⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.11.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №389 „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების, უიმედო ვალად აღიარების და მისი ჩამოწერის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.06.2004
ძალის დაკარგვა 17.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №389
სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006516
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 21/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 884 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.06.2004 მიღება
17.11.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №389 „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების, უიმედო ვალად აღიარების და მისი ჩამოწერის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .5in 56.7pt 42.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.516 საქართველოს ფინანსთა მინისტრის  ბრძანება №389 2004 წლის 10 ივნისი  ქ. თბილისი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების, უიმედო ვალად აღიარების და მისი ჩამოწერის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 250-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების, უიმედო ვალად აღიარების და ჩამოწერის ინსტრუქცია. (თან ერთვის) 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უიმედო ვალად აღიარების და ჩამოწერის ინსტრუქცია     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს საწარმოს საგადასახადო დავალიანების უიმედო ვალად აღიარების და ჩამოწერის პროცედურებს. 2. საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 250-ე და 33-ე მუხლის საფუძველზე ამ ინსტრუქციის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. საგადასახადო დავალიანებები, რომელთა ჩამოწერა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად: გადასახადებით, ჯარიმებითა და საურავებით ვადაგადაცილებული დავალიანებები ჩამოიწერება, თუ ვადაგადაცილებული დავალიანება აღიარებულია უიმედო ვალად, ან საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია საგადასახადო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე.     მუხლი 3🔗. უიმედო ვალის ცნება უიმედო ვალი – ვადაგადაცილებული დავალიანებაა, რომელიც წარმოიქმნა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით, ჯარიმებითა და საურავებით და რომლის დროსაც გადასახადის გადამხდელის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები, ან/და მისი ქონება იმდენად მცირეა, რომ არ იფარება სასამართლოს ხარჯები.     მუხლი 4🔗. საგადასახადო ვალის უიმედო ვალად აღიარების და მისი ჩამოწერის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა 1. საგადასახადო დავალიანებათა უიმედო ვალად აღიარების საკითხს სწავლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და საოლქო ინსპექციის დასკვნის საფუძველზე. 2. საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად საგადასახადო დეპარტამენტს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები: ა) საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკის) საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვა; ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საოლქო საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა საწარმოს ქონების შესახებ; დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; ე) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ვ) დოკუმენტაცია საწარმოს მიმართ გატარებული იძულებითი ღონისძიებების შესახებ (საგადასახადო კოდექსის 42-ე თავის მიხედვით); ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ საწარმოს არ გააჩნია ქონება და აქტივები; 3. გარდაცვლილი, უგზოუკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის მიზნით, საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ საგადასახადო დეპარტამენტში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ცნობა პირის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ; ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საოლქო საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა ქონების შესახებ; დ) დოკუმენტი ფიზიკური პირის ქმედუუნაროდ ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ. 4. საგადასახადო დეპარტამენტი დამატებით აანალიზებს საგადასახადო ინსპექციიდან წარდგენილ დოკუმენტაციის სისრულეს, რომლის შემდგომ დოკუმენტაცია და შესაბამისი დასკვნა საგადასახადო დავალიანებათა უიმედო ვალად აღიარების შესახებ, საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტს, რომელიც ამზადებს მასალებს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიაზე განსახილველად. 5. საკითხი ერთი თვის ვადაში განიხილება ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიაზე, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. 6. კომისიის დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს ბრძანებას დავალიანების ჩამოწერის შესახებ. 7. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თარიღიდან.     მუხლი 5🔗. საგადასახადო ვალდებულების განახლება თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო ვალი, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას ან/და დადგინდა, რომ მას გააჩნია ქონება, მაშინ საგადასახადო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია ამზადებს დასკვნას და ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი ფინანსთა მინისტრის ბრძანება უიმედო ვალის ჩამოწერის შესახებ და ბრძანების გამოცემით ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულებების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.