⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.07.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №15 „შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.06.2004
ძალის დაკარგვა 14.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №დაბინძურების ხარისხი
სარეგისტრაციო კოდი 360160000.11.103.006527
გამოქვეყნების წყარო სსმ, 64, 18/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,449 სიტყვა · ~27 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2004 მიღება
14.07.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
PnavT (ტონებში) ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის, A​ზ(ა)ნავთ. (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში)
Pჟბმ (ტონა) ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის, A​ზ(ა) ჟბმ (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში)
Pშ.ნ. (ტონა) ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის, A​ზ(ა)შ.ნ. (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში)
ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის A​ზ(ა)მ.ნ. ათას აშშ დოლარის  ეკვ. ლარებში მუდმივი (ზელიმიტური) ჩაშვებებისათვის A​მმ.ნ. ათას აშშ დოლარის  ეკვ. ლარებში
Pმ.ნ. ტონა A
0.10 56.61
0.20 66.90
0.30 73.78
0.40 83.52
0.50 91.95
0.60 99.49
0.75 109.58
0.90 118.54
1.00 124.00
1.10 129.23
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №15 „შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Helvetica; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Courier; panose-1:2 7 4 9 2 2 5 2 4 4;} @font-face {font-family:"Tms Rmn"; panose-1:2 2 6 3 4 5 5 2 3 4;} @font-face {font-family:Helv; panose-1:2 11 6 4 2 2 2 3 2 4;} @font-face {font-family:"New York"; panose-1:2 4 5 3 6 5 6 2 3 4;} @font-face {font-family:System; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Batang; panose-1:2 3 6 0 0 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:PMingLiU; panose-1:2 2 5 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:"MS Gothic"; panose-1:2 11 6 9 7 2 5 8 2 4;} @font-face {font-family:Dotum; panose-1:2 11 6 0 0 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:SimHei; panose-1:2 1 6 9 6 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:MingLiU; panose-1:2 2 5 9 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Mincho; panose-1:2 2 6 9 4 3 5 8 3 5;} @font-face {font-family:Gulim; panose-1:2 11 6 0 0 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Century; panose-1:2 4 6 4 5 5 5 2 3 4;} @font-face {font-family:"Angsana New"; panose-1:2 2 6 3 5 4 5 2 3 4;} @font-face {font-family:"Cordia New"; panose-1:2 11 3 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Mangal; panose-1:2 4 5 3 5 2 3 3 2 2;} @font-face {font-family:Latha; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Vrinda; panose-1:2 11 5 2 4 2 4 2 2 3;} @font-face {font-family:Raavi; panose-1:2 11 5 2 4 2 4 2 2 3;} @font-face {font-family:Shruti; panose-1:2 11 5 2 4 2 4 2 2 3;} @font-face {font-family:Sendnya; panose-1:0 0 4 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Gautami; panose-1:2 11 5 2 4 2 4 2 2 3;} @font-face {font-family:Tunga; panose-1:2 11 5 2 4 2 4 2 2 3;} @font-face {font-family:"Estrangelo Edessa"; panose-1:3 8 6 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Style1, li.Style1, div.Style1 {mso-style-name:Style1; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:49.6pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.msoIns {mso-style-name:""; text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel {mso-style-name:""; text-decoration:line-through; color:red;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:53.95pt 45.35pt 45.1pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.006.527 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის  ბრძანება №15 2004 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი „შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე 1992 წლის 22 აპრილის „შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციის” (ქ. ბუქარესტი) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის და „წყლის შესახებ„ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის „ჰბ)“ პუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შესახებ”. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს დებულება „შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შესახებ”, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის №67 07.05.98წ. ბრძანებით. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  თ. ლებანიძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შესახებ       მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დებულების დანიშნულებაა საქართველოს წყლის კანონმდებლობის დარღვევისას შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება ზღვაში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობის განსაზღვრის საფუძველზე. 2. დებულება გამოიყენება: ა)ზღვის წყლების დაბინძურებისას, რომელიც გამოწვეულია მასში ხმელეთზე ან ზღვაში განლაგებული სტაციონარული საწარმოო ან სხვა ობიექტებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა იმ რაოდენობის მუდმივი ჩაშვებით, რომელიც აღემატება ზღვაში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) დამტკიცებულ ნორმატივებს. აღნიშ­ნუ­ლი ნორმატივები მტკიცდება თითოეული წყალმოსარგებლისათვის საქართველოს გარემოსა და ბუ­ნებ­რივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ. ბ) ზღვის წყლების დაბინძურებისას, რომელიც გამოწვეულია მასში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზალპური ან ავარიული ჩაშვებით როგორც გემებიდან, ისე სტაციონარული საწარმოო ან სხვა ობიექტებიდან.  – ზალპური ჩაშვებაა, როდესაც დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა 10-ჯერ და მეტად აღემატება ზღვაში მავნე ნივთერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) დამტკიცებულ ნორმატივებს; – ავარიული ჩაშვებაა – დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნებისმიერი რაოდენობის უნებართვო ან არალიმიტირებული ჩაშვება. 3. დებულება შეიცავს ერთიან წესებს და განსაზღვრავს საწარმოების, ორგანიზაციების, სხვა იურიდიული პირების (მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად გარდა შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის ბუქარესტის 1992 წლის კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზღვაო და საჰაერო ხომალდებისა), საქართველოს მოქალაქეების, აგრეთვე უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების მეთოდს. 4. საზღვაო ნავსადგურების ადმინისტრაციების, საწარმოების, აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოების, სახელმწიფო საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის (შემდგომში – სსსსც) ხარჯების, რომლებიც დაკავშირებული არიან ნავსადგურის აკვატორიის, ნავსადგურის დანადგარების, ნავსადგურის ქონების, სანავიგაციო საშუალებების, აგრეთვე სანაპიროების და პლაჟების დაბინძურების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობასთან, ანაზღაურება ხორციელდება "დამბინძურებელი იხდის" პრინციპის შესაბამისად. აღნიშნული პრინციპი ითვალისწინებს საქმიანობის სუბიექტის, ასევე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებას აანაზღაუროს გარემოსათვის მიყენებული ზიანი. 5. დამბინძურებლის მიერ ზიანის ანაზღაურება ხდება შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების საფუძველზე.       მუხლი 2🔗. ზიანის დაანგარიშების საერთო წესი 1. შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდის დაანგარიშება და შესაბამისი პრეტენზიის წარდგენა ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის (შემდგომში ინსპექციის) მიერ. 2. ვიზუალური დათვალიერებით ან ინსტრუმენტული გაზომვებით განისაზღვრება ზღვის წყლების დაბინძურების ყოველი შემთხვევა, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამოდენიმე ფაქტის გამოვლენით, კერძოდ: ა) მცურავი საშუალებებიდან, წყალმოსარგებლე ან სხვა საწარმოო ობიექტებიდან და გაზნავთობსადენის სისტემიდან ერთი ან რამოდენიმე დამაბინძურებელი ნივთიერების ზღვაში ჩაშვება; ბ) ზღვის ზედაპირი ნაწილობრივ დაფარულია ნავთობპროდუქტების ან ზეთის შემცველი აფსკით, მასზე ცურავს ნაგავი ან ზღვის ზედაპირმა დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვების შედეგად შეიცვალა თავისი პირვანდელი შეფერილობა; გ) შავი ზღვის მოცემულ აკვატორიაში დამაბინძურებელ ნივთერებათა კონცენტრაცია აღემატება აღნიშნული აკვატორიის ფონური დაბინძურების დონეს; დ) ზღვის ცხოველთა სამყაროს მასობრივი დაღუპვა ან განადგურება. 3. ზღვაში მოხვედრილ დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობის განსაზღვრა ხდება მე-3 მუხლის მიხედვით. 4. შავი ზღვის წყლების დაბინძურების გამო სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებას საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და   განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლებში. 5. შავი ზღვის წყლების დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება წარმოებს შემდეგი ფორმულის გამოყენებით: ზალპური ან ავარიული ჩაშვების დროს – Y​ზ(ა) = 1,5XA​ზ(ა) ათასი აშშ დოლარის ეკვ.  ლარებში მუდმივი ჩაშვების დროს – Y​მ = 1,5   A​მ  ათასი აშშ დოლარის ეკვ.  ლარებში სადაც Y​ზ(ა) და Y​მ – არიან დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით ზღვის წყლების  დაბინძურების გამო სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდეები შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით (ათას აშშ დოლარის  ეკვ. ლარებში ). A​ზ(ა) და A​მ - დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით ზღვის წყლების დაბინძურების გამო სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდეები (ათას აშშ დოლარის  ეკვ. ლარებში).​ 1,5 – შავი ზღვის ეკოლოგოური მდგომარეობის მახასიათებელი კოეფიციენტი. A​ზ(ა) და A​მ -ს მნიშვნელობებს ვპოულობთ ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასიდან (P) გამომდინარე შესაბამის დანართში მოყვანილი ცხრილების მეშვეობით, კერძოდ: №1 დანართში – ნავთობპროდუქტებისათვის; №2 დანართში – ორგანული ნივთიერებებისათვის (ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნი­ლე­ბის მიხედვით); №3 დანართში – შეწონილი ნაწილაკებისათვის; №4 დანართში – გემების მიერ თხევადი ან მშრალი ტვირთების სახით გადასატანი მავნე ნივთიერებებისათვის (მათი ტოქსიკურობის კატეგორიების მიხედვით დანართი №5). 6. დამბინძურებლის მიერ დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში მოცემული დებულებით დაანგარიშებული ზიანის რაოდენობა მცირდება და იანგარიშება ფორმულით: ზალპური ან ავარიული ჩაშვების დროს: Yს​ზ(​ა)= Y​ზ(​ა)   (1 – /100 X  Kშ) ათასი აშშ დოლარის ეკვ.  ლარებში მუდმივი ჩაშვების დროს: Yშმ= Y​მ   (1 – /100 X  Kშ)  ათასი აშშ დოლარის ეკვ.  ლარებში სადაც Yშ​ზ(ა) და       Yშ​მ- დამაბინძურებელ ნივთიერებებით ზღვის წყლების დაბინძურების გამო სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდეებია, დაბინძურების სალიკვიდაციოდ გატარებულ ღონისძიებათა გათვალისწინებით, Y​ზ(ა)-Y​მ – ზიანის სიდიდეებია, რომელთა დაანგარიშება ხდება მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, Kშ – ზიანის სიდიდის შემცირების მაჩვენებელი კოეფიციენტია, რომელიც დამოკიდებული არის სალიკვიდაციო სამუშაოზე დახარჯულ დროზე (t ჩაშვების დამთავრებიდან დამაბინძურებელი ნივთიერების P მასის აკრეფის დამთავრებამდე) და განისაზღვრება №6 დანართში მოყვანილი ცხრილის მიხედვით. P და - აკრეფილი დამაბინძურებელი ნივთიერებათა მასა და პროცენტი დროის (t) მონაკვეთში.  = P X 100/P % მაგალითი: გემიდან ზღვაში ავარიის შედეგად მოხვდა  P=10ტ ნავთობპროდუქტი. ზღვის წყლების ზედაპირიდან t=24 საათის განმავლობაში აკრეფილია  P=6 ტონა ნავთობპროდუქტი = 6 X 100/10 = 60 % ზიანის შესამცირებელი კოეფიციენტი (Kშ) იანგარიშება №6 დანართში მოყვანილი ცხრილის გამოყენებით                    t = 24 სთ.                                Kშ = 0,463 სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ( Y​ზ(ა) ) გამოთვლა წარმოებს მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად: Y​ზ(ა) = 1,5 X A​ზ(ა) ათასი აშშ დოლარის ეკვ.  ლარებში A​ზ(ა) -ის მაჩვენებელი ისაზღვრება №1 დანართში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ნავთობპროდუქტის მასიდან (10 ტ) გამომდინარე: Y​ზ(ა) = 1,5 X 194,7 = 292,05 ათასი აშშ დოლარის ეკვ.  ლარებში ზიანის სიდიდე სალიკვიდაციო სამუშაოებზე დახარჯული თანხების გამოკლებით შეადგენს: Yშ​ზ(ა) = 292.05 X (1 - 60/100 X 0,463) = 210,92 ათასი აშშ დოლარის ეკვ.  ლარებში       მუხლი 3🔗. გემებიდან და სანაპირო ობიექტებიდან შავ ზღვაში ჩაშვებული სხვადასხვა დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასის განსაზღვრა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დასაანგარიშებლად 1. სანაპირო ობიექტებიდან შავ ზღვაში ჩაშვებული დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასის განსაზღვრა ა) ზღვაში ზალპურად  ან ავარიულად, ასევე მუდმივად ჩაშვებული დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასა განისაზღვრება დამბინძურებელი ობიექტის გამოკვლევისას იმ მონაცემების  საფუძველზე, რომლებითაც ხასიათდებიან: ტექნოლოგიური მოცულობებიდან და მილსადენებიდან ჟონვის სიდიდე და ხანგრძლივობა, კონცენტრირებული ხსნარების, რეაგენტების, ნედლეული პროდუქტების და ნარჩენების ავარიული ჩაშვება. ზღვაში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების მასა შეიძლება განისაზღვროს აფსკის გარე ნიშნებით (დანართი 7), როდესაც ღელვის დროს შეუძლებელია ინსტრტუმენტული მეთოდის გამოყენება. ბ) ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული თითოეული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა როგორც ზალპური ან ავარიული, ასევე მუდმივი ჩაშვების შემთხვევაში,  განისაზღვრება ფორმულით: P = Q X (Kფ - Kდ) X t X 10​-6  ტონა სადაც P – არის ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა ტონებში, Q- ჭარბი რაოდენობის დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ხარჯი, მ​3/საათში, Kფ – ჩაშვების პერიოდში ჩამდინარე წყლებში ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრული დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტიური კონცენტრაცია, მგ/ლ, Kდ – ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა  დასაშვები კონცენტრაცია თანახმად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმატივებისა, მგ/ლ. იმ შემთხვევაში  თუ დამბინძურებელ ობიექტს არ გააჩნია ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) დამტკიცებული ნორმატივები, Kდ დასაშვვები კონცენტრაციის მაჩვენებლად გამოიყენება ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ). t      – დამაბინძურებელი ნივთიერების ჭარბი რაოდენობის შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ხანგრძლივობა, სთ. გ) დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჭარბი რაოდენობის შემცველი ჩამდინარე წყლების მუდმივი ჩაშვების შედეგად ხანგრძლივი პერიოდის (1 წელი, 2 წელი და ა.შ.)  განმავლობაში, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებისას დამაბინძურებელი ნივთიერების მასის მაჩვენებლად გამოიყენება სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის №04-I-01 მონაცემები თუ მათი სისწორე დადასტურებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ. 2. გემებიდან ზღვაში ჩაშვებული სამეურნეო-ფეკალური წყლების მოცულობის განსაზღვრა ა)  გემებზე დაგროვილი სამეურნეო-ფეკალური წყლების საანგარიშო მოცულობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: Q ​საანგ = q X n X t X 10​-3 კუბ. მ. სადაც Q ​საანგ – არის სამეურნეო-ფეკალური წყლების საანგარიშო მოცულობა (კუბ. მ.), რომელიც უნდა დაგროვდეს გემზე შავი ზღვის დაცვის კონვენციის მოთხოვნების თანახმად; q – გემის ტიპის მიხედვით სამეურნეო-ფეკალური წყლების ხარჯი (ლიტრებში), რომელიც არის დადგენილი 1 კაცზე დღე-ღამეში (ლ/დღ.კაცი); n – გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა რაოდენობა; t – განვლილი დროის ხანგრძლივობა (დღე-ღამე) მას შემდეგ, რაც უკანასკნელად მოხდა სამეურნეო-ფეკალური წყლების შემაგროვებელი მოცულობების დაცლა; პირველი კატეგორიის გემზე სამეურნეო-ფეკალური წყლების დღე-ღამური ხარჯი 1 კაცზე შეადგენს 50 ლიტრს, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორიის გემებზე 25 ლიტრს, (პირველი კატეგორიას განეკუთვნებიან გემები, რომელთა ნაოსნობის რაიონი არ არის შეზღუდული, ხოლო სიგრძე აღემატება 65 მეტრს, მიუხედავად ეკიპაჟის წევრთა რაოდენობისა). ბ) გემებიდან ჩაშვებული სამეურნეო-ფეკალური წყლების მოცულობა დაიანგარიშება შემდეგნაირად: Q ​ჩაშ = Q ​საანგ – Q ​ფაქ   კუბ. მ სადაც Q ​საანგ – სამეურნეო-ფეკალური წყლების საანგარიშო მოცულობა, კუბ.მ, რომელიც განისაზღვრება ზემოთ მოყვანილი ფორმულით, Q ​ფაქ – სპეციალურ მოცულობაში დაგროვილი სამეურნეო-ფეკალური წყლების ფაქტიური მოცულობა, კუბ.მ. გ) გემები (მწვანე), რომელთაც გააჩნიათ MARPOL 73/78  კონვენციის II, III, IV  და V დანართების შესაბამისად მიღებული სერთიფიკატები, უფლება აქვთ მოახდინონ სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაშვება შავ ზღვაში დადგენილი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. დაჯარიმებას შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ ის გემები, რომელთაც MARPOL 73/78  კონვენციის II, III, IV  და V დანართების შესაბამისად, მწყობრიდან გამოსული აქვთ დანადგარები ან თუ ისინი არ შეესაბამებიან კონვენციის მოთხოვნებს. შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია ვალდებულია ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე დაამტკიცოს დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის ან კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი. 3. გემებიდან და სანაპირო ობიექტებიდან ზღვაში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების მასის დაანგარიშება ა) ჩატვირთვა-გადმოტვირთვითი ოპერაციების ჩატარების დროს მილსადენებიდან დაღვრილი ნავთობის მასის (Pნ) დაანგარიშება. დაანგარიშებისათვის საჭირო საწყისი მონაცემები: - ნავთობის კუთრი წონა, გ/სმ​3, Q- ჩატვირთვის ინტენსიურობა, მ3/სთ. t- დრო, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობდა ნავთობის დაღვრა, სთ. Pნ = X Q X t  ტონა ბ) ტანკებში (რეზერვუარებში) ნავთობის მოცულობის გაზომვის საშუალებით დაღვრილი ნავთობის მასის (Pნ) დაანგარიშება.  - ნავთობის კუთრი წონა, გ/სმ​3, V1 - ტანკში (რეზერვუარში) ნავთობის მოცულობა დაღვრამდე, მ​3 V2   - ტანკში (რეზერვუარში) ნავთობის მოცულობა დაღვრის შემდეგ, მ​3 დაანგარიშება წარმოებს შემდეგი ფორმულის გამოყენებით: Pნ =  ფ (V1 – V2)  ტონა გ) ნაპირზე გამორიყული ნავთობის მასის (Pნ) დაანგარიშებისათვის საჭირო საწყისი მონაცემები: S – ნავთობით დაბინძურებული ნაპირის ფართობი, მ​2 h – ნიადაგში ნავთობის შეღწევის სიღრმე, მ P1– დაღვრილი ნავთობის მასა (გ), რომელსაც შეიცავს დაბინძურებული ნიადაგის 1 კუბ.სმ (გ/სმ​3) დაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულის გამოყენებით: Pნ = S X h X P1 ტონა ნაპირზე გამორიყული ნავთობის მასა შეიძლება განისაზღვროს ვიზუალურადაც №8 დანართის გამოყენებით.       მუხლი 4🔗. გემებიდან ზღვაში ჩაშვებული სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაშვებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება გემებიდან ზღვაში გაუწმენდავი სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაშვებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:  Yფეკ.=1,5 X Aფეკ. ათასი აშშ დოლ. ეკვ. ლარებში სადაც Yფეკ. – არის სამეურნეო-ფეკალური წყლების ზღვაში ჩაშვებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდე შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით (ათასი აშშ დოლ. ეკვ. ლარებში). Aფეკ. – არის სამეურნეო-ფეკალური წყლების ზღვაში ჩაშვებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდე (ათასი აშშ დოლ. ეკვ. ლარებში). 1,5 – შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის მახასიათებელი კოეფიციენტი. Aფეკ.-ს ვპოულობთ შემდეგი ფორმულის მიხედვით: Aფეკ.= Q​ჩაშ​ X a ფეკ. სადაც, Q​ჩაშ​ – არის ზღვაში ჩაშვებული სამეურნეო-ფეკალური წყლების მოცულობა, რომლის განსაზღვრა წარმოებს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით. a ფეკ. – არის ზღვაში 1 კუბ.მ. სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაშვებით სახელმწიფოსავის მიყენებული ზიანის სიდიდე, რომელიც შეადგენს 350,0 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში.       მუხლი 5🔗. ზღვაში თხევადი ან მშრალი მავნე ნივთიერებათა ჩაშვებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანისდაანგარიშება მათი ტოქსიკურობის კატეგორიების მიხედვით 1. ზღვაში მავნე ნივთიერებათა ჩაშვებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება წარმოებს ჩაშვებულ ნივთიერებათა მასისა და მათი ტოქსიკურობის კატეგორიების მიხედვით და გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების კონვენცია „მარპოლ-73/78”-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. ზღვაში ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა მასა განისაზღვრება მუხლი 3🔗-ში მოყვანილი ხერხებით, აგრეთვე სპეციალურად ჩატარებული დაკვირვებების შედეგების მიხედვით. 3. თხევადი ან მშრალი ტვირთის სახით გადასატანი მავნე ნივთიერებათა ტოქსიკურობის კატეგორია დგინდება დანართი №5-ში მოყვანილი ცხრილის მიხედვით. ის ნივთიერებები, რომლებიც არ არიან შესული ამ ცხრილში და რომელთა ტოქსიკურობაც არ არის განსაზღვრული, ზიანის დაანგარიშებისას მიეკუთვნებიან A კატეგორიას.       მუხლი 6🔗.  ბალასტური წყლების შავ ზღვაში უნებართვო ჩაღვრის შემთხვევაში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების (ბაქტერიები, ჩხირები და ა.შ.) შემოტანით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა ბალასტური წყლების შავ ზღვაში უნებართვო ჩაღვრის შემთხვევაში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების (ბაქტერიები, ჩხირები და ა.შ.) შემოტანით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება ფორმულით: Yბალ.პათ.= 1.5 X Aბალ.პათ. (ათასი ა.შ.შ. დოლარის ექვ. ლარებში) სადაც, Yბალ.პათ. – არის ბალასტური წყლების შავ ზღვაში უნებართვო ჩაღვრის შემთხვევაში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების (ბაქტერიები, ჩხირები და ა.შ.) შემოტანით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდე შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. Aბალ.პათ. – არის ბალასტური წყლების შავ ზღვაში უნებართვო ჩაღვრის შემთხვევაში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების (ბაქტერიები, ჩხირები და ა.შ.) შემოტანით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდე (აშშ დოლარის ექვ. ლარებში), რომელიც განისაზღვრება დანართ №9-ში მოყვანილი ზღვაში ჩაღვრილი ბალასტური წყლების როადენობის (Pბალ.) მიხედვით. 1.5 – შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის მახასიათებელი კოეფიციენტი.       მუხლი 7🔗. ზღვის წყლის დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო დოკუმენტაციის შედგენისა და წარდგენის წესი. 1. ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო მასალების გაფორმება მოიცავს რიგ ქმედებებს, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე წესით. 2. წყლის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი მასალების სწორად გაფორმებას ენიჭება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ საქართველოს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა. 3. წყლის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია მომხდარი დარღვევა დასაბუთებული იქნეს შემდეგი მასალებით: ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით, თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებით, გემის დოკუმენტაციის ასლებით, ექსპერტთა დასკვნებით, ანალიზებითა და სხვა მასალებით. ფოტოგრაფირების შემთხვევაში, ფოტოსურათის მეორე მხარეზე აღნიშნული უნდა იქნეს თუ სად, როდის და რა ვითარებაში იქნა გადაღებული. შედგენილი უნდა იქნეს ნახაზები ნავთობპროდუქტების გავრცელების ჩვენებით. 4. ოქმის შედგენა ხდება უშუალოდ წყლის კანონმდებლობის დარღვევის  ფაქტის აღმოჩენის დროს. მასში აღნიშნული უნდა იქნეს ის გარემოება, რომელიც ადასტურებს წყლის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს, მასში აღნიშნულ წყალმოსარგებლეთა თანამონაწილეობა აღნიშნულ დარღვევებში და მონაცემები, რომლებიც ხელს უწყობენ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებას. ოქმის შევსების დროს აუცილებელი არის პუნქტში „რაში გამოიხატა წყლის კანონმდებლობის დარღვევა” გარდა ადგილისა, დროისა და მდგომარეობისა, აღნიშნული იქნეს ჩაღვრილი მავნე ნივთიერებების მიახლოებითი რაოდენობა (პირველადი) ტონებში, რაც ხელს შეუწყობს დაღვრილი მავნე ნივთიერებების რაოდენობის განსაზღვრას მუხლი 3🔗-ის შესაბამისად. 5. ზღვაში მოხვედრილი ნავთობპროდუქტის სახეობა და რაოდენობა უნდა განისაზღვროს ლაბორატორიული ანალიზებისა და ინსტრუმენტული გაზომვების საფუძველზე (დებულების №7 დანართის გამოყენება ზღვის ზედაპირზე ნავთობის მასის განსასაზღვრად წარმოებს იმ შემთხვევაში თუ უამინდობის გამო ვერ ხერხდება ზღვის ზედაპირიდან ანალიზების აღება და ინსტრუმენტული გაზომვების ჩატარება). 6. საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წყლის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში  პრეტენზია წყლის კანონმდებლობის დარღვევის ოქმთან, ზიანის დაანგარიშების (თანხის ჩვენებით) საბუთებთან ერთად  წარედგინება წყლის კანონმდებლობის დამრღვევ ორგანიზაციას არაუგვიანეს 10 დღისა (ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების მაქსიმალური ვადა). 7. უცხოეთის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წყლის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, პრეტენზია წყლის კანონმდეებლობის დარღვევის ოქმთან, ზიანის დაანგარიშების საბუთებთან ერთად წარედგინება დამრღვევს არაუგვიანეს 24 საათისა. 8. უცხოეთის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წყლის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის წარმომადგენლები საპრეტენზიო საბუთების გაფორმებასთან ერთად ღებულობენ ზომებს იმისათვის, რომ გემთმფლობელისაგან ან გემთფლობელთა ურთიერთდამზღვევი კლუბისაგან მიღებული იქნეს ფინანსური უზრუნველყოფის გარანტია საქართველოს საზღვაო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის და 304-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების თანახმად. 9. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის დატოვებამდე არ იქნება წარმოდგენილი ხსენებული გარანტიები ან დეპოზიტი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია ღებულობს ყველა ზომებს მის დასაკავებლად. ამ მიზნით იმ ნავსადგურის კაპიტანს ან სამხედრო-საზღვაო ძალებს, სადაც მოხდა წყალდაცვითი კანონმდებლობის დარღვევა, ეგზავნებათ მიწერილობა მისი დაკავების თაობაზე, ამავე დროს სასამართლოს გადაეცემა სარჩელი აღნიშნული კანონმდებლობის დამრღვევის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.       მუხლი 8🔗. ნავთობპროდუქტის ან სხვა ნივთიერებების დაღვრის დროს სინჯის აღების წესი 1. სინჯები ნავთობპროდუქტების იდენტურობაზე ანალიზის ჩასატარებლად რეკომენდირებულია აღებული იქნეს  ზღვის გარემოს დაბინძურების აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ, როგორც კი ეს გახდება შესაძლებელი. 2. სინჯები აიღება ნავთობპროდუქტის აღმოჩენის ადგილზე ან დაღვრის შესაძლებელი წყაროს მიმდებარე აკვატორიაში. 3. დაბინძურების წყაროს დაუდგენლობის შემთხვევაში  სინჯები აიღება ყველა შესაძლო წყაროდან (საწვავის ტანკები, სამანქანო განყოფილებაში, გემის ბორტს მიღმა გადასაქაჩი ტუმბოებიდან, მილგაყვანილობის სისტემიდან და ა.შ.). 4. ნავთობპროდუქტის სინჯი დაღვრის ადგილიდან აიღება: ა) ნავთობპროდუქტის ყველაზე დიდი რაოდენობის დაგროვების ადგილზე საკმარისი სისქის და აუცილებელი რაოდენობის სინჯის შესაგროვებლად, რეკომენდებულია აღებული იქნეს ეს სინჯები ნავთობის ლაქის როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ ნაწილებში. ბ) იმ შემთხვევაში, თუ წყლის ზედაპირზე ნავთობის თხელი ფენაა, სინჯების აღება წარმოებს სპეციალური ტეფლონის ფირფიტის გამოყენებით, შემდეგ ფირფიტაზე დაგროვილ ნავთობს გადარეცხავენ 10 მლ ჰექსანით და ათავსებენ 50-100 მლ მოცულობის ჭურჭელში. გ) სინჯის აღების შემდეგ, ჭურჭელს მჭიდროდ აცობენ საცობს, ინტენსიურად ანჯღრევენ რამოდენიმეჯერ და შემდეგ ამაგრებენ შტატივზე 15-20 წუთით. ნავთობპროდუქტის ფენის სრულად გამოყოფის შემდეგ ექსტრატს ათავსებენ ბრტყელძირიან კოლბაში და უმატებენ 1-1.5 გრ. ნატრიუმის სულფატს. სრული გაუწყლოების შემდეგ (არანაკლებ 2-3 საათისა) სინჯს ფილტრავენ ქაღალდის ფილტრით და მიღებულ ფილტრატს ათავსებენ 10 მლ-იან ჭურჭელში და ლუქავენ. 5. ნავთობროდუქტებით დაბინძურების დროს სინჯი აიღება: ა) გემის ბორტიდან გაჟონვის მიმდედბარე რაიონში (გემბანიდან, ბორტზე ჩამონადენიდან, მილსადენიდან საიდანაც ხდება ჩაშვება, ყველა იმ ტევადობებიდან, საიდანაც შეიძლება მოხდეს ნავთობრპოდუქტის დაღვრა). ბ) გემზე სინჯების აღების წერტილებს ადგენს გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, წინასწარი მოკვლევის შემდეგ წყლის კანონმდებლობის დარღვევის კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე. 6. ნავთობპროდუქტის სინჯები თავსდება მინის ჭურჭელში (10 მლ-ის მოცულობით და ეცობა საცობი. თითოეული სინჯი უნდა შეიცავდეს ნავთობპროდუქტების იმ რაოდენობას (დაახლოვებით 10 მლ), რომელიც საჭიროა იდენტიფიკაციის სამჯერადი ჩატარებისათვის.  7. ნავთობპროდუქტების დაღვრის საორიენტაციო წყაროდან სინჯის აღება ხდება სამ ეგზემპლარად. სინჯის ერთი ეგზემპლარი მიაქვთ ინსპექციაში საანალიზოდ, მეორე რჩება დამბინძურებელს, მესამე სინჯი ინახება შემდგომი საარბიტრაჟო ანალიზის ჩასატარებლად. 8. ყოველი დალუქული სინჯი უნდა იყოს ეტიკეტირებული, სადაც მითითებული იქნება სინჯის ნომერი, თარიღი, სინჯის აღების ადგილი და იმ პირების ხელისმოწერები, რომლებიც ღებულობდნენ მონაწილეობას სინჯის აღებაში. 9. თითოეული სინჯი ილუქება ინსპექციისა და დამრღვევის ბეჭდებით. 10. იდენტიფიკაციისათვის აღებული სინჯები ინახება ბნელ ადგილას, არა უმეტეს 5​0C ტემპერატურაზე (სასურველია მაცივარში). დანართი №1 ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაშვებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დასაანგარიშებელი ცხრილი PnavT (ტონებში) ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის, A​ზ(ა)ნავთ. (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში) მუდმივი (ზელიმიტური) ჩაშვებისათვის, A​მნავთ. (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში) 0,10 0,11 0,13 0,16 0,20 0,25 0,30 0,35 0,40 0,50 0,60 0,75 0,90 1,00 1,10 1,30 1,60 2,00 2,50 3,00 3,50 4,00 5,00 6,00 7,50 9,00 10,00 11,00 13,00 16,00 20,00 25,00 30,00 40,00 50,00 12.29 13.00 13.95 16.03 17.81 20.12 22.56 24.16 26.53 29.80 32.65 36.63 41.08 43.93 46.18 51.70 57.52 64.41 73.01 83.10 89.96 98.54 114.57 131.19 154.34 178.08 194.7 214.29 251.69 309.00 384.00 481.00 573.00 760.00 947.00 1.66 1.71 1.80 1.92 2.06 2.21 2.34 2.46 2.56 2.75 2.97 3.31 3.63 3.82 4.01 4.36 4.85 5.44 6.09 6.68 7.23 7.72 8.65 9.48 10.62 11.65 12.29 13.00 13.95 16.03 17.81 20.12 22.56 26.53 29.8 შენიშვნა: A​ზ​(ა​)ნავთ.-ს და A​მ ნავთ.-ს​ შუალედური მნიშვნელობების (რომლებიც არ არიან ნაჩვენები ცხრილში) განსაზღვრისათვის გამოიყენება ინტერპოლაცია უახლოეს მნიშვნელობებს შორის. იმ შემთხვევაში, როდესაც Pნავთ < 0,10 ტ, ზიანის მნიშვნელობები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: * ზალპური ან ავარიული ჩაშვებიშათვის:    A​ზ​(ა​)ნავთ. = 122.9 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარი/ტ) X  Pნავთ.(ტ) *მუდმივი ჩაშვებისათვის:                   A​მ ნავთ. = 16.6 (ათასი აშშ​. დოლარის​                                                               ეკვ.ლარი/ტ) x Pნავთ. (ტ) იმ შემთხვევაში, როდესაც Pნავთ. > 50 ტ, ზიანის მნიშვნელობები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულებით: * ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის:                 A​ზ(ა)ნავთ. = 18.94 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარი/ტ)  XPნავთ. (ტ) * მუდმივი ჩაშვებისათვის:         A​მნავთ. = 0.60 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარი/ტ) X Pნავთ. (ტ)                                დანართი №2 ზღვაში ორგანულ ნივთიერებათა ჩაშვებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დასაანგარიშებელი ცხრილი (ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილების მიხედვით) Pჟბმ (ტონა) ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის, A​ზ(ა) ჟბმ (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში) მუდმივი (ზელიმიტური ჩაშვებისათვის, A​მჟბმ (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში) 0,10 0,20 0,30 0,40 0,50 0,60 0,75 0,90 1,00 1,10 1,30 1,60 2,00 2,50 3,00 3,50 4,00 5,00 6,00 7,50 9,00 10,00 15,00 20,00 25,00 30,00 35,00 40,00 50,00 10.09 13.24 16.62 20.24 23.57 27.07 32.35 37.40 40.84 44.52 51.05 61.14 74.20 91.42 108.63 125.55 141.87 175.11 208.35 257.03 305.11 337.17 525.34 647.03 797.80 950.00 1096.00 1241.00 1529.00 2.79 3.38 3.79 4.11 4.38 4.60 4.90 5.14 5.31 5.45 5.71 6.05 6.44 6.86 7.21 7.52 7.81 8.32 8.75 9.31 9.79 10.09 11.99 13.24 15.02 16.62 18.58 20.24 23.57 შენიშვნა: A​ზ(ა)ჟბმ და A​მჟბმ შუალედური მნიშვნელობების (რომლებიც არ არიან ნაჩვენები ცხრილში) განსაზღვრისათვის გამოიყენება ინტერპოლაცია უახლოეს მნიშვნელობებს შორის. იმ შემთხვევაში, როდესაც Pჟბმ < 0,10 ტონაზე, ზიანის სიდიდეება გამოინგარიშება შემდეგი ფორმულების გამოყენებით: * ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის: A​ზ(ა)ჟბმ = 100.9 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარი/ტ)  X  P ჟბმ (ტ) * მუდმივი ჩაშვებისათვის: A​მჟბმ = 27.9 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარი/ტ) X  Pჟბმ (ტ) იმ შემთხვევაში, როდესაც P ჟბმ > 50,0 ტ, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულების გამოყენებით: ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის:               A​ზ(ა)ჟბმ = 30.58 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარი/ტ)X   Pჟბმ (ტ) მუდმივი ჩაშვებისათვის:                       A​მჟბმ = 0.47 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარი/ტ) XPჟბმ (ტ) დანართი 3 ზღვაში შეწონილი ნაწილაკების ჩაშვებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დასაანგარიშებელი ცხრილი Pშ.ნ. (ტონა) ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის, A​ზ(ა)შ.ნ. (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში) მუდმივი (ზელიმიტური) ჩაშვებისათვის, A​მშ.ნ. (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში) 0,10 0,20 0,30 0,35 0,40 0,50 0,60 0,75 0,90 1,00 1,60 2,00 2,50 3,50 4,00 5,00 6,00 7,50 9,00 10,00 15,00 20,00 25,00 30,00 35,00 40,00 50,00 4.93 7.20 9.01 9.81 10.56 11.94 13.21 14.94 16.52 17.50 22.69 25.67 29.03 34.96 39.07 47.05 54.77 65.96 76.77 83.82 127.03 158.17 196.25 234.07 271.69 309.15 383.85 0.47 0.68 0.83 0.90 0.96 1.08 1.18 1.32 1.45 1.53 1.94 2.17 2.44 2.89 3.09 3.47                                                          3.81 4.26 4.67 4.93 6.37 7.20 8.15 9.01 9.81 10.56 11.94 შენიშვნა: A​ზ(ა)შ.ნ. და A​მშ.ნ. შუალედური მნიშვნელობების (რომლებიც არ არიან ნაჩვენები ცხრილში) განსაზღვრისათვის გამოიყენება ინტერპოლაცია უახლოეს მნიშვნელობებს შორის. იმ შემთხვევაში, როდესაც Pშ.ნ. < 0,10 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულების გამოყენებით: ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის:                A​ზ(ა)შ.ნ. = 49.3 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარი/ტ)    Pშ.ნ. (ტ) მუდმივი ჩაშვებისათვის:                     A​მშ.ნ. = 4.7 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ.                                                         ლარი)/ტ)    Pშ.ნ. (ტ)        იმ შემთხვევაში, როდესაც Pშ.ნ. > 50,0 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულებით: ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის:                  A​ზ(ა)შ.ნ. = 7.68 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარი)/ტ)    Pშ.ნ. (ტ) მუდმივი ჩაშვებისათვის:                           A​მშ.ნ. = 0,24 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარი)/ტ)    Pშ.ნ. (ტ) დანართი №4 ზღვაში მავნე ნივთიერებათა ჩაშვებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დასაანგარიშებელი ცხრილი, მათი ტოქსიკურობის კატეგორიების მიხედვით ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის A​ზ(ა)მ.ნ. ათას აშშ დოლარის  ეკვ. ლარებში მუდმივი (ზელიმიტური) ჩაშვებებისათვის A​მმ.ნ. ათას აშშ დოლარის  ეკვ. ლარებში Pმ.ნ. ტონა A B C  და D A B C  და D 0.10 56.61 10.68 2.01 33.78 5.16 0.75 0.20 66.90 12.98 2.52 36.29 5.73 0.86 0.30 73.78 14.54 2.86 37.85 6.08 0.94 0.40 83.52 16.50 3.26 38.99 6.36 0.99 0.50 91.95 18.21 3.59 39.91 6.57 1.05 0.60 99.49 19.72 3.89 40.67 6.75 1.08 0.75 109.58 21.76 4.30 41.62 6.98 1.14 0.90 118.54 23.58 4.65 42.41 7.18 1.18 1.00 124.00 24.70 4.87 42.87 7.29 1.21 1.10 129.23 25.75 5.08 43.30 7.39 1.23 1.30 138.90 27.72 5.48 44.06 7.58 1.28 1.60 160.12 31.45 6.13 45.01 7.82 1.33 2.00 186.54 35.99 6.93 46.07 8.09 1.39 2.50 217.33 41.21 7.83 47.15 8.36 1.46 3.00 246.20 46.03 8.65 48.04 8.59 1.51 3.50 273.65 50.55 9.42 48.82 8.79 1.57 4.00 299.84 54.81 10.12 49.50 8.97 1.61 5.00 349.34 62.74 11.44 50.66 9.42 1.68 6.00 395.79 70.10 12.64 51.62 9.53 1.75 7.50 461.08 80.26 14.29 52.83 9.85 1.83 9.00 522.37 89.63 15.79 55.20 10.37 1.94 10.00 571.12 99.43 17.19 56.61 10.68 2.01 15.00 808.79 130.91 23.80 62.51 11.75 2.29 20.00 1027.23 160.15 30.06 66.90 12.98 2.52 25.00 1240.93 188.29 35.99 70.64 13.82 2.70 30.00 1448.00 215.00 41.69 73.78 14.54 2.86 40.00 1848.00 264.98 52.56 83.52 16.50 3.26 50.00 2232.00 311.64 62.92 91.95 18.21 3.59 შენიშვნა: A​ზ(ა)მ.ნ.-ს და A​მმ.ნ.-ს​ შუალედური მნიშვნელობების (რომლებიც არ არიან ნაჩვენები ცხრილში) განსაზღვრისათვის გამოიყენება ინტერპოლაცია უახლოეს მნიშვნელობებს შორის. იმ შემთხვევაში, როდესაც Pმ.ნ.<0.10 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება მავნე ნივთიერებების ტოქსიკურობის კატეგორიის (A, B, C და D) მიხედვით შემდეგი ფორმულების გამოყენებით: ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის: A-კატეგორიისათვის:                   A​ზ(ა)მ.ნ.= 566.1 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა) XPმ.ნ. (ტ) B-კატეგორიისათვის :                  A​ზ(ა)მ.ნ.= 106.8 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა) X  Pმ.ნ. (ტ) C და D-კატეგორიისათვის:         A​ზ(ა)მ.ნ.= 20.1 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა)X  Pმ.ნ. (ტ) მუდმივი ჩაშვებისათვის: A-კატეგორიისათვის:                   A​მმ.ნ.= 337.8 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა) X Pმ.ნ. (ტ) B-კატეგორიისათვის :                  A​მმ.ნ.= 51.6 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა) X Pმ.ნ. (ტ) C და D-კატეგორიისათვის:         A​მმ.ნ.= 7.5 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა)X Pმ.ნ. (ტ) იმ შემთხვევაში, როდესაც Pმ.ნ.>50 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება მავნე ნივთიერებათა ტოქსიკურობის კატეგორიის (A, B, C და D) მიხედვით შემდეგი ფორმულების მიხედვით: ზალპური ან ავარიული ჩაშვებისათვის: A-კატეგორიისათვის:                   A​ზ(ა)მ.ნ.= 44.64 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა)   Pმ.ნ. (ტ) B-კატეგორიისათვის :                  A​ზ(ა)მ.ნ.= 6.23 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა)   Pმ.ნ. (ტ) C და D-კატეგორიისათვის:         A​ზ(ა)მ.ნ.= 1.26 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა)   Pმ.ნ. (ტ) მუდმივი ჩაშვებისათვის: A-კატეგორიისათვის:                   A​მმ.ნ.= 1.84 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა)   Pმ.ნ. (ტ) B-კატეგორიისათვის :                  A​მმ.ნ.= 0.36 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა)   Pმ.ნ. (ტ) C და D-კატეგორიისათვის:         A​მმ.ნ.= 0.072 (ათ. აშშ დოლარის ექვ. ლარი/ტონა)   Pმ.ნ. (ტ) დანართი №5 გემების მიერ თხევადი ან მშრალი ტვირთის სახით გადასატან მავნე ნივთიერებათა ტოქსიკურობის კატეგორიები № ტოქსიკურობის კატეგორიები A B C    და  D 1. აკროლეინი აკრილონიტრილი აცეტალდეჰიდი 2. გოგირდნახშირბადი ალკილბენზოლ-სულფონატი (განშტოებული ჯაჭვი) ძმარმჟავა 3. კრეოზოტი აკრილის სპირტი ძმარმჯავას ანჰიდრიდი 4. აცეტონციანჰიდრინი ამიაკი (28% წყალხსნარი) აცეტონი 5. კრეზოლი ქლოროვანი ბენზინი აცეტილ ქლორიდი 6. ტექნიკური კრეზოლი n-ერბოვანი ალდეჰიდი ადიპინის მჟავის ციტრილი 7. დიქლორბენზოლი ერბომჟავა ალკილბენზოლსულფონატი (პირდაპირი ჯაჭვი) 8. ნაფთალინი (გამლღვალი) ქაფურის ზეთი ქლოროვანი ალილი 9. ფოსფორი (ელემენტარული) ოთხქლორიანი ნახშირბადი შაბი (15% ხსნარი) 10. ნატრიუმის პენტაქლორ­ფენოლიატი (ხსნარი) ქლოროფორმი ძმარმჟავას იზოამილის ეთერი 11. ტეტრაეთილტყვია პარა-ქლორტოლუოლი n-ამილაცეტატი 12. ტეტრამეთილტყვია კროტონის ალდეჰიდი n-ამილის სპირტი 13. ტუნგოს ზეთი დიქლორეთილის ეთერი ანილინი 14. ოიტიციკოს ზეთი დიქლორპროპილენისა და დიქლორპროპანის ნარევი (ნიადაგის ფუმიგანტი) ბენზოლი 15. ეპიქლორჰიდრინი ბენზილის სპირტი 16 ბრომოვანი ეთილენი (დიბრომეთანი) ძმარმჟავას ბუთილის ეთერი 17. ქლოროვანი ეთილენი (დიქლორეთანი) ძმარმჟავას მეორადი ბუთილის ეთერი 18. ფტორწყალბადმჟავა (40% წყალხსნარი) n-ბუთილაკრილატი 19. ქლოროვანი მეთილენი ბუთილენგლიკოლი (გლიკოლი) 20. მონოქლორბენზოლი ბუთილმეტაკრილატი 21. პენტაქლოეთანი კალციუმის ჰიდროქსიდი (ხსნარი) 22. ტეტრაქლორეთილენი კალიუმის ჰიდროჟანგი 23. ფენოლი ქლორძმარმჟავა 24. პირიდინი ქლორსულფანოლის მჟავა 25. ტრიქლორეთილენი ლიმონის მჟავა (10-25%) 26. ხის სპირტი კუმოლი 27. მეთანოლი ციკლოჰექსანი 28. ციკლოჰექსანოლი 29. ციკლოჰექსანონი 30. პარა-ციმოლი (იზოპრენილტოლუოლი) 31. დეკაჰიდრონაფთალინი 32. დიეთილამინი 33. დიეთილბენზოლი (იზომერების ნარევი) 34. დიეთილის ეთერი 35. მონოეთილის ეთერი 36. დიეთილენგლიკოლი (უბრალო მონოეთილის ეთერი) 37. დიეთილკეტონი  (3-პენტანონი) 38. დიიზობუთილკეტონი 39. დიიზოპროპანოლამინი 40. დიიზოპროპილამინი 41. დიმეთილამინი (40% წყალხსნარი) 42. დიმეთილეთანოლამინი (2-დიმეთილამინოეთანოლი) 43. დოდეცილბენზოლი 44. 2-ეტოქსიეთილაცეტატი 45. ეთილაცეტატი 46. ეთილაკრილატი 47. ეთილბენზოლი 48. ეთილციკლოჰექსანი 49. ეთილენის ქლორჰიდრინი (2-ქლორეთანოლი) 50. ეთილენადიამინი 51. ეთილენგლიკოლის მონოეთილის ეთერი (მეთილცელოზოლი მეტოქსიეთანოლი) 52. 2-ეთილჰექსილის სპირტი 53. ფორმალდეჰიდი (37-50% ხსნარი) 54. ჭიანჭველმჟავა 55. ფურპურილისმჟავა 56. მარილმჟავა (ქლორწყალბადმჟავა) 57. იზობუთილაკრილატი 58. იზობუთილის სპირტი 59. იზობუთილმეტაკრილატი 60. იზოერბოვანი ალდეჰიდი 61. იზოპენტანი 62. იზოფორონი 63 იზოპროპილამინი 64. იზოპროპილციკლოჰექსანი 65. იზოპრენი 66. რძემჟავა 67. მეთილაცეტატი 68. მეთილაკრილატი 69. მეთილამილის სპირტი 70. მეთილმეტაკრილატი 71. მონოეთანოლამინი 72. მონოიზოპროპანოლამინი 73. მონომეთილეთანოლოამინი 74. მონონიტრობენზოლი 75. მონოიზოპროპილამინი 76. აზოტის მჟავა (90%) 77. 2-ნიტროპროპანი 78. ორთონიტროტოლუოლი 79. წყალბადის ზეჟანგი  (60%-ზე მატი) 80. ნონილფენოლი 81. ნ-ოქტანოლი 82. ოლეუმი 83. მჟაუნმჟავა (10-5%) 84. ნ-პენტანი 85. ფოსფორმჟავა 86. ფტალის ანჰიდრიდი (გამლღვალი) 87. პროპიონის ანჰიდრიდი 88. ნ-პროპილის სპირტი 89. ნ-პროპილამინი 90. ოთხქლორიანი სილიციუმი 91. ნატრიუმის ბიოქრომატი 92. ნატრიუმის ჰიდროქსიდი (მწვავე ნატრი) 93. სტიროლი (მონომერი) 94. გოგირდმჟვა 95. მყარი ცხიმები 96. ტეტრაჰიდროფურანი 97. ტეტრამეთილბენზოლი 98. ოთხქლორიანი ტიტანი 99. ტოლუოლი 100. ტრიქლორეთანი 101. ტრიეთანოლამინი 102. ტრიეთილამინი 103. ვინილაცეტატი 104. ქსილოლი (იზომერების ნარევი) 105. ტეტრაჰიდრონაფთალინი 106. დიეთილენტრიამინი 107. დიმეთილფორმამიდი (ფორმიდმეთილამიდი) 108. ეთილენის ციანჰიდრიდი 109. პროპიონის ალდეჰიდი 110. პროპიონის მჟავა 111. გოგირდი (კოშტა) შენიშვნა: ის ნივთიერებები, რომლებიც არ არიან შესული ამ ცხრილში და რომელთა ტოქსიკურობაც არ არის განსაზღვრული ზიანის დასაანგარიშებლად, მიეკუთვნებიან A კატეგორიას. დანართი №6 ზღვის დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდის შემცირება მის სალიკვიდაციოდ დამბინძურებლის მიერ ჩატარებული ღონისძიებების გათვალისწინებით ამ სამუშაოებზე დახარჯული დროიდან გამომდინარე დაბინძურების სალიკვიდაციო დრო, t (სთ.) ზიანის შესამცირებელი კოეფიციენტი, Kშ          6-მდე ჩათვლით 6-ზე მეტი 12-ის ჩათვლით 12-ზე მეტი 18-ის ჩათვლით 18-ზე მეტი 24-ის ჩათვლით 24-ზე მეტი 30-ის ჩათვლით 30-ზე მეტი 36-ის ჩათვლით 36-ზე მეტი 48-ის ჩათვლით 48-ზე მეტი 60-ის ჩათვლით 60-ზე მეტი 72-ის ჩათვლით 72-ზე მეტი 84-ის ჩათვლით 84-ზე მეტი 96-ის ჩათვლით 96-ზე მეტი 108-ის ჩათვლით 108-ზე მეტი 120-ის ჩათვლით 120-ზე მეტი 132-ის ჩათვლით 132-ზე მეტი 144-ის ჩათვლით 144-ზე მეტი 156-ის ჩათვლით 156-ზე მეტი 168-ის ჩათვლით 0,800 0,650 0,500 0,463 0,434 0,412 0,388 0,364 0,346 0,331 0,320 0,310 0,301 0,293 0,287 0,280 0,275 დანართი №7 ნავთობის მასის რაოდენობა წყლის ზედაპირის 1 მ​2-ზე, რომელიც დგინდება ნავთობის აფსკის ვიზუალური შეფასებით (გასაშუალოებული მონაცემები) ნავთობის აფსკის გარე ნიშნები ნავთობის მასა (გ) ზედაპირის 1მ​2-ზე 1. სუფთა წყლის ზედაპირი (ფერადობის ნიშნების არარსებობა  სხვადასხვა განათებულობის პირობების დროს) 2. ლაქების და აფსკის არარსებობა, ცალკეული ცისარტყელისებრი ზოლები ყველაზე ხელსაყრელი განათებულობის და წყლის ზედაპირის წყნარ მდგომარეობაში ყოფნის დროს 3. ცალკეული ლაქები და ნაცრისფერი აფსკები ვერცხლისფერი ნაფიფქით წყლის ზედაპირზე წყლის ზედაპირის წყნარ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ფერადობის პირველი ნიშნების გამოჩენა 4. ლაქები და აფსკები კაშკაშა ფერადი ზოლებით სუსტი ღელვის დროს 5. ნავთობი აფსკისა და ლაქების სახით, რომელიც ფარავს წყლის ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილს, არ იშლება ღელვის დროს, ფერადობა კი გადადის მკრთალ მღვრიე-ყავისფერში 6. წყლის ზედაპირი მოცულია ნავთობის მთლიანი ფენით, რომელიც კარგად ჩანს ღელვის დროს, ფერადობა მუქი, მუქი-ყავისფერი 0 2.5 4.5 7.0 15.0 30.0  დანართი №8 ნავთობის მასა სანაპირო ზოლში ნავთობის აფსკის სხვადასხვა გარეგნული იერსახეობის მიხედვით რიგითი ნომერი დაბინძურების ხარისხი დაბინძურებული სანაპირო ზოლის გარეგნული იერსახეობა ნავთობის მასა (კგ) სანაპირო ზოლის 1 მეტრზე 1. 2. 3. მსუბუქი ზომიერი მძიმე ქვიშიან ნაპირზე შეიმჩნევა ნავთობი, ვიწრო (5-10 სმ სიგანის) კონცენტრიული ნახევარწრეების სახით, ღია-ყავისფერი ფერის. ქვიან ნაპირზე მოჩანს ნავთობის ნაღვენთები ქვიშიანი ნაპირი დაფარული არის ნავთობის აფსკით, ლაქების სახით, რომელიც მოფენილი არის ნაფლეთი ზოლების სახით. ნავთობის აფსკი და ლაქები მკრთალი, მღვრიე-ყავისფერია. ქვები და ღორღი დაფარული არის ყავისფერი, მუქი-ყავისფერი ფერის ნავთობის აფსკით ქვიშიანი ნაპირის მონაკვეთი დაფარული არის მასიური ნავთობის ფენით, რომელიც ტალღებთან შეხებისას არ იშლება. დაბინძურებული ნაპირი მუქი, მუქი-ყავისფერი ფერისაა, ღორღიანი ნაპირი დაფარული არის ნავთობის ფენით 0,2 20 50 დანართი №9 ზღვაში ბალასტური წყლების უნებართვო ჩაღვრის შემთხვევაში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების (ბაქტერიები, ჩხირები და ა.შ.) შემოტანით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დასაანგარიშებელი ცხრილი Pბალ.პათ.  (ტონა) Aბალ.პათ. (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში) 0,10 0,20 0,30 0,35 0,40 0,50 0,60 0,75 0,90 1,00 1,60 2,00 2,50 3,50 4,00 5,00 6,00 7,50 9,00 10,00 15,00 20,00 25,00 30,00 35,00 40,00 50,00 60,00 70,00 80,00 1.07 1.52 1.87 2.02 2.16 2.42 2.66 2.97 3.28 3.44 4.38 4.90 5.50 6.52 6.97 7.81 8.58 9.59 10.53 11.12 14.34 16.21 18.35 20.29 22.10 23.79 26.90 27.00 28.00 29.00       შენიშვნა: Aბალ.პათ.-ს შუალედური მნიშვნელობის (რომლებიც არ არიან ნაჩვენები ცხრილში) განსაზღვრისათვის გამოიყენება ინტერპოლაცია უახლოეს მნიშვნელობებს შორის. იმ შემთხვევაში, როდესაც Pბალ. < 0,10 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულების გამოყენებით: Aბალ.პათ. = 10.7 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში/ტ) X Pბალ. (ტ) იმ შემთხვევაში, როდესაც Pბალ. > 80,0 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: Aბალ.პათ. = 0.363 (ათასი აშშ. დოლარის ეკვ. ლარებში/ტ) X Pბალ. (ტ).