⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.12.2006)
გაუქმებულია:

„კვების პროდუქტების ექსპერტიზის ჩატარების წესის” დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 13.09.2002
ძალის დაკარგვა 14.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-124
სარეგისტრაციო კოდი 300390000.11(1).130.005488
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 25/09/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,568 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2002 მიღება
14.12.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
$ პროდუქტის დასახელება
ნიმუშების სრული დასახელება
რაოდენობა ღირებულება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„კვების პროდუქტების ექსპერტიზის ჩატარების წესის” დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:GEO-Kolkhetnusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"GEO-Kolkhetnusx","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 42.55pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 42.55pt 70.9pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.113.005.488 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-124 2002 წლის 13 სექტემბერი ქ. თბილისი „კვების პროდუქტების ექსპერტიზის ჩატარების წესის” დამტკიცების თაობაზე „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 20 სექტემბრის № 381 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული “კვების პროდუქტების ექსპერტიზის ჩატარების წესი”. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დ. გრიგოლიას დ. კირვალიძე კვების პროდუქტების ექსპერტიზის ჩატარების წესი თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს წესი მომზადებულია „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 20 სექტემბრის №381 ბრძანებულების, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №2-10 ბრძანების საფუძველზე.     მუხლი 2🔗 ეს წესი არეგულირებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში– სამსახური) მიერ კვების პროდუქტების ექსპერტიზის სამუშაოთა ორგანიზებისა და ჩატარების პროცედურებს.     მუხლი 3🔗 1. ამ წესში გამოყენებულ ცნებებს, თუ განსაკუთრებული მითითება არ არის, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „სტანდარტიზაციის შესახებ“ და „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით №302/ნ დამტკიცებულ ნორმატიულ აქტში „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი. სანწდან 2.3.2.000-00“. 2. ქვემოთ მოცემულ ცნებებს ამ წესისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კვების პროდუქტები (შემდგომში –  პროდუქტები) – სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, (ნედლეული), მზა კვების პროდუქტები, თამბაქოს ნაწარმი; ბ) პროდუქტების ექსპერტიზა (შემდგომში – ექსპერტიზა) – პროდუქტების თვისებების მახასიათებლების (ხარისხის) და თანმხლები დოკუმენტაციის გამოკვლევა, ანალიზი, შეფასება და საექსპერტო დასკვნის გაცემა სპეციალური ხერხებისა და მეთოდების გამოყენებით (მათ შორის მოქმედი სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების და გამოცდის (ტესტირების) მეშვეობით); გ) გამოცდა (ტესტირება) – დაწესებული პროცედურების შესაბამისად ჩატარებული ტექნიკური ოპერაცია, პროდუქტის ერთი ან რამდენიმე მახასიათებლის დასადგენად. დ) ექსპერტი – სამსახურის მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომელი (სპეციალისტი), რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და შეუძლია ექსპერტიზის სამუშაოების ჩატარება; ე) საექსპერტო დასკვნა – ექსპერტის მიერ მომზადებული და გაცემული დოკუმენტი ექსპერტიზის შედეგების შესახებ.     თავი II. ექსპერტიზის სახეები და პროცედურები     მუხლი 4🔗 1. ექსპერტიზის სახეებია: ა) სახელმწიფო ექსპერტიზა – სასამართლოების, სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების დავალებით, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირების მომართვის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზა; ბ) დამოუკიდებელი ექსპერტიზა – სამსახურის თანამშრომლების მიერ შეძენილი ნიმუშ(ებ)ის ექსპერტიზა. 2. სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებისას სახელმწიფო მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება „სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. დამოუკიდებელი ექსპერტიზა ტარდება სამსახურისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.     მუხლი 5🔗 1. სახელმწიფო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზა ტარდება იურიდიული და ფიზიკური პირების მომართვის საფუძველზე და მომართვების მოთხოვნათა ფარგლებში განსაზღვრულ სამუშაოთა შესაბამისად. ექსპერტიზის შედეგად გაცემული საექსპერტო დასკვნა გამოიყენება დამკვეთის მიერ. 3. დამოუკიდებელი ექსპერტიზა ტარდება სამინისტროს დავალებით და სამსახურის ინიციატივით, კონკრეტული სახის პროდუქტის ან პროდუქტთა ჯგუფური ასორტიმენტის მიხედვით სამომხმარებლო ბაზარზე შექმნილი სიტუაციის ანალიზის, შეფასებისა და პროგნოზის მომზადების მიზნით.     მუხლი 6🔗 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთად მომართვების და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე პროდუქტების ხარისხის კონტროლში სამსახურის მონაწილეობისას, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირის მომართვის საფუძველზე, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარებისათვის ნიმუშების აღება ხდება „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლი 10🔗) დადგენილი სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად და ფორმდება აქტით (დანართი 1). 2. სამსახურის მიერ ნიმუშების შეძენა ფორმდება აქტით (დანართი 2). 3. ექსპერტიზის შედეგები ფორმდება საექსპერტო დასკვნით (დანართი 3). 4. ექსპერტიზის დროს ჩატარებული გამოცდის (ტესტირების) შედეგები ფორმდება ოქმით (დანართი 4). 5. ექსპერტიზისათვის გამოყენებული პროდუქტების ნიმუშების ჩამოწერა, შემდგომი გამოყენება ან განადგურება ხდება კონკრეტული სახის პროდუქტზე მოქმედი სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტის შესაბამისად.     მუხლი 7🔗 სამსახური და ექსპერტი პასუხისმგებელია ექსპერტიზის შედეგების ობიექტურობასა და სიზუსტეზე კანონმდებლობის შესაბამისად. თავი III. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 8🔗 სამსახურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗 ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗 ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს „სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. დანართი 1 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური ნიმუშის აღების აქტი № „---“ ----------- 200 წელი                                                                                          ქ. თბილისი „------------“ საათი კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა ----------------------------------------------------------------------  თანამდებობა, გვარი, სახელი ---------------------------------------------------------------------------------------  თანამდებობა, გვარი, სახელი და ------------------------------------------------ მონაწილეობით (თანდასწრებით)  თანამდებობა, გვარი, სახელი ---------------------------------------------------------------------------------------  მეწარმე სუბიექტის დასახელება, მისამართი, ხელმძღვანელის გვარი, სახელი და სხვა რეკვიზიტები მოვახდინეთ ნიმუშების აღება ნორმატიული დოკუმენტის --------------------------                                                                                დასახელება მოთხოვნათა შესაბამისობის შესამოწმებლად. ნიმუშები აღებულია ნორმატიული დოკუმენტის ------------------------------------------------------------- მიხედვით  დასახელება $ პროდუქტის დასახელება დამამზადებელი, მომწოდებელი ზომის ერთეული პარტიის რაოდენობა დამზადების თარიღი ნიმუშის რაოდენობა 1 2 3 4 5 6 7 ნიმუშები დალუქულია (შეფუთულია) და გაგზავნილია სამსახურის კვების პროდუქტების ტესტირებისა და ექსპერტიზის ცენტრალურ ლაბორატორიაში. პროდუქტის იმ პარტიის რეალიზაცია, რომლიდანაც აღებული იქნა ნიმუშები, ექსპერტიზის შედეგების მიღებამდე აკრძალულია სამსახურის წარმომადგენელი                     მონაწილე ან დამსწრე პირები  გვარი, სახელი, ხელმოწერა                           გვარი, სახელი, ხელმოწერა -------------------------------- --------------------------------- -------------------------------- --------------------------------- ------------------------------- --------------------------------- ნიმუშები -------------------------------რაოდენობით მივიღე ექსპერტიზის ​დასახელება  ჩასატარებლად ----------------------------- -------------------------------------  თარიღი, დრო                                         გვარი, სახელი, ხელმოწერა დანართი 2 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური ნიმუშების შეძენის აქტი № „---“ ----------- 200 წელი                                                                                            ქ. თბილისი „------------“ საათი კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა ----------------------------------------------------------------------  თანამდებობა, გვარი, სახელი შევიძინეთ სარეალიზაციოდ მზა პროდუქციის ნიმუშები ---------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------  (სავაჭრო ობიექტების, საწარმოების და ა.შ. დასახელება, მისამართი, ხელმძღვანელის გვარი, სახელი და სხვა რეკვიზიტები) ნიმუშები შეძენილია -----------------------------------------------------------------  (სავაჭრო ობიექტის, საწარმოს და ა.შ. დასახელება) წარმომადგენლების --------------------------------------------------------------- -- -------------------------------------------------მონაწილეობით (თანდასწრებით)  (თანამდებობა, გვარი, სახელი) ნორმატიული დოკუმენტის ------------------------------------------ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრისათვის                                ​დასახელება № ნიმუშების სრული დასახელება ზომის ერთეული და ფასი შეძენილი ნიმუშების დამატებითი მონაცემები ­) რაოდენობა ღირებულება 1 2 3 4 5 6 ­) დამატებით მონაცემებში (საჭიროების შემთხვევაში) აისახება ნიმუშების რეალიზაციის (შენახვის) პირობები, კონკრეტული სახის პროდუქციით ვაჭრობის წესების მოთხოვნებთან შესაბამისობა და სხვა მონაცემები ნიმუშები დალუქულია (შეფუთულია) და გაგზავნილია სამსახურის კვების პროდუქტების ტესტირებისა და ექსპერტიზის ცენტრალურ ლაბორატორიაში. სამსახურის წარმომადგენლები:                    1.                    2.                    3. ნიმუშების შესყიდვას დავესწარი:                    1.                    2.               „---“ ------------------- 200 წ. პროდუქციის ---------------------------------------------------------------  დასახელება ნიმუში ----------------------------------- რაოდენობით გამოცდების ჩასატარებლად  ზომის ერთეული მიღებულია „---“------------------- 200 წ. „-----“ საათზე. ლაბორატორიის წარმომადგენელი-----------------------------------------               თანამდებობა, გვარი, სახელი ---------------------------------------------------------------------------------------                                                                    ხელმოწერა  დანართი 3 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური საექსპერტო დასკვნა № ქ. თბილისი, 380086, მინდელის ქ. № 5200 წ. 1. ექსპერტიზის დამკვეთი და მისი მისამართი. 2. ექსპერტის სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, თანამდებობა. 3. ექსპერტის გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. 4. ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი. რა მასალები გამოიყენა ექსპერტმა, რა ნიმუშები, პროცესები და დოკუმენტები გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა. 5. პასუხები ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვებზე. 6. დანართები, რომლებიც ადასტურებენ საექსპერტო დასკვნას. ექსპერტიზის დაწყების თარიღი ექსპერტიზის დამთავრების თარიღი „---- “--------------“ 200 წ. „----“ „--------------“ 200 წ.  ექსპერტი ------------------------------  ​გვარი, სახელი, ხელმოწერა  რეგისტრირებულია კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და  მონიტორინგის სამსახურში „----“ „--------------“ 200 წ. ​  (ბეჭდის ადგილი) დანართი 4 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური კვების პროდუქტების ტესტირებისა და ექსპერტიზის ცენტრალური ლაბორატორია ქ. თბილისი, 380086, მინდელის ქ. №5 200 წ. ტელ.: 32 14 35 გამოცდის ოქმი № 1.  ნიმუშის აღწერა: ლაბორატორიაში შემოსვლის თარიღი – გამოცდის დაწყების თარიღი – გამოცდის დამთავრების თარიღი – დამკვეთი – 2. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები 3. ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები 4. ტოქსიკური ელემენტები და მიკრომინარევები 5. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები 6. სხვა მონაცემები ოქმის გაცემის თარიღი 200 წ. ხელის მოწერა: