იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.10.2006
ძალის დაკარგვა 12.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 010170300.02(2).029.009420
გამოქვეყნების წყარო სსმ, 138, 02/10/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,353 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2006 მიღება
12.11.2007 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.009.420 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №127 2006 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი (დანართი №1). 2. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმა (დანართი №2) და მოწმობის შესახებ დებულება (დანართი №3). 3. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ანკეტის ფორმა (დანართი №4). 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანება ,,იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ“. 5. ბათილად იქნეს ცნობილი ,,იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 14 აგვისტოს №103 ბრძანება, ,,იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 14 აგვისტოს №104 ბრძანება, ,,იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 14 აგვისტოს №105 ბრძანება და მათი მოქმედება შეწყდეს ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 15 აგვისტოდან წარმოქმნილ ურთიერთობებზე. გ. ხევიაშვილი დანართი №1 იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი (შემდგომში – წესი) გამომდინარეობს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დევნილი – იძულებით გადაადგილებული პირი; ბ) განმცხადებელი – დაინტერესებული პირი, რომელიც მიმართავს სამინისტროს დევნილის სტატუ-სის მინიჭების მოთხოვნით; გ) სამინისტრო – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; დ) მინისტრი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი; ე) დეპარტამენტი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი; ვ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებით განსაზღვრული ტერიტორიული ორგანოები. 3. დევნილის სტატუსი ენიჭება პირს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობისას. 4. დაუშვებელია რაიმე სახის გადასახდელის დაწესება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით. 5. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 2🔗. დევნილად ცნობა და დევნილის სტატუსის მინიჭება 1. პირი დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. 2. განცხადება მიღებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 3. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სამინისტროს ან სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობას და დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართს; გ) მოთხოვნას დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების (დოკუმენტების) ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 4. განცხადებაში უნდა აისახოს, რომ პირი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ასევე, გარემოებები, რომელთა დადგომის შედეგად იგი იძულებული იყო დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 5. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) დევნილის შეხედულებისამებრ საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში), რომლებიც იწვევენ საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლში მოცემულ გარემოებებს. 6. დაუშვებელია რაიმე სახის საბუთის ან ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არ არის დაკავშირებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლში განსაზღვრულ გარემოებებთან. 7. ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის სახელით განცხადებით მიმართვის უფლებამოსილება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს. 8. ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, ბავშვის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს მიმართავს ბავშვის მშობელი (მშობლები). 9. ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის (მშობლების) დევნილის მოწმობა და მშობლების თანხმობა ბავშვისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) არის დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და განცხადებაში ითხოვს ბავშვისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, როგორც მშობლის (მშობლების), ასევე ბავშვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება ერთობლივად. 10. სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება და მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. 11. პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება ჩაუტარდეს გასაუბრება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირის დევნილად ცნობის საფუძვლებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ პირი დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართავს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, მას გასაუბრება შეიძლება ჩაუტარდეს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 12. იკრძალება დევნილთან გასაუბრების დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენება. 13. სამინისტრო განცხადების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და წყვეტს საკითხს პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 14. გადაწყვეტილებას პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იღებს დეპარტამენტი. 15. პირი რეგისტრირებული იქნება დევნილის სტატუსის მაძიებლად, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ იგი ,,იძულებით გადაადგილე-ბულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში მითითებული მიზეზების გამო იძულებული იქნა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 16. დევნილის სტატუსის მაძიებელ პირზე გაიცემა ცნობა. დევნილის სტატუსის მაძიებლის ცნობის გაცემას უზრუნველყოფს დეპარტამენტი. 17. დევნილის სტატუსის მაძიებლად პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს ეცნობება წერილობით გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. 18. პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობის ან დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა შეწყდება, თუ: ა) პირმა უარი განაცხადა დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობაზე ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; ბ) აღმოიფხვრა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის პირველ მუხლში გათვალისწინებული პირის იძულებით გადაადგილების მიზეზები და შესაბამის ტერიტორიაზე აღსდგა საქართველოს იურისდიქცია; გ) პირი გარდაიცვალა; დ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა; ე) განცხადება შეიტანა ქმედუუნარო პირმა. 19. დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობაზე ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ: ა) არ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი აკმაყოფილებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; გ) პირს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და მუდმივ საცხოვრებლად გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. 20. იმ შემთხვევაში, თუ პირის განცხადება არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-7 და მე-9 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. ხარვეზის გასწორების ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღე-ზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მოითხოვს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის გაგრძელებას, დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით უფლებამოსილია გაუგრძელოს ხარვეზის გამოსწორების ვადა. 21. დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობაზე ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირისათვის უარის თქმის შემთხვევაში, პირს ახალი განცხადებით სამინისტროსადმი მიმართვის უფლება აქვს, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო პირისათვის უარის თქმას, შეიცვალა და არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებანი, რომლებიც იწვევენ საფუძვლიან ვარაუდს, რომ პირი აკმაყოფილებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ პირობებს. 22. დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ახორცილებს დეპარტამენტი. 23. დეპარტამენტი უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას, ახორციელებს პირთან გასაუბრებას და მის ფოტოგრაფირებას. 24. ფოტოგრაფირებას არ ექვემდებარება 6 წლამდე ასაკის ბავშვი. 25. დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას და იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 26. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საკითხის გადაწყვეტის სირთულიდან გამომდინარე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას სარეკომენდაციო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნის მომზადებას იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 27. დეპარტამენტი გადაწყვეტილებას პირისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს აცნობებს წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. 28. დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე მასზე ივსება ანკეტა და ეძლევა დევნილის მოწმობა. 29. დევნილის ანკეტის შევსებას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. დევნილის ანკეტაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: დევნილის სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, დევნილის პირადი და სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე, დროებითი საცხოვრებელი ადგილი, განსახლების ფორმა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, პროფესია, წარმოდგენილი დოკუმენტები და მათი რეკვიზიტები. 30. დევნილის ანკეტაში მიეთითება მისი შევსების თარიღი და ადგილი. დევნილის ანკეტას ხელს აწერს ანკეტის შემვსები პირი და დევნილი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ანკეტაში შეტანილი უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია ცვლილებისა და დამატებების შესახებ. პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, პირადი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. ანკეტას დაესმება სამინისტროს შესაბამისი ბეჭედი. 31. დევნილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემები, რომლებიც სამინისტროს გააჩნია დევნილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას. 32. დევნილის მოწმობა ადასტურებს პირის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტს ,,იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად. 33. დევნილის მოწმობის ფორმა და მოწმობის შესახებ დებულება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.  34. დევნილის მოწმობა გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე. თითოეულ დევნილს სამინისტროს მიერ ენიჭება დევნილის პირადი ნომერი და სარეგისტრაციო ნომერი.  35. დევნილის მოწმობის მიღების უფლება აქვს უშუალოდ დევნილის მოწმობის მფლობელს, ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს. დაუშვებელია სხვა პირზე დევნილის მოწმობის გაცემა. დევნილი, ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის (დევნილის) შემთხვევაში – მისი კანონიერ წარმომადგენელი ხელს აწერს დევნილის მოწმობას და მის მიღებას ადასტურებს დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში ხელმოწერით. 36. დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ პერსონალური (საიდენტიფიკაციო) ხასიათის მონაცემებში. 37. დევნილზე სამინისტროში არსებული არასრული პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების არსებობის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას ამ მონაცემების შევსება.     მუხლი 3🔗. დევნილად ცნობა და დევნილის სტატუსის მინიჭება მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს 1. ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისათვის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტი. 3. მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს სტატუსის მინიჭება ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირთან გასაუბრების საფუძველზე. თუ პირს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მისი ნამდვილობა ეჭვს იწვევს, პირის ვინაობის დადგენას ახდენს ვინაობის დამდგენი კომისია, მიმართვიდან 3 დღის ვადაში. 4. დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ხდება პიროვნების ფოტოგრაფირება (გარდა 6 წლამდე ასაკის დევნილისა), ივსება დევნილის ანკეტა და ეძლევა დევნილის მოწმობა.     მუხლი 4🔗. დევნილთა რეგისტრაციის წესი 1. დევნილთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დეპარტამენტის და მინისტრის ბრძანებით შექმნილი სარეგისტრაციო კომისიების მეშვეობით. კომისიის წევრები, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა, შეიძლება იყვნენ მოწვეული პირებიც. 2. დევნილთა რეგისტრაციის პროცესში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ საქართველოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. 3. დევნილთა რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესის კოორდინაციას ახორციელებს დეპარტამენტი. 4. დეპარტამენტი დევნილთა რეგისტრაციისას დევნილის მოწმობებს, დევნილთა სიებს და დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალს გადასცემს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ (პასუხისმგებელ) პირს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გადაცემა ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უფლებამოსილი პირი. 6. დევნილთა რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აქტში მითითებული უნდა იყოს რეგისტრაციის ადგილი, თარიღი და რეგისტრაციის გავლის ვადა, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ დროებით გასულ დევნილთა რეგისტრაციის ვადები და ადგილები. რეგისტრაციის გავლის უფლება აქვს დევნილის სტატუსის მქონე პირს. 7. რეგისტრაციის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა მოხდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 8. დევნილთა რეგისტრაციის დროს ხდება მოწმობის გამოცვლა. 9. მოწმობის გამოცვლა ხორციელდება: ა) სამინისტროს მიერ დევნილის მოწმობის ახალი ნიმუშის დამტკიცების შემთხვევაში; ბ) დევნილის 6 და 16 წლის ასაკის მიღწევისთანავე, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების-თანავე. 10. რეგისტრაციის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას მოწმობის გამოცვლა ხდება ერთი თვის ვადაში. 12. დევნილი ითვლება რეგისტრირებულად, თუ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვადაში, დადგენილი წესით გამოცვლის მოწმობას. 13. თუ დევნილმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყოფნა და სხვ.) ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დევნილის მოთხოვნით, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილზე მისვლით გადაწყვიტოს დევნილის რეგისტრაციის საკითხი. 14. დაუშვებელია დევნილის მოწმობის გამოცვლა პირზე, რომლის შესახებ სამინისტროს არ გააჩნია შემდეგი პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემები და დოკუმენტები: ა) ფოტოსურათი (ფოტოსურათი არ სჭირდება 6-წლამდე ასაკის დევნილს); ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი (არასრულწლოვანი დევნილის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ქსეროასლი; საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობა); გ) შესაბამისი ანკეტა. 15. პირადობის მოწმობის (ბინადრობის მოწმობის) და დაბადების მოწმობის ქსეროასლები წარმოდგენილი უნდა იყოს დედანთან ერთად. 16. დევნილი ვალდებულია რეგისტრაციის დროს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვადებში და დადგენილი წესით წარუდგინოს სამინისტროს უფლებამოსილ პირს ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები და გაიაროს ფოტოგრაფირების პროცედურა. დოკუმენტების ქსეროასლების გადაღებას და დევნილის ფოტოგრაფირებას ახორციელებს დეპარტამენტი და სარეგისტრაციო კომისია. 17. რეგისტრაციის დროს დევნილის მოწმობის მიღების უფლება აქვს უშუალოდ დევნილის მოწმობის მფლობელს, ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს. დაუშვებელია სხვა პირზე დევნილის მოწმობის გაცემა. დევნილი, ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენელი, ხელს აწერს დევნილის მოწმობას და მის მიღებას ადასტურებს დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში ხელმოწერით. 18. დევნილი ითვლება რეგისტრაციაგაუვლელად, თუ არ გამოცხადდა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადებსა და ადგილზე და მის მიერ არ იქნა დაცული ამ მუხლის მე-12, მე-14 და მე-17 პუნქტების მოთხოვნები. 19. დევნილი ვალდებულია მოწმობის გამოცვლის დროს უფლებამოსილ პირს ჩააბაროს ძალადაკარგული მოწმობა. 20. რეგისტრაციის დროს დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებში. ასევე სამინისტრო უფლებამოსილია, არასრული საიდენტიფიკაციო მონაცემების შემთხვევაში, მოსთხოვოს დევნილს ამ მონაცემების შევსება. 21. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილი პირი ადგენს იმ დევნილთა სიას, რომლებმაც ვერ გაიარეს რეგისტრაცია და აღნიშნულ სიას, გაუცემელ და ძალადაკარგულ მოწმობებთან და დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალთან ერთად გადასცემს დეპარტამენტს. აღნიშნული დოკუმენტაციის გადაცემა ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით. 22. დეპარტამენტი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რეგისტრაციის შედეგების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 23. დევნილი, რომელიც­ დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, განცხადებით მიმართავს სამინისტროს რეგისტრაციის გასავლელად ყოველი თვის 10 რიცხვამდ. სამინისტრო განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში ახორციელებს პირის რეგისტრაციას დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებები 1. დევნილთა 2004 წლის ნიმუშის მოწმობის გამოცვლა და ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა განხორციელდეს 2006 წლის 15 აგვისტოდან 15 დე-კემბრამდე. 2. 2004 წლის ნიმუშის დევნილის მოწმობა ძალაშია 2006 წლის 15 დეკემბრამდე. 3. 2006 წლის რეგისტრაციის (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) დროს განხორციელდეს დევნილთა ანკეტირება (დევნილის ანკეტაში მონაცემთა შევსება ან განახლება). დანართი 2 პირველი გვერდი მეორე გვერდი დანართი №3 იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე და განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომში – დევნილი) მოწმობის აღწერილობას, მოწმობის რეკვიზიტებს, მოწმობის შევსებასთან, გამოცვლასთან, შეცვლასთან და დუბლიკატის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობას (შემდგომში – დევნილის მოწმობა) სათანადო გაფორმების გარეშე, შესწორებით, წაშლილი სიტყვებითა და გადასწორებული თარიღებით ძალა არ გააჩნია. 3. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.     მუხლი 2🔗. დევნილის მოწმობის რეკვიზიტები და აღწერილობა 1. დევნილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური მონაცემები, რომლებიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გააჩნია დევნილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას. 2. დევნილის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) მამის სახელი; დ) დაბადების თარიღი; ე) პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, ხოლო საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობის მიხედვით); ვ) დევნილის ნომერი (სამინისტროს მიერ დევნილისათვის მინიჭებული პირადი ნომერი); ზ) ფოტოსურათი; თ) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე; ი) დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი; კ) სარეგისტრაციო ნომერი (სამინისტროში დაცული დევნილის ანკეტის მიხედვით); ლ) მინისტრის ხელმოწერა; მ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ნ) მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა; ო) მოწმობის გაცემის თარიღი; პ) დევნილის პირადი ხელმოწერა; ჟ) სამინისტროს ბეჭედი; რ) მოწმობის ნომერი. 3. 6-წლამდე ასაკის დევნილის მოწმობა არ შეიცავს ფოტოსურათს. 16-წლამდე ასაკის დევნილის მოწმობაში ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირადი ნომრის ნაცვლად მიეთითება დაბადების მოწმობის სერია და ნომერი. 4. დევნილის მოწმობა არის ორგვერდიანი დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე დამზადებული ლამინირებული დოკუმენტი. მოწმობის ზომაა 85 X 50 მმ. მოწმობის დამზადება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. მოწმობის პირველ გვერდზე, ზედა ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია წარწერა ქართულ ენაზე: ,,საქართველო”, ხოლო ქვემოთ – ინგლისურ ენაზე: ,,GEORGIA”, აღნიშნული წარწერის ქვემოთ განთავსებულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: ,,იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა” და ,,IDP’s CARD”. პირველ გვერდზე განთავსებულია დევნილის სტატუსის მქონე პირის ციფრული ფოტოსურათი და მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: მოწმობის მფლობელის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და დევნილის ნომერი. მოწმობაზე მითითებულია მინისტრის ხელმოწერა. პირველი გვერდის ბოლოს განთავსებულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: ,,მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად”. პირველ გვერდზე განთავსებულია სამინისტროს ბეჭედი. 6. დევნილის მოწმობის მეორე გვერდზე მოცემულია ინფორმაცია დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ იძულებით გადაადგილებამდე, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სარეგისტრაციო ნომერი, მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება, მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისა და დევნილის ხელმოწერები, მოწმობის გაცემის თარიღი. მეორე გვერდზე მიეთითება მოწმობის ნომერი და განთავსდება სამინისტროს შესაბამისი ბეჭედი.     მუხლი 3🔗. დევნილის მოწმობის შევსება, გამოცვლა, შეცვლა და დუბლიკატის გაცემა 1. დევნილის მოწმობის შევსებას, გაცემასა და შეცვლას უზრუნველყოფს სამინისტრო. 2. დევნილის მოწმობის შევსება ხორციელდება დევნილის ანკეტაში არსებული პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების საფუძველზე. 3. მოწმობის გამოცვლა ხორციელდება დევნილთა რეგისტრაციის დროს მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 4. დევნილის მოწმობის გამოცვლა ხდება: ა) სამინისტროს მიერ დევნილის მოწმობის ახალი ნიმუშის დამტკიცების შემთხვევაში; ბ) 6 წლის ასაკის მიღწევისთანავე; გ) 16 წლის ასაკის მიღწევისთანავე; დ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისთანავე (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის). 5. დევნილის მოწმობის შეცვლა ხდება შემდეგ შემთხვევებში: ა) სახელის და/ან გვარის შეცვლისას; ბ) ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის ან ცვლილების შეტანისას. 6. დევნილის მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხდება მოწმობის გამოსაყენებლად უვარგისად ცნობის (დაზიანება და სხვა) ან დაკარგვის შემთხვევაში. 7. დევნილის მოწმობის დაკარგვის, სახელის და/ან გვარის შეცვლის, ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს. 8. დევნილის მოწმობის შეცვლის ან დუბლიკატის გაცემის დასაბუთებული მოთხოვნით დევნილის მოწმობის მფლობელი მიმართავს სამინისტროს წერილობითი ფორმით. 9. სამინისტრო ათი დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის შეცვლასთან ან დუბლიკატის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე. 10. დევნილის მოწმობის შეცვლის ან დუბლიკატის გაცემის დღიდან, დაკარგული ან სხვა მიზეზის გამო შესაცვლელი მოწმობა ძალადაკარგულად ითვლება. 11. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით ,,დუბლიკატი”. 12. დევნილის მოწმობის ჩაბარებისას მოწმობა ექვემდებარება უტილიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 13. დევნილის სტატუსის მქონე პირისათვის დევნილის მოწმობის გაცემის აღრიცხვა ხდება დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში. 14. დევნილის სტატუსის მქონე პირი, დევნილის მოწმობის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში. 15. დევნილის მოწმობის შეცვლისას ან დუბლიკატის გაცემისას, ახალი მოწმობის მიღებამდე, სამინისტრო უზრუნველყოფს დევნილის მოთხოვნის შესაბამისად დროებითი ცნობის გაცემას. ცნობა შეიცავს დევნილის სახელს, გვარს, ცნობის გაცემის თარიღს და მოქმედების ვადას. აგრეთვე, თანამდებობის პირის ხელმოწერასა და დევნილის ფოტოსურათს დამოწმებულს სამინისტროს ბეჭდით. დევნილის დროებით ცნობას აქვს რიგითი ნომერი. 16. დევნილის სტატუსის მქონე პირი დროებითი ცნობის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს დევნილის სტატუსის მქონე პირთა დროებითი ცნობის გაცემის ჟურნალში. ჟურნალის ფორმა და მისი წარმოების წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დანართი №4