საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №58 „თელავის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.05.2004
ძალის დაკარგვა 12.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 430010000.11.101.006498
გამოქვეყნების წყარო სსმ, 54, 25/05/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №58 „თელავის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:130%; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.498
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №58
2004 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
თელავის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. თელავის ტექნიკური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თელავის ტექნიკური კოლეჯის წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საშუალო პროფესიული განათლების სამმართველოს.
ა. ლომაია
საქართველოს განათლების სამინისტროს თელავის ტექნიკური კოლეჯის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. საქართველოს განათლების სამინისტროს ქ. თელავის ტექნიკური კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებითა და წინამდებარე წესდებით.
3. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. კოლეჯის საქმიანობის მიზანია რესპუბლიკის ეროვნული სახელმწიფოებრიობის ინტერესების შესაბამისად იზრუნოს საშუალო რგოლის მაღალკვალიფიციური ეროვნული კადრების მომზადებისათვის. კოლეჯი უფლებამოსილია გახსნას ფასიანი ჯგუფები, ხოლო მეორე სპეციალობის მიღება იგეგმება ინდივიდუალური გრაფიკით.
2. გარდა ძირითადი პროფესიული საქმიანობისა კოლეჯი ქმნის პირობებს საწარმოო კომერციული საქმიანობის ფართო განვითარებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
3. ამ წესდებით დადგენილ ამოცანათა გადაჭრის პროცესში კოლეჯი უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ ის არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
4. კოლეჯის უფლებამოსილებასა და კანონიერი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
5. კოლეჯში მიიღებიან საბაზო განათლების მქონე პირები. საშუალო განათლების მქონე პირები ჩაირიცხებიან მეორე კურსზე. პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად ან უმისოდ. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგად საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
6. საქმიანობა ხორციელდება როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ის ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ საქმიანობას.
მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗. კოლეჯის ადმინისტრაცია
კოლეჯის ადმინისტრაცია:
ა) იღებს წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
ბ) განსაზღვრავს სწავლების ფორმებსა და რეფორმებს;
გ) საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განსაზღვრავს თავის საფინანსო საქმიანობას, დებს ხელშეკრულებებს წარმოება-დაწესებულებებთან და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
მუხლი 5🔗. კოლეჯის დირექტორი
1. დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლების მინისტრი.
3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი, პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი.
4. დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით, დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და დაწესებულების წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მომსახურე ყველა პირისთვის, და განკარგულებებს, რომლებიც ერთჯერადი ხასიათისაა და სავალდებულოა შესასრულებლად მხოლოდ მათში მითითებულ პირთათვის.
6. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ითვლება დირექტორის პირველ მოადგილედ და ცვლის მას ადგილზე არყოფნის დროს.
მუხლი 6🔗. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, შესაბამისი ტიპური დებულებითა და წინამდებარე წესდებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და დებულების ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი.
3. განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
4. პედაგოგიური საბჭო შედგება კოლეჯის პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთაც გამოცდილების, დამსახურებისა და სტაჟის გათვალისწინებით წარადგენს კოლეჯის დირექტორი. მათი რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუ მასწავლებელთა რიცხვი 10-ზე ნაკლები გახდება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება ყველა პედაგოგისაგან.
5. პედაგოგიური საბჭოს მიერ თავისი წარმომადგენლები იგზავნება სამეურვეო საბჭოში.
6. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან.
7. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს დაწესებულების ყველა პედაგოგი.
8. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს კოლეჯის დირექტორი.
9. პედაგოგიური საბჭოს სხდომა ტარდება გეგმის მიხედვით თვეში ერთჯერ.
მუხლი 7🔗. პედაგოგები
1. კოლეჯის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები (მასწავლებელი, მეთოდისტი).
2. პედაგოგიურ სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე.
3. პედაგოგის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და სხვა კანონქვემდებარე ნორმატული აქტებით.
4. პედაგოგს უფლება აქვს წესდებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს კოლეჯის მართვაში.
5. პედაგოგი ვალდებულია შეასრულოს კოლეჯის წესდებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, აიმაღლოს კვალიფიკაცია, რაშიც მას მუდმივად უნდა შეუწყონ ხელი განათლების სისტემის მართვის ორგანოებმა და თვით კოლეჯმა დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
მუხლი 8🔗. მოსწავლეები
1. კოლეჯის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია კოლეჯში.
2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობის დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი.
3. კოლეჯში სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დასწრებული სწავლების ფორმით, რომელსაც აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად.
4. კოლეჯს შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის სახით განათლების მიღებას შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით.
5. მოსწავლეთა უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით”, „ბავშვთა უფლებების კონვენციით”, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და სხვა ნორმატული აქტებით.
6. მოსწავლეს უფლება აქვს მიიღოს პროფესიული განათლება სახელმწიფოს ხარჯზე, გადავიდეს სხვა კოლეჯში დირექტორების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იმავე საფეხურზე. სწავლის პერიოდში ეწეოდეს თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის შრომით საქმიანობას.
7. მოსწავლე ვალდებულია სისტემატიურად ესწრებოდეს გაკვეთილებს და ასრულებდეს მასწავლებელთა მითითებებს.
8. არასაპატიო მიზეზით გაცდენებისათვის და სასწავლო გეგმის შეუსრულებლობისათვის მოსწავლეების მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლინური ხასიათის ზომები.
მუხლი 9🔗. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილის მიერ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა 1/3 და შესაბამისი დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის საფუძვლების მითითებით. სამეურვეო საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევიდან 10 დღის ვადაში.
3. სამეურვეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.
4. დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში, სათათბირო ხმის უფლებით.
5. სამეურვეო საბჭო ვალდებულია სასწავლო წლის მანძილზე ორჯერ მაინც მოამზადოს ანგარიში და წარუდგინოს დაწესებულების მოსწავლეთა მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) საერთო კრებას.
მუხლი 10🔗. დაფინანსება
1. კოლეჯი ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან და ყველა იმ წყაროდან, რომელსაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.
2. კოლეჯის ბიუჯეტს ადგენს დირექტორი, განსაზღვრავს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები და ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.
3. კოლეჯის სახსრები იქმნება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული არასაბიუჯეტო შემოსავლებისაგან.
4. დაწესებულებას შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები, იჯარით გასცემს როგორც საკუთარ, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემულ იმ ქონებას, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს.
5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულების სახსრებს განკარგავს დირექტორი.
მუხლი 11🔗. შექმნა და ლიკვიდაცია
1. დაწესებულება იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
3. დაწესბულების ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.