⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.11.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.03.2002
ძალის დაკარგვა 14.11.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №3/63
სარეგისტრაციო კოდი 450190000.11.107.005206
გამოქვეყნების წყარო სსმ, 28, 25/03/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,283 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2002 მიღება
14.11.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 52.05pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგიტრაციო კოდი 450.190.000.11.107.005.206 საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №3/63 2002 წლის 18 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე 1. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცდეს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე ს. გოგიბერიძე საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამი­ნის­ტროს) გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონ­სტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, სა­ქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამო­სა­ხულებით, რომელზეც განთავსებულია წარწერა „საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი". 4. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რ. თაბუკაშვილის ქ. №5.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დეპარტამენტის საქმიანობის სფერო მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ისტორიისა და კულტურის უძრავ და მოძრავ ყველა ძეგლს, აგრეთვე ძეგლის ნიშნის მქონე ყველა ობიექტს, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა. 2. დეპარტამენტის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია მომავალი თაობებისათვის მისი სრული მრავალ­ფეროვ­ნებით შენარჩუნება. 3. დეპარტამენტის ამოცანაა იმ ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბება და გან­ხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კულტურული მემ­კვიდრეობის ძეგლთა გამოვლენას, შესწავლას და მოვლა-პატრონობას.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობები 1. დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად ა) ავლენს და აღრიცხავს ძეგლებსა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებს, გარდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი მოძრავი ძეგლებისა, უზრუნველყოფს მათ ექსპერტიზასა და კლასიფიკაციას; ბ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და რეგისტრაციას; გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს არქეო­ლოგიური ზონებისა და უძრავი ძეგლების დამცავი ზონების დადგენა-დამ­ტკიცებას; დ) კონტროლს უწევს უძრავი ძეგლებისა და მისი დამცავი ზონების გათ­ვალისწინებას მიწის კადასტრისა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შედ­გენის დროს; ე) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო ბანკს; ვ) ძეგლთა შეფასებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოყოფს ექს­პერტებს ან ქმნის საექსპერტო კომისიებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს და აფი­ნან­სებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნობრივ სახელმწიფო პროგ­რამებს; თ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სახის სამუშაოს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემ­კვიდ­რეობას; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იური­დიული პირების მიმართ აყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სა­კითხს და სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით აცნობებს კანონის დარღვევის შესახებ; კ) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის გამოვლენისა და მოძრავი ძეგლის დაცვის მიზნით კონტროლს უწევს ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობას; ლ) აწყობს ტენდერებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონით დადგენილი სხვა შემოსავლებიდან ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად; მ) მონაწილეობს ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მიმღებ კომისიაში, მიუხედავად ამ ძეგლის საკუთრების ფორმისა და სამუშაოს შემსრულებლისა; ნ) საომარი მოქმედებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე; ო) ახორციელებს სასწრაფო გადაუდებელ მცირე მოცულობის სარეს­ტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. 2. დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად ა) შეიმუშავებს და კულტურის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ბ) განსაზღვრული წესით შეადგენს და კულტურის მინისტრს დასამ­ტკი­ცებ­ლად წარუდგენს ძეგლთა სახელმწიფო რეესტრს; გ) ამუშავებს და ამტკიცებს სამუშაო ინსტრუქციებსა და რეკომენ­დაციებს; დ) ახორციელებს კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ძეგ­ლების მდგომარეობაზე, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ძეგლებზე განზრახულ ნებისმიერ სამუშაოთა ჩატარებაზე, რისთვისაც რო­გორც წესი, განიხილავს ამ სამუშაოთა პროექტებს დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო მეთოდურ საბჭოს სხდომებზე და იღებს გადა­წყვეტილებას მათი რეალიზების შესაძლებლობის შესახებ; ე) მონაწილეობს ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე პირთა ძეგლებთან დაშვების და სპეციალისტთა  საკვალიფიკაციო სერტიფიცირების საქმეში; ვ) იღებს ზომებს მისდამი დაქვემდებარებულ მუზეუმ-ნაკრძალებში და სხვა დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული საგანძურის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის; ზ) აკომპლექტებს სამეცნიერო-ტექნიკურ არქივს, ფოტოთეკას, სამეცნიერო ბიბლიოთეკას; თ) ზრუნავს ძეგლთა დაცვის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარებისათვის. 3. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეისწავლის განვითარებული უცხო სახელმწიფოების გამოცდილებას ტექ­ნიკური სიახლეების გამოყენების, სარესტავრაციო სამუშაოების ტექნო­ლო­გიის სრულყოფისა და შრომის ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების და­ნერგვის მიზნით; ბ) ამყარებს საქმიან კონტაქტებს და ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობას „იუნესკოს” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შესაბამის დაწესებულებებთან; გ) აწყობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს და სემინარებს ძეგლთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე; დ) გამოსცემს მონოგრაფიებს, ბუკლეტებს, გზამკვლევებს და ახორციელებს სხვა ღონისძიებებს ძეგლების პროპაგანდისა და პოპულარიზაციის მიზნით; ე) ყოველწლიურად გამოსცემს დეპარტამენტის მიერ შესრულებულ სამეც­ნიერო, საპროექტო და საწარმოო სამუშაოების სამეცნიერო ტექნიკურ ანგა­რიშს. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია კულტურის სამინისტროს წინაშე. 5. დეპარტამენტი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 6. ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გან­საზღვრულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექცია; ბ) უძრავ ძეგლთა დაცვის სამმართველო; გ) მოძრავ ძეგლთა დაცვის სამმართველო; დ) საფინანსო ადმინისტრაციული სამმართველო; ე) იურიდიული სამსახური; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ზ) საგარეო ურთიერთობათა სამსახური. 2. დეპარტამენტთან ფუნქციონერებს საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამეცნიერო-მეთოდური საბჭო.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე. 2. თავმჯდომარეს დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს კულტურის მინისტრი. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.     მუხლი 6🔗. თავმჯდომარე: დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს და აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფე­რო­სათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პერსონალურად აგებს პასუხს მინისტრის წინაშე დეპარტამენტზე დაკის­რებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებისათვის; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს კანომდებლობით დადგენილი წესით; დ) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს და შეაქვს ცვლილება დეპარტამენტის საშტატო ნუსხაში; ე) დადგენილი წესით წყვეტს დეპარტამენტის თანამშრომელთა პრემიების და მატერიალური დახმარების საკითხებს; ვ) მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დე­პარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, აგრეთვე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს, დეპარტამენტის აპარატის თანამშრომლებს და დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფ ორ­განიზაციების ხელმძღვანელებს; ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სისტემის ორგანიზაციათა ანგარიშს, ამოწმებს მათ მუშაობას და კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს ნაკ­ლო­ვანებათა აღმოსაფხვრელად; თ) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს; ი) დადგენილი წესით განაგებს დეპარტამენტის ქონებას და სახსრებს; კ) მისი არყოფნის პერიოდში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას   ა­სრუ­ლებს ერთ-ერ­თი მოადგილე; ლ) ყოველი წლის ბოლოს დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიშს წარუდგენს კულტურის მინისტრს.     მუხლი 7🔗. თავმჯდომარის მოადგილეები 1. თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდო­მარის ბრძანებით. 2. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავ­მჯდომარის ბრძანებით დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის ქვედანაყოფების სტრუქტურული ფუნქციები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება დებულებებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის დაქვემდებარებული ორგანიზაციებია: ა. ს. ქობულაძის სახ. ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ექსპერიმენტული ლაბორატორია; ბ. მუზეუმ-ნაკრძალები: ბ. ა) ხელოვნების, ისტორიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი “ვარძია”; ბ. ბ) ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი „უფლისციხე”; ბ. გ) აკად. გ. ჩიტაიას სახ. ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი; ბ. დ) ქუთაის-გელათის ხელოვნების და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი: ბ. ე) ე. თაყაიშვილის სახ. გურიანთა-ვაშნარის არქეოლოგიისა და ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალი; ბ. ვ) მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ბ. ზ) კლდეკარის ისტორიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი; ბ. თ) დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი; ბ. ი) ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; ბ. კ) დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; ბ. ლ) გრემ-ნეკრესის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ბ. მ) ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; ბ. ნ) პეტრა-ციხისძირის, არქიტექტურისა და არქეოლოგიის მუზეუმ-ნაკრძალი.     მუხლი 10🔗. დეპარტამენტის ქონება და სახსრები 1. დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებები. 2. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. დეპარტამენტის საქმიანობის შეწყვეტა 1. დეპარტამენტის საქმიანობის შეწყვეტა ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.