საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2004
ძალის დაკარგვა 16.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №333
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.006838
გამოქვეყნების წყარო სსმ, 133, 18/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 45.1pt 45.1pt 45.1pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.006.838
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №333
2004 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველოს თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანება გაეცნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
გ. ბარამიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველოს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) საქმიანობის ძირითად ამოცანებს, ფუნქციებს, მართვის ორგანიზაციის და სტრუქტურის პრინციპებს.
2. სამმართველო წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. სამმართველო ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიზანია განსაზღვროს სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკა, განახორციელოს სამოქალაქო კონტროლი სამინისტროში შემავალი სადაზვერვო ქვედანაყოფების მუშაობაზე და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება კანონიერების ფარგლებში.
4. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.
5. სამმართველოს შიდა მიმოწერისათვის აქვს დადგენილი ნიმუშის ბლანკიანი ფურცელი.
თავი II
სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
6. საქართველოს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ თავდაცვის სამინისტროსათვის განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიმართულებების შესაბამისად სამმართველოს მიერ სადაზვერვო ქვედანაყოფებისათვის სადაზვერვო პოლიტიკის სფეროში დასმული ამოცანების განხორციელებაზე კონტროლი.
7. არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში მოყვანის მიზნით, თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტთან.
8. თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფების საქმიანობაზე სამოქალაქო კონტროლის განხორციელების მიზნით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტმა და სხვა სადაზვერვო ქვედანაყოფებმა თვეში ერთხელ მიმდინარე მუშაობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამმართველოს შემდგომი ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის.
9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სადაზვერვო ქვედანაყოფებისათვის სადაზვერვო საქმიანობაში პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
10. თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფების მიმდინარე ოპერატიული ღონისძიებების გატარებისას დასმულ ამოცანებთან ადეკვატურობისა და საქმიანობის პროცესში კანონმდებლობის მოთხოვნათა ფარგლებში მოქმედებების კონტროლი.
11. თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფების მუშაობის ხარისხზე საქმიანობის მოცულობაზე და აქტიურობაზე კონტროლის უზრუნველყოფა.
12. თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო საქმიანობისათვის საბიუჯეტო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა, რეკომენდაციების მიცემა, პრიორიტეტების შემუშავება.
13. თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადება და თავდაცვის მინისტრისათვის მოხსენება 6 თვეში ერთხელ ან მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე.
თავი III
სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველოს სტრუქტურის და მართვის ორგანიზაცია
14. სამმართველოს ხელმძღვანელობა:
ა) სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი. სამმართველოს უფროსს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი;
ბ) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.
15. სამმართველოს უფროსის უფლებები და მოვალეობები:
ა) სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე კონტროლი. სამმართველოს საქმიანობის პროცესში შესაბამისი მითითებებისა და რეკომენდაციების მიცემა;
ბ) სამმართველოში საკადრო პოლიტიკის განხორციელება თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით. საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინურ პასუხისმგებლობის დადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე შუამდგომლობა თავდაცვის მინისტრის წინაშე;
გ) თავდაცვის სამინისტროში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) სამმართველოს წინაშე დასმული ამოცანების შესრულებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყოფის თაობაზე შუამდგომლობის გაწევა თავდაცვის მინისტრის წინაშე;
ე) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და თავდაცვის მინისტრის მიერ დასმული სხვა დავალებების შესრულება;
ვ) სამმართველოს საქმიანობიდან გამომდინარე სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს მითითებებს, დირექტივებსა და დავალებებს.
16. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია (იხ. დანართი):
ა) სადაზვერვო პრიორიტეტების განსაზღვრის განყოფილება;
ბ) სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზის განყოფილება.
17. განყოფილების უფროსები ანგარიშვალდებულები არიან სამმართველოს უფროსის წინაშე.
თავი IV
სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები და ფუნქციები
18. სადაზვერვო პრიორიტეტების განსაზღვრის განყოფილება:
ა) საქართველოს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ თავდაცვის სამინისტროსათვის განსაზღვრული პრიორიტეტების და მიმართულებების შესაბამისად განსაზღვრავს სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკას;
ბ) თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სტრუქტურებისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა.
19. სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზის განყოფილება:
ა) თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი.
თავი V
დასკვნითი დებულება
20. სამმართველოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.