შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2002
ძალის დაკარგვა 10.01.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №153
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.118.005237
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 16/04/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPKolheti;} @font-face {font-family:SPKolhetiMT;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.cigni-evrop, li.cigni-evrop, div.cigni-evrop {mso-style-name:cigni-evrop; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif";} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.statiissatauri, li.statiissatauri, div.statiissatauri {mso-style-name:"statiis satauri"; margin-top:30.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"SPKolhetiMT","serif";} p.xelmocera, li.xelmocera, div.xelmocera {mso-style-name:xelmocera; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:3.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:10.0pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin-top:30.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 52.05pt 21.3pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.118.005.237
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №153
2002 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებისა და სამინისტროს საკადრო პოლიტიკის სწორად, მიზანმიმართულად და ეფექტურად განხორციელების მიზნით, საქართველოს შსს დებულების თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხა (დანართი №1).
2. შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარმა სამმართველომ (გ.ახალაია) აღმოუჩინოს ქმედითი პრაქტიკული და მეთოდური დახმარება შს ორგანოების შესაბამის საკადრო სამსახურებს ბრძანების „შსს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ“ შესრულებისათვის.
3. ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს და სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს შსს ნომენკლატურაში შემავალ თანამდებობებზე დანიშნულ თანამშრომელთა პირადი საქმეების გადაცემა შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოსთვის.
4. საქართველოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარმა სამმართველომ (გ.ახალაია) და შსს იურიდიულმა სამმართველომ (გ.სახეჩიძე)
ა) წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებულ ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხის შესაბამისად მოამზადონ სათანადო ცვლილებები საქართველოს შსს 1997 წლის 31 დეკემბრის №693 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოსა და საქართველოს შსს 1998 წლის 3 ივლისის № 325 ბრძანებით დამტკიცებულ სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დებულებებში.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დარგობრივ ხელმძღვანელს, მინისტრთან შეთანხმებით, მიეცეს უფლება:
ა) დანიშნოს, გადააადგილოს, გაათავისუფლოს, მიავლინოს და დაითხოვოს რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა, გარდა ნომენკლატურის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა.
6. შინაგანი ჯარების სარდალს მიეცეს უფლება:
ა) დანიშნოს, გადააადგილოს, გაათავისუფლოს, მიავლინოს და დაითხოვოს რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა, გარდა ნომენკლატურის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა;
ბ) მიანიჭოს რიგითი შემადგენლობის პირებს პირველი და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები და ოფიცერთა შემადგენლობის პირებს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები „შინაგანი ჯარების კაპიტნის“ სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩათვლით.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსს მიეცეს უფლება:
ა) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დარგობრივ ხელმძღვანელთან შეთანხმებით, წარადგინოს თანამშრომელი თანამდებობაზე დასანიშნად ნომენკლატურის მიუხედავად, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობის აუცილებელი ინფორმირებით.
8. აფხაზეთის და აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრებს მიეცეთ უფლება:
ა) დანიშნონ, გადააადგილონ, გაათავისუფლონ, მიავლინონ და დაითხოვონ რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა, გარდა ნომენკლატურის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა;
ბ) მიანიჭონ რიგითი შემადგენლობის პირებს პირველი და მორიგი სპეციალური წოდებები და ოფიცერთა შემადგენლობის პირებს მორიგი სპეციალური წოდება „პოლიციის კაპიტნის“ სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩათვლით.
9. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსს მიეცეთ უფლება:
ა) დანიშნონ, გადაადგილონ, გაათავისუფლონ, მიავლინონ და დაითხოვონ რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა, გარდა ნომენკლატურის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა;
ბ) მიანიჭონ რიგითი შემადგენლობის პირებს პირველი და მორიგი სახელმწიფო სპციალური წოდებები და ოფიცერთა შემადგენლობის პირებს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება „პოლიციის კაპიტანის“ სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩათვლით.
10. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის და საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოების და საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსებს მიეცეთ უფლება:
ა)დანიშნონ, გადააადგილონ, გაათავისუფლონ, მიავლინონ და დაითხოვონ რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა, გარდა სამხარეო შს მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) დაქვემდებარებაში შემავალი და ნომენკლატურის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა;
ბ) მიანიჭონ რიგითი შემადგენლობის პირებს პირველი და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები;
11. შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების და სამმართველოების უფროსებს მიეცეთ უფლება:
ა) დანიშნონ, გადააადგილონ, გაათავისუფლონ, მიავლინონ და დაითხოვონ რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა, გარდა ნომენკლატურის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა;
ბ) მიანიჭონ რიგით შემადგენლობის პირებს პირველი და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
12. შს სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების დაქვემდებარებაში მყოფ შს საქალაქო და რაიონული განყოფილებების უფროსებს მიეცეთ უფლება:
ა) დანიშნონ, გადააადგილონ და დაითხოვონ რიგითი შემადგენლობის პირები;
ბ) მიანიჭონ რიგითი შემადგენლობის პირებს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
13. შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, შსს ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს, შსს გენერალ გ.გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამმართველოს, მეტროპოლიტენის დაცვის შს სამმართველოს უფროსს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის, კულტურის ძეგლებისა და მუზეუმების დაცვის პოლიციის ლეგიონების მეთაურებს და ქ.თბილისის შს რაიონული სამმართველოების ტერიტორიული განყოფილებების უფროსებს მიეცეთ უფლება:
ა) დანიშნონ, გადაადგილონ, გაათავისუფლონ, მიავლინონ და დაითხოვონ რიგითი შემადგენლობის პირები;
ბ) მიანიჭონ რიგითი შემადგენლობის პირებს პირველი და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
14. შსს ცენტრალურ აპარატში შემავალი საკადრო სამსახურების მქონე დანაყოფების და შს ყველა ქვედანაყოფის ხელმძღვანელს მიეცეთ უფლება:
ა) დანიშნონ და გაათავისუფლონ დამხმარე მოსამსახურეები.
15. დამხმარე მოსამსახურის შს დანაყოფიდან სხვა დანაყოფში გადაყვანა განხორციელდეს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოში შესაბამისი მასალების წარდგენის საფუძველზე.
16. სხვა უწყებიდან (სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის დეპარტამენტი, სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტი, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი) თანამშრომელთა მოვლინებისა და მივლინების საკითხები ხორციელდება მხოლოდ შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს მეშვეობით.
17. ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნისათვის რეკომენდაციის გაწევის უფლება მიეცეთ:
ა) შსს ცენტრალურ აპარატში – დარგობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს – შს მინისტრის კურატორ მოადგილესთან შეთანხმების საფუძველზე;
ბ) შს სამხარეო მთავარი სამმართველოების უფროსების მოადგილეების, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის შტაბების უფროსების თანამდებობებზე: სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს( უფროსებს;
გ) შს რაიონული საქალაქო სამმართველოების, განყოფილებების უფროსების თანამდებობებზე – შს სამხარეო მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) უფროსებს;
დ) შს რაიონული და საქალაქო განყოფილებების უფროსების მოადგილეების, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსების თანამდებობებზე: – შს სამხარეო მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) უფროსებს.
18. შსს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების, მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს ევალებათ (გარდა აფხაზეთისა და აჭარის ა.რ. შსს მინისტრების, ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს და სამხარეო შს მთავარი სამმართველოების უფროსებისა( შს სამინისტროს ნომენკლატურაში შემავალ თანამდებობებზე პირთა დანიშვნა-გათავისუფლების, მივლინების და დათხოვნის შესახებ შუამდგომლობები, შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოში წარდგენამდე, შეათანხმონ შს მინისტრის კურატორ მოადგილეებთან.
19. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოს (გ.ახალაია).
20. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
კ.ნარჩემაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა მინისტრების დანიშვნა და გათავისუფლება ხდება საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელთა წარდგინებისა და საქართველოს შსს საბჭოს განხილვის საფუძველზე.
3. ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს შსს საბჭოს განხილვის საფუძველზე;
4. საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით, შსს საბჭოზე კანდიდატურის განხილვის საფუძველზე თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან:
ა) შსს შინაგან ჯარებში:
ა.ა. შტაბის უფროსი;
ა.ბ. სარდლის მოადგილეები;
ა.გ. ბრიგადის მეთაურები;
ა.დ. ცენტრალური აპარატის სამმართველოების უფროსები;
ბ). აფხაზეთისა და აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროებში:
ბ.ა. მინისტრის მოადგილეები;
ბ.ბ. დეპარტამენტების თავმჯდომარეები;
ბ.გ. ცენტრალური აპარატის სამმართველოების და სამსახურების უფროსები;
ბ.დ. შს საქალაქო სამმართველოების და რაიონული განყოფილებების უფროსები;
გ) შსს დეპარტამენტებში, შსს შტაბში, ცენტრალური აპარატის მთავარ სამმართველოებსა და მათთან უფლებებით გათანაბრებულ საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ბიუროში, ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულ ბიუროებში, შსს გენერალური ინსპექციაში, შსს საქმეთა მმართველობაში:
გ.ა.დეპარტამენტების თავმჯდომარეები, შსს შტაბის უფროსი, მთავარი სამმართველოების და ბიუროების უფროსები, შსს გენერალური ინსპექციის უფროსი;
გ.ბ.დეპარტამენტების თავმჯდომარეების, შსს შტაბის უფროსის, მთავარი სამმართველოების და ბიუროების უფროსების მოადგილეები; შსს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;
გ.გ. დეპარტამენტების შტაბების უფროსები;
გ.დ.შსს შტაბში, შსს გენერალურ ინსპექციაში, დეპარტამენტებსა და მთავარ სამმართველოებში, ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროში შემავალი სამმართველოების უფროსები; სამსახურების უფროსები;
გ.ე. სამხარეო საგამოძიებო სამსახურების უფროსები;
გ.ვ. შსს საქმეთა მმართველობის უფროსი და მისი მოადგილეები;
გ.ზ. შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი;
გ.თ. შსს ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს პოლიკლინიკისა და ჰოსპიტლის უფროსები;
დ). შსს ცენტრალური აპარატის დამოუკიდებელ სამმართველოებსა და დროებითი დაკავების საკანში:
დ.ა. სამმართველოების უფროსები;
დ.ბ. დროებითი დაკავების საკანის უფროსი;
ე). ქ.თბილისის შს მთავარ სამმართველოში:
ე.ა. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები;
ე.ბ. მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი;
ე.გ. ცენტრალური აპარატის სამმართველოების უფროსები;
ე.დ. მთავარ სამმართველოში შემავალი სამსახურების უფროსები;
ე.ე. რაიონული სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები;
ე.ვ. მეტროპოლიტენის დაცვის შს სამმართველოს უფროსი;
ვ). დსთ-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილ ორგანიზებულ და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიურო ქ.მოსკოვში:
ვ.ა. შსს სრულუფლებიანი წარმომადგენელი – მთავარი ინსპექტორი;
ზ). შს სამხარეო მთავარ სამმართველოებსა და სამმართველოებში:
ზ.ა.მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსების მოადგილეები;
ზ.ბ. შემავალი სამმართველოების უფროსები;
ზ.გ. ცენტრალური აპარატის სამსახურების უფროსები;
ზ.დ.საქალაქო და რაიონული შს სამმართველოების, რაიონული შს განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები;
ზ.ე. სამხარეო საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოების შტაბების უფროსები;
5) საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან:
ა). შსს შინაგან ჯარებში:
ა.ა.ცენტრალური აპარატის სამმართველოების უფროსების მოადგილეები;
ა.ბ. ცენტრალური აპარატის სამსახურების და განყოფილებების უფროსები;
ა.გ.დამოუკიდებელი პოლკების მეთაურები;
ბ). აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შს სამინისტროებში:
ბ.ა. ცენტრალური აპარატის სამმართველოების და სამსახურების უფროსების მოადგილეები, განყოფილებების უფროსები;
ბ.ბ. შს საქალაქო სამმართველოს და რაიონული განყოფილებების უფროსების მოადგილეები;
ბ.გ. საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის რაიონული სამსახურების უფროსები;
გ). შსს საგამოძიებო დეპარტამენტში:
გ.ა. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შსს საგამოძიებო დეპარტამენტების საგამოძიებო განყოფილების უფროსები, ქ.თბილისის რაიონული საგამოძიებო განყოფილებებისა და სამხარეო საგამოძიებო სამმართველოებში შემავალი საქალაქო და რაიონული საგამოძიებო განყოფილებების უფროსები;
დ). შსს შტაბში და შსს გენერალურ ინსპექციაში:
დ.ა.სამმართველოს უფროსის მოადგილეები;
დ.ბ. სამსახურების უფროსების მოადგილეები, განყოფილების უფროსები, სამორიგეო ნაწილის უფროსი;
ე).შსს დეპარტამენტებში, შსს მთავარ სამმართველოებში და მათთან უფლებებით გათანაბრებულ ეროვნულ ბიუროებში, შსს საქმეთა მმართველობაში:
ე.ა.სამმართველოს უფროსის მოადგილეები, სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები, განყოფილებების უფროსები, დაცვის პოლიციის ლეგიონების მეთაურთა მოადგილეები, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმებისა და გასამხედროებული ნაწილების უფროსები, ათასეულის მეთაურები, ინსპექციის უფროსები, სამორიგეო და სამეურნეო ნაწილის უფროსები; ცენტრის უფროსები; განყოფილებების (რეგიონალური) უფროსები;
ვ) ქ.თბილისის შს მთავარ სამმართველოში:
ვ.ა.ცენტრალური აპარატის სამმართველოების უფროსების მოადგილეები;
ვ.ბ.ლეგიონის მეთაური;
ვ.გ.მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსის მოადგილე;
ვ.დ.რაიონული სამმართველოების შტაბის უფროსები;
ვ.ე. დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსი;
ვ.ვ.მთავარი სამმართველოს ცენტრალური აპარატის სამსახურების უფროსების მოადგილეები და განყოფილებების უფროსები, რაიონული სამმართველოების განყოფილებებისა და განყოფილებების /ტერიტორიული/ უფროსები;
ვ.ზ.მეტროპოლიტენის დაცვის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ზ). შს სამხარეო შს მთავარ სამმართველოებსა და სამმართველოებში.
ზ.ა. ცენტრალურ აპარატში შემავალი სამმართველოების უფროსების მოადგილეები;
ზ.ბ. ცენტრალური აპარატის შტაბის უფროსი, სამსახურების უფროსების მოადგილეები, განყოფილებების უფროსები;
ზ.გ. საქალაქო შს სამმართველოების შტაბების უფროსები, შემავალი შს განყოფილებების უფროსები;
ზ.დ. შს განყოფილებების (ქურთა, ერედვი) უფროსები;
ზ.ე. საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის შტაბების უფროსების მოადგილეები, მათთან შემავალი სამსახურების უფროსები, საქალაქო და რაიონული სამსახურების უფროსები;
თ). შსს ჯანდაცვის მთავარ სამმართველოში:
თ.ა. პოლიკლინიკისა და ჰოსპიტლის უფროსების მოადგილეები;
თ.ბ. სანატორიუმების უფროსები;
თ.გ.კომისიის თავმჯდომარეები;
6). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დარგობრივი ხელმძღვანელის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან:
ა). ქ.თბილისის შს მთავარ სამმართველოში:
ა.ა. მთავარი სამმართველოს ცენტრალური აპარატის, რაიონული შს სამმართველოების განყოფილებების და განყოფილებების (ტერიტორიული) უფროსების მოადგილეები;
ა.ბ. ქვეგანყოფილებების უფროსები.
ა.გ. იურიდიული სამსახურის თანამშრომლები;
ა.დ. ექსპერტ-კრიმინალისტები;
ბ). შსს დაცვისა და სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტებში:
ბ.ა. განყოფილების უფროსების მოადგილეები, შს დაცვის რაიონული ქვეგანყოფილებების უფროსები, ათასეულის მეთაურის მოადგილეები;
ბ.ბ. შტაბის უფროსის მოადგილე, განყოფილებების (რეგიონალური) უფროსების მოადგილეები, ქვეგანყოფილების უფროსები, ასეულის უფროსები, იურიდიული სამსახურის თანამშრომლები.
გ). შსს საგამოძიებო დეპარტამენტში:
გ.ა. პირადი შემადგენლობა, გარდა ნომენკლატურის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა;
დ). შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და შსს ჯანდაცვის მთავარ სამმართველოში.
დ.ა. ოფიცერთა შემადგენლობა, გარდა მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა;
ე). შსს შტაბში, შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური აპარატის მთავარ სამმართველოებში და მათთან უფლებებით გათანაბრებულ ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლ და საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულ ბიუროებში, შსს საქმეთა მმართველობაში, შსს იურიდიულ სამმართველოში:
ე.ა. პირადი შემადგენლობა გარდა მე5 და მე6 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა;
ვ). საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ბიუროში და შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარ სამმართველოში:
ვ.ა. განყოფილებების უფროსების მოადგილეები და სექტორის უფროსები;
ზ). შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარ სამმართველოში:
ზ.ა. სახანძრო რაზმის უფროსის მოადგილეები;
თ). გენერალ გ.გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამმართველოში:
თ.ა. ოფიცერთა შემადგენლობა, გარდა მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა;
ი). შს სამხარეო მთავარ სამმართველოებსა და სამმართველოებში:
ი.ა.ცენტრალური აპარატის შტაბების და განყოფილებების უფროსების მოადგილეები;
ი.ბ. საქალაქო და რაიონულ შს სამმართველოებში შემავალი განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები, ქვეგანყოფილებების უფროსები;
ი.გ. შს განყოფილებების (ქურთა, ერედვი) უფროსების თანაშემწეები კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის დარგში, ქვეგანყოფილებების უფროსები;
ი.დ. საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის შტაბებში შემავალი სამსახურების უფროსები;
ი.ე. იურიდიული სამსახურების თანამშრომლები;
ი.ვ. სამხარეო მთავარი სამმართველოების, (სამმართველოების) საქალაქო და რაიგანყოფილებების ექსპერტ-კრიმინალისტები.