⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.11.2006)
გაუქმებულია:

ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.09.2002
ძალის დაკარგვა 17.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №297
სარეგისტრაციო კოდი 090040070.11(1).170.005499
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 25/09/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,344 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2002 მიღება
17.11.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:28.35pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoMessageHeader, li.MsoMessageHeader, div.MsoMessageHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-56.7pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; background:white; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:76.5pt 64.35pt 81.0pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.040.070.11.117.005.499 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №297 2002 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღების და შენახვის თანდართული წესები. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. გოგიაშვილი ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის პირობებს.     მუხლი 2🔗. ქონებაზე ყადაღის დადება 1. ქონებაზე ყადაღის დადება არის გირავნობის უფლების რეალიზაცია და ნიშნავს გადასახადის გადამხდელის ქონების აღწერას, ქონების განკარგვის (გადამხდელის მიერ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების) აკრძალვის გამოცხადებას და ქონების შესანახად გადაცემას. 2. დაყადაღებას ახორციელებს ის საგადასახადო ინსპექცია, სადაც მოვალე რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად. ყადაღის დადება ხდება მხოლოდ იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოვალის საკუთრებად. 3. ყადაღის დადება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ფორმდება საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბრძანებით და ძალაში შედის მოვალისათვის კანონით დადაგენილი წესით გაცნობისთანავე. 4. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ და მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ყველა გარიგება. 5. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში. 6. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების აქტი იგზავნება საჯარო რეესტრში. 7. ფული, ფასიანი ქაღალები და ფასიანი ნივთები ამოიღება საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის მიერ სპეციალურ საკანში შესანახავად, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული ნივთები რჩება მოვალესთან, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით.     მუხლი 3🔗. შეტყობინება ყადაღის დადების შესახებ 1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადაუხდელი თანხის (რომელიც აღიარებულია გადასახადის გადამხდელის მიერ ან დადაგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით) გადახდევინების მიზნით ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის ქონებას წარმოქმნილი გირავნობის უფლების ფარგლებში, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რის შესახებაც წერილობით უნდა შეატყობინოს მოვალეს არანაკლებ 30 დღით ადრე. 2. გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) გადასახადის გადამხდელის გვარს და სახელს (ან დასახელებას); გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს; გ) შეტყობინების თარიღს; დ) დაბეგვრის ობიექტს; ე) დარიცხვის საფუძველს, დარიცხული გადასახადისა და საჯარიმო სანქციების თანხას; ვ) გადასახადის გადახდის მოთხოვნასა და ვადებს; ზ) გადასახადის გადახდის ადგილს და წესს; თ) მითითებას, რომ ქონების დაყადაღება მოხდება შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღეში; ი) გასაჩივრების კანონით დადგენილ წესს. 3. ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს 7 დღისა, გარდა იმ შეთხვევებისა, როდესაც მოვალეს შეტყობინება არ მიუღია. 4. შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება საგადასახადო ორგანოს.     მუხლი 4🔗. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი 1. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში უნდა აღინიშნოს: ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი; ბ) დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ინსპექციის დასახელება, საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის სახელი, გვარი და ის პირები, რომლებიც დაესწრნენ აქტის შედგენას; გ) მოვალის რეკვიზიტები – სახელი, გვარი, მისამართი, (იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, ადგილსამყოფელი), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (წონა, მეტრაჟი, ცვეთა და სხვა); ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება; ვ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული და მათზე დადებული ლუქების რაოდენობა და აღწერილობა; ზ) იმ პირის დასახელება, ვისაც ქონება გადაეცა შესანახად და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა; თ) რომ მოვალესა და ქონების შემნახველს განემარტათ მათი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი; ი) მითითება, რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ საგადასახადო ინსპექციის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; კ) საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის, მოვალის, აღწერის დამსწრე პირების შენიშვნები. 2. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ დაყადაღებას. ზემოხსენებული პირების მიერ აქტის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 3. თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავის უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის სიაში და კეთდება აღნიშვნა. 4. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნის შესაბამისად, დაყადაღების პროცესის დროს, საგადასახადო ინსპექციის საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საგანგებო ლეგიონი.     მუხლი 5🔗. შეფასება 1. ყადაღადადებული ნივთები ფასდება საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის მიერ საბაზრო ფასებით. 2. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას, თუ ცალკეული საგნების შეფასება შეუძლებელია, მოიწვევა ექსპერტი ან აუდიტი. 3. თითოეული დაყადაღებული ნივთის საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.     მუხლი 6🔗. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას 1. ყადაღას არ ექვემდებარება: ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისათვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის; ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა; გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით – ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა; დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის; ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.     მუხლი 7🔗. ქონების დაუყოვნებლივ დაყადაღება 1. თუ საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, მას შეუძლია მოითხოვოს გადასახადის დაუყოვნებლივ გადახდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის ქონებას წარმოქმნილი დავალიანების გირავნობის უფლების ფარგლებში. ეს გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს სასამართლოს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ამ ვადაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ყადაღის დადების შესახებ, ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება. 2. საგადასახადო ორგანომ შეიძლება მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, თუ: ა) გადასახადის გადამხდელი მალავს ქონებას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად. ბ) გადასახადის გადამხდელი ემზადება ქვეყნის დასატოვებლად ისე, რომ არ ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და არ ახორციელებს არავითარ ღონისძიებებს ამ მიმართულებით. გ) გადამხდელი ცდილობს გამოცხადდეს გაკოტრებულად; დ) გადამხდელს ერიცხება ვადაგადაცილებული დავალიანება, 4000 ლარზე მეტი აქვს მფლობელობაში და არ ახორციელებს ღონისძიებებს დავალიანების დასაფარავად.     მუხლი 8🔗. ყადაღის მოხსნა საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა მოხსნილად ითვლება, თუ გადასახადის გადამხდელმა დავალიანება სრულად დაფარა-დავალიანების დაფარვისთანავე.