,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№667
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.34.006947
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 153, 28/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.220.34.006.947

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №667

2004 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №35, მუხ. 316) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსს მიეცეს უფლება:

ა) დანიშნოს, გადაადგილოს, გაათავისუფლოს, მიავლინოს და დაითხოვოს უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირები, გარდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხის” (დანართი №1) მე-5 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა;

ბ) თანამშრომლებს მიანიჭოს უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებები“.

2. ბრძანების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსებს მიეცეთ უფლება:

ა) დანიშნონ, გადაადგილონ, გაათავისუფლონ, მიავლინონ და დაითხოვონ უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირები, გარდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხის” (დანართი №1) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების პირებისა;

ბ) თანამშრომლებს მიანიჭონ უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებები”.

3. ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხის (დანართი №1):

ა) მე-5 პუნქტის ,,დ”, ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) შსს სამინისტროს აპარატსა და შსს გენერალურ ინსპექციაში:

დ.ა) სამმართველოს უფროსის მოადგილეები;

დ.ბ) სამსახურების უფროსების მოადგილეები, სამორიგეო ნაწილის უფროსი;

ე) შსს დეპარტამენტებსა და შსს მთავარ სამმართველოებში, საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ბიუროში: სამმართველოს უფროსის მოადგილეები, სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები. დაცვის პოლიციის ლეგიონების მეთაურთა მოადგილეები, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმებისა და გასამხედროებული ნაწილების უფროსები, ათასეულის მეთაურები, ინსპექციის უფროსები, სამორიგეო და სამეურნეო ნაწილის უფროსები; ცენტრის უფროსები; განყოფილების (რეგიონალური) უფროსები;

ვ) ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში:

ვ.ა) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები;

ვ.ბ) მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები”;

ბ) მე-5 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) შს სამხარეო მთავარ სამმართველოებსა და სამმართველოებში:

ზ.ა) ცენტრალურ აპარატში შემავალი სამმართველოების უფროსების მოადგილეები;

ზ.ბ) აპარატის უფროსი და მოადგილე, სამსახურების უფროსების მოადგილეები;

ზ.გ) საქალაქო შს სამმართველოების აპარატის უფროსები;

ზ.დ) შს განყოფილებების (ქურთა, ერედვი) უფროსები;”

გ) მე-6 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) შსს სამინისტროს აპარატში, შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური აპარატის მთავარ სამმართველოებში, სამმართველოებსა და დეპარტამენტებში: პირადი შემადგენლობა, გარდა ნუსხის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობებისა”;

დ) მე-6 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) შს სამხარეო მთავარ სამმართველოებსა და სამმართველოებში მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) უფროსების წარდგინებით:

ი.ა) განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები;

ი.ბ) საქალაქო და რაიონულ შს სამმართველოებში შემავალი განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები;

ი.გ) შს განყოფილებების (ქურთა, ერედვი) უფროსების თანაშემწეები კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის დარგში, ქვეგანყოფილებების უფროსები;

ი.დ) სამხარეო მთავარი სამმართველოების, (სამმართველოების) საქალაქო და რაიგანყოფილებების ექსპერტ-კრიმინალისტები.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი