საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №75 „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.06.2004
ძალის დაკარგვა 08.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 010170000.11.108.006524
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 22/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №75 „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 59.1pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.006.524
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №75
2004 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანდართული შინაგანაწესი;
2. მინისტრის აპარატმა უზუნველყოს:
ა) ამ ბრძანების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის გაცნობა;
ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის შემოღება და წარმოება.
3. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
დანართი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შინაგანაწესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინამდებარე შინაგანაწესით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად, განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა საჯარო მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
2. შინაგანაწესის მიზნებია:
ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის დაკისრებული ფუნქციების სრულად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის ამაღლება;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგება.
მუხლი 2🔗. სამუშაო და შესვენების დრო
1. სამინისტროში სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.
2. სამუშაო დღის დასაწყისი განისაზღვრება 10.00 საათით, ხოლო დასასრული – 18.00 საათით. მინისტრის ბრძანებით სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს არაუმეტეს ერთი საათისა.
3. სამსახურში გამოცხადებას საჯარო მოსამსახურე ხელმოწერით აფიქსირებს სპეციალურ ჟურნალში გამოცხადების დროის მითითებთ.
4. სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამუშაო დღის განმავლობაში განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 საათიდან 14.00 საათამდე.
მუხლი 3🔗. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი
1. დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ საჯარო მოსამსახურისათვის მუშაობა ნებაყოფლობითია.
2. სამუშაო დროის გადამეტებით გაწეული (ზეგანაკვეთური) მუშაობა სამინისტროს მიერ ანაზღაურდება ორმაგი ოდენობით. გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისათვის ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს მინისტრი ან მისი არყოფნისას – მინისტრის პირველი მოადგილე.
3. ზეგანაკვეთური მუშაობის დრო არ შეიძლება აღემატებოდეს სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, 120 საათს – მთელი წლის განმავლობაში.
მუხლი 4🔗. სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა საჯარო მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი
1. სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულების გაცემის უფლება აქვთ მინისტრს, პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და უშუალო უფროსს.
2. სამსახურებრივ საკითხებზე გაცემული განკარგულება შეიძლება იყოს ზოგადი ან პერსონალური. ზოგად განკარგულებას გასცემს მინისტრი. ზოგადი განკარგულება სრულდება წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სამინისტროს შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკვრას. ზოგადი განკარგულება არ შეიძლება ძალაში შევიდეს მის გამოქვეყნებამდე.
3. პერსონალურ განკარგულებას გასცემს მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე ან შესაბამისი მოადგილე ან უშუალო უფროსი. პერსონალური განკარგულება გაიცემა უშუალოდ ერთ საჯარო მოსამსახურეზე ან საჯარო მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. პერსონალური განკარგულება სრულდება წერილობით ან ზეპირი ფორმით. წერილობითი ფორმით გაცემული პერსონალური განკარგულება გაცემისთანავე გადაეცემა საჯარო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეთა ჯგუფს, რაც დასტურდება ხელმოწერით.
მუხლი 5🔗. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი
სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ, უშუალოდ სამინისტროს შენობაში.
მუხლი 6🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 7🔗. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი
1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს უშუალო უფროსს განცხადება სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის შესახებ, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. უფროსი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს წარდგენილ განცხადებას ან უარს აცხადებს განცხადების ხელმოწერაზე. უფროსის მიერ გაცხადების ვიზირების შემთხვევაში საჯარო მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზანშეწონილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის უშუალო უფროსს.
2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეძლებისდაგვარად, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზები და სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ საჯარო მოსამსახურემ მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს უშუალო უფროსს ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე.
3. საჯარო მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობისათვის გათვალისწინებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები
1. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ყველა საჯარო მოსამსახურისათვის.
2. შინაგანაწესი გამოიკვრება სამინისტროს შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.
3. პასუხისმგებლობა შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის საჯარო მოსამსახურის პირად საქმეს.