საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №1-1/2 „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.05.2004
ძალის დაკარგვა 12.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/2
სარეგისტრაციო კოდი 300010000.11.104.006495
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 26.06.2000
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №1-1/2 „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.25pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 49.55pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.11.104.006.495
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №1-1/2
2004 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №27 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2003 წლის 12 ივნისის № 01/01-01/85 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. თურნავა
მინისტრის პირველი მოადგილე
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები (შემდგომში – ტერიტორიული ორგანოები) იმყოფებიან სამინისტროს დაქვემდებარებაში.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები საქმიანობას ახორციელებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
3. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ახორციელებენ შესაბამის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარებისა და სამინისტროსაგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.
4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო და მუნიციპალური დაქვემდებარების საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის.
5. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს აქვთ დამოუკიდებელი ბალანსი.
6. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სარგებლობის უფლებით გაცემიდან ამონაგები თანხების განაწილება ბიუჯეტების დონეებს შორის ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით თანახმად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილებისა.
7. მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სამინისტროს წინაშე.
8. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და მათ ტერიტორიებზე არსებული სამსახურების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ფუნქციები
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად არსებული კანონმდებლობის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს მასზე დელეგირებულ სახელმწიფო და მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების გამიჯვნის შესახებ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციასა და კონტროლს;
ბ) შეიმუშავებს მის ტერიტორიაზე სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების პრივატიზების პროგრამას და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ წარადგენს დასამტკიცებლად შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოში;
გ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს კანონით გათვალისწინებული ფორმების მიხედვით მასზე დელეგირებულ და მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების პრივატიზაციას, ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს; კოორდინაციას უწევს საწარმოებში შექმნილი პრივატიზების სამუშაო კომისიების მიერ წარმოდგენილი მასალების შემოწმებას;
დ) გასცემს მასზე დელეგირებულ სახელმწიფო და მუნიციპალური დაქვემდებარების სახელმწიფო პრივატიზებული ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობებს;
ე) აღრიცხავს შესაბამის სამსახურებთან ერთად რაიონის (ქალაქის) ტერიტორიაზე არსებულ და მის განმგებლობას მიკუთვნებულ სახელმწიფო ქონებას;
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3🔗. უფლებები და მოვალეობები
1. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს:
ა) იყოს სახელმწიფოს წარმომადგენელი სახელმწიფო დელეგირებულ და სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებაზე დადებულ ხელშეკრულებათა შესრულებაში, ორგანიზება გაუწიოს სახელმწიფო დელეგირებულ და სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების იჯარით გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა პირობების შესრულების კონტროლს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით გაცემის შესახებ;
ბ) მიიღოს მონაწილეობა მასზე დელეგირებულ სახელმწიფო და მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებით ან ქონების წილით შექმნილი საწარმოების გაკოტრებისა და ლიკვიდაციის პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) მიიღოს გადაწყვეტილებები „მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად შესაქმნელ სხვადასხვა ორგანიზა-ციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს კუთვნილი მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებრივი შენატანების განსაზღვრაზე;
დ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს მმართველობის ორგანოებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) თავისი ფუნქციების შესრულების პროცესში მოიწვიოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან სპეციალისტები, დამოუკიდებელი ექსპერტები, იურიდიული და ფიზიკური პირები;
ვ) ცალკეული საკითხების გადამოწმების ან დარღვევებზე რეაგირების მიზნით კომპეტენციების შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის მიხედვით მიმართოს სათანადო ორგანოებს;
ზ) დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) მიიღოს გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებით საწარმოთა შექმნის შესახებ, რომლის დაფუძნება ხდება სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების ბაზაზე;
ბ) განახორციელოს სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების მყიდველების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონტროლი;
გ) განახორციელოს დელეგირებული სახელმწიფო და მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების პრივატიზაცია, ჩამოწერა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაცია მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;
დ) უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის საჯაროობა და რეკლამირება;
ე) სახელმწიფო ქონების მონაწილეობით დადებულ გარიგებებში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, აღძრას სასამართლოში სარჩელი ამ გარიგებათა გაუქმების შესახებ და აცნობოს სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა სახელმწიფო ქონების დაყადაღების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო დაყადაღების შემთხვევაში აცნობოს სამინისტროს; ასევე ადგილზე დაიცვას სამინისტროს სხვა ფუნქციებიდან გამომდინარე ინტერესები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 4🔗. ხელმძღვანელობა
1. ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე მოხელეებს თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი:
ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მინდობილობის გარეშე მოქმედებს ტერიტორიული ორგანოს სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში;
ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს.
მუხლი 5🔗. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურასა და საშტატო განრიგს სამუშაოთა მოცულობის გათვალისწინებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6🔗. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.