⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.03.2015)
გაუქმებულია:

თვითმმართველი ერთეულის ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 08.06.2011
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110609007, 13/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,668 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.06.2011 მიღება
04.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
სახელი და გვარი
ქონების დასახელება ლოტი
1. 2.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ერთეულის ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.MsoFootnoteReference { vertical-align:super;} span.MsoLineNumber {} a:link, span.MsoHyperlink { color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} strong {} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.companyd { } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.FootnoteTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 35.35pt .45pt 35.45pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 29 2011 წლის 8 ივნისი ქ. ხონი „თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შე სახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს 19​1 მუხლის მე-13 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დებულება „თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ (დანართი №1).     მუხლი 2🔗  დამტკიცდეს: ა) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №2); ბ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №3); გ) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №4); დ) უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №5); ე)აუქციონში მონაწილეობის მსურველი განაცხდის ფორმა (დანართი №6); ვ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №7); ზ) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №8); თ) აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმა ბეს დაბრუნების მოთხოვნით (დანართი №9); ი) აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №10); კ) სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №11).     მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარე           გ. გელენიძე                                                                                                                                      დანართი №1                                                      დებულება     თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ თავი №1 ზოგადი დებულებები მუხლი1 1. ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შეახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესებს. 2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით იღებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო პირობებს ადგენს ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. თავი №2 თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება     მუხლი 2🔗. ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების ფორმები 1. თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით. 2. თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აღიარებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 3. თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-9, მე-10, მე-12 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 4. თვითმმართველი ერთეული ხონის მუნიციპალიტეტი (შემდგომში – გამყიდველი) ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომიიის მეშვეობით.     მუხლი 3🔗. აუქციონის გამოცხადება 1. აუქციონი ცხადდება ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით. 2. თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით საპრივატიზებო საწყის ფასს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. 3. თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 4. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. 5. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველსა და მყიდველს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ამ დადგენილებით დამტკიცებული ტიპური ფორმის ოქმი (დანართი №2, დანართი №3), რომელიც შეიცავს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 4🔗. აუქციონის ორგანიზება 1.აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. 2. ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში–არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე. 3. თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების განმეორებით გამოცხადებული აუქციონი ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე 4. გამყიდველი ვალდებულია, თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტ გვერდზე www.eauction.ge , ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოსა და გაზეთ „24 საათში“ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების დაცვით. 5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) გამყიდველის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში); გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) ბეს და „უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტიის“ რაოდენობას, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით; ვ) განაცხადის მიღების ადგილსა (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; ზ) ყველა სახვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად. 6. აქციების ან სხვა აქციათა პაკეტის (წილის ) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს; ბ)გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში. 7. მყიდველს უფლება აქვს, მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია 8. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონებას. 9. აუქციონი არშემდგარად ცხადდება, თუ ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ; ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი; გ) აუქციონის მონაწილე/მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება არშემდგარი აუქციონის შესახებ მოხსენებითი ბარათი გამყიდველის სახელზე, რომელსაც ხელს აწერს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო აუქციონის მონაწილის და მონაწილეობის მსურველის მიერ შეტანილი ბე სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 11. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების საბოლოო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე; გ) ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველი იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე. 13. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია ამ დებულებით განსაზღვრული წესი ან/და პირობები, მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა ან გადახდილი ბე სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 14. გამყიდველი უფლებამოსილია გადაავადოს ან ჩატარებამდე გააუქმოს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივეტიზების შესახებ გადაწყვეტილება. ამ შემთხვევეში აუქციონის მონაწილეს შეტანილი ბე უკან უბრუნდება. 15. თუ არ მოხდება თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი ფასით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურით გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდება, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 16. თუ არ მოხდება თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, გამყიდველი უფლებამოსილია, მიიღის გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 17. მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია ამ დადგენილებით დამტკიცებული ტიპიური ფორმების მიხედვით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (დანართი №2 ან დანართი №3) და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას (დანართი №4, დანართი №5) მუხლი 5🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 1. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მე-15 დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონატორს წარუდგენს: ა) ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის განაცხადს (დანართი №6, დანართი №7 ან დანართი №8), რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, იმ ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს, ლოტის ნომერს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე; ბ) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ამ ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში) 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს აუქციონატორი მონაწილის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 10, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში დანართი №11) იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმომდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილი იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად. ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტების მოთხოვნები.     მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი. აუქციონის რეგისტრატორს ართმევს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს დაფას, რომლის ნომერი შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადებების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს და ბიჯს რომლის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს საკრებულოს თავჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასსზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდვლის უფლებამოსილი წარმომადგენელი. 8. მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზე აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის განაცხადის დანართი №9 წარდგენის შემდეგ უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე, ხოლო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ მუდმივმოქმედი საუქციონო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.     მუხლი 7🔗. გარიგებათა გაფორების წესი 1. თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. 2. აუქციონში განარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. 3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე და საკრებულოს თანხმობით შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა 4. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) მონაცემები გამყიდველსა და მყიდველის შესახებ; ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი; გ) თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის ფასი; დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთ ვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით. 5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადაიხადოს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. ნასყიდობის საბილოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მყიდველმა უნდა წარმოადგინოს გადახდიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. 6. ხონის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დადსტურების მომენტიდან 7. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 8. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობებეის გარეშე, ოქმი უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 9. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობით, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს. თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პირგასამტეხლოს. 10. ოქმის მოქმედების პერიოდში ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში. ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ოგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 12. თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.     მუხლი 8🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)     მუხლი 9🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში 1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პიროებები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. 2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს საკუთრების უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა–პატრონობასა და დაცვაზე. 3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან 5. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელიშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით, სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%. 6. ოქმით გავალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. თავი №3 თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის  უფლებით გადაცემა     მუხლი 10🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები 1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვებ ; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები. 2. ხონის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ვადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 3. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზურფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. 4. ხონის მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უზუფრუქტის და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო , სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგნოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.     მუხლი 11🔗. ქონების სარგებლობაში გადაცმა 1. ქონების, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის სათანადო განაცხადის საფუძველზე. 2. ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ საფუძველზე იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას ხონის მუნიციპალიტეტსა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ ქონება უნდა დაუბრუნდეს ხონის მუნიციპალიტეტს იმ პირობით, რომელსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება.     მუხლი 12🔗. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება 1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორცილედება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. 2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.აუქციონის პირობების და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სართაშორისო ორგანიზაციებს.     მუხლი 13🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის პირობები 1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის შემთხვევაში გამოიყენება ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობები.     მუხლი 14🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აიქციონის ჩატარების წესი 1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირობები.     მუხლი 15🔗. გარიგებათა გაფორმების წესი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის გარიგებათა გაფორმებისას გამოიყენება ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობები.     მუხლი 16🔗. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა 1. ქონების მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ ან/და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. მხარეთა შორის შესაძლოა გათვალისწინებული იქნას ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადაც. 2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით) ან სხვაგვარად დატვირთოს თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად. იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულებით, კერძოდ: ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.     მუხლი 17🔗. დავათა განხილვის წესი თვითმმართველი ერთეულის – ხონის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშიებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებზე (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.                                                                                                                                                 დანართი № 2 ხონის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №--  „––––„ „–––––––––––––––„                                                      ხონი 1. წინამდებარე ოქმი გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლება-მოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი, მაიდენტიფიცირებული დოკუმენტების მონაცემები. მასზედ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის ქონების ––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან) ქონების საწყისი ფასი ––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––)  ციფრებით სიტყვიერად შემდგომი პრივატიზების მიზნით ხონის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ 2011 წლის – –––––––––– „–––––––––––––––––„ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის  ციფრებით სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – „მყიდველი“) და მას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) ქონება 2. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე № –––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას 4. მყიდველს უფლება არ აქვს საკუთრებით დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გაცემული ქონება. 5. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა ასეთის არსებობის შემთხვევაში. 6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 7. ხონის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის  თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 8. წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზეპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის: 1. ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან. 2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო  რეესტრიდან, წესდება თუ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. 3. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––– / –––––––––––––––––––––/  ხელმოწერა სახელი, გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) –––––––––––––––– / –––––––––––––––––––––/  ხელმოწერა სახელი, გვარი ბ.ა.“                                                                                                                                      დანართი №3 ხონის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №-- „––––„ „–––––––––––––––„                     ხონი 1. წინამდებარე ოქმი გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლება-მოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი, მაიდენტიფიცირებული დოკუმენტების მონაცემები მასზედ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის ქონების ––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან) ქონების საწყისი ფასი ––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––)                                             ციფრებით              სიტყვიერად შემდგომი პრივატიზების მიზნით ხონის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20 წლის ––––– „–––––––––––––„ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის –––––– –––––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––).  ციფრებით                        სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში „მყიდველი“) და მას ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ხონის მუნიციპალიტეტის ქონება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) 2. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალიწინებულ ვადაში შემდეგ ანგარიშზე № ––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას 4. მყიდველი ვალდებულია, დაიცვას დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები: 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება, განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვითოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა პატრონობასა და დაცვაზე. 6. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 8. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა: 1. თანხის გადაუხდელობის შემთვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 3. მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.05 %. 9. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის)გაუქმების საფუძვლად. 10. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 11. მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 12. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 13. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:      1. ამონაწერი საჯარო ან/სამეწარმეო რეესტრიდან;      2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.      3. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––  ხელმოწერა სახელი და გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი –––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––  ხელმოწერა სახელი და გვარი ბ.ა                                                                                                                                  დანართი №4 ხონის მუნიციპალიტეტი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა №–– ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (მესაკუთრე, მისი მისამართი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები) მიწის ფართობი ––––––––––––––––––––– კვ.მ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები) საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– , (მესაკუთრე, მისი მისამართი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები) რომელიც ერთ ეგზემპლიარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ხონის მუნიციპალიტეტში. საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გაცემულია 201–– წლის „––––„ –––––––––––––––– საკრებულოს თავმჯდომარე ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––  სახელი და გვარი ბ.ა. „                                                                                                                   დანართი №5 ხონის მუნიციპალიტეტი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა №–– ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (მესაკუთრე, მისი მისამართი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები) მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––კვმ.მ, რომელიც მდებარეობს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები) საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები) ოქმის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლიარად, ორი ეგზემპლიარი გადაეცემა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ,  (მესაკუთრე, მისი მისამართი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები) რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ხონის მუნიციპალიტეტში. საკუთრების უფლების დამადასტურებელი  მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გაცემულია 201–– წლის „––––„ –––––––––––––––– საკრებულოს თავმჯდომარე ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––  სახელი და გვარი ბ.ა. დანართი №6 ხონის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს მოქალაქე: (იურიდიული პირი) –––––––––––––––––– მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელ.: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განცხადება გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ხონის მუნიციპალიტეტის მიერ –––––––––––––––––––––––– (რიცხვი, თვე, წელი) გამოცხადებულ აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (ქონების დასახელება და საწყისი ფასი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პრივატიზების მიზნით. ჩემ მიერ გადახდილია ბე და ბილეთის ფასი. დანართი: 1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში). 2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში). 3. გადახდილი ბესა და ბილეთის ქვითრის ასლი. განმცხადებლის ხელმოწერა თარიღი : (–––/–––/20–––წ) დანართი №7 ხონის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს მოქალაქე: (იურიდიული პირი) –––––––––––––––––– მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელ.: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განცხადება გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ხონის მუნიციპალიტეტის მიერ ––––––– –––––––––––––––– (რიცხვი, თვე, წელი) პირობებით გამოხადებულ აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (ქონების დასახელება და საწყისი ფასი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პრივატიზების მიზნით, თანახმა ვარ შევასრულო ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პირობა. ჩემ მიერ გადახდილია ბე და ბილეთის ფასი. დანართი: 1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში). 2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში). 3. გადახდილი „ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი. განმცხადებლის ხელმოწერა თარიღი : (–––/–––/20–––წ)                                                                                                                                           დანართი №8 ხონის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს მოქალაქე: (იურიდიული პირი) ––––––––––––––––––––– მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელ.: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განცხადება გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ხონის მუნიციპალიტეტის მიერ –––––––––––––––––––––––  (რიცხვი, თვე, წელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამოცხადებულ უქციონში მუნიციპალიტეტის ქონების  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება და საწყისი ფასი) ჩემ მიერ გადახდილია ბე და ბილეთის ფასი. დანართი: 1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში). 2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში). 3. გადახდილი „ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი. განმცხადებლის ხელმოწერა თარიღი : (–––/–––/20–––წ) დანართი №9 ხონის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს მოქალაქე: (იურიდიული პირი) ––––––––––––––––––––– მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელ.: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განცხადება გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის –––––––––––––––––––– მივიღე მონაწილეობა ხონის მუნიციპალიტეტეში გამართულ აუქციონში –––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––– პრივატიზების (ან სარგებლობის უფლებით გადაცემის) იზნით და გამოვცხადდი დამარცხებულად. გთხოვთ, გადახდილი ბე –––––––––––––––––– დამიბრუნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები საიდენტიფიკაციო კოდი მიმღები ბანკი ბანკის კოდი ანგარიშის ნომერი განმცხადებლის ხელმოწერა თარიღი : (–––/–––/20–––წ) დანართი №10 აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი № სახელი და გვარი მისამართი განაცხადის შემოტანის თარიღი და დრო საპრივატიზებო ობიექტი შენიშვნა ქონების დასახელება ლოტი 1. 2. 3. 4. 5. 6. დანართი №11 აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი № სახელი და გვარი მისამართი განაცხადის შემოტანის თარიღი და დრო სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელება შენიშვნა 1. 2. 3. 4. 5. 6.