„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 03.05.2007
ძალის დაკარგვა 04.06.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 220010080.11.004.010314
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 11/05/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,638 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.05.2007 მიღება
04.06.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.normal, li.normal, div.normal {mso-style-name:normal; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.080.11.004.010.314 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №12 2007 წლის 3 მაისი ქ. თბილისი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო  ადგენს:        1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე, 59-ე მუხლების შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის  8 აგვისტოს №49 დადგენილება „კომერციული სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დეპონირებულ თანხაზე პროცენტის დარიცხვის შესახებ“ და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 7 ივნისის №19 დადგენილება „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივნისიდან. თავმჯდომარე                   რ. გოცირიძე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ბანკებისათვის აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს. 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში ლიცენზირებული ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისათვის (შემდგომში – ბანკი). 3. ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მიხედვით შექმნილი მინიმალური რეზერვების შენახვა ხორციელდება შესაბამისად ეროვნული ვალუტითა და აშშ დოლარით, ეროვნულ ბანკში. 4. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი და შესაბამისი კროსკურსები.     მუხლი 2🔗. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი 1. მინიმალური სარეზერვო ნორმა ეროვნული ან/და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის არის 13%. 2. მინიმალური რეზერვები არის ბანკების მიერ ეროვნული და უცხოური ვალუტით საშუალო მოზი-დული სახსრებიდან მინიმალური სარეზერვო ნორმის შესაბამისი თანხა, რომელიც გაინგარიშება საშუალო მოზიდული სახსრების გამრავლებით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმაზე და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას. 3. საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება ცალ-ცალკე ეროვნული და უცხოური ვალუტის მიხედვით და წარმოადგენს გაანგარიშების პერიოდში ბანკის მიერ მოზიდული სახსრების საბალანსო ანგარიშებზე ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ნაშთების საშუალო არითმეტიკულს. 4. გაანგარიშების პერიოდებს წარმოადგენს ორკვირიანი პერიოდები, რომლებიც იწყება ყოველ მეორე სამშაბათს და მთავრდება დაწყების შემდეგ მეორე ორშაბათს (ჩათვლით). 5. დასაცავ პერიოდებს წარმოადგენს ორკვირიანი პერიოდები, რომელიც 16 დღის შემდეგ მოსდევს საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღეს (იწყება ხუთშაბათს და მთავრდება ორი კვირის შემდეგ ოთხშაბათს (ჩათვლით).     მუხლი 3🔗. უცხოური ვალუტით მინიმალური სავალდებულო რეზერვების გაანგარიშება და დაცვა 1. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს აშშ დოლარით ბანკის მინიმალური სავალდებულო რეზერვის შესაბამის პირად ანგარიშზე ეროვნულ ბანკში. 2. უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“  შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები:  3312, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3531-3532, 3611-3618, 3661-3668, 3811-3813, 4311, 4511-4516, 4518, 4519. 3. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება, როგორც  მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, აშშ დოლარით  გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული. 4. ბანკი ვალდებულია, დასაცავ პერიოდში ეროვნულ ბანკში არსებულ მინიმალურ სარეზერვო ანგარიშებზე ყოველდღიურად იქონიოს გაანგარიშების პერიოდის შესაბამისი მინიმალური რეზერვი (საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა დღეს არსებული ნაშთი). 5. ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს საკორესპონდენტო ანგარიშზე აშშ დოლარით, ბანკისაგან ანგარიშგების წარდგენის საფუძველ-ზე, იმ დასაცავი პერიოდის პირველ სამუშაო დღეს, რომელიც მოსდევს ანგარიშგების წარმოდგენას. 6. დასაცავ პერიოდში აღნიშნული წესის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ სავალდებულო რეზერვზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება წლიური 2%. ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიც-ხვა მოხდება ეროვნული ვალუტით, დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან მეშვიდე სამუშაო დღეს, ჩარიცხვის დღისათვის არსებული ოფიციალური კურსით. 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას, სავალდებულო რეზერვების ანგარიშებზე რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს ბანკს სალიკვიდაციო ანგარიშზე.     მუხლი 4🔗. ეროვნული ვალუტით მინიმალური რეზერვები, მათი გაანგარიშება და დაცვა 1. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური რეზერვის შენახვა წარმოებს ეროვნული ვალუტით ბანკის სალარე საკორეს-პონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში. 2. ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება „საქართველოს საბანკო დაწესებულებები-სათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“  შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები:  3302, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3521-3522, 3601-3608, 3651-3658, 3801-3803, 4301, 4501-4506, 4508, 4509. 3. ბანკი ვალდებულია, დასაცავ პერიოდში ეროვნულ ბანკში სალარე საკორესპონდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთი იქონიოს არანაკლებ შესაბამისი გაანგარიშების პერიოდის მინიმალური რეზერვისა. 4. საკორესპონდენტო ანგარიშებზე რეზერვების დასაცავ პერიოდში საშუალო ნაშთი იანგარიშება როგორც ბანკის ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული თანხების საშუალო არითმეტიკული. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა დღეს არსებული ნაშთი.     მუხლი 5🔗. კონტროლი და სანქციები 1. ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის კონტროლს აწარმოებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტი და შესაბამის ინფორმაციას აცნობებს მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტს, ანგარიშგების მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში. 2. ბანკი ვალდებულია ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტს  წარუდგინოს ბანკის ხელმძღვანელისა და ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბანკის ბეჭდით დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით ყოველი დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ნაშთის, ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,5%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს არსებული კურსით. 4. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში საშუალო ნაშთის, ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას დანაკლისი თანხის 7%-ის ოდენობით. 5. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას 10000 ლარის ოდენობით. 6. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი. 7. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე. 8. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შეუსრულებლობისა და დარღვევების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოიყენოს საქართველოს კანონის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ 30-ე მუხლით გათვა-ლისწინებული სხვა სახის სანქციები. 9. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის წინადადებით, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი უფლებამოსილია: ა) ბანკი გაათავისუფლოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან; ბ) ფულადი ჯარიმის, როგორც სანქციის, არჩევის შემთხვევაში, ბანკი გაათავსუფლოს საჯარიმო სანქციის შეფარდებისაგან და გააუქმოს შეფარდებული საჯარიმო სანქცია. 10. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან, საჯარიმო სანქციის შეფარდებისაგან გათავი-სუფლება და შეფარდებული საჯარიმო სანქციის გაუქმება ხდება ადმინისტრაციული აქტით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.     მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებები 1. 2007 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების შესაბა-მისი მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა შესაძლებელია ნაწილობრივ აშშ დოლარითა და ეროვნული ვალუტით. 2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების შესაბამისი, ეროვნულ ბანკში მინიმალური სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ეროვნული ვალუტის აშშ დოლარით ჩანაცვლება ბანკმა განახორციელოს ეტაპობრივად, ამ მუხლის პუნქტი 4-ის მიხედვით. 3. ეროვნული ვალუტის უცხოური ვალუტით ჩანაცვლების მიზნით, ბანკი წერილობით აცნობებს ეროვნული ბანკის საოპერაციო დეპარტამენტს, რომ აპირებს მინიმალური სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე არსებული ეროვნული ვალუტის ჩანაცვლებას აშშ დოლარით (რაოდენობის მითითებით), ხოლო ეროვნული ბანკის საოპერაციო დეპარტამენტი, მინიმალურ სავალდებულო სარეზერვო ანგარიშზე არსებული ეროვნული ვალუტის ფარგლებში, ჩაურიცხავს ბანკს შესაბამისი ოდენობით ეროვნულ ვალუტას საკორესპონდენტო ანგარიშზე, უცხოური ვალუტის ჩარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური მოქმედი კურსის შესაბამისად, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 4. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების შესაბამისი მინიმალური სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული აშშ დოლარის წილი მთლიან მოცულობასთან უნდა იყოს არანაკლებ ქვემოთ მოყვანილი წილებისა შესაბამისი თარიღისათვის (ჩათვლით). ხვედრითი წილის დათვლის მიზნით გამოყენებულ იქნება იმავე თვის 15 რიცხვში მოქმედი გაცვლითი კურსი. თარიღი                   წილი       30 ივნისი 07              1/4  31 ივლისი 07            3/8  31 აგვისტო 07           1/2  30 სექტემბერი 07     5/8  31 ოქტომბერი 07     3/4  30 ნოემბერი 07        7/8  31 დეკემბერი 07             სრულად 5. ამ კანონის შესაბამისად: · მინიმალური რეზერვების პირველ დასაცავ პერიოდს წარმოადგენს 2007 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 13 ივნისის ჩათვლით პერიოდი და მისთვის გაანგარიშების პერიოდად გამოიყენება 2007 წლის 1 მაისიდან 2007 წლის 14 მაისის ჩათვლით პერიოდი. · მინიმალური რეზერვების დასაცავ მეორე პერიოდს წარმოადგენს 2007 წლის 14 ივნისიდან 2007 წლის 27 ივნისის ჩათვლით პერიოდი და მისთვის გაანგარიშების პერიოდად გამოიყენება 2007 წლის 15 მაისიდან 2007 წლის 28 მაისის ჩათვლით პერიოდი. · მინიმალური რეზერვების დასაცავ მესამე პერიოდს წარმოადგენს 2007 წლის 28 ივნისიდან 2007 წლის 11 ივლისის ჩათვლით პერიოდი და მისთვის გაანგარიშების პერიოდად გამოიყენება 2007 წლის 29 მაისიდან 2007 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდი.