საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ოფიცერთა ატესტაციის გავლის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 12.03.2002
ძალის დაკარგვა 17.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
ნომერი №139
სარეგისტრაციო კოდი 200250000.11.114.005188
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 19/03/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ოფიცერთა ატესტაციის გავლის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.005.188
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება № 139
2002 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ოფიცერთა ატესტაციის გავლის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2701 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ოფიცერთა ატესტაციის გავლის წესის შესახებ თანდართული ინსტრუქცია.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ძნელაძე
დანართი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ოფიცერთა ატესტაციის გავლის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ატესტაციის მიზანი, ამოცანა და ვადები
1. საგანგებო ლეგიონის ოფიცერთა კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების უზრუნველყოფის მიზნით იმართება თანამშრომელთა ატესტაცია.
2. საგანგებო ლეგიონის ოფიცერი ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია განსაზღვროს, თუ რამდენად შეეფერება იგი დაკავებულ თანამდებობას.
3. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) საგანგებო ლეგიონის ოფიცერი 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) საგანგებო ლეგიონის ოფიცერი, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის.
4. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) საგანგებო ლეგიონის ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;
ბ) საგანგებო ლეგიონის თანამშრომელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 2🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საგანგებო ლეგიონის უფროსი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ოფიცერი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტირებას ექვემდებარება მომავალ წელს.
მუხლი 3🔗. საატესტაციო კომისია
1. საგანგებო ლეგიონის ოფიცერთა ატესტაციას ახორციელებს საგანგებო ლეგიონის საატესტაციო კომისია სპეციალიზებული შემადგენლობით.
2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. საატესტაციო კომისიის წევრებს ნიშნავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე საგანგებო ლეგიონის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით.
4. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
5. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო ოდენობიდან.
6. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით (დანართი №2), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, წევრები და მდივანი.
8. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
მუხლი 4🔗. ატესტაციის მომზადება
1. ატესტაციის მომზადებას და ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საგანგებო ლეგიონის ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც ამზადებს ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს საგანგებო ლეგიონის უფროსს.
2. საკადრო რესურსების მართვის განყოფილების უფროსი უზრუნველყოფს საგანგებო ლეგიონის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმის გაცნობას საატესტაციო კომისიის წევრებზე და იმ ხელმძღვანელებზე, რომელთა ხელქვეითებიც ექვემდებარებიან ატესტაციას.
3. საგანგებო ლეგიონის ქვედანაყოფების უშუალო ხელმძღვანელების მიერ, 2 კვირით ადრე, იწერება დახასიათებები და წარედგინება კომისიას იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას. დახასიათებაში პრინციპული შეფასება უნდა მიეცეს ოფიცერთა ყოველმხრივ და მათ ინდივიდუალურ თვისებებს, ოპერატიულ-სამსახურებრივ საქმიანობას განვლილ პერიოდში.
4. საგანგებო ლეგიონის ოფიცრებს ატესტაციის ჩატარების შესახებ ეცნობებათ ერთი თვით ადრე.
5. ოფიცერს უფლება აქვს ატესტაციის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე გაეცნოს მასზე დაწერილ დახასიათებას.
მუხლი 5🔗. ატესტაციის შეფასების კრიტერიუმები
1. ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება უნდა მიეცეს: ოფიცრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას კონკრეტულ სამუშაო უბანზე; მასში უნდა აისახოს მუშაობის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები და ნაკლოვანებები, ნაჩვენები უნდა იყოს თანამშრომლების პროფესიული და პირადი თვისებები, მათ შორის სახელმწიფოსადმი ერთგულება (პატრიოტიზმი), პოლიტიკური განათლების დონე, საქმის გაძღოლის უნარი, კომპეტენტურობა, მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე სამსახურის ნორმატიული აქტების ცოდნა და დაცვა; ორგანიზატორული თვისებები, პასუხიმგებლობა და ინიციატივა; მუშაობის სტადიაში მთავრის გამოყოფის უნარი, ექსტრემალურ ვითარებაში მოქმედების და ორიენტირების უნარი, სიახლის გრძნობა, აღმზრდელის თვისებები, მისი წვლილი კადრების შერჩევასა და მომზადებაში, დისციპლინის განმტკიცებაში; კონსპირაციის დაცვა მუშაობაში, ანალიზის უნარი და დოკუმენტების შედგენის ხარისხი; სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დონე, პირადი დისციპლინა, მუშაობის უნარი, საბრძოლო და ფიზიკური მომზადება, მისი როლი და ქცევა სამსახურში, რეაგირება კრიტიკულ შენიშვნაზე, დამოკიდებულება ნეგატიური მოვლენებისადმი სამსახურში და ყოფაცხოვრებაში; სხვა დამახასიათებელი თვისებები; პირადი ინტერესები; მოთხოვნილებები, გატაცებები; დამოკიდებულება მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ქცევის კულტურა.
2. დახასიათებაში (დანართი №1), აღნიშნული უნდა იყოს მისი ნაკლოვანებები სამსახურში და პირად ქცევაში, რომლის გამოსწორებასაც უნდა მიაქციოს ყურადღება. აქვე უნდა იყოს მოცემული რეკომენდაციები თუ შემდგომში სად, რომელ უბანზეა შესაძლებელი მისი გამოყენება. დასკვნა და რეკომენდაცია უნდა შეესაბამებოდეს დახასიათების ტექსტს.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) დაკავებულ თანამდებობასთან მისი შესაბამისობის შესახებ;
ბ) უფრო მაღალ თანამდებობაზე დაწინაურების შესახებ (კონკრეტული თანამდებობის მიუთითებლად);
გ) სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ – ოპერატიულ, ხელმძღვანელ, სამეურნეო და სხვა;
დ) დაკავებულ თანამდებობასთან მისი შეუსაბამობის გამო ჩამოქვეითების შესახებ;
ე) დაკავებულ თანამდებობასთან მისი შეუსაბამობის გამო საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნის შესახებ.
3. ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის გათვალისწინებით უნდა იქნეს შემუშავებული დახასიათების (დანართი №1) ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცრებზე მათი უშუალო ხელმძღვანელის მიერ.
მუხლი 6🔗. დახასიათების განხილვა და დამტკიცება
1. თითოეული დახასიათება განხილულ უნდა იქნეს საატესტაციო კომისიის სხდომაზე.
2. საატესტაციო კომისია ვალდებულია გაეცნოს თითოეული ოფიცრის დახასიათებას და გააკეთოს სათანადო დასკვნები.
3. საატესტაციო კომისიის დასკვნა თითოეულ ოფიცერზე აისახება სხდომის ოქმში.
4. საატესტაციო კომისია დახასიათებას განიხილავს როგორც ოფიცრის გამოძახებით კომისიაზე, ისე გამოძახების გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ის დასკვნები, რომლებიც ითვალისწინებენ თანამშრომლების თანამდებობრივ შეუფერებლობას. ასეთ შემთხვევაში ოფიცრის გამოძახება საატესტაციო კომისიაზე სავალდებულოა.
5. საატესტაციო კომისიას უფლება აქვს კომისიის სხდომაზე გამოიძახოს დახასიათების შემდგენელი უშუალო ხელმძღვანელი.
6. დახასიათების შევსების ფორმის (დანართი № 1) პირველ თავში იწერება დახასიათების ტექსტი, რომელიც დგება პირადი უფროსის დახასიათების საფუძველზე. მე-2 თავში კონკრეტულად იწერება ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ზემდგომი უფროსი ხელმძღვანელის დასკვნა. მე-3 თავში იწერება საატესტაციო კომისიის დასკვნა, რომელიც დასტურდება დახასიათების შემდგენის ხელმოწერით.
7. საბოლოო დასკვნას დახასიათებაზე აკეთებს საგანგებო ლეგიონის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
8. დახასიათების დასკვნის გამოცხადებისას ოფიცერთან ტარდება პირადი საუბარი. დახასიათების დასკვნის გაცნობის შესახებ ოფიცერი ხელს აწერს დახასიათების დედანს თარიღის ჩვენებით. თუ არ ეთანხმება, უთითებს მიზეზს. დახასიათება ერთვის მის პირად საქმეს.
9. ატესტაციის ჩატარების შემდეგ სამსახურების, სამმართველოებისა და განყოფილების მიერ დგება ანგარიში ლეგიონის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად.
დანართი № 1
დ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ა
200 წლის ”------” --------------------” დან 200 წლის ”------”--------------მდე
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
(წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა)
დაბადების წელი ________________________ ეროვნება __________________________________
სამართალდამცავ სტრუქტურებში, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სტაჟი ____________
დაკავებულ თანამდებობაზეა _________________ სპეციალური წოდების მინიჭების თარიღი__________________________________________________________________________________
განათლება ____________________________________________________________________________
ა) სამხედრო (სპეციალური) ____________________________________________________________
____________________________________________________________________________________
(როდის და რა დაამთავრა)
ბ) სამოქალაქო __________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
(როდის და რა დაამთავრა)
ბოლო 200 წლის ”______“ __________“ ატესტაციის დასკვნა _______________
________________________________________________________________
II. დახასიათების ტექსტი

უფროსი ხელმძღვანელის დასკვნა

200 წლის ”____“ _______________“ ___________________________
(ხელის მოწერა)
III. საატესტაციო კომისიის დასკვნა
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
დასკვნა დახასიათებაზე ________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
დახასიათება შეადგინა __________________________________________________________________
(თანამდებობა, წოდება, ინიციალები, გვარი)
200 წლის ”____“ ___________________“ _____________________________
(ხელის მოწერა)
IV. დახასიათების დამამტკიცებელი ხელმძღვანელის დასკვნა
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
(თანამდებობა, წოდება, ინიციალები, გვარი)
200 წლის ”____“ ____________________“ 2001 წ. _____________________________
(ხელის მოწერა)
დახასიათების ტექსტს და დასკვნას გავეცანი _______________________________________________
________________________________________________________________________________________ (ეთანხმება თუ არ ეთანხმება, მიუთითეთ მიზეზი)
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
200 წლის ”____“ ___________________“ __________________________
(ხელის მოწერა)
დანართი № 2
საატესტაციო კომისიის სხდომის
ოქმი №
_______________________________________________________________________________________
ორგანოს დასახელება
_______________________________________________________________________________________
კომისიის თავჯდომარე ___________________________________________________________________
(თანამდებობა, წოდება,გვარი,ინციალები)
კომისიის წევრები ______________________________________________________________________
(თანამდებობა, წოდება, გვარი, ინიციალები)
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
კომისიის მდივანი_______________________________________________________________________
(თანამდებობა, წოდება, გვარი, ინიციალები)
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
№ ვისზე განიხილა დახასიათება საატესტაციო კომისიის
(წოდება, გ.ს. თანამდებობა) მდივანი
________________________________________________________________________________________
შენიშვნა: ოქმის ბოლოს იწერება იმ თანამშრომელთა გვარები, რომლებიც კომისიის სხდომაზე იყვნენ გამოძახებული
საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:
საატესტაციო კომისიის წევრები:
საატესტაციო კომისიის მდივანი:
”_____“ _________________“ 200 წ.