ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.06.2011
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.133.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110609011, 13/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,112 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილება №20 2011 წლის 7 ივნისი დაბა ხელვაჩაური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​1 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. შემოღებულ იქნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. 2. დამტკიცდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი“, თანახმად №1 დანართისა. 3. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა, თანახმად №2 დანართისა.  4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე       კ. სირაბიძე                                                                                                                                      დანართი №1 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის, ,,რეკლამის შესახებ“ და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს. 2. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე. გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონზე ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ამ წესის შესაბამისად, მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე, სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები. 6. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ან პირთა გაერთიანებას. 7. აუქციონზე გასატანი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის (შემდგომში – საკრებულოს თავმჯდომარე) გადაწყვეტილებით სააუქციონო კომისიის წინადადების საფუძველზე დაიყოს ლოტებად.  8. აუქციონის საწყისი ფასი გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის განისაზღვრება: ა) ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 95 ლარი; ბ) „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 40; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში – 10 ლარი.  9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.     მუხლი 2🔗. აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანო 1. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები (ვადა, განთავსების ადგილები და ა.შ) დგინდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 10 წლისა. 3. ნებართვის გამცემს შეუძლია აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები შეასრულოს უშუალოდ ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული ექნება სათანადო უფლებამოსილება. 4. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.     მუხლი 3🔗. აუქციონის ორგანიზება 1. აუქციონის ჩატარებას და ორგანიზებას ახორციელებს ,,თვითმმართველი ერთეულის –ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია”. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები გადაეცემა წარმომადგენელს ან შუამავალს, ნებართვის გამცემსა და წარმომადგენელს/შუამავალს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) ლოტის (ლოტების) საწყისი ფასი; ბ) აუქციონის ჩატარების ვადა; გ) წარმომადგენლის ან შუამავლის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი; დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში; ე) სხვა ინფორმაცია ნებართვის გაცემის შეხედულებისამებრ. 3. ინფორმაცია აუქციონის შესახებ ქვეყნდება გაზეთ „აჭარაში“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. 4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ნებართვის გამცემის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის (ლოტების) აღწერას; დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას; ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს; ვ) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე; ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; თ) ყველა სახის დამატებით ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად. 5. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.     მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადებები არ მიიღება. 2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მეთხუთმეტე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მეთხუთმეტე დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება პირველსავე სამუშაო დღეს იმავე საათზე. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, იმ ლოტის საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობის შესრულებაზე; ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და ამონაწერს მეწარმეთა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულოს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.     მუხლი 5🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს. 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას, რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას. აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონატორის მიერ ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ნებართვის მფლობელი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, როგორც ნებართვის გამცემი. 8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.  9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზნით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. 10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.     მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შეიძლება შეთავაზებული იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი 1. თუ არ მოხდა ზედიზედ 3-ჯერ აუქციონზე გამოტანილი ლოტის გაცემა ან აუქციონის პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი. 2. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 3. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 4. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 5. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობას (რომელიც წინასწარ არის დადგენილი ნებართვის გამცემის მიერ) და ბიჯს. 6. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 7. იმ შემთხვევაში, თუ კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეულ იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს გამოცხადებულ ფასზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონატორის მიერ ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 8. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, ოქმს ხელს აწერს ნებართვის მფლობელი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 9. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 10. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. 11. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.     მუხლი 7🔗. ოქმის გაფორმების წესი 1. ოქმი უნდა შეიცავდეს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს, საფასურს გადახდის ვადებს და ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერის მომენტიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.     მუხლი 8🔗. ნებართვის სარგებლობისათვის საფასურის გადახდის პერიოდულობის დადგენა ნებართვის სარგებლობისათვის საფასურის გადახდის პერიოდულობა დგინდება საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 9🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური.  2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე და 159​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური. 3. გარე რეკლამის გამავრცელებლები „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების შესაბამისად ვალდებულნი არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს, რომლებსაც ევალებათ რეკლამის შესახებ კანონმდებლობის კონტროლი, ამ უკანასკნელთა მოთხოვნით დროულად წარუდგინონ უტყუარი საბუთები, წერილობითი ახსნა-განმარტებები და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის.                                                                                                                                      დანართი №2 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №––––––– ეძლევა–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––   (ნებართვის მიმღები და მისი მისამართი) საფუძველი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                     (ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები) ნებართვის მოქმედების ვადა:––––––––––––––––––––––––დან––––––––––––––––––––––––––მდე სანებართვო პირობები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  გაცემულია 201–– წლის ,,–––––“ ,,–––––––––––––––“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                             /----------------------- / -------------------------/                                                                                                              ხელმოწერა სახელი, გვარი