"საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №232
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, მუხლი 125) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა)პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა, მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, კანონით გათვალისწინებული წესით მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დანაშაულის, აგრეთვე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება, მომხდარი დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა; სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთქმედება იმ დანაშაულთა გამოვლენისათვის, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
გ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
დ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და გავრცობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑6 პუნქტი:
„6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.“.
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცი ული დეპარტამენტი;
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ე) საგამოძიებო დეპარტამენტი;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ზ) სამედიცინო დეპარტამენტი;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“.
4. მე-13მუხლ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
გ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
დ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ე) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
თ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;
კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ლ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხთა მომზადება;
მ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ნ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება;
ო) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ჟ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
რ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ს) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“.
5. მე-18, 181 და 182 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა გამოძიება;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 181
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საქართველოში არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 182
სამედიცინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რეფორმის ძირითადი კომპონენტების გამოცდა და მისი შემდგომი გავრცობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულებისათვის;
ბ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
გ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი;
დ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირების ამბულატორიული და სტაციონარული (გეგმური და გადაუდებელი) სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზება;
ე) უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
ვ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვისა და ანალიზის ორგანიზება. კლინიკური შეცდომების, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის ლეტალური შემთხვევების გამოვლენა, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური უზრუნველყოფა;
თ) წინადადებების შემუშავება სამედიცინო დეპარტამენტის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მედიკამენტებით, სახარჯი მასალებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით;
ი) ურთიერთობების დამყარება სამთავრობო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით;
კ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების თანამშრომელთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება, ასევე უწყების სამედიცინო მოსამსახურეთა მიერ დაკავებულ თანამდებობასთან სპეციალობის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლი;
ლ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
მ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოების ორგანიზება;
ნ) სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.“.
6. 182 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 მუხლი:
„მუხლი 183
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და განვითარება;
გ) სამინისტროს ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;
ე) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების, სამინისტროს ინტერნეტმომწოდებლებთან ურთიერთობა და ინტერნეტთან წვდომის ხარისხის კონტროლი;
ვ) სამინისტროს ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირი და გამართულად ფუნქციონირება.“.
მუხლი 2.
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე‑2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 15 ივნისიდან, ხოლო პირველი მუხლის მე‑2 პუნქტი – გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური