⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.08.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №47 „საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.05.2004
ძალის დაკარგვა 06.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 430010000.11.101.006484
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 11/05/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,453 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.05.2004 მიღება
06.08.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №47 „საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:130%; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.484 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №47 2004 წლის 3 მაისი  ქ. თბილისი საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის,  „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის წესდება. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საშუალო პროფესიული განათლების სამმართველოს. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის  წესდება     მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, შესაბამისი საგანმანათლებლო აქტებითა და წინამდებარე წესდებით. 3. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა. 4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო ღერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები. 2. კოლეჯში საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. 3. კოლეჯში საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად ან უამისოდ. 4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგ-რამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს. 5. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით. 6. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებულ ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. იგი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ საქმიანობას.     მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში ხორციელდება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.     მუხლი 4🔗. კოლეჯის მართვა 1. კოლეჯის მართვა ხორციელდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ წესდების შესაბა-მისად. 2. დირექტორი არის კოლეჯის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში. 3. კოლეჯის დირექტორი ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს და ადმინისტრაციას, წარმართავს კოლეჯის საქმიანობას, მონაწილეობს სამეურვეო საბჭოს მუშაობაში და იღებს გადაწყვეტილებებს ნებისმიერ საკითხზე, როგორც თავისი შეხედულებით, ისე წარდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე. 4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 5. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათა-ვისუფლოს ყველა მუშაკი, პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ატესტაციის გავლის გრაფიკი. 6. დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით, დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან. 7. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და კოლეჯის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მომსახურე ყველა პირისთვის, და განკარგულებებს, რომლებიც ერთჯერადი ხასიათისაა და სავალდებულოა შესასრულებლად მხოლოდ მათში მითითებულ პირთათვის. 8. დირექტორის მიერ კოლეჯის მართვის უკეთ განხორციელებისა და დემოკრატიულობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით კოლეჯში ფუნქციონირებს: ა) ადმინისტრაცია; ბ) პედაგოგიური საბჭო; გ) სამეურვეო საბჭო. 9. კოლეჯის ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, მისი პირველი მოადგილის, სხვა მოადგილეებისა და დირექტორის მიერ დანიშნული სხვა პირებისაგან. 10. კოლეჯის ადმინისტრაცია ასრულებს დირექტორის უშუალო დავალებებს და კოლეჯის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საქმიანობას. 11. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. 12. კოლეჯის სამეურვეო საბჭო შედგება თავჯდომარისა და წევრებისაგან, რომელთა ძირითადი მიზანია კოლეჯში შემოსავლების მოზიდვა და მათი რაციონალური განკარგვა.     მუხლი 5🔗. პედაგოგები 1. კოლეჯის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები (მასწავლებელი, საწარმოო სწავლების ოსტატი, მეთოდისტი და სხვ.). 2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე. 3. პედაგოგთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და სხვა კანონქვემდებარე ნორმატული აქტებით.     მუხლი 6🔗. მოსწავლეები 1. კოლეჯის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში. 2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობის დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი. 3. კოლეჯში სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დასწრებული სწავლების ფორმით, რომელსაც აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად. 4. კოლეჯს შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებას შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით. 5. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით”, „ბავშვთა უფლებების კონვენციით”, საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” და სხვა ნორმატული აქტებით.     მუხლი 7🔗. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო 1. პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და წინამდებარე წესდებით. 2. პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის სათათბირო ორგანო, რომელიც წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი. 3. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 4. პედაგოგიური საბჭო შედგება კოლეჯის პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთაც გამოცდილების დამსახურებისა და სტაჟის გათვალისწინებით წარადგენს კოლეჯის დირექტორი. 5. პედაგოგიურ საბჭოში არჩეული წევრების რაოდენობა უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. 6. პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. სხდომებს მოიწვევს და უძღვება კოლეჯის დირექტორი. 7. პედაგოგიური საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა წევრების არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით. 8. პედაგოგიური საბჭო წარადგენს თავის 2 წარმომადგენელს კოლეჯის სამეურვეო საბჭოში. 9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან. 10. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს დაწესებულების ყველა პედაგოგი.     მუხლი 8🔗. კოლეჯის სამეურვეო საბჭო 1. კოლეჯში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. სამეურვეო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და წევრებისაგან. 3. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია განიხილოს და მიაწოდოს რეკომენდაციები დირექტორს წესდებაში ცვლილებების, მართვის გეგმის, მატერიალური რესურსების და სხვა საკითხების თაობაზე.     მუხლი 9🔗. კოლეჯის დაფინანსება 1. კოლეჯი შეიძლება დაფინანსდეს ცენტრალური, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ყველა იმ წყაროდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონები „განათლების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” (მუხლი 13🔗) და მოქმედი კანონმდებლობა. 2. კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს დირექტორის დავალებითა და უშუალო მითითებებით ადგენს ადმინისტრაცია, განსაზღვრავს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები და საბოლოოდ მტკიცდება დირექტორის ბრძანებით. 3. კოლეჯის სახსრები იქმნება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული არა-საბიუჯეტო შემოსავლებისაგან. 4. კანონმდებლობით დადგენილი წესით კოლეჯს შეუძლია მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები. იჯარით გასცეს როგორც საკუთარი, ისე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს. 5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულების საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დირექტორი.     მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლების განუხრელი დაცვით.     მუხლი 11🔗.  შექმნა და ლიკვიდაცია 1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. 3. კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.