საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.11.2004
ძალის დაკარგვა 29.08.2005
გამომცემი ორგანო საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 310060000.26.018.006865
გამოქვეყნების წყარო სსმ, 136, 25/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| შეფასების კრიტერიუმები | შეფასების ქულა |
| 1.1.1. 5 წლამდე 1.1.2. 5-დან 10 წლამდე 1.1.3. 10-დან 15 წლამდე | 8 5 1 |
| 2.1. კონდიციონერით 2.2. მაცივრით 2.3. ვიდეომაგნიტოფონით და ტელევიზორით 2.4. მაგნიტოლით | 3 1 2 1 |
| 3. ტექნიკური მდგომარეობის ბორტული სადიაგნოსტიკო მოწყობილობით აღჭურვა აღჭურვილია | 2 |
| 4.1. ძარა არ არის მექანიკურად დაზიანებული და არ გააჩნია კოროზია | 2 |
| 4.2. ძარას გააჩნია უმნიშვნელო დაზიანება | 1 |
| 4.3. ძარა დეფორმირებულია და არის მექანიკურად დაზიანებული | იხსნება კონკურსიდან |
| 5.2. საღებავის საფარი არ არის გახუნებული, მაგრამ გააჩნია მცირე დაზიანებები | 1 |
| ავტობუსს გააჩნია საწარმო-დამამზადებლის კონსტრუქციით გათვალისწინებული საბარგული | 2 |
| 8.1. საბურავების პროტექტორების ცვეთა არ აღემატება 50%-ს | 1 |
| 8.2. საბურავების პროტექტორის სიმაღლე 2 მმ-ზე ნაკლებია | იხსნება კონკურსიდან |
| 12.3. სალონში ჰაერის ვენტილაცია და/ან გათბობა არ ხორციელდება | იხსნება კონკურსიდან |
| ჩამოთვლილი მოწყობილობებიდან რომელიმე არ მუშაობს | იხსნება კონკურსიდან |
| რომელიმე მათგანით არ არის აღჭურვილი | იხსნება კონკურსიდან |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- “საქართველოს ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 15 ნოემბრის №5 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ” საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება 22.08.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.3pt; font-size:13.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.26.018.006.865
დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
ბრძანება №5
2004 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული ,,საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები”.
მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჩხიკვაძე
საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
1. საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის, 24-ე და 25-ე მუხლების საფუძველზე.
2. წესი ადგენს ქვეყნის ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების, კონკურსში მონაწილეთა შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის პირობებს.
მუხლი 2🔗.
1. ნებართვის მისაღებად კონკურსს ატარებს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია), რომელსაც ქმნის ადმინისტრაციის თავმჯდომარე არანაკლებ 7 წევრის შემადგენლობით. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული სამუშაოების შესრულებისათვის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიერ სათათბირო ხმისა და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე ინიშნება კომისიის მდივანი.
2. კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით (კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე) შეიძლება მოწვეული იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
3. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
4. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობით. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმი უნდა შეესაბამოდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106-ე მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 3🔗.
1. საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციის თავმჯდომარე.
2. კონკურსის გამოცხადების შესახებ ადმინისტრაციის თავმჯდომარის განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) მარშრუტის დასახელება და სიგრძე, მარშრუტის დაწყების და დასრულების პუნქტებში ავტოსადგურების დასახელება, კონკრეტულ მარშრუტზე გასაცემი ნებართვის ზუსტი დასახელება;
ბ) მარშრუტზე დროის განსაზღვრულ შუალედში საორიენტაციო მგზავრთნაკადი;
გ) მარშრუტზე ავტობუსების რაოდენობის დასადგენად მგზავრთ-ტევადობის გამოყენების კოეფიციენტის მაქსიმალური სიდიდე;
დ) კონკურსის ჩატარების ვადები;
ე) მოთხოვნები ავტობუსების მიმართ, გამომდინარე მარშრუტის სპეციფიკიდან.
3. კომისია კონკურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 2 თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ბ) ინტერნეტის ქსელით.
4. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს;
ბ) განცხადების მიღების მისამართს;
გ) განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღებს;
დ) კომისიის მდივნის კოორდინატებს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს განცხადება და უზრუნველყოს მისი რეგისტრაცია.
5. ნებართვის მაძიებელმა კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს განცხადება საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ნებართვის მაძიებლის საფირმო სახელწოდებას, ორგანიზაციულ-სამართებლივ ფორმას, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებს, ადგილსამყოფელს, ხელმძღვანელის გვარსა და სახელს, ინფორმაციას რა სახის ნებართვას (მარშრუტის მითითებით) მოითხოვს ნებართვის მაძიებელი.
6. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტების ასლი;
ბ) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო სამგზავრო რეგულარულ გადაყვანაზე მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატის ასლი;
გ) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული და კონკურსში წარსადგენი ავტობუსების სარეგისტრაციო მოწმობის (სავალდებულო წლიური ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი კლიფსით), მათი საკუთრების ან/და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების ასლი;
დ) ნებართვის მაძიებლის საქმიანობის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ე) კონკურსში წარმოდგენილი ავტობუსების მძღოლების სია, მათი მართვის მოწმობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ასლები;
ვ) ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვაზე პასუხისმგებელი პირის – საწარმოს მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამ კვალიფიკაციაზე ლიცენზირებული დაწესებულების დიპლომი ან ტრანსპორტის მენეჯერის სერტიფიკატი);
ზ) დოკუმენტაცია მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელშიც ასახული უნდა იყოს:
ზ.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად გამოსაყენებელი ავტობუსების მარკა, მოდელი, სარეგისტრაციო და საიდენტიფიკაციო ნომრები, ხნოვანება (გამოშვების წელი), დამამზადებლის მიერ დადგენილი რესურსი;
ზ.ბ) საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული მგზავრთნაკადის მომსახურებისათვის საჭირო ავტობუსების რაოდენობის (სარეზერვო ავტობუსების ჩათვლით, რომელთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს ავტობუსების საერთო რაოდენობის არანაკლებ 15%-ისა) გაანგარიშება, მარშრუტზე მოძრაობის განრიგის პროექტი და მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ტარიფები;
ზ.გ) თუ ნებართვის მაძიებელს მფლობელობაში გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მან უნდა წარმოადგინოს მისი აღწერა – ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების ფართი, საწარმო სიმძლავრე, მოწყობილობა-დანადგარების ჩამონათვალი და დანიშნულება (თან უნდა ახლდეს: ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკუთრების ან/და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების ასლი; ბაზის ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დამტკიცებული პროექტის ასლი). ამ ქვეპუნქტში აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოიცავს იზოლირებულ ტერიტორიას მყარი საფარით, შენობა-ნაგებობას და შესაბამის მოწყობილობა-დანადგარებს, განკუთვნილს ავტობუსების შენახვის, რეცხვა-დასუფთავებისა და წინასარეისო მომსახურებისათვის.
7. ნებართვის მაძიებელთა განცხადების და თანდართული დოკუმენტების (შემდგომში – დოკუმენტაცია) მიღებას, მათი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებასა და რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის აღნიშვნით) აწარმოებს კომისიის მდივანი. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,ე”, ,,ვ” და ,,ზ.გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საბუთების ჩაბარებისას ასლებთან ერთად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს მათი დედანიც, რომლებიც უბრუნდება მას ასლების შემოწმების შემდეგ.
8. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის თაობაზე დოკუმენტაციის მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით.
9. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადების მიღება წყდება დადგენილ დღეს და საათზე.
10. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას კონკურსში მონაწილეობაზე წერილობითი ფორმით.
11. კომისია კონკურსის ჩატარების თარიღამდე ადგენს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო პირობებთან. აღნიშნული პროცედურის დროს მოწმდება:
ა) სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსო პირობებში აღნიშნულ მოთხოვნებს.
12. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე მოახდინოს დაშვებული შეცდომების, უზუსტობების გასწორება.
13. კომისია ნებართვის მაძიებელთა კონკურსში დაშვების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მასალების საჯარო განხილვის მიზნით, ადმინისტრაციის ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ა) რეგულარული საქალაქთაშორისო ან/და საგარეუბნო მარშრუტის დასახელება და მასზე სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსზე დაშვებული ნებართვის მაძიებლის(ების) სრული დასახელება;
ბ) ინფორმაცია საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობისათვის წერილობითი შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენის ვადების შესახებ;
გ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და მისამართი.
14. კომისია ატარებს კონკურსს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღეში.
15. კონკურსის ჩატარებიდან 3 დღის განმავლობაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის თაობაზე.
მუხლი 4🔗.
1. კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, რის თაობაზეც ნებართვის მაძიებელს განემარტა დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე;
ბ) ნებართვის მაძიებელი მოითხოვს იმ საქმიანობის ნებართვას, რომელიც მას გაუუქმდა და გაუქმებიდან არ გასულა 6 თვე;
გ) ნებართვის მაძიებელს შეჩერებული აქვს ამავე სანებართვო სფეროში მიღებული ნებართვის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი მისი შეჩერების საფუძველი;
დ) ნებართვის მაძიებელმა ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადებში განცხადების შეტანა კომისიაში;
ე) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოჩნდება ყალბი;
ვ) ნებართვის მაძიებლის მიერ მარშრუტის მომსახურებისათვის წარმოდგენილი ავტობუსების რაოდენობა არ არის საკმარისი საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული მგზავრთნაკადის მომსახურებისათვის.
2. კონკურსი ითვლება არშემდგარად და ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:
ა) კონკურსის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება;
ბ) წარდგენილ განცხადებებიდან და დოკუმენტაციებიდან არც ერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს.
3. თუ კონკუსში მონაწილეობაზე განცხადება წარადგინა ერთმა ნებართვის მაძიებელმა ან/და კონკურსში მონაწილეობისათვის დაშვებულ იქნა ერთი ნებართვის მაძიებელი, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ავტობუსების შეფასება ხდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
1. კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი ავტობუსების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და №1 დანართის 1-17 კრიტერიუმების მიხედვით თითოეული ავტობუსის შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციის თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება ქვეკომოსიები არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. ქვეკომისიის შემადგენლობაში ადმინისტრაციის აპარატის თანამშრომელთა გარდა შეიძლება შეყვანილ იქნენ დარგის მოწვეული სპეციალისტები. ქვეკომისიის ხელმძღვანელი ინიშნება ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიერ.
2. დაუშვებელია ნებართვის მაძიებლის მიერ კონკურსში იმ ავტობუსის წარმოდგენა, რომელიც შეფასებულ იქნა სხვა მარშრუტზე ჩატარებულ კონკურსში და მასში ნებართვის მაძიებელი გამოვლინდა გამარჯვებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოძრაობის განრიგები საშუალებას იძლევა ავტობუსის საკონკურსო მარშრუტზე გამოყენებისათვის. დაუშვებელია აგრეთვე კონკურსზე იმ ავტობუსის წარდგენა, რომელიც გამოიყენება ან წარდგენილია კონკურსზე სხვა გადამზიდველის მიერ.
3. ქვეკომისია აფასებს კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ ავტობუსებს №1 დანართის 1-17 შეფასების კრიტერიუმების მიხედვით შესაბამისი ქულების მინიჭებით (დანართი №2) და იძლევა დასკვნას ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ტექნიკური გამართულობისა და მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მონაცემებთან შესაბამისობის შესახებ. ავტობუსი იხსნება კონკურსიდან №1 დანართის მე-4.3, მე-5.3, მე-6, მე-8.2, მე-9.2, მე-10.2, მე-11.3, მე-12.3, მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების მიხედვით, უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო.
4. თითოეულ კრიტერიუმზე ქულების მინიჭების ან ავტობუსის კონკურსიდან მოხსნის შესახებ ქვეკომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება ქვეკომისიის ხელმძღვანელის ხმა.
5. თუ რომელიმე ქვეკომისიის წევრი არ ეთანხმება ქვეკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ის თავის განსხვავებულ აზრს აფიქსირებს №2 დანართის ფორმაში (გრაფა ,,შეფასებასთან დაკავშირებული განსხვავებული აზრი”).
6. ქვეკომისიის წევრთა მიერ ხელმოწერილი შეფასების დოკუმენტი (დანართი №2) წარედგინება კომისიას მის მიერ დადგენილ ვადაში.
7. კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლის ყველა ავტობუსისათვის მინიჭებული ქულების საერთო ჯამი (დანართი №2) იყოფა მონაწილის მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი ავტობუსების რაოდენობაზე და გამოიანგარიშება ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყვანილი ავტობუსების შეფასების საშუალო ქულა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებულ საშუალო (ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყვანილი) ქულას ემატება №1 დანართის 18-20 კრიტერიუმების მიხედვით ნებართვის მაძიებლისათვის კომისიის მიერ მინიჭებული ქულები და ქულების საერთო ჯამით ხდება კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენა (დანართი №3). გამარჯვებულად გამოვლინდება კონკურსის მონაწილე, რომელიც მიიღებს ქულათა ყველაზე მაღალ ჯამს.
9. თუ ორი ან მეტი მონაწილე დააგროვებს ქულათა თანაბარ რაოდენობას, გამარჯვებული გამოვლინდება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის მიერ ნებართვის მაძიებელი იხსნება კონკურსიდან, თუ ქვეკომისია უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო მოხსნის ნებართვის მაძიებლის ზოგიერთ ავტობუსს კონკურსიდან და დარჩენილი ავტობუსების რაოდენობა არ იქნება საკმარისი საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული მგზავრთნაკადის მომსახურებისათვის.
11. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიისა და ქვეკომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები №№ 1 და 2 დანართებში მოყვანილი ფორმების მიხედვით.
12. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ქვეყნდება ადმინისტრაციის ვებგვერდზე. კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.
მუხლი 6🔗.
კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად ადმინისტრაციის თავმჯდომარე სამი დღის ვადაში გამოსცემს განკარგულებას კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე სანებართვო მოწმობის გაცემის თაობაზე.
დანართი №1
კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლების შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
1 ავტობუსის ტექნიკური მონაცემები
1. ავტობუსის ხნოვანება:
1.1. დამამზადებლის მიერ განსაზღვრული საექსპლუატაციო რესურსით (კაპიტალურ რემონტამდე) – 500 000 კმ-ზე მეტი
1.1.1. 5 წლამდე
1.1.2. 5-დან 10 წლამდე
1.1.3. 10-დან 15 წლამდე
8
5
1
1.2. დამამზადებლის მიერ განსაზღვრული საექსპლუატაციო რესურსით (კაპიტალურ რემონტამდე) – 500 000 კმ-მდე
1.2.1. 5 წლამდე
1.2.2. 5-დან 10 წლამდე
3
1
2. აღჭურვილობა:
2.1. კონდიციონერით
2.2. მაცივრით
2.3. ვიდეომაგნიტოფონით და ტელევიზორით
2.4. მაგნიტოლით
3
1
2
1
3. ტექნიკური მდგომარეობის ბორტული სადიაგნოსტიკო მოწყობილობით აღჭურვა
აღჭურვილია
2
11 ავტობუსის გარეგნული იერსახე
4. ძარის ვარგისიანობა:
4.1. ძარა არ არის მექანიკურად დაზიანებული და არ გააჩნია კოროზია
2
4.2. ძარას გააჩნია უმნიშვნელო დაზიანება
1
4.3. ძარა დეფორმირებულია და არის მექანიკურად დაზიანებული
იხსნება
კონკურსიდან
5. საღებავის საფარის მდგომარეობა:
5.1. საღებავის საფარი არ არის გახუნებული და დაზიანებული, ფერი შეესაბამება სარეგისტრაციო მოწმობაში აღნიშნულ ფერს
2
5.2. საღებავის საფარი არ არის გახუნებული, მაგრამ გააჩნია მცირე დაზიანებები
1
5.3. საღებავის საფარი გახუნებულია (დაკარგული აქვს პირველადი ფერი) ან/და შეღებილია სარეგისტრაციო მოწმობაში აღნიშნულიდან განსხვავებული ფერით
იხსნება
კონკურსიდან
6. ძარაზე დამაგრებული კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების მდგომარეობა
ძარა კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტებით არ არის დაკომპლექტებული ან/და ეს ელემენტი(ები) დაზიანებულია
იხსნება
კონკურსიდან
7. საბარგულის მდგომარეობა:
ავტობუსს გააჩნია საწარმო-დამამზადებლის კონსტრუქციით გათვალისწინებული საბარგული
2
8. საბურავების ცვეთა:
8.1. საბურავების პროტექტორების ცვეთა არ აღემატება 50%-ს
1
8.2. საბურავების პროტექტორის სიმაღლე 2 მმ-ზე ნაკლებია
იხსნება
კონკურსიდან
111 ავტობუსის სალონის მდგომარეობა
9. სალონის მდგომარეობა, მისი განათება:
9.1. სალონი გაწყობილია რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, ჰერმეტულია, განათების სისტემა სრულყოფილია, გააჩნია ხელბარგის დასალაგებელი თაროები, იატაკი არ არის დაზიანებული
2
9.2. დაზიანებულია სალონის განათების სისტემა და იატაკი, დარღვეულია ჰერმეტულობა, სალონის საერთო სიმაღლე ნაკლებია 150 სმ-ზე
იხსნება
კონკურსიდან
10. კარების, ფანჯრებისა და მინების მდგომარეობა:
10.1. კარების საკეტები და ფანჯრების ჩამკეტები გამართულია, იკეტება და იღება თავისუფლად, მინები არ არის დაზიანებული
2
10.2. კარ(ებ)ი გაუქმებულია, არ იღება, მგზავრებისათვის განკუთვნილი და ავარიული კარების რაოდენობა და/ან გასასვლელების პარამეტრები არ შეესაბამება სტანდარტების 28345-89 (გაეროს ეეკ-ს წესები №52) და
27815- 88 (გაეროს ეეკ-ს წესები №36) მოთხოვნებს
იხსნება
კონკურსიდან
11. სავარძლების ტიპი და მდგომარეობა; მათი განლაგების, დამაგრების და საზურგის მაფიქსირებელი მექანიზმის მუშაობა:
11.1. სავარძლების ტიპი შეესაბამება ავტობუსის კლასს და მომსახურების სახეობას, მათ შორის დაშორებები ნორმების ფარგლებშია, სავარძლები დამაგრებულია მყარად, სუფთაა, არ არის დაზიანებული; კონსტრუქციით გათვალისწინებული საზურგე ფიქსირდება სხვადასხვა მდგომარეობაში
3
11.2. სავარძლების ტიპი შეესაბამება ავტობუსის კლასს და მომსახურების სახეობას, მათ შორის დაშორებები ნორმების ფარგლებშია, სავარძლები დამაგრებულია მყარად, სუფთაა, დაზიანებები უმნიშვნელოა
1
11.3. სავარძლების ტიპი არ შეესაბამება მომსახურების სახეობას, სავარძლები დაზიანებულია, მათ შორის დაშორებები არ შეესაბამება ნორმებს, კონსტრუქციით გათვალისწინებული საზურგის მდგომარეობის მაფიქსირებელი მოწყობილობა არ მუშაობს
იხსნება
კონკურსიდან
12. სალონში გათბობისა და სავენტილაციო სისტემების მოქმედება:
12.1. სალონში მოქმედებს გათბობისა და ჰაერის ვენტილიაციის სისტემები და მიყვანილია თითოეულ სავარძელთან
2
12.2. სალონში ჰაერის ვენტილიაცია ხორციელდება სავენტილაციო ფანჯრებისა და ჭერზე განთავსებული სარკმელების მეშვეობით, ხოლო გათბობა საერთოა.
1
12.3. სალონში ჰაერის ვენტილაცია და/ან გათბობა არ ხორციელდება
იხსნება
კონკურსიდან
IV ავტობუსის კონსტუქციული უსაფრთხოება
13. მძღოლის ხილვადობა
უკანა ხედვის სარკეები დაზიანებულია, საქარე მინასაწმენდები გაუმართავია, მინის შუქგამტარობა არ შეესაბამება 5727-99 სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს
იხსნება
კონკურსიდან
14. სასიგნალო – მაჩვენებელი მოწყობილობა, ახლო და შორი ნათების, უკუსვლის მაშუქები; გვერდითი, გაბარიტული და უკანა ნათურები; გაჩერების და მოხვევის მაჩვენებლების მოქმედება; ნისლსაწინაღო წინა და უკანა მაშუქები (სამთო მარშრუტზე); სანომრო ნიშნის განათება
ჩამოთვლილი მოწყობილობებიდან რომელიმე არ მუშაობს
იხსნება
კონკურსიდან
15. ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, სამედიცინო სააფთიაქო ყუთების, საავარიო გაჩერების ნიშნების, მინის გასატეხი ჩაქუჩების კომპლექტის, დაგორების საწინააღმდეგო სოლების ან დაგორების საწინააღმდეგო სხვა მოწყობილობების, ავარიული გასასვლელების და მათი მაჩვენებელი ნიშნების არსებობა
რომელიმე მათგანით არ არის აღჭურვილი
იხსნება
კონკურსიდან
16. სპიდომეტრის გამართულობა
სპიდომეტრი გაუმართავია
იხსნება
კონკურსიდან
17. აირბალონიან ავტობუსზე აირბალონიანი მოწყობილობების განთავსების (მონტაჟის) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა
აირის ბალონები დამონტაჟებულია ტექნიკური ნორმების დარღვევით
იხსნება
კონკურსიდან
V. ნებართვის მაძიებლის რეპუტაცია და საიმედოობა
18. საგადასახადო დავალიანების არსებობა
ნებართვის მაძიებელს არ გააჩნია საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანება
3
19. ავტობუსის მფლობელობის ფორმა
კონკურსში წარმოდგენილი ავტობუსების 50 პროცენტი და მეტი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაშია
2
20. ნებართვის მაძიებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (ტერიტორია, შენობა-ნაგებობები და შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები, განკუთვნილს ავტობუსების შენახვის, რეცხვა-დასუფთავებისა და წინასარეისო მომსახურებისათვის;
ნებართვის მაძიებელს გააჩნია საკუთრებაში ტექნიკურად გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
3
დანართი №2
საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის მონაწილის მიერ წარმოდგენილი ავტობუსების შეფასება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მარშრუტის სახეობა და დასახელება)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(კონკურსის მონაწილის საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართებლივი ფორმა)
ქვეკომისიის წევრთა სახელი, გვარი, თანამდებობა---------------------------------------------------------
ავტობუსის შეფასების კრიტერიუმები
თითოეული ავტობუსისათვის მინიჭებული ქულა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
1 ავტობუსის ტექნიკური მონაცემები
1. ავტობუსის ხნოვანება
2. აღჭურვილობა, მათ შორის:
2.1. კონდიციონერით
2.2. მაცივრით
2.3. ვიდეომაგნიტოფონით და ტელვიზორით
2.4. მაგნიტოლით
3. ტექნიკური მდგომარეობის ბორტული სადიაგნოსტიკო მოწყობილობით აღჭურვა
11 ავტობუსის გარეგნული იერსახე
4. ძარის ვარგისიანობა
5. საღებავის საფარის მდგომარეობა
6. ძარაზე დამაგრებული კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების მდგომარეობა
7. საბარგულის მდგომარეობა
8. საბურავების ცვეთა
111 ავტობუსის სალონის მდგომარეობა
9. სალონის მდგომარეობა, მისი განათება
10. კარების, ფანჯრებისა და მინების მდგომარეობა
11. სავარძლების ტიპი და მდგომარეობა; მათი განლაგების, დამაგრების და საზურგის მაფიქსირებელი მექანიზმის მუშაობა
12. სალონში გათბობისა და სავენტილაციო სისტემების მოქმედება
IV ავტობუსის კონსტუქციული უსაფრთხოება
13. მძღოლის ხილვადობა
14. სასიგნალო მაჩვენებელი მოწყობილობა, ახლო და შორი ნათების, უკუსვლის მაშუქები; გვერდითი, გაბარიტული და უკანა ნათურები; გაჩერების და მოხვევის მაჩვენებლების მოქმედება; ნისლსაწინაღო წინა და უკანა მაშუქები (სამთო მარშრუტზე); სანომრო ნიშნის განათება
15. ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, სამედიცინო-სააფთიაქო ყუთების, საავარიო გაჩერების ნიშნების, მინის გასატეხი ჩაქუჩების კომპლექტის, დაგორების საწინააღმდეგო სოლების ან დაგორების საწინააღმდეგო სხვა მოწყობილობების, ავარიული გასასვლელების და მათი მაჩვენებელი ნიშნების არსებობა
16. სპიდომეტრის გამართულობა
17. აირბალონიან ავტობუსზე აირბალონიანი მოწყობილობების განთავსების (მონტაჟის) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა
ქვეკომისიის წევრთა ხელმოწერა:
----------------------------
--------------------------
----------------------------
--------------------------
----------------------------
--------------------------
შეფასებასთან დაკავშირებული განსხვავებული აზრი:
200 წლის “---------” “--------------”
დანართი №3
საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის მანაწილეთა შეფასება
№
კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლის საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრეივი ფორმა
მ ი ნ ი ჭ ე ბ უ ლ ი ქ უ ლ ე ბ ი
ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყვანილი ავტობუსების შეფასების საშუალო ქულა
18 კრიტერიუმის (საგადასახადო დავალიანების არსებობა) შეფასება
19. კრიტერიუმის (ავტობუსის მფლობელობის ფორმა) შეფასება
20. კრიტერიუმის (ნებართვის მაძიებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა) შეფასება
საერთო ჯამი
1
2
3
4
5
6
7
კომისიის წევრთა ხელმოწერა:
---------------------------------
-------------------------------
----------------------------------
-------------------------------
-----------------------------------
-------------------------------
შეფასებასთან დაკავშირებული განსხვავებული აზრი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
200 წლის „---------” „-----------------------”