საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.04.2002
ძალის დაკარგვა 02.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №220
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.005248
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 23/04/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,324 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.04.2002 მიღება
02.12.2004 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:14.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 42.5pt 35.45pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.248 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №220 2002 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. რ. გილიგაშვილი მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები     მუხლი 3🔗 დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: 1. ცალკეულ დაინტერესებულ პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადგენა; 2. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების, მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის, აგრეთვე, საქართველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და უცხოელთა საქართველოდან გაძევების მასალების წინასწარ განსახილველად მომზადება; 3. მოქალაქეობისა და იმიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა; 4. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, ცალკეული სახის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; 5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საერთო სტატისტიკის წარმოება და საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა; 6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული უცხო სახელმწიფოში გამოსაყენებლად განკუთვნილი დოკუმენტების ლეგალიზაცია; 7. ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ნოტარიატის ინტეგრაციის პროცესებისათვის ხელის შეწყობა; 8. მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების უზრუნველყოფა. თავი III დეპარტამენტის უფლებამოსილება     მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ძირითად უფლებამოსილებას შეადგენს: 1. მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, იმიგრაციისა და ნოტარიატის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე; 2. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოში მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირთა და სხვა ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების (იმიგრანტის სტატუსის) მინიჭების შესახებ დაინტერესებულ პირთა განცხადებებისა და სხვა ხასიათის მასალის განხილვა; 3. მოქალაქეობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; 4. საქართველოში მუდმივად მცხოვრების სტატუსის დადგენა; 5. კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების შესახებ მასალის წინასწარ განსახილველად მომზადება; 6. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების (სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებებისა და სპეციალიზებული განყოფილებების, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისა და სოფლის, დაბის, თემის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების _ გამგეობების) საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა, ორგანიზაცია და კოორდინაცია; 7. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა; 8. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ დასკვნის მართლზომიერების დადასტურება; 9. საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა; 10. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკებით (მკაცრი აღრიცხვის საბუთებით) უზრუნველყოფა, მათ შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; 11. მოქალაქეობისა და იმიგრაციის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხებზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სტატისტიკური მონაცემების აღნუსხვა; 12. სანოტარო ბიუროთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოება; 13. მინისტრის მიერ ზედამხედველობის უფლებამოსილების დელიგირების შემთხვევაში ნოტარიუსთა სამსახურებრივ საქმიანობაზე და ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობის განხორციელება; 14. მინისტრის მიერ ნოტარიუსთა დისციპლინური წარმოების დაწყების ან დისციპლინური სასჯელების ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე საკითხის მომზადება; 15. ნოტარიუსთა პალატასთან ერთად წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო და საგამოცდო მოთხოვნების თაობაზე; 16. კომპეტენციის ფარგლებში ნოტარიუსთა სწავლების, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; 17. ნოტარიუსის 5 დღეზე მეტი ვადით სამუშაოზე არყოფნის შემთხვევაში ინფორმაციის მიღება; 18. ნოტარიუსთა პალატასთან ერთად გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილებაშეწყვეტილ ნოტარიუსთან არსებული დოკუმენტაციის დაცვისა და გადაბარების თაობაზე; 19. კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 5🔗 დეპარტამენტი ექვემდებარება მინისტრს და უშუალო ხელმძღვანელ მინისტრის მოადგილეს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.     მუხლი 6🔗 დეპარტამენტში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფი: 1. მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველო; 2. სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის სამმართველო; 3. ნოტარიატის სამმართველო.     მუხლი 7🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.     მუხლი 8🔗 დეპარტამენტის უფროსი: 1. ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; 2. ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებს; 3. წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კანდიდატურებს; 4. ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; 5. ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; 6. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს დეპარტამენტის მუშაობის წლიურ ანგარიშს; 7. რწმუნების გარეშე წარმოადგენს დეპარტამენტს; 8. წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; 9. შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; 10. შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; 11. ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილის ბრძანებებსა და დავალებებს;     მუხლი 9🔗 დეპარტამენტის უფროსი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს შესაბამის დარგში სამმართველოს უფროსის მეშვეობით.     მუხლი 10🔗 დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 11🔗 დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის წინადადებით მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.     მუხლი 12🔗 დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი: 1. ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში; 2. უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას; 3. გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს საქმიანობას; 4. იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; 5. ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის დავალებებსა და მითითებებს; 6. თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; 7. ეცნობა და ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტაციას; 8. დეპარტამენტის უფროსს სისტემატურად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; 9. დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ; 10. დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რაც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; 11. დეპარტამენტის უფროსთან შუამდგომლობს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.     მუხლი 13🔗 სამმართველოს უფროსის სხვა დამატებით უფლება-მოვალეობას განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.     მუხლი 14🔗 დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მრჩევლებითა და სპეციალისტებით.     მუხლი 15🔗 დეპარტამენტის მრჩეველი და სპეციალისტი: 1. აწარმოებს განცხადებებისა და სხვა ხასიათის მასალის მიღებასა და განხილვას; 2. ამზადებს მის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვა-გადაწყვეტის შესახებ დოკუმენტების პროექტებს; 3. ახორციელებს დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზაციას, შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, საარქივო საქმისწარმოებას და პასუხისმგებელია დოკუმენტაციის დაცვასა და მოვლა-შენახვაზე; 4. დეპარტამენტის უფროსს სისტემატურად წარუდგენს მონაცემებს კორესპონდენციის აღრიცხვისა და მოძრაობის შესახებ.     მუხლი 16🔗 დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს, მრჩეველსა და სპეციალისტს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 17🔗 დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. თავი V დასკვნითი დებულებები     მუხლი 18🔗 დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.