საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა მიღების შესახებ

მიღების თარიღი 20.03.2002
ძალის დაკარგვა 23.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №160
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.005197
გამოქვეყნების წყარო სსმ, 28, 25/03/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 879 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2002 მიღება
23.01.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 მინისტრი (რ. გილიგაშვილი)
2 მინისტრის პირველი მოადგილე (კ. კუბლაშვილი)
3 მინისტრის მოადგილე (გ. წკრიალაშვილი)
4 მინისტრის მოადგილე (ზ. ეზუგბაია)
5 მინისტრის მოადგილე (კ. კობერიძე)
6 მინისტრის მოადგილე (ი. იმერლიშვილი)
7 სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი
თანამდებობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა მიღების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:G&G_Ilia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:G&G_Ilia;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:G&G_Ilia;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:G&G_Ilia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.197 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №160 2002 წლის 20 მარტი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა მიღების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა (საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა) განცხადებებისა და საჩივრების განხილვის პროცესის სრულყოფისა და სამინისტროს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების თანდართული განრიგი. 2. მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეების მიღება წარმოებს ამ უკანასკნელთა განცხადების საფუძველზე. 3. მიღების დროს განიხილება მოქალაქეთა ზეპირი და წერილობითი განცხადებები და საჩივრები სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 4. სამინისტროში მოქალაქეთა მიღება არ წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში. 5. მინისტრის მოადგილეებთან მიღებაზე, ამ ბრძანებით გათვალისწინებული განრიგის შესაბამისად, მოქალაქეთა ჩაწერას უზრუნველყოფს სამინისტროს მთავარი კანცელარიის მოქალაქეთა მიღების და კონტროლის სექტორის უფროსი, დადგენილი წესის მიხედვით. 6. მინისტთან მოქალაქეთა მიღება ხდება მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდგომ საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტროს მთავარი კანცელარიის მოქალაქეთა მიღების და კონტროლის სექტორის უფროსის მიერ მინისტრის აპარატის უფროსთან შეთანხმებით ან ცალკეულ შემთხვევებში – აპარატის უფროსის მოტივირებული წინადადებით. 7. მთავარი კანცელარიის მოქალაქეთა მიღებისა და კონტროლის სექტორის უფროსი ვალდებულია 5 დღის ვადაში წინასწარ შეისწავლოს მოქალაქის განცხადება (საჩივარი), დაადგინოს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან, მასში დასმული საკითხის შესაბამისობა სამინისტროს კომპეტენციასთან და საქმის კონკრეტული გარემოებები, რისთვისაც იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით: ა) მოითხოვოს და მიიღოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასალები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებიდან; ბ) პირადად შეხვდეს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია; გ) ორგანიზება გაუკეთოს მოქალაქის შეხვედრას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან. 8. იმ შემთხვევაში, თუ მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში შეუძლებელია საქმის გარემოებების დაზუსტება, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ შესაძლებელია ამ ვადის არა უმეტეს 1 თვემდე გაგრძელება, რის შესახებაც უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 9. მოქალაქეთა მიღებისა და კონტროლის სექტორის უფროსის მიერ მოქალაქის განცხადება (საჩივარი) საქმის შესწავლილ გარემოებებთან ერთად წარედგინება მინისტრის მოადგილეს, რომლის კომპეტენციაშიც არის დასმული საკითხის გადაწყვეტა. წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით მინისტრის მოადგილე წყვეტს მოქალაქის მიღების მიზანშეწონილობის საკითხს ან განცხადებას (საჩივარს) სათანადო რეზოლუციით გადასცემს შემსრულებელს. 10. მოქალაქის განცხადების განხილვაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება გასაჩივრებულია ამ განცხადებით. 11. განცხადებას (საჩივარს), რომელში დასმული საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ ან რომლის მინისტრის მიერ გადაწყვეტაც მინისტრის მოადგილის, მოქალაქეთა მიღებისა და კონტროლის სექტორის უფროსის ან მინისტრის აპარატის უფროსის მოტივირებული წარდგინებით განსაკუთრებული მიზანშეწონილობით ხასიათდება, განმეორებით იხილავს მინისტრი. მინისტრი აგრეთვე უფლებამოსილია მოითხოვოს განცხადების (საჩივრის) უშუალოდ განხილვა. 12. მოქალაქის განცხადებაში (საჩივარში) დასმული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინისტრის მოადგილის შუამდგომლობით, მინისტრი აწარმოებს მოქალაქის მიღებას ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული განრიგის მიხედვით. 13. სამინისტროს თითოეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოიყოფა მოქალაქეთა მიღებაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე (მოსამსახურეები), რომელიც ვალდებულია აწარმოოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მოქალაქეთა მიღების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში. ჟურნალში შედის მონაცემები მოქალაქის ვინაობის, მიღების თარიღის, განხილული საკითხისა და მიღების შედეგის თაობაზე. ჟურნალში სააღრიცხვო ჩანაწერს ხელს აწერს მიმღები თანამდებობის პირი. 14. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებმა: ა) კონტროლზე აიყვანონ მოქალაქეთა მიღების გრაფიკის დაცვა, მიღების დროს დასმული საკითხების აღრიცხვა და განხილვა; ბ) საკუთარი კომპეტენციის გარგლებში უზრუნველყონ მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; გ) უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა ინსტრუქტაჟი მოქალაქეთა მიღებისა და მათი მოთხოვნების სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტის საკითხებზე. დ) უზრუნველყონ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მოქალაქეთა მიღების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურის (მოსამსახურეების) გამოყოფა. 15. სამინისტროს მთავარმა კანცელარიამ უზრუნველყოს ამ ბრძანების ტექსტის, მოქალაქეთა მიღების და კონტროლის სექტორის უფროსის ვინაობისა და საკონტაქტო ნომრების გამოქვეყნება სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას. 16. ამ ბრძანების მოთხოვნების შესრულების კონტროლი განახორციელოს მინისტრის აპარატის უფროსმა. 17. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რ. გილიგაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიღების განრიგი № თანამდებობა მიღების დღე მიღების დრო 1 მინისტრი (რ. გილიგაშვილი) სამშაბათი 14​00-16​00 2 მინისტრის პირველი მოადგილე (კ. კუბლაშვილი) 3 მინისტრის მოადგილე (გ. წკრიალაშვილი) ორშაბათი 14​00-16​00 4 მინისტრის მოადგილე (ზ. ეზუგბაია) პარასკევი 11​00-13​00 5 მინისტრის მოადგილე (კ. კობერიძე) ხუთშაბათი 11​00-13​00 6 მინისტრის მოადგილე (ი. იმერლიშვილი) ოთხშაბათი 11​00-15​00 7 სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ყოველდღე 10​00-13​00