საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან, ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემასთან, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 10.02.2003
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 040230000.11.106.005675
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 18/02/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან, ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემასთან, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 55.3pt 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.11.106.005.675
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №69
2003 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან, ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემასთან, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
“ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის და “საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მარტის №99 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 21 იანვრის №27 ბრძანებულების მოთხოვნათა შესასრულებლად, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ზოგიერთი მოქმედებისათვის შემდეგი სატარიფო განაკვეთები:
ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის – 30 ლარი;
ბ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენისათვის – 100 ლარი;
გ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემისათვის – 50 ლარი;
დ) ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობისათვის – 20 ლარი;
ე) უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობისათვის – 100 ლარი.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე მოზიდული თანხები ჩაირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე და მოხმარდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და სახელმწიფო მოსამსახურეთა წახალისების მიზნებს.
3. ამ ბრძანებით დადგენილი სატარიფო განაკვეთების გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლდეს შესაბამისი საქმეები შემდეგი კატეგორიების პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენის, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის დადასტურების, ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემის, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ:
ა) მეურვეობის ქვეშ მყოფი დედ-მამით ობოლი ბავშვი, უპატრონო ბავშვი;
ბ) პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქე;
დ) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული პირი;
ე) ამ პუნქტის “ბ”, “გ”, და “დ” ქვეპუნქტებში მოთითებული პირის კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, აგრეთვე 23 წლამდე მოსწავლე ან სტუდენტი შვილი, ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრი.
4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათების კონკრეტული საქმის მიმართ გამოსაყენებლად დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შეღავათის გავრცელების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთი.
5. ამ ბრანების პირველი პუნქტით დადგენილი სატარიფო განაკვეთები არ გამოიყენება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე წარდგენილი განცხადებების მიმართ. ამ ბრძანებით დაწესებული შეღავათები არ გამოიყენება იმ საქმეების მიმართ, რომლებზეც შესაბამისი სატარიფო განაკვეთები გადახდილია ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე.
6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 2 აპრილის №186 ბრძანება “საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არასებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან, ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემასთან, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ.”
7. დაევალოს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტს (ზ. მეიშვილი), ეკონომიკურ დეპარტამენტს (კ. უშიკიშვილი) და მთავარ კანცელარიას (ც. ბაიდარაშვილი) ამ ბრძანების შესრულების უზრუნველმყოფი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
8. კონტროლი ამ ბრძანების მოთხოვნების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს გ. წკრიალაშვილს.
9. ეს ბრძანება მოქმედებს 2004 წლის 1 იანვრამდე.
10. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი