სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.11.2004
ძალის დაკარგვა 30.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1397
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.006852
გამოქვეყნების წყარო სსმ, 132, 16/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ქ. თბილისის გლდანის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 2 | ქ. თბილისის დიდუბის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 3 | ქ. თბილისის ვაკის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 4 | ქ. თბილისის ისნის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 5 | ქ. თბილისის კრწანისის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 6 | ქ. თბილისის მთაწმინდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 7 | ქ. თბილისის ნაძალადევის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 8 | ქ. თბილისის საბურთალოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 9 | ქ. თბილისის სამგორის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 10 | ქ. თბილისის ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 11 | აბაშის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური. |
| 12 | ადიგენის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 13 | ამბროლაურის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 14 | ასპინძის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
| 15 | ახალგორის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.01.2006
დოკუმენტის ტექსტი
სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.022.027.006.852
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1397
2004 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის, მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” შესაბამისად:
1. დამტკიცდეს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულება №1 დანართის თანახმად.
2. დამტკიცდეს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულება №2 დანართის თანახმად.
3. დამტკიცდეს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულება №3 დანართის თანახმად.
4. შეიქმნას სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები თანდართული ნუსხის შესაბამისად (დანართი №4).
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დანართი №1
სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
აღნიშნული დებულება განსაზღვრავს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურასა და უფლებამოსილებას.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗
1. დეპარტამენტის შექმნა და გაუქმება ხდება იუსტიციის სამინისტროს დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. დეპარტამენტის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 4🔗
1. დეპარტამენტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.
2. დეპარტამენტის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს იუსტიციის მინისტრი ან მისი დავალებით მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი შესაბამისი ნომრითა და სამინისტროს სახელწოდების შემცველი წარწერით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილება
მუხლი 6🔗
1. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, ცალკეული სახის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება და შესაბამისი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასთან (შეცვლასთან) დაკავშირებული საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემასთან (შეცვლასთან) დაკავშირებული საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
დ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაციის (მოქმედი უცხოური პასპორტის) საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ე) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ვ) მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
ზ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების საქმიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
თ) თავისი კომპეტენციის ნაწილში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლი;
ი) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული ამოცანების განხორციელება.
2. დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ბ) ცალკეული სახის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
გ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქესა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის გაცემა;
ე) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის, მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრისათვის წარდგენა;
ვ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, შესაბამისი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასთან (შეცვლასთან) დაკავშირებული საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ზ) საქართველოში დროებით მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციასთან (მოქმედი უცხოური პასპორტის) დაკავშირებული საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
თ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემასთან (შეცვლასთან) დაკავშირებული საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ი) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელთა სამგზავრო პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
კ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა:
კ.ა) მოქალაქეობის, იმიგრაციის და ემიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
კ.ბ) სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
კ.გ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
კ.დ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
ლ) თავისი კომპეტენციის ნაწილში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლი;
მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორული ორგანოების სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების პერიოდული შეჯამება, შეფასება და ანალიზი;
ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი სამსახურების ბლანკებით (მკაცრი აღრიცხვის საბუთებით) უზრუნველყოფა, მათ შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
ო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორული ორგანოების შესაბამისი სამსახურების საქმიანობის სრულყოფის მიზნით პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების შემუშავება და განხორციელება;
პ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე;
ჟ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების საქმიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
რ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის ან იუსტიციის მინისტრის დავალებით მისი ერთ-ერთ მოადგილის წინაშე.
მუხლი 8🔗
1. თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესრულებისათვის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) რწმუნების გარეშე წარმოადგენს დეპარტამენტს;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) იუსტიციის მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
თ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ხელმძღვანელობს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადებას;
ი) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9🔗
1. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში – მოადგილე), რომელთაც თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ დეპარტამენტში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს.
3. თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ან/და მისი არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას.
4. თავმჯდომარის დავალებით მოადგილეები ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის:
ა) საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველო;
ბ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველო;
გ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
ე) დეპარტამენტის კანცელარია.
2. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) საინფორმაციო-სამისამართო განყოფილება;
ბ) კომპიუტერული აღრიცხვის განყოფილება.
მუხლი 11🔗
1. სამმართველოს (სამსახურს) ხელმძღვანელობს სამმართველოს (სამსახურის) უფროსი, რომელსაც თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. სამმართველოს განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
3. სამმართველოს (სამსახურის) უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს (სამსახურის) საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს (სამსახურის) მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს (სამსახურის) მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესარულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში (სამსახურში) მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს (სამსახურის) საქმიანობის შესახებ;
ვ) თავმჯდომარის ან/და მისი ერთ-ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის კანცელარიას ხელმძღვანელობს კანცელარიის უფროსი, რომელსაც თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
5. დეპარტამენტის კანცელარიის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის კანცელარიის საქმიანობას;
ბ) კონტროლს უწევს დეპარტამენტში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, ოპერატიულ მიწოდებას დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;
გ) კონტროლს უწევს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და არქივისათვის გადაცემას არსებული წესის თანახმად.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 12🔗
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
დანართი №2
სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების (შემდგომში – სამსახური) სტრუქტურას და უფლებამოსილებას.
მუხლი 2🔗
1. სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.
2. სამსახური თავის საქმინაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 3🔗
1. სამსახურის შექმნისა და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი).
2. სამსახურის საქმიანობის წესი და სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
3. სამსახურის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 4🔗
სამსახურის საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი.
მუხლი 5🔗
სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შესაბამისი სამსახურის სახელწოდების შემცველი წარწერით და კოდით.
მუხლი 6🔗
სამსახური პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.
თავი II
სამსახურის უფლებამოსილება
მუხლი 7🔗
სამსახურის უფლებამოსილებაა:
ა) სამოქალაქო რეესტრის წარმოება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა (შეცვლა);
გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემა და შეცვლა;
დ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაცია (მოქმედი უცხოური პასპორტების რეგისტრაცია);
ე) პირადობის დადასტურებისა და პასპორტის გაცემის სფეროში საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 8🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.
მუხლი 9🔗
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესრულებისათვის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
გ) თვალყურს ადევნებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) იუსტიციის მინისტრს და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ე) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ხელმძღვანელობს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადებას;
ვ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში – მოადგილე), რომელსაც სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას უფროსის დავალებით ან/და მისი არყოფნის შემთხვევაში;
ბ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 11🔗
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
დანართი №3
სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების სტანდარტული დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების (შემდგომში – სამსახური) სტრუქტურას და უფლებამოსილებას.
მუხლი 2🔗
1. სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.
2. სამსახური თავის საქმინაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 3🔗
1. სამსახურის შექმნისა და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი).
2. სამსახურის საქმიანობის წესი და სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
3. სამსახურის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 4🔗
სამსახურის საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას და კონტროლს ახორციელებს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი.
მუხლი 5🔗
სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შესაბამისი სამსახურის სახელწოდების შემცველი წარწერით და კოდით.
მუხლი 6🔗
სამსახური პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.
თავი II
სამსახურის უფლებამოსილება
მუხლი 7🔗
1. სამსახურის უფლებამოსილებაა:
ა) სამოქალაქო რეესტრის წარმოება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა (შეცვლა);
გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაცია (მოქმედი უცხოური პასპორტების რეგისტრაცია);
დ) პირადობის დადასტურების სფეროში საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 8🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.
მუხლი 9🔗
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესრულებისათვის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
გ) თვალყურს ადევნებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) იუსტიციის მინისტრს და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ე) ხელმძღვანელობს, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ხელმძღვანელობს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადებას;
ვ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 10🔗
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
დანართი №4
სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები
1
2
1
ქ. თბილისის გლდანის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
2
ქ. თბილისის დიდუბის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
3
ქ. თბილისის ვაკის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
4
ქ. თბილისის ისნის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
5
ქ. თბილისის კრწანისის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
6
ქ. თბილისის მთაწმინდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
7
ქ. თბილისის ნაძალადევის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
8
ქ. თბილისის საბურთალოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
9
ქ. თბილისის სამგორის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
10
ქ. თბილისის ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
11
აბაშის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური.
12
ადიგენის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
13
ამბროლაურის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
14
ასპინძის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
15
ახალგორის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
16
ახალქალაქის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
17
ახმეტის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
18
ბაღდათის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
19
ბოლნისის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
20
ბორჯომის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
21
გარდაბნის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
22
გურჯაანის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
23
დედოფლისწყაროს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
24
დმანისის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
25
დუშეთის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
26
ვანის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
27
ზესტაფონის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
28
ზუგდიდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
29
თელავის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
30
თერჯოლის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
31
თეთრიწყაროს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
32
თიანეთის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
33
კასპის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
34
ლაგოდეხის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
35
ლანჩხუთის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური.
36
ლენტეხის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
37
მარნეულის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
38
მარტვილის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
39
მესტიის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
40
მცხეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
41
ნინოწმინდის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
42
ოზურგეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
43
ონის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
44
რუსთავის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
45
საგარეჯოს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
46
სამტრედიის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
47
საჩხერის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
48
სენაკის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
49
სიღნაღის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
50
ტყიბულის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
51
ფოთის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
52
ქარელის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
53
ყაზბეგის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
54
ყვარლის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
55
ჩოხატაურის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
56
ახალციხის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
57
ჩხოროწყუს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
58
ცაგერის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
59
ცხინვალის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
60
წალენჯიხის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
61
წალკის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
62
წყალტუბოს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
63
ჭიათურის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
64
ხონის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
65
ხარაგაულის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
66
ხაშურის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
67
ხობის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
68
გორის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
69
ქუთაისის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
70
ბათუმის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
71
ქობულეთის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
72
ხელვაჩაურის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
73
ქედის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
74
ხულოს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
75
შუახევის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური
76
აფხაზეთის ა/რ საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური