მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მიერ არასაბანკო მცირე სესხების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2002
ძალის დაკარგვა 09.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №01/01-01/116
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11(1).040.005476
გამოქვეყნების წყარო სსმ, 86, 27/08/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მიერ არასაბანკო მცირე სესხების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-18.1pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.104.005.476
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი
ბრძანება №01/01–01/116-263
2002 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მიერ არასაბანკო მცირე სესხების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის 2002-2004 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 ივნისის №309 ბრძანებულების მე-2 მუხლის ბ) პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მიერ არასაბანკო მცირე სესხების გაცემის თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
გ. გაჩეჩილაძე
მ. გოგიაშვილი
მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მიერ არასაბანკო მცირე სესხების გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ”, მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს დებულების, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულებისა და საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის 2002-2004 წლების პროგრამის თანახმად.
2. ეს წესი არეგულირებს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) არასაბანკო მცირე სესხების (შემდგომში – სესხი) მისაღებად განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) წარმოდგენის, განხილვის, გადაწყვეტილების მიღების, სესხის ხელშეკრულების დადებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. განაცხადი სესხის მიღების შესახებ
1. მცირე საწარმო ცენტრს მიმართავს განაცხადით სესხის გამოყოფის შესახებ.
2. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სესხის მიზანი;
ბ) პროექტის ღირებულება;
გ) პროექტის დაფინანსების სხვა წყაროები;
დ) წარმოებული პროდუქციის (მომსახურების) მოცულობა;
ე) ძირითადი მომხმარებლები;
ვ) აქტივები;
ზ) ფინანსური ვალდებულებები;
თ) საგარანტიო უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. სესხის საგარანტიო უზრუნველყოფა
1. ცენტრი სესხის გაცემის დროს იღებს საგარანტიო უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სესხის საგარანტიო უზრუნველყოფად მიიღება:
ა) ძირითადი საშუალებები;
ბ) საბრუნავი საშუალებები;
გ) საწარმოს პარტნიორთა (აქციონერთა) პირადი აქტივები;
დ) კომერციული ბანკების ან სხვა ორგანიზაციების უპირობო გარანტიები;
ე) სხვა აქტივები.
3. საგარანტიო უზრუნველყოფის მოცულობა განისაზღვრება ცენტრის მიერ მსესხებელთა სამეწარმეო პროექტების მიხედვით სესხის დაბრუნების რისკის დონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. განაცხადის საწყისი ანალიზი და შეფასება
1. ცენტრი განაცხადის საფუძველზე განსაზღვრავს საწარმოს შესაბამისობას საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 ივნისის №309 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის 2002-2004 წლების პროგრამის” და წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებთან და იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილ განაცხადზე უარის ან მისი შემდგომი განხილვის შესახებ.
2. პირველადი თანხმობა ან დასაბუთებული უარი მსესხებელს უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3. პირველადი დადებითი პასუხის მიღების შემდეგ მსესხებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განვითარების გეგმა;
ბ) წესდება და სადამფუძნებლო დოკუმენტები;
გ) ხელმძღვანელის ხელმოწერის ნიმუში, დამოწმებული სანოტარო წესით;
დ) პარტნიორთა (აქციონერთა) კრების გადაწყვეტილება სესხის აღების შესახებ, სესხის თანხის, ვადისა და კანონმდებლობის ფარგლებში შესაძლო საპროცენტო განაკვეთის მითითებით;
ე) სესხის საგარანტიო უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) საფინანსო ანგარიშგებები საგადასახადო ინსპექციის მიერ დამოწმებული, ცალკეული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის წინაშე საწარმოს დავალიანების მითითებით;
ზ) საწარმოს ანგარიშების ნუსხა ბანკების დასახელებისა და რიცხული თანხების მითითებით;
თ) ამონაწერები ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშებიდან ბრუნვის შესახებ, უკანასკნელი 2 (ორი) წლის განმავლობაში;
ი) ცნობა მომსახურე კომერციული ბანკებიდან საკრედიტო დავალიანების შესახებ.
4. საბუთების იურიდიული ექსპერტიზისა და პროექტის საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის შედეგად ცენტრის შესაბამისი განყოფილებების მიერ მომზადდება დასკვნა პროექტის შემდგომი განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ.
5. მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადებული დასკვნა უნდა შეიცავდეს:
ა) მსესხებლის საქმიანობის აღწერას;
ბ) ბაზრის იმ სეგმენტის აღწერას და მის ტევადობას, რომელზეც ორიენტირებულია მსესხებელი;
გ) მსესხებლის კონკურენტუნარიანობას;
დ) მსესხებლის გამოცდილებისა და მენეჯმენტის შეფასებას;
ე) პროექტის საფინანსო შეფასებას (სწრაფი ლიკვიდობის კოეფიციენტი, სასესხო დავალიანების ბრუნვადობის კოეფიციენტი, ლიკვიდობის კოეფიციენტი და სხვა);
ვ) სესხის დაფარვის შესაძლო ალტერნატიულ წყაროებს.
მუხლი 5🔗. სასესხო განაცხადთა განმხილავი კომისია
1. სასესხო განაცხადების განხილვისა და შეფასების მიზნით იქმნება სასესხო განაცხადთა განმხილავი კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისია შედგება 7 წევრისაგან:
ა) ცენტრის დირექტორი (თავმჯდომარე);
ბ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი;
დ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენელი;
ე) მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი;
ვ) ცენტრის დირექტორის მოადგილე;
ზ) ცენტრის ფინანსური ხელშეწყობის განყოფილების უფროსი.
3. კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 6🔗. კომისიის მიერ განაცხადის განხილვის პროცედურა
1. კომისია შეიმუშავებს საწარმოს მიერ წარმოსადგენი განაცხადისა და განვითარების გეგმის, პროექტის საწყისი ანალიზისა და დასკვნის, კომისიის რეკომენდაციის ტიპურ ფორმებს, რომლებსაც ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.
2. სასესხო განაცხადი კომისიას განსახილველად გადაეცემა ცენტრის დირექტორის მიერ.
3. კომისია ვალდებულია ორი კვირის ვადაში განიხილოს განაცხადი და მიიღოს გადაწყვეტილება.
4. ცალკეული სამეწარმეო პროექტის ხასიათიდან გამომდინარე, კომისიის მუშაობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები, აგრეთვე, დამოუკიდებელი ექსპერტები.
5. კომისია განაცხადის განხილვის შედეგების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდაციის მიცემის შესახებ.
მუხლი 7🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი
1. კომისიის სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ სასესხო განაცხადების განხილვის საჭიროების მიხედვით.
2. კომისიის უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა 2/3.
3. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღება სესხის გაცემის შესახებ
1. ცენტრის დირექტორი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის შესახებ.
2. გადაწყვეტილება სესხის გაცემის შესახებ ფორმდება ცენტრის დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 9🔗. სესხის ხელშეკრულება
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფორმდება სესხის ხელშეკრულება.
2. სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრება სესხის გაცემის პირობები საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 ივნისის №309 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის 2002-2004 წლების პროგრამის” პირველი თავის პირველი მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
3. სესხის ხელშეკრულება ძალაში შედის სესხის საგარანტიო უზრუნველყოფის ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირების შემდეგ.
მუხლი 10🔗. სესხის საგარანტიო უზრუნველყოფის შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება
1. მსესხებლის მიერ საგარანტიო უზრუნველყოფაში ჩასადები ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება ხდება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ.
2. მსესხებელთან ფორმდება საგირავნო ხელშეკრულება და/ან იპოთეკა, რომლებიც წარმოადგენენ სესხის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 11🔗. ანგარიშსწორება ცენტრსა და მსესხებელს შორის
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესრულების შემდეგ ცენტრის მიერ გადაირიცხება თანხა მსესხებელის ანგარიშზე სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
2. მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდის ფორმა და პერიოდულობა განისაზღვრება სესხის ხელშეკრულებით.
მუხლი 12🔗. ცვლილებები და დამატებები სესხის ხელშეკრულებაში
1. სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ცენტრის, ასევე მსესხებელის ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
2. ცვლილებები და დამატებები სესხის ხელშეკრულებაში ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მსესხებლის მიერ მიღებული სახსრები გამოყენებულ იქნა სესხის გაცემისას დადებული პირობების შესაბამისად;
ბ) მსესხებლის მიერ მოცემულ მომენტში ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვით მითითებულ ვადებში სრულად არის დაფარული ძირითადი თანხა და სესხით სარგებლობის პროცენტი.
მუხლი 13🔗. სესხის მონიტორინგი
1. ცენტრი ახორციელებს კონტროლს მსესხებლის მიერ ცენტრიდან მიღებული თანხების მიზნობრივ გამოყენებაზე.
2. მსესხებელი სესხის ხელკშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით ცენტრს წარუდგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება:
ა) სესხად მიღებული სახსრების გახარჯვის მიზნობრიობა;
ბ) შესრულებული გაყიდვების (გაწეული მომსახურების) რაოდენობა და თანხები;
3. სესხის გრაფიკით გაცემის შემთხვევაში, ყოველი მორიგი ტრანშის გაცემის საფუძველია დოკუმენტური დასაბუთება მიღებული ტრანშის მიზნობრივად ხარჯვის შესახებ.
მუხლი 14🔗. სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა
1. სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია:
ა) მსესხებლის მიერ სესხის თანხის არამიზნობრივად ხარჯვა;
ბ) სესხის ხელშეკრულებით დადგენილი სხვა პირობების შეუსრულებლობა.