სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესით შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 27.05.1999
ძალის დაკარგვა 28.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/274
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).003.000589
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 31/05/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესით შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.589
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/274
1999 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესით შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონის შესაბამისად და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ თანდართული დებულება.
2. დაევალოს სამინისტროს:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ თანდართული დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნება.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმების მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს:
ა) 1997 წლის 14 ნოემბრის №1-3/687 ბრძანება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე";
ბ) 1998 წლის 15 სექტემბრის №1-3/612 ბრძანება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ".
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქ-ნ ი. ქავთარაძეს და მინისტრის მოადგილეს ბ-ნ მ. გაბუნიას.
მ. უკლება
ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის
წ ე ს ი
1. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის და "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის VI თავის, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული ობიექტები ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება.
3. ქალაქ თბილისისა და იმ ქალაქების მერიებისათვის, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში, რაიონული გამგეობებისათვის, სახელმწიფო საკუთრების ობიექტების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან შეთანხმებით ქალაქ თბილისისა და იმ ქალაქების მერიების, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში, აგრეთვე რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე. სახელმწიფო საკუთრების ობიექტების გადაცემის მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანხმობა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შემავალი ქალაქების მერიებისა და რაიონული გამგეობისათვის სახელმწიფო საკუთრების ობიექტების გადაცემის მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თანხმობა.
4. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის შესახებ ქალაქ თბილისისა და იმ ქალაქების მერიების, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში, რაიონის გამგეობების მოთხოვნას, როგორც წესი, თან უნდა ერთოდეს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტის ეფექტიანად გამოყენების ბიზნესგეგმა, მისი მომგებიანად ამუშავებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის გეგმა-გრაფიკი და საბანკო გარანტიები ან ფინანსური უზრუნველყოფის შესაბამისი დოკუმენტები, დამოუკიდებელი აუდიტის სათანადო დასკვნასთან ერთად.
5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის იმ ქალაქების მერიებისათვის, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში, აგრეთვე რაიონული გამგეობებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 2 თვეში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში შემოსული შესაბამისი წინადადების რეგისტრაციის დღიდან.
6. რაიონული გამგეობები, ქონების მათ საკუთრებაში გადაცემიდან სამ თვეში განსაზღვრავენ და იღებენ გადაწყვეტილებას საერთო რაიონული, რაიონში შემავალი საქალაქო, სადაბო, სათემო, სასოფლო თვითმმართველობისათვის გადასაცემი ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ ამ წესის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
7. ქალაქ თბილისის, იმ ქალაქების მერიების, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში, რაიონული გამგეობების და მათში შემავალი საქალაქო, სადაბო, სათემო, სასოფლო თვითმმართველობისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.
8. ქალაქ თბილისის, იმ ქალაქების მერიების, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში და რაიონული გამგეობებისათვის სახელმწიფო საკუთრების ობიექტების გადაცემის სადავო საკითხები განიხილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
9. რაიონული გამგეობებისათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრების ობიექტებიდან საერთო რაიონული, რაიონში შემავალი საქალაქო, სადაბო, სათემო, სასოფლო თვითმმართველობისათვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული სადავო საკითხები რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით.
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ
მუხლი 1🔗.ზოგადი ნაწილი
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის № 487 ბრძანებულებით დამტკიცებული "საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების" მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის), პირობების წესსა და ვადებს.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას განეკუთვნება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები (მათ ბალანსზე რიცხული ქონებით), რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ფლობით, სარგებლობით და განკარგვით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები;
ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით - უზუფრუქტი (სასყიდლიანი და უსასყიდლო), ქირავნობა, იჯარა, თხოვება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო შესაბამის სამინისტროებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოსთან ან დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება.
5. სახელმწიფო ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებაზე - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის უფლება შესაძლებელია გადასცეს თავის ტერიტორიულ ორგანოს.
6. სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გაცემისათვის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომლებიც თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის საკონკურსო საფუძველზე, განხილვის შემდგომ ღებულობენ გადაწყვეტილებას მისი ვადიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
7. სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გაცემის ვადას განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, მოქმედი კანონომდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გაცემის ფორმები, ქირა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით:
ა) უზუფრუქტი;
ბ) ქირავნობა;
გ) იჯარა;
დ) თხოვება.
2. წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაცემულ იქნეს ვადიან სარგებლობაში, სასყიდლით (სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა) ან უსასყიდლოდ (თხოვება, უსასყიდლო უზუფრუქტი).
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობა დგინდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ფორმების მიხედვით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის თანხა ჩარიცხული უნდა იქნეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს ანგარიშზე, ხოლო მისი განაწილება ხორციელდება პრივატიზებიდან შემოსული თანხების განაწილების წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ფორმით ვადიან სარგებლობაში გაცემის ორგანიზება
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის უფლებით გაიცემა მხოლოდ კონკურსის ფორმით, "სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ფორმით გადაცემის მიზანია ზემოაღნიშნული ქონების წინამდებარე დებულების 1-ლი მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
3. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმის მიხედვით კონკურსი შეიძლება იყოს მხოლოდ კომერციული.
4. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემისათვის დაწესებული ქირის მაქსიმალური ფასის გადახდა.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გაცემაზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო წინამდებარე დებულების 1-ლი მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ, კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 4 თვით ადრე "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-9 მუხლის, 1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით უზრუნველყოფს.
ა) ინფორმაციის გამოქვეყნებას ცენტრალურ ან ადგილობრივ პრესაში, მათ შორის, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში";
ბ) ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტის ქსელით;
გ) ინფორმაციის დაგზავნას საქართველოს საელჩოებზე უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებზე საქართველოში.
2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის პირობებს;
ბ) წინამდებარე დებულების 1-ლი მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის დაწესებული ქირის საწყის ფასს და გადახდის გრაფიკს;
გ) სახელმწიფო ქონების დასახელებას და მისამართს;
დ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას;
ე) "ბე"-ს სიდიდეს (რომლის ოდენობას განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო);
ვ) საკონკურსო კომისიის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შემცველ კონვერტის გახსნის თარიღს, დროს და ადგილს;
თ) გასაცემი ქონების მიერ დაკავებულ მიწის ფართობის სიდიდეს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობათა დახასიათებას;
ი) დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს.
3. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს წინამდებარე დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით გასაცემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას.
5. საკონკურსო კომისია იღებს და ატარებს რეგისტრაციაში კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს.
6. მონაცემები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომლებმაც წარმოადგინეს განაცხადები კონკურსში მონაწილეობაზე, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას კონკურსის დაწყების მომენტამდე.
7. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ საკონკურსო კომისია გადასცემს შეჯამებულ ოქმს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც 10 დღის ვადაში ამტკიცებს შედეგებს.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უზუფრუქტის ფორმით გაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უზუფრუქტის ფორმით გაცემა ითვალისწინებს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე. უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების გაქირავება ან იჯარით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება უზუფრუქტის ფორმით საკონკურსო საწყისების გარეშე უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ იურიდიულ პირებს და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან და არ წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის საფუძველზე.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ხორციელდება საკონკურსო საწყისებზე (კონკურსი), რაზედაც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ადგენს გადაცემის ვადას და პირობებს.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც გადაცემულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხელშეკრულების დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ქონების ბალანსმფლობელს იმ პირობებით, რომელთაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება უზუფრუქტის შესახებ.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ფორმით გაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ფორმით გაცემა ითვალისწინებს მის გადაცემას ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის განსაზღვრული ვადით ფასიან სარგებლობაში.
2. ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შეიძლება გაიცეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მხოლოდ საკონკურსო საწყისებზე (კონკურსი).
3. სახელმწიფო ქონების ქირავნობის ფორმით გაცემისათვის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის საკონკურსო საფუძველზე განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ქირავნობის ფორმით გაცემის შესახებ.
4. სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია გადასცეს დამქირავებელს გასაქირავებელი ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში .
ქონების ვარგისიანობა დგინდება სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ქონების მესაკუთრის) და აღნიშნული ქონების ქირავნობის ფორმით მიმღების მიერ ურთიერთშეთანხმებით, ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
5. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და დამქირავებელს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს მისი მოქმედების ვადა, ქირის ოდენობა, ქირის გადახდის პირობები, გამქირავებლისა და დამქირავებლის უფლება-მოვალებანი.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ქონება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა).
7. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას.
8. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში.
9. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, არა უგვიანეს 2 თვისა, დამქირავებელს შეუძლია ისარგებლოს ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების ვადის გარკვეული ვადით გაგრძელების უპირატესი უფლებით, სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემა ითვალისწინებს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემას დროებით სარგებლობაში კონკურსის ფორმით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გაცემის დროს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა.
3. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გასცეს მეიჯარის თანხმობით.
4. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის (მეიჯარისათვის) მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
5. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისადმი მიყენებული სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თხოვების ფორმით გაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თხოვების ფორმით გაცემა ითვალისწინებს მის გადაცემას დროებით უსასყიდლო სარგებლობაში.
2. თხოვების უფლებით შეიძლება ისარგებლონ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან და არ წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
3. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო უფლებას იტოვებს ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნების უფლება.
მუხლი 9🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორაგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემაზე ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2. სახელმწიფო ქონებაზე წინამდებარე დებულების 1-ლი მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებაზე გამარჯვებულს შეტანილი "ბე" ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო დანარჩენ კონკურსში მონაწილეებს "ბე" უბრუნდებათ მისი შეტანის ქვითრის წარდგენის შემდეგ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. ხელშეკრულების გაფორმების დღიდან გამარჯვებული ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
4. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დასახელება და მისამართი;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიმღების შესახებ;
გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ფასი;
დ) დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე;
ე) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ვ) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონკურსით გაცემული ქონების პირობებს, ვადებს და ამ დებულების მე-10 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს.
6. სახელმწიფო ქონება, რომელიც გაიცემა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წინამდებარე დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით, აღირიცხება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრში.
7. სახელმწიფო ქონებაზე წინამდებარე დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსაგან გადაეცემა გამარჯვებულს სანოტარო წესით დამოწმებული სათანადო ხელშეკრულებით. ამასთან, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარება გამარჯვებულის მიერ.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის (სასყიდლიანი და უსასყიდლო), ქირავნობის, იჯარის, თხოვების ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის პირობებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაცია წარუდგინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კონკურსში გამრჯვებულს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაყიდოს, გაცვალოს, გააქირავოს, იჯარით გასცეს, გირაოში ჩადოს გაცემული ქონება. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მიმღები პირი ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ჯარიმდება კონკურსის შედეგად დადგენილი ქონების ღირებულების თანხის 10% -ით.
4. საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, სახელმწიფო ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.
მუხლი 14🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
1. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის) განიხილავს სასამართლო.