გარიცხვის საკითხს წყვეტს პედაგოგიური საბჭო. 15. კოლეჯის შინაგანაწესს განიხილავს პედაგოგიური საბჭო და ამტკიცებს დირექტორი. 16. საგანმანათლებლო პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნიმუშის დიპლომს. 17. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაციის, მოსწავლეთა ჩარიცხვის, მომდევნო კურსზე ან სხვა ჯგუფში გადაყვანის, კურსზე დატოვების, გარიცხვის პირობები და წესი, მოსწავლეთა ფასიანი და უფასო მომსახურების სახეები, სასწავლო რეჟიმი, ადმინისტრაციის წევრთა შორის ფუნქციების განაწილება დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და ინსტრუქციების საფუძველზე კოლეჯის შინაგანაწესით, რომელსაც იხილავს პედაგოგიური საბჭო და ამტკიცებს დირექტორი.     მუხლი 4🔗. კოლეჯის მოსწავლეები 1. კოლეჯის მოსწავლე არის პირი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია კოლეჯში. 2. კოლეჯში ყველა სპეციალობაზე მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. 3. კოლეჯში სახელმწიფო დაკვეთით მისაღები კონტინგენტის სწავლება ხდება მხოლოდ დასწრებული ფორმით, რომელსაც აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი. 4. კოლეჯში განათლების მიღება ნებადართულია ექსტერნის ფორმით შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით. 5. კოლეჯის მოსწავლეებს უფლება აქვთ: ა) აირჩიონ პროფესია თავისი სურვილით; ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსების პატივისცემა; გ) თავისუფლად გამოთქვან თავისი აზრი; დ) გადავიდნენ (მშობლების თანხმობით) შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით. 6. კოლეჯის მოსწავლეები ვალდებულნი არიან: ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას; ბ) დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი; გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და კოლეჯის სხვა თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდნენ კოლეჯის ქონებას; ე) კოლეჯის შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის კოლეჯიდან გარიცხვაც. 7. კოლეჯის მოსწავლეები სარგებლობენ „ბავშვთა უფლებების დეკლარაციით”, „ბავშვთა უფლებების კონვენციით” და საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” გათვალისწინებული ყველა უფლებით.     მუხლი 5🔗. კოლეჯის მართვა 1. კოლეჯის მართვა ხორციელდება „საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა” და ამ დებულების საფუძველზე. 2. კოლეჯს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონების, „საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა” და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მართავს დირექტორი. 3. კოლეჯის დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 4. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, კერძოდ: ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს კოლეჯის პედაგოგთა და ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი; გ) კოლეჯის უფლებამოსილებათა ფარგლებში, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დაამყაროს კავშირი სხვა ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან; დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები – ბრძანებები, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად კოლეჯის მომსახურე ყველა პირისათვის. 5. დირექტორი ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოსა და ადმინისტრაციას. 6. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად განაგებს კოლეჯის ქონებას და საფინანსო სახსრებს. პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე. 7. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე. 8. დირექტორის არყოფნის ან მისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.     მუხლი 6🔗. კოლეჯის ადმინისტრაცია 1. კოლეჯის ადმინისტრაციის შემადგენლობა განისაზღვრება ყოველწლიურად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი დგინდება კოლეჯის შინაგანაწესით. 3. კოლეჯის ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის სასწავლო-აღმზრდე-ლობით დარგში, მოადგილის სასწავლო პრაქტიკის დარგში, განყოფილების გამგის, მთავარი ბუღალტრის, მოლარე-მოანგარიშის, ბიბლიოთეკის გამგის, კომენდანტისა და დამხმარე პერსონალისაგან. 4. კოლეჯის ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობანი: ა) კოლეჯის ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს დაწესებულების საქმისწარმოებას, ზედამხედველობს კოლეჯის დებულების შინაგანაწესისა და დირექტორის დავალებათა შესრულებას; ბ) დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების პროექტებს; გ) მოქმედი კანონმდებლობის, კოლეჯის დებულებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმისწარმოებასა და ბუღალტერიას; დ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს კოლეჯის არასაბიუჯეტო საფინანსო რესურსების ხარჯთაღრიცხვის პროექტს; ე) ამზადებს და დირექტორს პედაგოგიურ საბჭოზე განსახილველად წარუდგენს წლიური ანგარიშის პროექტს; ვ) ახორცილებს კოლეჯის დებულებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ზ) კოლეჯის ადმინსტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები; თ) არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში კოლეჯის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, სტიპენდიები, ჯილდოები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.     მუხლი 7🔗. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო 1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, „საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებითა” და წინამდებარე დებულებით. 2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და „საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებით” დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 4. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან. 5. კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს წევრია ყველა ძირითადი მასწავლებელი. 6. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმით მონაწილეობს ყველა პედაგოგი.     მუხლი 8🔗. კოლეჯის პედაგოგები 1. კოლეჯის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნებიან სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები (პედაგოგები). 2. პედაგოგიურ მუშაკებსა და სხვა თანამშრომლებს საკონკურსო შერჩევის საფუძველზე ან მის გარეშე იღებს და ათავისუფლებს დირექტორი. 3. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთანაც დირექტორი დებს შესაბამის ხელშეკრულებას. 4. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან ატესტაციას. 5. კოლეჯის პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი წესით. 6. კოლეჯის პედაგოგი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება; ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; გ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები; დ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, გამოიჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით; ე) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით. 7. პედაგოგს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა; ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.     მუხლი 9🔗. კოლეჯის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ-ციელებლად კოლეჯს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. კანონმდებლობით დადგენილი წესის ფარგლებში კოლეჯის სახსრებისა და ქონების წყაროები შეიძლება იყოს: ა) საბიუჯეტო სახსრები; ბ) არასაბიუჯეტო სახსრები; გ) კოლეჯისათვის გადაცემული ქონება; დ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; ვ) შემოწირულობები; ზ) სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით მიღებული შემოსავალი; თ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ი) ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლები; კ) საბანკო კრედიტები. 3. კოლეჯის სახსრები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია. 4. კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს ადგენს ადმინისტრაცია (დირექტორი), განსაზღვრავს პედაგოგიური საბჭო და ამტკიცებს დირექტორი. 5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კოლეჯის როგორც საბიუჯეტო, ისე არასაბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დირექტორი.     მუხლი 10🔗. კონტროლი კოლეჯის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.     მუხლი 11🔗. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია 1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 12🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.