საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №86/ნ 2002 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.04.2002
ძალის დაკარგვა 10.10.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №86/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470010000.11.119.005228
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 10/04/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №86/ნ
2002 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.45pt 28.3pt 56.7pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.005.228
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №86/ნ
2002 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულების შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
ა. გამყრელიძე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის
დებულება
I. ზოგადი დებულება
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში –სამინისტრო) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულების შესაბამისად წარმოადგენს სამინისტროს გამგეობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბრძანებების, ამ დებულებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
3. დეპარტამენტს აქვს გერბიანი ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, აქვს საკუთარი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში.
4. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
II. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანი
5. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიან პერიოდში არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ მოქალაქეების გაწვევის და დასაქმების ორგანიზაცია, რომელთაც სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა მოიხადონ სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე.
III. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
6. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები:
ა) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწვევი მოქალაქეების დასაქმების ორგანიზაცია შემდეგ სპეციალიზებულ არასამხედრო შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად:
ა.ა) საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ-არასამხედრო შრომით ფორმირებებში;
ა.ბ) სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე;
ა.გ) ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ;
ა.დ) კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში;
ა.ე) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში;
ა.ვ) მოხუცების, ინვალიდების, უპატრონოდ დარჩენილ და კანონმდებლობის შესაბამისად სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობის სამსახურში;
ა.ზ) სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის, მოსავლის აღების დროს სეზონურ სამუშაოზე და სხვა არასამხედრო ხასიათის სამუშაოზე;
ა.თ) საქართველოს სამხედრო ძალების სამშენებლო-სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში შესაბამის სამოქალაქო თანამდებობაზე;
ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამინისტროების სისტემის დაწესებულებებთან ხელშეკრულებების დადება და სხვა;
გ) საქმიანობისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი მომზადება-გადამზადება და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა;
დ) საზღვარგარეთის და საერთაშორისო ანალოგიურ სამსახურებთან თანამშრომლობა.
IV. დეპარტამენტის მოვალეობები და უფლებები
7. დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) ოპერატიულად და მაღალხარისხოვნად შეასრულოს მის წინაშე მდგარი ამოცანები;
ბ) თავისი საქმიანობის შედეგები დადგენილი წესით დროულად წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
გ) უზრუნველყოს დეპარტამენტის მუშაკთა შრომისა და მატერიალურ-სოციალური პირობების სისტემატიურად გაუმჯობესების ორგანიზაცია.
8. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გაწვევის სახელმწიფო კომისიის დასკვნის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე პირადად გაწვეულს მის გამწვევ ორგანოს და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციას მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე გაუგზავნოს შესაბამისი ცნობა;
ბ) განახორციელოს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობისა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა საერთო ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) ყოველწლიურად არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურის გაწვევის სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიმუშაოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხა დაინტერესებული უწყებებიდან წარმოდგენილი განცხადებების მიხედვით;
დ) საჭიროების შემთხვევაში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გაწვევის სახელმწიფო კომისიასთან შეთანხმებით მოახდინოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის ერთი სამუშაო ადგილიდან მეორე სამსახურში გადაყვანის ორგანიზება;
ე) უზრუნველყოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გაწვევის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციით სასწავლებლად გაგზავნილი და შემდგომ სასწავლებლიდან გარიცხული მოქალაქეების დასაქმება არასამხედრო, ალტერნატიული შრმითი სამსახურის გაწვევის სახელმწიფო კომისიის მიერ შერჩეულ ადგილებზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზაცია;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაავრცელოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფუნქციონირების შესახებ ინფირმაცია;
თ) უცხო ქვეყნების ანალოგიური სამსახურების გამოცდილების შესწავლის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, პერიოდულად მიავლინოს დეპარტამენტის თანამშრომლები საზღვარგარეთ და შესაბამისად მიიღოს უცხოელი სპეციალისტები.
9. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განსაზღვროს და ხელმძღვანელის კომპეტენციით დაამტკიცოს დეპარტამენტის შინაგანაწესი (მინისტრთან შეთანხმებით).
V. დეპარტამენტის ქონება
10. დეპარტამენტის ქონებას წარმოადგენს:
ა) მისთვის მფლობელობისა და სარგებლობისათვის დადგენილი წესით გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები;
ბ) ძირითადი ფონდები, საბრუნავი საშუალებები, ფულადი სახსრები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც დადგენილი წესით არის ასახული მის ბალანსში.
VI. ეკონომიკური ურთიერთობები
11. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დადგენილი წესით გამოყოფილი თანხები;
12. დეპარტამენტის სახსრები გამოიყენება:
ა) მისი ძირითადი საქმიანობისათვის, მიზნებისა და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსებისათვის, მატერიალური და მასთან გათანაბრებული სხვა ხარჯების დასაფარავად, დადგენილი გადასახადებისა და ანარიცხების განსახორციელებლად;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად;
გ) თანამშრომელთა წახალისებისათვის.
13. დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
VII. დეპარტამენტის მართვა და სტრუქტურა
14. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
15. დეპარტამენტს უშუალოდ ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
16. დეპარტამენტის უფროსი ახორციელებს დეპარტამენტის საერთო ხელმძღვანელობას და პასუხისმგებელია მის საქმიანობაზე.
17. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
18. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს;
გ) დადგენილი წესით განაგებს დეპარტამენტის ქონებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ბრძანებებს.
19. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
20. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ან მინისტრის გადაწყვეტილებით კურატორ მინისტრის მოადგილის წინაშე.
21. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
22. დეპარტამენტის სტრუქტურა და ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.
VIII. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
23. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.