📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.08.2002
ძალის დაკარგვა 19.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №750
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11(1).060.005479
გამოქვეყნების წყარო სსმ, 88, 03/09/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,788 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2002 მიღება
19.04.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.25in 42.55pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.479 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №750 2002 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” დამტკიცების შესახებ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი”. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 3 აგვისტოს №184 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ”. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რ. გილიგაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის პირობებს.     მუხლი 2🔗 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული ამაღლების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამინისტროს დაწესებულება (შემდგომში –  დაწესებულება) – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები, საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია, იუსტიციის სასწავლო ცენტრი; ბ) სტაჟირება – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) და დაწესებულებებში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა; გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; დ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.     მუხლი 4🔗 ეს წესი არ ვრცელდება: ა) აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებზე; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრზე; დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე. თავი II. სტაჟიორის სტატუსი     მუხლი 5🔗 1. სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. 2. დამამათავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.     მუხლი 6🔗 1. კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. 2. თუ სტაჟირების გავლა უნდა მოხდეს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო), გასაუბრებას კანდიდატთან ატარებს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს. 3. დადებითი შეფასებას შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი შუამდგომლობს სტაჟირების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) თავმჯდომარის წინაშე კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ. 4. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე.     მუხლი 7🔗. 1. კანდიდატმა სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტში (შემდგომში – საკადრო საკითხთა დეპარტამენტი) უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) პირადი განცახდება (საბჭოს თავმჯდომარის სახელზე); ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) დახასიათება-შუამდგომლობა (თუ კანდიდატი დამამთავრებელი კურსის სტუდენტია); დ) ავტობიოგრაფია; ე) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან); ვ) ორი ფოტოსურათი 3X4. 2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სტაჟირების გავლის კანდიდატმა საკადრო საკითხთა დეპარტამენტში დამატებით უნდა წარმოადგინოს: ა) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ბ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; გ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. 3. დანიშვნის შემთხვევაში სტაჟიორი საკადრო საკითხთა დეპარტამენტში ავსებს კადრების აღრიცხის ფურცელს.     მუხლი 8🔗 1. სტაჟირების ვადა ერთი წელია. 2. სტაჟიორს დანიშვნის შემდეგ ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა. 3. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორს მიეცემა შესაბამისი ფორმის სერთიფიკატი, რომელიც შესაძლოა გახდეს ამ პირის კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშვნისას, დამატებითი მსჯელობის საფუძველი.     მუხლი 9🔗 1. სამინისტროს ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში, დაწესებულებაში და ტერიტორიულ ორგანოში სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 2. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში და დაწესებულებაში არ აღემატება, როგორც წესი, შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის ნახევარს. თავი III. სტაჟიორის უფლებები     მუხლი 10🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს სამსახურეობრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სტაჟიორს უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელის თანხმობთ დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ ღონისძიებებში, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს თათბირებში. 3. სტაჟიორი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მითითებით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რაც შეიძლება შეეხებოდეს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის საკითხებს.     მუხლი 11🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება საბჭოს თავმჯდომარის წინაშე მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულში, სხვა დაწესებულებაში, ან სხვა ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანის შესახებ. 2. საბჭოს თავმჯდომარე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ. თავი VI. სტაჟიორის მოვალეობები     მუხლი 12🔗 1. სტაჟიორი მოვალეა გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების დებულებით და შინაგანაწესით, დაიცვას შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. 2. დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას.     მუხლი 13🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია ზედმიწევნით გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება, მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მოხელეებთან და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას. 2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით. პირადი მოსწრების დღიური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტაჟიორმა უნდა წარადგინოს გამოცდაზე მის მიერ გაწეული მუშაობის მოსმენისას.     მუხლი 14🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება საკადრო საკითხთა დეპარტამენტში, შესაბამის დაწესებულებაში ან ტერიტორიულ ორგანოში საამისოდ სპეციალურად განკუთვნილ ჟურნალში. 2. თუ სტაჟირების გავლა ხდება სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფში, რომელიც ტერიტორიულად სხვა ადგილზე იმყოფება მისი ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორთა სამუშაოზე გამოცხადების აღსანიშნავად ცალკე აწარმოოს ჟურნალი. 3. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის, შესაბამისი დაწესებულების დებულების, შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს. თავი V. სამინისტროს მოვალეობები     მუხლი 15🔗 სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.     მუხლი 16🔗 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.     მუხლი 17🔗 სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელსაც იგი სამსახურებრივად ექვემდებარება სისტემატურად ჩააბაროს ანგარიში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 18🔗 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია საკადრო საკითხთა დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილ მოხელეს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ. თავი VI. სტაჟირების საბჭო     მუხლი 19🔗 1. სტაჟირების საბჭო (შემდგომში – საბჭო) ამოწმებს სტაჟიორის მიერ სტაჟირების პერიოდში მიღებულ ცოდნას და პროფესიულ გამოცდილებას. 2. სტაჟირების ვადის გასვლის შემდგომ სტაჟიორმა უნდა ჩააბაროს გამოცდა, რაც წარმოადგენს სტაჟირების გავლის ბოლო ეტაპს. 3. სტაჟიორთა გამოცდას აწყობს საბჭო, ხოლო მის ორგანიზებას უზრუნველყოფს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი მოხელე. 4. საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. 5. საბჭო შედგება 7 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე. 6. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს წევრებისგან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე. 7. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.     მუხლი 20🔗 1. საბჭო, როგორც წესი, გამოცდას აწყობს ყოველთვიურად. 2. გადაწყვეტილებას გამოცდის გადადების შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე.     მუხლი 21🔗 1. საბჭო, გადაწყვეტილების მიღებისას, ითვალისწინებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის, სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი მოხელის რეკომენდაციას, სტაჟიორის ინტელექტუალური მომზადების დონეს, მის მიერ სტაჟირების პერიოდში გაწეულ საქმიანობას და პირადი მოსწრების დღიურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოების მდგომარეობას. 2. თუ სტაჟირების გავლა მოხდა ტერიტორიულ ორგანოში, სტაჟიორის შეფასებისას საბჭო მხედველობაში იღებს ამ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წერილობით დახასიათებას. 3. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დადებითად შეაფასოს სტაჟირების გავლა; ბ) უარყოფითად შეაფასოს სტაჟირების გავლა და გააგრძელოს სტაჟირების ვადა სამი თვით; გ) უარყოფითად შეაფასოს სტაჟირების გავლა და შეწყვიტოს სტაჟირება. 4. იმ შემთხვევაში, თუ საბჭომ მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ხოლო სტაჟიორმა სამი თვის გასვლის შემდგომ კვლავ დაიმსახურა უარყოფითი შეფასება, სტაჟიორს უწყდება სტაჟირება. 5. საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება 4 წევრი მაინც. 6. საბჭო გადაწყვეტილებას ღებულობს ხმების უბრალო უმრავლესობით. თავი VII. სტაჟირების გავლის სხვა პირობები     მუხლი 22🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 10 დღის განმავლობაში სამუშაოზე გამოუცხადებლობა; ბ) სათანადო დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი მოსწრების დღიურის მოუწესრიგებელი წარმოება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) პირადი სურვილი; ე) ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. 2. გადაწყვეტილებას სტაჟირების შეწყვეტის შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით.     მუხლი 23🔗 იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი კონკურსის წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, დაწესებულებაში ან ტერიტორიულ ორგანოში თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი.     მუხლი 24🔗  სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი მოხელე, რომელიც ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე სისტემატურად მიაწოდოს ინფორმაცია საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსს და საბჭოს თავმჯდომარეს. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები     მუხლი 26🔗 აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებმა ამ წესის შესაბამისად ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ სტაჟირების გავლის წესის შესახებ ბრძანების მიღება.     მუხლი 27🔗 ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.