⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.12.2025)

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.03.2002
ძალის დაკარგვა 02.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი.
ნომერი №3/62
სარეგისტრაციო კოდი 450190000.11.107.005205
გამოქვეყნების წყარო სსმ, 28, 25/03/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 787 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2002 მიღება
02.12.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.5pt 59.15pt 35.45pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგიტრაციო კოდი 450.190.000.11.107.005.205 საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №3/62 2002 წლის 18 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეიქმნას საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო. 2. დამტკიცდეს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს თანდართული დებულება. 3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ს. გოგიბერიძე საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო მეთოდური საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან (შემდგომში – დეპარტამენტი) არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის დეპარტამენტის სათათბირო ორგანო, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით.     მუხლი 2🔗. საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები საბჭო შედგება სამი სექციისაგან: ა) არქიტექტურისა და არქეოლოგიის სექცია; ბ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების სექცია; გ) მოძრავი ძეგლების სექცია. 1) არქიტექტურისა და არქეოლოგიის სექცია იხილავს საკულტო, სამოქალაქო, სამრეწველო, საფორტიფიკაციო არქიტექტურის, ქალაქთმშენებლობისა და არქეოლოგიის ძეგლების რესტავრაციის, კონსერვაციის, რეკონსტრუქციისა და ადაპტაციის პროექტებს, ახალმშენებლობების პროექტებს ნაკრძალ და რეგლამენტირებულ ზონებში. 2) მონუმენტური სახვითი ხელოვნების სექცია იხილავს კედლის მხატვრობის, რელიეფის, მოცულობითი ქანდაკების მონუმენტური ნიმუშების კონსერვაციისა და რესტავრაციის საკითხებს. 3) მოძრავი ძეგლების სექცია იხილავს გადაადგილებადი ნივთების, რომლებსაც გააჩნიათ ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა ღირებულება, აღრიცხვა-პასპორტიზაციის, საკონსერვაციო და აღდგენითი სამუშაოების საკითხებს.     მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებები და მოვალეობები 1. საბჭოს უფლება-მოვალეობანია:  ა) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სატიტულო სიების განხილვა;  ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებზე ჩასატარებელ სამუშაოთა საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, მათ შორის: ბ.ა) წინადადება პროექტირებისათვის; ბ.ბ) ესკიზური პროექტი; ბ.გ) შუალედური ანგარიში; ბ.დ) სამეცნიერო ანგარიში;  გ) ნაკრძალი და რეგულირებადი ტერიტორიების, აგრეთვე დამცავი ზონების ფარგლებში ახალმშენებლობების პროექტების საპროექტო წინადადებებისა და მოსაზრებების განხილვა; დ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლებზე შესასრულებელი ნებისმიერი სამუშაოს (კედლის მხატვრობის დაზიანების ხარისხისა და ხასიათის დადგენა, გეოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური და კლიმატოლოგიური კვლევა, გაწმენდა, კონსერვაცია, რესტავრაცია) განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ე) მოძრავ ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (გაწმენდა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეგენერაცია, აღრიცხვა-პასპორტიზაცია); ვ) უძრავ და მოძრავ ძეგლებზე ჩასატარებელ სამუშაოთა ტენდერებში გამარჯვებული პროექტების განხილვა; ზ) მეთოდური და მეცნიერული რეკომენდაციების განხილვა და ამ რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა; თ) უძრავი და მოძრავი ძეგლების ნიშნის მქონე ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა; ი) ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტის სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვის საკითხის განხილვა; კ) უძრავი და მოძრავი ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭებისა და ასევე შეცვლის საკითხის განხილვა; ლ) უძრავი ძეგლის დამცავი ზონის დადგენის საკითხის განხილვა.     მუხლი 4🔗. საბჭოს მართვა 1. საბჭოს შემადგენლობას დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი. 2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, სწავლული მდივანი და ტექნიკური მდივანი. 3. საბჭოს თავმჯდომარე წარმართავს საბჭოს მუშაობას. 4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საბჭოს სწავლული მდივანი უზრუნველყოფს საბჭოზე განსახილველი მასალის ექსპერტიზას, აფორმებს ხელშეკრულებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებსაც საბჭოზე განსახილველად გამოაქვთ საპროექტო თუ სხვა დოკუმენტაცია. 6. საბჭოს ტექნიკური მდივანი იღებს საბჭოზე გასატან საპროექტო დოკუმენტაციას, ამოწმებს მის კომპლექტაციას, აწარმოებს წევრების რეგისტრაციას, სამი დღით ადრე შეტყობინებას უგზავნის საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარებისა და საბჭოზე გასატანი საკითხების შესახებ, უზრუნველყოფს ოქმების გაფორმებას.     მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წესი 1. საბჭო მუშაობას წარმართავს სექციებით. საბჭო უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა, თუ მას ესწრება სექციის წევრთა 2/3. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე იწვევს ორ ან სამივე სექციას. სექციებზე გასატან საკითხებს ადგენს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მთლიანი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. 3. საბჭოს ყოველი წევრი ვალდებულია თავისი მოსაზრება განსახილველი საკითხის შესახებ დააფიქსიროს წერილობით და ჩააბაროს საბჭოს სწავლულ მდივანს. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რის საფუძველზეც დეპარტამენტის თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 4. საბჭო წინასწარ განიხილავს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 12-კაციან სამთავრობო კომისიაზე გასატან საკითხებს და უმზადებს მას თავის წინადადებას. 5. საბჭო, როგორც წესი, იკრიბება თვეში ორჯერ. საბჭოს სამუშაო დღეა ოთხშაბათი. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს დამატებით სხდომას.     მუხლი 6🔗. საბჭოს ლიკვიდაცია საბჭოს გაუქმება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.