⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.02.2009)
გაუქმებულია:

ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შეტყობინების გამოქვეყნებისა და აქციონერთათვის მოსაწვევთა დაგზავნის პროცედურების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.04.2002
ძალის დაკარგვა 06.02.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 240060000.17.014.005249
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 19/04/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 970 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.04.2002 მიღება
06.02.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შეტყობინების გამოქვეყნებისა და აქციონერთათვის მოსაწვევთა დაგზავნის პროცედურების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; letter-spacing:10.0pt; font-weight:normal;} h2 {margin-top:0in; margin-right:-.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:94.5pt; text-align:justify; text-indent:-9.0pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.75in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:35.45pt 49.7pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.17.014.005.249 საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №14 2002 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შეტყობინების გამოქვეყნებისა და აქციონერთათვის მოსაწვევთა დაგზავნის პროცედურების დამტკიცების შესახებ „მეწარმეთა შესახებ” კანონის 54.2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს ,,ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შეტყობინების გამოქვეყნებისა და აქციონერთათვის მოსაწვევთა დაგზავნის პროცედურების შესახებ” თანდართული წესი. 2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში განსაზღვრული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. ჯიბუტი წესი ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შეტყობინების გამოქვეყნებისა და აქციონერთათვის მოსაწვევთა დაგზავნის პროცედურების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  ,,ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შეტყობინების გამოქვეყნებისა და აქციონერთათვის მოსაწვევთა დაგზავნის პროცედურების შესახებ” წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგში –კანონი) 54.2 პუნქტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და განსაზღვრავს ანგარიშვალდებული საწარმოს (შემდეგში – საწარმო) დირექტორ(ებ)ის მიერ აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის მისაღებად აქციონერებისთვის მოსაწვევების დაგზავნის პროცედურასა და იმ ბეჭდვით ორგანოს, რომელშიც აუცილებელია საერთო კრების მოწვევის შეტყობინების გამოქვეყნება.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები წესით განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც დადგენილია კანონით. გარდა ამისა, წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კრების მოწვევის თარიღი – თარიღი, რომელშიც უნდა ჩატარდეს აქციონერთა საერთო კრება და რომელიც უნდა დაინიშნოს საწარმოს წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში. ბ) საერთო კრების მოწვევის გამოცხადების თარიღი – საერთო კრების მოწვევამდე არაუგვიანეს 20 დღის ვადაში მოქცეული თარიღი, როდესაც საწარმოს დირექტორ(ებ)ის მიერ ბეჭდვით ორგანოში გამოცხადდება ან აქციონერებს დაეგზავნება მოსაწვევები საერთო კრების მოწვევის, დღის წესრიგის, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების, ასევე საწარმოს წესდებაში შესაძლო ცვლილებების შესახებ. გ) სააღრიცხვო დღე – საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი დღე, რომელიც არ შეიძლება იყოს კრების მოწვევამდე 45 დღეზე ადრე და კრების მოწვევის გამოცხადების თარიღზე გვიან; დ) საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე აქციონერები – ის აქციონერები, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის; ე) საერთო კრების მოწვევის შეტყობინება – თავისუფალი ფორმით შედგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ე.ა) საერთო კრების მოწვევის ადგილი, თარიღი და დრო; ე.ბ) სააღრიცხვო დღის თარიღი; ე.გ) საერთო კრების სახეობა (მორიგია თუ რიგგარეშე); ე.დ) დღის წესრიგი; ე.ე) დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად; ე.ვ) საწარმოს წესდებაში შესაძლო ცვლილებები; ე.ზ) იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება; ვ) მოსაწვევი – აქციონერთა მისამართით გაგზავნილი თავისუფალი ფორმით შედგენილი წერილობითი შეტყობინება, რომელიც უნდა შეიცავდეს წინამდებარე წესის ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას; ზ) ბეჭდვითი ორგანო – საქართველოს ეროვნული კომისიის ბიულეტენი ან/და გაზეთი, რომელიც შერჩეული იქნება კომისიის მიერ, ბეჭდვითი ორგანოსათვის წაყენებული შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: ზ.ა) ბეჭვდითი ორგანო უნდა იყოს საზოგადოებრივი, ან/და პოლიტიკური, ან/და ეკონომიკური გამოცემა. ზ.ბ) ტირაჟი – არანაკლებ 4 ათასი ეგზემპლარი; ზ.გ) პერიოდულობა – უნდა გამოდიოდეს ყოველდღიურად ან კვირაში სამჯერ მაინც; ზ.დ) გავრცელების არეალი – საქართველოს მთელი ტერიტორია.     მუხლი 3🔗. ბეჭდვითი ორგანო, რომელშიც დასაშვებია საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნება 1. დაინტერესებული ბეჭდვითი ორგანო, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით განცხადებით მიმართავს კომისიას. 2. კომისია ყოველი კალენდარული წლის 20 თებერვლამდე ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს იმ ბეჭდვით ორგანოთა ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებენ წინამდებარე წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. საწარმოს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნება აუცილებელია კომისიის მიერ წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეული ბეჭდვითი ორგანოდან ერთ-ერთში. 4. აქციონერთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეული ბეჭვდითი ორგანოს ვალდებულებად უნდა განისაზღვროს მის მიერ გამოცემული იმ ნომრების თითო ეგზემპლარის კომისიისთვის ოპერატიულად მოწოდება, რომელშიც გამოქვეყნებული იქნება სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება.     მუხლი 4🔗. საწარმოს აქციათა 1 პროცენტზე ნაკლები წილის მფლობელ აქციონერთათვის საერთო კრების მოწვევის შეტყობინების პროცედურა 1. საწარმოს აქციათა 0.5-დან 1 პროცენტამდე წილის მფლობელ აქციონერს საერთო კრების მოწვევის შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ფოსტით, დაზღვეული წერილით. 2. საწარმოს აქციათა 0.5 პროცენტზე ნაკლები წილის მფლობელ აქციონერს საერთო კრების მოწვევის შეტყობინება უნდა მიეწოდოს წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ ბეჭდვით ორგანოში. 3. საერთო კრების მოწვევის შეტყობინება გამოქვეყნებულ უნდა იქნეს ასევე საწარმოს სათაო ოფისში, თვალსაჩინო ადგილას.     მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებები 1. წინამდებარე წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურით კომისიისთვის განცხადებების წარმოდგენა განხორციელდება ამ წესის ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში. 2. ამ წესით გათვალისწინებული ბეჭვდითი ორგანოს შერჩევა 2002 წელს ჩასატარებელი აქციონერთა საერთო კრების შეტყობინების გამოსაქვეყნებლად, შედგება ამ წესის ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.