განჩინება-სს "საქრუბენროიდი"-ს 20011 წლის 4 მაისის კრედიტორთა კრების შედეგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
(საქართველოს სახელით)
გარდაბნის რაიონული სასამართლო
2011 წლის 4 მაისი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაზარე ძირკველიშვილმა, ციური ტოროშელიძის მდივნობით, სს „საქრუბეროიდის“ დირექტორის რაული დარსალიას, სს „საქრუბეროიდის“ გაკოტრების მმართველის ვახტანგ კეკელიძის, კრედიტორების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის ნინო მუმლაძე-ბარავკოვის და შპს „ჰერაუდიტის“ დირექტორის ცაგო ლობჟანიძის მონაწილეობით განიხილა სს „საქრუბეროიდის“ გაკოტრების კრედიტორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების, სს „საქრუბეროიდის“ გაკოტრების პროცესისა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-9, 25-ე, 27-ე, 37-ე, 40-42-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცებულ იქნეს სს „საქრუბეროიდის“ 2011 წლის 04 მაისი კრედიტორთა კრებაზე კრედიტორთა კენჭისყრის შედეგები.
2. სს „საქრუბეროიდის“ სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები განაწილებულ იქნეს სს „საქრუბეროიდის“ კრედიტორთა რეესტრის მხოლოდ მეოთხე (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) რიგის მოთხოვნებზე.
3. სს „საქრუბეროიდის“ გაკოტრების პროცესი დასრულდეს.
4. დაევალოს სს „საქრუბეროიდის“ გაკოტრების მმართველს ვახტანგ კეკელიძეს სს „საქრუბეროიდის“ სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების განაწილებისთანავე წარმოადგინოს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებები.
5. სს „საქრუბეროიდის“ გაკოტრების მმართველის მიერ სს „საქრუბეროიდის“ სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების განაწილებისთანავე გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდეს და აღნიშნული საწარმოს (სს „საქრუბეროიდის“) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია გაუქმდეს.
6. სს „საქრუბეროიდის“ გაკოტრების მმართველის მიერ უზრუნველყოფილ იქნეს საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
7. აღნიშნული განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
8. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის მხარეზე გადაცემიდან 5 დღის ვადაში გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №14).
მოსამართლე ლ. ძირკველიშვილი