საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სენაკის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.11.2004
ძალის დაკარგვა 26.01.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №479
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.006828
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 19/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სენაკის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; color:#33CCCC;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:none none;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 47.65pt .5in 51.3pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.029.006.828
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №479
2004 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სენაკის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სენაკის განყოფილების თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სენაკის განყოფილების
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სენაკის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. განყოფილება თავის სამოქმედო ტერიტორიაზე (სენაკის, აბაშის, მარტვილის, ხობის რაიონები და ქალაქი ფოთი) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), რეპატრიანტთა, სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთა უფლებების დაცვას.
3. განყოფილება სამოქმედო ტერიტორიაზე, დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში, კოორდინაციას უწევს დევნილთა და ლტოლვილთა რაიონული (საქალაქო) სამსახურების საქმიანობას.
4. განყოფილება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
5. განყოფილება იმყოფება სახაზინო მომსახურეობაზე. აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიში ბანკში, აგრეთვე ბეჭედი განყოფილების სახელწოდების აღნიშვნით.
6. განყოფილება არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის დებულებას, სტრუქტურას, ხარჯთაღრიცხვას, ბეჭდისა და შტამპის ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი.
7. განყოფილება ანგარიშვალდებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისა და შესაბამისი კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
8. განყოფილების ადგილსამყოფელია ქ. სენაკი.
მუხლი 2🔗. განყოფილების ამოცანები და ფუნქციები
განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად დევნილთა და ლტოლვილთა დროებითი განსახლების ორგანიზება, სამინისტროს მიერ შემუშავებული ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამის განხორციელება;
ბ) დევნილებისა და ლტოლვილებისთვის კანონით გათვალისწინებული დახმარებისა და შეღავათების უზრუნველყოფის მიზნით განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონებისა და ქალაქების წლიური ბიუჯეტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ბაზის შემუშავება-სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
დ) სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ხელშეწყობა;
ე) სამინისტროს თანხმობით სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
მუხლი 3🔗. განყოფილების უფლებამოსილება
განყოფილებას უფლება აქვს:
ა) სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა და ლტოლვილთა დასაქმების მიზნით, თავის კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ბ) განიხილოს განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება დასმულ საკითხებზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში.
მუხლი 4🔗. განყოფილების ხელმძღვანელი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ემორჩილება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს.
2. განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლების მინისტრი.
განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
გ) კონტროლს უწევს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს განყოფილების შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, განყოფილების საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ე) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
ვ) მიიღოს გადაწყვეტილებები კომპეტანციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით დადგენილი წესითა და ფარგლებში;
ზ) წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში, 20 რიცხვამდე სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს;
თ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ი) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5🔗. განყოფილების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
განყოფილების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.