კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში მოთავსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.010.003.364

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №11

1998 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში მოთავსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის  ორგანული კანონის მე-8 მუხლის "ა" ქვეპუნქტის შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო    ა დ გ ე ნ ს:

1.    ბანკების მიერ მოზიდული სახსრების ანგარიშით ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვის მიზნით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა გაიზარდოს 4 პუნქტით და განისაზღვროს 16 პროცენტის ოდენობით.

2.    ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გადაანგარიშება განხორციელდეს 1 სექტემბრის ბალანსის საფუძველზე და შედეგად დამატებით სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე თანხების შეტანა დასრულდეს 1998 წლის 1 ოქტომბრამდე.

3.    1998 წლის 1 ოქტომბრიდან ბანკებმა უზრუნველყონ, ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით მოზიდული სახსრებიდან, გაანგარიშების შედეგად ეროვნულ ბანკში დამატებით შესატანი თანხის იმავე თვის 10 რიცხვამდე შეტანა, ხოლო, იმავე პერიოდისათვის მოზიდული სახსრების შემცირებისას თანხის დაბრუნება. ბანკების ზედამხედველობის სამმართველომ განახორციელოს, მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თანხების დაბრუნება წერილის მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში.

4.    ბანკების ზედამხედველობის სამმართველომ გააძლიეროს კონტროლი ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის დადგენილი ნორმის დაცვისადმი, რისთვისაც გამოიყენოს საჯარიმო სანქციები თანხების დაგვიანებით ჩარიცხვისას ვადაგადაცილების თითოეული დღისათვის ბანკს გადაახდევინოს გადასარიცხი თანხის 0,5 პროცენტი, რთული პროცენტის გადახდევინების ჩათვლით.

ეროვნული ბანკის საბჭოს

თავმჯდომარე            ი. მანაგაძე