„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ“ დებულების დამტკიცებს თაობაზე
მიღების თარიღი 23.04.2002
ძალის დაკარგვა 16.08.2006
გამომცემი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010340000.12.222.005256
გამოქვეყნების წყარო სსმ, 43, 08/05/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ“ დებულების დამტკიცებს თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.12.222.005.256
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
უფროსის ბრძანება № 8
2002 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ“ დებულების დამტკიცებს თაობაზე
სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის № 609 ბრძანებულების X თავის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ“ თანდართული დებულება და საატესტაციო პროგრამა.
2. ბრძანება გაეცნოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა შემადგენლობას.
3. ბრძანება ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.
4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამსახურის უფროსის მოადგილეს პოლკოვნიკ გიორგი ბენაშვილს.
გენერალ-მაიორი ს. პაპაშვილი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის განმახორციელებელი საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ და 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების უზრუნველყოფის მიზნით, ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.
3. ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება ეძლევა თითოეული ოფიცრის საქმიან და პიროვნულ თვისებებს. განისაზღვრება შესაბამისობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან და მისი სამსახურებრივი პერსპექტივა, რის საფუძველზეც იქმნება სამსახურებრივად დასაწინაურებელი საკადრო რეზერვი.
თავი II
საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და ფუნქციები
1. ოფიცერთა ატესტირება ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საატესტაციო კომისიისა (შემდგომში– კომისია) და პროფესიული პრინციპის მიხედვით შექმნილი სპეციალიზებული კომისიების (შემდგომში – სპეციალიზებული კომისიები) მიერ, რომელთა შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
3. კომისიის თავმჯდომარე:
ა) განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას;
ბ) ნიშნავს კომისიის წევრებს;
გ) ანაწილებს მოვალეობებს კომისიის წევრებს შორის;
დ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიაში მეცნიერ-მუშაკებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მოწვევის შესახებ;
ე) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების პროფესიული და სპეციფიკური საქმიანობის პრინციპების მიხედვით ქმნის სპეციალიზებულ კომისიებს;
ვ) ნიშნავს სპეციალიზებული კომისიების თავმჯდომარეებსა და წევრებს.
4. ყოველი კომისია, კომისიის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შესაბამისი საატესტაციო პროგრამის ფარგლებში ადგენს საატესტაციო კითხვარს.
მუხლი 3🔗. სპეციალიზებული კომისიების საქმიანობის წესი
სპეციალიზებული კომისიების საქმიანობაზე ვრცელდება კომისიის საქმიანობისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესები, თუ ამავე ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 4🔗. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე;
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის კადრების სამმართველო.
5. ატესტაციის საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელსაც კადრების სამმართველოს პირადი შემადგენლობიდან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე;
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და დამსწრე წევრები.
7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
მუხლი 5🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული თანამშრომელი
1. ატესტირებას ექვემდებარება:
ა) ოფიცერი სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) ოფიცერი, რომელიც წარდგენილია თანამდებობრივი დაწინაურებისთვის.
2. ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა) ოფიცერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;
გ) ზევადიანი სამხედრო მოსამსახურეები;
დ) სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მყოფი პირები.
თავი III
ატესტაციის ჩატარების წესი
მუხლი 6🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
2. ოფიცერი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტირებას ექვემდებარება მომავალ წელს.
მუხლი 7🔗. ატესტაციის მომზადება
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოში ყოველი წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში დგება იმ ოფიცერთა ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმა, რომელთა ატესტირებაც უნდა განხორციელდეს მომავალ წელს.
2. ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმა მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მიერ და მასში გათვალისწინებულია:
ა) ატესტაციის ჩატარების გრაფიკის შემუშავება და დამტკიცება;
ბ) გრაფიკებისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გაცნობა კომისიის წევრებისა და ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ხელმძღვანელობისათვის;
გ) უშუალო ხელმძღვანელების მიერ ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცრებთან ინდივიდუალური საუბრების ჩატარება;
დ) ატესტაციის მომზადებასა და მის მიმდინარეობაზე კონტროლი.
მუხლი 8🔗
ატესტირებას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა წინასწარ ეცნობა ატესტაციის ჩატარების ვადებს, ხოლო ატესტაციას დაქვემდებარებულ კონკრეტულ თანამშრომელს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს არა უგვიანეს ერთი თვისა.
მუხლი 9🔗
ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის მიერ დგება დახასიათება, რომელიც შეტანილ იქნება საატესტაციო ფურცლის ატესტაციის ტექსტში (დანართი №1).
მუხლი 10🔗. ატესტაციის ტექსტის შინაარსი
1. ატესტაციის ტექსტში უნდა აისახოს:
ა) თანამშრომლის მუშაობის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები და ნაკლოვანებები, ნაჩვენები უნდა იყოს ოფიცრის პროფესიული და პირადი თვისებები, მათ შორის, სამართლებრივ-პოლიტიკური განათლებისა და პროფესიული ცოდნის დონე დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;
ბ) ორგანიზატორული თვისებები, პასუხისმგებლობის დონე, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედების, ორიენტირების, დოკუმენტის შედგენისა და ანალიზის უნარი; საბრძოლო და ფიზიკური მომზადება, დამოკიდებულება ნეგატიური მოვლენებისადმი სამსახურში და საზოგადოებრივ ურთიერთობებში;
გ) სხვა დამახასიათებელი თვისებები: პირადი ინტერესები, მოთხოვნილებები, გატაცებები; დამოკიდებულება მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ურთიერთობა თანამშრომლებთან და ქცევის კულტურა.
მუხლი 11🔗. კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები
1. კომისიის დასკვნაში უნდა აისახოს რეკომენდაციები ოფიცრის ფაქტობრივი და შემდგომი თანამდებობრივი მდგომარეობის შესახებ:
ა) დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ;
ბ) უფრო მაღალ თანამდებობაზე დაწინაურების შესახებ (კონკრეტული თანამდებობის მითითებით ან მიუთითებლად);
გ) სხვა სამუშაოზე (თანამდებობაზე) გადაყვანის შესახებ (ხელმძღვანელ, სხვა დასაცავ ობიექტზე, ოპერატიულ, იურიდიულ, პედაგოგიურ, სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სხვა), სადაც მიეთითება გადაყვანის მოტივი;
დ) მაღალი თანამდებობიდან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. გადაყვანის საფუძველი და რა თანამდებობაზეა მიზანშეწონილი მისი გადაყვანა;
ე) ზღვრულ ასაკს მიღწეული ოფიცრისთვის სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ;
ვ) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ („სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების რომელი პუნქტის საფუძველზეა მიზანშეწონილი დათხოვნა და რა თანამდებობაზეა შესაძლებელი რეზერვში ყოფნისას მისი გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობის დროს).
მუხლი 12🔗. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასწრება ატესტაციაზე
კომისიის სხდომაზე ატესტირება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანდასწრებით.
თავი IV
ატესტაციის შედეგების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 13🔗. კომისიის სხდომის ოქმი
კომისიის დასკვნის ტექსტი თითოეულ ატესტირებულ ოფიცერზე შედის კომისიის სხდომის ოქმში (დანართი №2), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.
მუხლი 14🔗. ატესტაციის შედეგების გაცნობა
ატესტაციის ჩატარების შედეგების შესახებ ოფიცერს ეცნობება ატესტაციის დამთავრების შემდეგ სამი დღის ვადაში, რომელიც ატესტაციის დასკვნის გაცნობის შესახებ ხელს აწერს საატესტაციო ფურცელს და კომისიის სხდომის ოქმს თარიღის ჩვენებით. საატესტაციო ფურცელი ერთვის მის პირად საქმეს, ხოლო კომისიის სხდომის ოქმი ინახება კადრების სამმართველოში (სამსახურში მოქმედი ადმინისტრაციულ-ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად).
მუხლი 15🔗. ანგარიში ატესტაციის ჩატარების შესახებ
ატესტაციის ჩატარების შედეგების შესახებ კადრების სამმართველოს მიერ დგება ანგარიში, რომელიც ატესტაციის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა წარედგინოს სამსახურის უფროსს.
მუხლი 16🔗. ატესტაციის შედეგები
სამსახურის უფროსი, კომისიის დასკვნის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ოფიცრის თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ.
მუხლი 17🔗. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი № 1
საიდუმლო
(შევსების შემდეგ)
საატესტაციო ფურცელი
200 წლის ,,---------,, ---------- დან 200 ,,------,, ---------------- მდე
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამხედრო წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა)
დაბადების წელი -------------------------------------------- ეროვნება-------------------------------------
საქართველოს სამხედრო ძალებში სამსახურის საერთო სტაჟი ----------------------------------
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობის სტაჟი -----------------------------------
დაკავებულ თანამდებობაზეა -------------დან, მანამდე,----------------------------------- დან იყო
--------------------------------------------------------------------------------------------------თანამდებობაზე
პირველადი სამხ. წოდება --------------- მიენიჭა --------- წლის ---------------------------------------
---------------------------- №---------------------- ბრძანებით, ამჟამინდელი სამხედრო წოდება მიენიჭა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------
განათლება--------------------------------------------------------------------------------------------------------
ა) სამოქალაქო -------------------------------------------------------------------------------------------------
(როდის და რა დაამთავრა)
ბ) სამხედრო (სპეციალური კურსები) ----------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(როდის, სად და რა დაამთავრა (გაიარა))
ბოლო 200 წლის ,,-------,, --------------------------------- ატესტაციის დასკვნა ----------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
I. ატესტაციის ტექსტი

დასკვნა ატესტაციაზე ---------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ატესტაცია შეადგინა ----------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, წოდება, ინიციალები, გვარი)
200 წლის ,,----,, ----------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------
(ხელის მოწერა)
II. უფროსი ხელმძღვანელის დასკვნა
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
III. საატესტაციო კომისიის დასკვნა

კომისიის მდივანი -------------------------------------------------------------------------------------------
(სამხედრო წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
200 წლის ,,----------,, -----------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
(ხელის მოწერა)
ატესტაციის ტექსტს და დასკნას გავეცანი -----------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, მიუთითეთ მიზეზი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
200 წლის ,,----------,, ------------------------------------------
---------------------------
(ხელის მოწერა)
დანართი № 2
საატესტაციო კომისიის სხდომის
ოქმი №
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელმწიფო უწყების დასახელება)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)
კომისიის წევრები
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის მდივანი -------------------------------------------------------------------------------------------
(წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მდივანი წერს, თუ ვისზე განიხილა ატესტაცია – თანამდებობა წოდება, გვარი, სახელი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მდივნის მიერ იწერება ოფიცრის უშუალო უფროსის წოდება, გვარი, სახელი, თანამდებობა, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მდივნის მიერ იწერება საატესტაციო კომისიის დასკვნის ტექსტი და წარედგინება
შესაბამის საკლასო ჩინზე)
კომისიის თავმჯდომარე -
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე -
საატესტაციო კომისიის წევრები -
-
-
-
-
საატესტაციო კომისიის მდივანი:-
,,---------,, ---------------------------- 200 წ. ოქმს გავეცანი:
,,--------,, -------------------------------- 200 წ.
დანართი № 3
საატესტაციო პროგრამა
I. საქართველოს კონსტიტუცია;
II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
III. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
IV. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ;
V. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
VI. საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“;
VII. საქართველოს კანონი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“
VIII. საქართველოს კანონი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“;
IX. საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;
X. დებულება ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“;
XI. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;
XII. საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდება.