საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №11 „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.06.2004
ძალის დაკარგვა 15.11.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 300280010.11.110.006507
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 10/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №11 „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:18.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.7pt .5in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.11.110.006.507
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №11
2004 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. სამინისტროს სტრუქტურა
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურაში შედიან შემდეგი დეპარტამენტები:
ა) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობისა და სატრანზიტო პოლიტიკის დეპარტამენტი;
გ) მომპოვებელ დარგთა დეპარტამენტი;
დ) ენერგეტიკული პროექტების საფინანსო დეპარტემენტი;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ვ) კანონშემოქმედების და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურაში შედიან მრჩევლები, რომლებიც სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ენერგეტიკის მინისტრის მიერ დადგე-ნილი კომპეტენციის ფარგლებში.
3. წინამდებარე დებულება აწესრიგებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
1. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს ენერ გეტიკის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ენერგეტიკის სამინისტროს დებულების, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებების, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებსა და სამმართველოებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინაშე.
3. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.
4. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს ენერგეტიკის მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს დეპარტამენტებს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს უფროსის მოადგილე ან სამმართველოს უფროსი.
5. დეპარატმენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოებს შორის აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აბარებს მინისტრს დეპარატმენტის მუშაობის ანგარიშს;
ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების პრემიის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგოლობს დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 4🔗. დეპარატამენტების სტრუქტურა
სამინისტროს დეპარტამენტების სტრუქტურაში შედიან შემდეგი სამმართველოები:
ა) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი:
ა.ა) სტრატეგიული განვითარების სამმართევლო;
ა.ბ) განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სამმართველო;
ა.გ) მონიტორინგის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობისა და სატრანზიტო პოლიტიკის დეპარატემენტი:
ბ.ა) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო;
ბ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველო;
გ) კანონშემოქმედების და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარატამენტი:
გ.ა) კანონშემოქმედებისა და სახელშეკრულებო სამმართველო;
გ.ბ) იურიდიული სამმართველო;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
დ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
დ.ბ) კანცელარია.
მუხლი 5🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვა-ლეობების შესრულებას;
დ) ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მუშაობის ანგარიშს;
ვ) დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე ახორციელებს დაკისრებულ ფუნქციებს.
თავი II. დეპარტამენტების ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6🔗. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი
1. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები:
ა) სტრატეგიული განვითარების სამმართველო:
ა.ა) ელექტროენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ა.ბ) ელექტროენერგეტიკის დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკაში პრიორიტეტული დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ა.დ) ელექტროენერგეტიკის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პრიორიტეტული პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელებისთვის ხელის შეწყობა;
ა.ე) ელექტროენერგეტიკული დარგის რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პოლიტიკის შემუშავება;
ა.ვ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დაპროექტების ფარგლებში ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების განხორციელება, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისათვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის; ელექტრენერგიითა და სათბობით სარგებლობის უმთავრესი პრინციპების განსაზღვრა;
ა.ზ) ელექტროენერგეტიკულ სექტორში სამეცნიერო ტექნიკური საკითხების კოორდინაცია;
ბ) მონიტორინგის სამმართველო:
ბ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიატებსა და უცხო ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარებისა და აღნიშნულ სექტორში სატრანზიტო და ექსპორტიმპორტის ურთიერთობათა ხელშეწყობა;
ბ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სექტორში გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გეგმაზომიერი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საპროექტო-საკონსრუქტორო პირობების შემუშავება და განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ.დ) ელექტროენერგეტიკულ პრობლემებთან დაკავშირებული საძიებო, საპროექტო, სამშენებლო და სამეცნიერო კვლევით სამუშაოების კოორდინაცია;
გ) განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სამმართველო:
გ.ა) ელექტროენერგეტიკის დარგში არატრადიციული ენერგიის წყაროების ათვისებისა და გამოყენების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და მისი განვითარების ხელშეწყობა;
გ.ბ) ალტერნატიული ენერგიის წყაროების (მზის, ქარის, ბიომასა და სხვა) ძიების გეგმის შემუშავება და მისი მონიტორინგი.
მუხლი 7🔗. საერთაშორისო ურთიერთობისა და სატრანზიტო პოლიტიკის დეპარტამენტი
1. საერთაშორისო ურთიერთობისა და სატრანზიტო პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები:
ა) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო:
ა.ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ნავთობისა და გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ა.ბ) საქართველოში არსებული და მომავალში დაგეგმილი სატრანზიტო ენერგოდერეფნის პროექტების ქვეყნის საერთო ენერგეტიკულ პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზი;
ა.გ) ბუნებრივი გაზის სექტორში სატრანზიტო და ექსპორტიმპორტის ურთიერთობათა ხელშეწყობა;
ა.დ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მოთხოვნის შესაბამისად, ნავთობისა და გაზის სექტორში სახელმწიფოს უპირატესი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პროცესებში მონაწილეობა.
ბ) საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველო:
ბ.ა) საქართველოში არსებული და მომავალში დაგეგმილი სატრანზიტო ენერგოდერეფნების პროექტებში საფინანსო და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის კოორდინაციის ხელშეწყობა;
ბ.ბ) საქართველოში არსებული მაგისტრალური სატრანსპორტო და სატრანზიტო მილსადენებისა და მათთან არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ანალიზი.
მუხლი 8🔗. მომპოვებელ დარგთა დეპარტამენტი
1. მომპოვებელ დარგთა დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მომპოვებელ ორგანიზაციებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოპოვების მომცველი საკითხების კოორდინაცია;
გ) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის კომპანიების პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავებაში მონაწილების მიღება;
დ) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის სექტორში დამტკიცებულ გეგმებსა და პროექტებში რეალურად შექმნილი მდგომარეობის ანალიზი.
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
გ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება;
დ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენის უზრუნველყოფა.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სამმართველოები და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:
ა.ა) ენერგოდაზოგვის პერიოდული პროგრამების შემუშავება-დანერგვა;
ა.ბ) ენერგეტიკული სექტორის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა;
ა.გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ა.დ) სამინისტროში პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
ა.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ა.ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ა.ზ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) კანცელარია:
ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმის წარმოების ორგანიზაცია.
ბ.ბ) სამინისტროს მიერ მიღებული საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა.
გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამეურნეო საკითხებში:
გ.ა) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზუნველყოფა;
გ.ბ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა.
დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საკადრო საკითხებში:
დ.ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფ-ლების შესახებ ბრძანების მომზადება;
დ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
დ.გ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკვებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
დ.დ) საიდუმლო საქმის წარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 10🔗. ენერგეტიკული პროექტების საფინანსო დეპარტამენტი
1. ენერგეტიკული პროექტების საფინანსო დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის სექტორში რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციე-ლების და შესაბამისად საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სექტორში პრივატიზების გეგმის შემუშავებასა და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სექტორში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და დადებული ხელშეკრულებების ფინანსური მონიტორინგი;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სექტორში განსახორციელებელი სახელმწიფო და სხვა შესყიდვების მონიტორინგი.
მუხლი 11🔗. ეკონომიკური დეპარტამენტი
1. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკულ სექტორში საბიუჯეტო პროცესების ორგანიზაცია; სამინისტროს სისტემაში ძირითადი მიმართულებების მიხედვით საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) ფინანსური და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვა და ანალიზი; დაფინანსების ხარჯთა ნუსხის შედგენა, საგადასახადო, საბიუჯეტო და ფინანსური პოლიტიკის საკითხზე წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
გ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
დ) ენერგეტიკაში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და ინდიკატური გეგმის საპროგნოზო მონაცემების შემუშავება;
ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაფინანსების საპროგნოზო პარამეტრების შედგენა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკაში პრიორიტეტული დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და ამ საკითხებზე პერიოდული (წლიური, კვარტალური) ინფორმაციის მომზადება.
მუხლი 12🔗. კანონშემოქმედების და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი
1. კანონშემოქმედების და პარლამენტთან ურთიერობის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები:
ა) კანონშემოქმედებისა და სახელშეკრულებო სამმართველო:
ა.ა) ენერგეტიკის სექტორის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;
ა.ბ) საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტთან და მთავრობასთან სამართლებრივი ურთიერთობების კოორდინაცია;
ა.გ) ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების პროექტის მომზადება-ექსპერტიზა და დადებული ხელშეკრულებების მონიტორინგი.
ბ) იურიდიული სამმართველო:
ბ.ა) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინირება;
ბ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უცხო ქვეყნებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო ინვესტორებთან სამართლებრივი თანამშრომლობა.
თავი III დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13🔗. ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.