⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.11.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №380 „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.06.2004
ძალის დაკარგვა 01.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №380
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.006506
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 10/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,525 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.06.2004 მიღება
01.11.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №380 „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\#GEO-LitNusx";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"#GEO-LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"#GEO-LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"#GEO-LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 42.55pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.506 საქართველოს ფინანსთა მინისტრის  ბრძანება №380 2004 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ  „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი და სამსახურებრივსაშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა (მოწმობის ჩანაწერის) და ბეჭდის ფორმა. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის დაცვის განყოფილებამ, ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ ამ ბრძანების გამოცემიდან სამ დღეში უზრუნველყოს ამ ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის და ბეჭდის ნიმუშის (დამოწმებული ასლით) საქართველოს შს სამინისტროში წარდგენა. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წ ე ს ი მუხლი 1🔗. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თანამდებობის პირთათვის (შემდგომში – თანამდებობის პირი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ძირითად მოთხოვნებსა და პროცედუ-რებს. მუხლი 2🔗. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით. მასში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირების” ქვეშ იგულისხმებიან ის თანამდებობის პირები, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-5 მუხლის თანახმად, უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი. მუხლი 3🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას (შესაბამის ბეჭდის დასმას), გარდა ამ წესის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი თანამდებობის პირებისა, ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის დაცვის განყოფილება. მუხლი 4🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამდებობის პირებზე სამსა-ხურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ მოწმობას გაცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის კადრების სამსახური, ხოლო მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სამორიგეო განყოფილება. მუხლი 5🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (შესაბამისი ბეჭდის დასასმელად) გასაცემად აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება: ა) თანამდებობის პირს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა; ბ) თანამდებობის პირს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა; გ) თანამდებობის პირის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური დევნა; დ) თანამდებობის პირს წარდგენილი უნდა ჰქონდეს მოთხოვნა (პატაკი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს უშუალო ხელმძღვანელის მოტივირებული წარდგინება; ე) იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირს სურს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის, მან უნდა წარადგინოს კუთვნილი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის დედანი და ასლი. მუხლი 6🔗. იარაღის პირველად მიღების შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირმა, ფინანსთა მინისტრის ან საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების შესაბამისად, უნდა გაიაროს შემოწმება ცეცხლსასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის, შენახვის, ტარების და გამოყენების წესების ცოდნაზე, ასევე უნდა მიიღოს დადებითი შეფასება იარაღით მიზანში სროლაში. მუხლი 7🔗. ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე (შესაბამისი ბეჭდის დასმაზე) უფლებამოსილი განყოფილება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს პირად საქმეს, რომელშიც ასევე ინახება გადაწყვეტილება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 8🔗. თანხმობას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად წარადგენს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კადრების სამსახური – ფინანსთა მინისტრის სახელზე, იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დანიშვნის საკითხი ფინანსთა მინისტრის კომპეტენციაა; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების კადრების სამსახური – საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის სახელზე, იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დანიშვნის საკითხი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის კომპეტენციაა;  გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის კადრების სამსახური – ფინანსური პოლიციის უფროსის სახელზე ფინანსური პოლიციის თანამდებობის პირებისათვის. მუხლი 9🔗. კადრების სამსახურის მიერ თანხმობის წარდგენა ხდება მხოლოდ ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში. მუხლი 10🔗. ფინანსთა მინისტრის ან შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა ფინანსური პოლიციისა) ხელმძღვანელის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის დაცვის განყოფილებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გასაცემად (შესაბამისი ბეჭდის დასასმელად). მუხლი 11🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა ფინანსური პოლიციის კადრების სამსახურს, რაც საფუძველია ფინანსური პოლიციის თანამდებობის პირების სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სათანადო ჩანაწერისათვის „უფლება აქვს შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი”, ხოლო უშუალოდ იარაღის გაცემის დროს სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ ბეჭედს დასვამს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სამორიგეო განყოფილება. მუხლი 12🔗. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირების მიმართ ხორციელდება შემდეგი ფორმებით: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის დაცვის განყოფილების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური მოწმობის გაცემით; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სამორიგეო განყოფილების მიერ ფინანსური პოლიციის თანამდებობის პირების სამსახურებრივ მოწმობაში (სადაც გაკეთებულია იარაღის ტარების უფლების ჩანაწერი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმით. მუხლი 13🔗. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის დაცვის განყოფილება აწარმოებს სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ თანამდებობის პირთა იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები: ა) უფლების დადასტურების თარიღი და ნომერი; ბ) თანამდებობის პირის სახელი, მამის სახელი, გვარი; გ) თანამდებობა და სპეციალური წოდება; დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება; ე) იარაღის ტარების უფლების გაცემაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარი და სტატუსი; ვ) იარაღის ტარების უფლების სამოქმედო ვადა; ზ) შსს-ში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; თ) მონაცემები ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე; ი) სხვა მონაცემები დადასტურების პროცედურასა და გაცემასთან დაკავშირებით; კ) მონაცემები მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწ-მობის გაცემის შესახებ; ლ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი თანამდებობის პირის გვარი, ინიციალი, თანამდებობა და ხელმოწერა. მუხლი 14🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტები ანალოგიური ფორმით აწარმოებენ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს, რომელშიც შეტანილი ყველა მონაცემი სამი დღის ვადაში ექვემდებარება წარდგენას ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის დაცვის განყოფილების ერთიან რეესტრში შესატანად. მუხლი 15🔗. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში: ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის შეცვლისას; ბ) ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თანამდებობის შეცვლისას; გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლისას; დ) მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან დაზიანებისას; ე) მოწმობის დაკარგვისას; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 16🔗. ამ წესის მე-15 მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხ-ვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ განყოფილებაში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ წესის მე-15 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე. მუხლი 17🔗. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა ექვემდებარება ჩამორთმევას თუ: ა) თანამდებობის პირი დათხოვნილ იქნა დისციპლინული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო; ბ) აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) თანამდებობის პირს აღარ უკავია ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (მოწმობის ჩანაწერის) და ბეჭდის ფორმა მუხლი 1🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტებია: ა) თანამდებობის პირის ფერადი ფოტოსურათი; ბ) მოწმობის ნომერი; გ) თანამდებობის პირის სახელი და გვარი; დ) თანამდებობის პირის სპეციალური წოდება; ე) დაკავებული თანამდებობა; ვ) მითითება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების თაობაზე; ზ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა; თ) ბეჭედი მოწმობისათვის; ი) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭედი; კ) მოწმობის გაცემის თარიღი; ლ) მოწმობის მოქმედების ვადა; მ) მითითება მოწმობის უწყებისადმი კუთვნილების შესახებ. მუხლი 2🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს (9.5სმX6.5სმ), ხოლო სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭედი არის წითელი ფერის წრე, რომელშიც ამოტვიფრულია ასოები “სფს” (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო). მუხლი 3🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ჩანაწერი სრულდება შემდეგი ფორმით: ,,უფლება აქვს შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი’’, ხოლო სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭედი არის წითელი ფერის წრე, რომელშიც ამოტვიფრულია ასოები „ფპ” (ფინანსური პოლიცია).