კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.03.2002
ძალის დაკარგვა 25.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №3/86
სარეგისტრაციო კოდი 450190000.11.107.005220
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32, 05/04/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.08.2006
დოკუმენტის ტექსტი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 1.0in 35.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.11.107.005.220
საქართველოს კულტურის მინისტრის
ბრძანება №3/86
2002 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ბ.გ. ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. გოგიბერიძე
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისია (შემდგომში – საექსპერტო კომისია) არის „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონისა და ამ დებულების საფუძველზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ეროვნული კინოცენტრის) სტრუქტურაში შექმნილი კოლეგიური ორგანო.
2. საექსპერტო კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის, ეროვნული კინოცენტრის დებულებითა და ამ დებულებით.
3. საექსპერტო კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება არა აქვთ ეროვნული კინოცენტრის დირექტორსა და კულტურის მინისტრს.
4. საექსპერტო კომისიის დებულების პროექტს შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრის დირექტრის საქართველოს კინემატოგრაფისტთა საერთო – ეროვნულ შემოქმედებითი კავშირის გამგეობასთან კონსულტაციების საფუძველზე და დასამტკიცებლად წარუდგენს კულტურის მინისტრს.
II. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა
5. საექსპერტო კომისია შედგება 11 წევრისაგან, რომელთა პროფესიული შემადგენლობა (კვოტები) დგინდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ საქართველოს კინემატოგრაფისტთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირის გამგეობასთან კონსულტაციების საფუძველზე.
6. საექსპერტო კომისიის წევრთა დანიშვნა წარმოებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მიერ 2 წლის ვადით, საქართველოს კინემატოგრაფისტთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის გამგეობასთან კონსულტაციების საფუძველზე.
7. საექსპერტო კომისიის წევრთა დანიშვნისას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი მათთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამის მხარეთა უფლებები და მოვალეობები.
8. საექსპერტო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, მისი შეცვლა ხდება დარჩენილი ვადის დასრულებამდე.
9. საექსპერტო კომისიის წევრი ტოვებს კომისიის შემადგენლობას, თუ მისი ავტორობით ან სხვა სახის მონაწილეობით შექმნილი კინოსცენარი, კინოპროექტი განიხილება საექსპერტო კომისიის მიერ.
10. საექსპერტო კომისიის წევრის გათავისუფლება, გამოწვევა ან უფლებამოსილების სხვა სახით შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
III. საექსპერტო კომისიის საქმიანობის ორგანიზაცია
11. საექსპერტო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ხმების უბრალო უმრავლესობით.
12. თუ თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ვადაზე ადრე ტოვებენ თავის თანამდებობებს, საექსპერტო კომისიამ უნდა ჩაატაროს ახალი არჩევნები დარჩენილი ვადისათვის, არა უგვიანეს 10 დღისა.
13. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების საშუალებით.
14. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
15. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებუნარიანია, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს სულ ცოტა ექვსი წევრი.
16. საექსპერტო კომისია საკონკურსო კენჭისყრებს აწარმოებს კენჭისყრის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული ცენტრის დირექტორი.
17. საექსპერტო კომისიის სხდომებს უძღვება საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. მისი ხმა გადამწყვეტია ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მოადგილე.
18. საექსპერტო კომისიის დასკვნას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მოადგილე.
19. საექსპერტო კომისიის სხდომებს იწვევს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.
20. საექსპერტო კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ხელშეკრულებით იყვანს ექსპერტ ფინანსისტს და სამდივნოს.
IV. საექსპერტო კომისიის მიზნები და ფუნქციები
21. საექსპერტო კომისიის მიზანია უზრუნველყოს საუკეთესო კინოპროექტებისა და პროგრამების რეალიზება სახელმწიფო მიზნობრივი და სხვა სახის დაფინანსების დადგენილი წესით განაწილების გზით.
22. დასახული მიზნების მისაღებად საექსპერტო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობა:
ა) განიხილოს ეროვნული ფილმის პროექტი და გასცეს დასკვნა მისი წარმოების დაფინანსების შესახებ;
ბ) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნული ფილმის გაქირავების დასაფინანსებლად;
გ) სახელმწიფო დაკვეთის შემთხვევაში განიხილოს და გასცეს დასკვნა ფილმის ან კინომატიანის დაფინანსების შესახებ;
დ) განიხილოს და გასცეს დასკვნა ეროვნული ფილმის სცენარის დამუშავების დაფინანსების შესახებ;
ე) განიხილოს და გასცეს დასკვნა ეროვნული ფილმის პროექტის დამუშავების დაფინანსების შესახებ.
23. დაფინანსების შესახებ დასკვნის მიღებისას საექსპერტო კომისია ითვალისწინებს სახლმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან შესაბამისი წლისათვის გამოყოფილი სახსრების ოდენობას და მის ფარგლებში წინასწარი (წელიწადში ორჯერ) განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტთა მაქსიმალურ კვოტას.
24. საექსპერტო კომისიის დასკვნა დაფინანსების შესახებ საბოლოოა და იგი არ შეიძლება გადაისინჯოს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ.
25. საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დასკვნის სახით და მის მიღებაში მონაწილეობენ მხოლოდ კომისიის წევრები.
26. საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე ეროვნულ კინოცენტრსა და შესაბამისად, ეროვნული ფილმის პროდიუსერს, დისტრიბუტორს, დემონსტრატორს ან ავტორს (ავტორებს) შორის ფორმდება ხელშეკრულება ეროვნული ფილმის წარმოების ან გაქირავების დაფინანსების თაობაზე. ყველა აღნიშნული ხელშეკრულება დადგენილი წესით ინახება ეროვნულ კინოცენტრში და ექვემდებარება სრულ საჯაროობას.
27. საექსპერტო კომისიის მიერ დასაფინანსებლად ნებადართული ფილმის წარმოებაზე, გაქირავებაზე, სცენარზე ან პროექტის გამოსაყოფი თანხა ფილმის პროდიუსერს, დისტრიბუტორს, დემონსტრატორს ან ავტორს (ავტორებს) ეროვნულ კინოცენტრთან შეთანხმებით ჩაერიცხება სპეციალურ ანგარიშზე ერთ-ერთ ბანკში, რომლიდანაც თანხების გადინება წარმოებს მხოლოდ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანხმობით.
28. საექსპერტო კომისია დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს, რომ:
ა) ეროვნული ფილმის წარმოებაში კინემატოგრაფიის სახელმწიფო დაფინანსებიდან წილი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75 პროცენტს, დისტრიბუციის გაქირავებისას კი – დისტრიბუციის ხარჯების 50 პროცენტს;
ბ) ეროვნული ფილმის სცენარის დასამუშავებლად გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს სცენარის საერთო ღირებულების 25 პროცენტს;
გ) თუ ფილმის წარმოება პროდიუსერის მიერ არ იქნა დაწყებული დაფინანსების დღიდან სამი თვის ვადაში, ან დისტრიბუტორი არ დაიწყებს ფილმის დისტრიბუციის დაფინანსებას ორი თვის ვადაში, ან დასამუშავებელი სცენარის ავტორი სამი თვის ვადაში არ წარმოადგენს კომისიაში სცენარის პირველ ვარიანტს, ეროვნული კინოცენტრი წყვეტს ზემოაღნიშნული სამუშაოების დაფინანსებას.
29. სახელმწიფო დაფინანსების განაწილებისას საექსპერტო კომისია ხელმძღვანელობს ამ დებულებითა და საკონკურსო დებულებით.