ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.06.2011
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 480310000.35.133.016039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110609012, 13/06/2011
matsne.gov.ge 899 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a0, li.a0, div.a0 {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a0CxSpFirst, li.a0CxSpFirst, div.a0CxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a0CxSpMiddle, li.a0CxSpMiddle, div.a0CxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a0CxSpLast, li.a0CxSpLast, div.a0CxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 55.3pt 45.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  დადგენილება №21  2011 წლის 7 ივნისი  დ. ხელვაჩაური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის თანდართული წესი.     მუხლი 2🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                    კ. სირაბიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული მოძრავი ქონების (შემდგომში – ქონების) სოციალური მიზნით განკარგვის პროცედურებს. 2. ამ წესის შესაბამისად ქონება სოციალური მიზნით შეიძლება გადაეცეთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, აგრეთვე ხანძრის, მეწყერის, აგრეთვე სხვა ბუნებრივი და ტექნოგენური პროცესებით დაზარალებულ პირებს, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის დახმარებას.     მუხლი 2🔗. ქონების სოციალური მიზნით განკარგვის კომისია 1. ქონების სოციალური მიზნით განკარგვის უზრუნველსაყოფად საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი განცხადების განხილვისა და რეკომენდაციის მოსამზადებლად, არა ნაკლებ 5 და არა უმეტეს 9 წევრისგან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან ქმნის კომისიას. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეები. კომისიის წევრები შესაძლებელია იყვნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა მოხელეები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები ან/და მოწვეული სპეციალისტები, მაგრამ ისინი არ შეიძლება დაინიშნონ კომისიის თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილედ ან კომისიის მდივნად. 3. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები, რომლებიც თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესის შესაბამისად. 4. ქონების სოციალური მიზნით განკარგვის მიზნით კომისია იხილავს მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილ განცხადებებს და განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებს.     მუხლი 3🔗. განცხადების წარდგენის წესი და წარსადგენი დოკუმენტაცია 1. დაინტერესებული პირი ქონების სოციალური მიზნით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე შესაბამის განცხადებას წარადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. 2 . განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) იმ შემთხვევაში, თუ პირადობის მოწმობაში მისამართის გრაფა შეუვსებელია, – ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის ცხოვრების ფაქტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან); დ) თუ პირი მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, – ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა და რწმუნებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.     მუხლი 4🔗. ქონების სოციალური მიზნით განკარგვის კომისიის მუშაობის წესი 1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება (რეკომენდაცია), თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 2. კომისია თავის გადაწყვეტილებას (რეკომენდაციას) წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 3. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას თან არ ერთვის ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმოსადგენი დოკუმენტაციის მოსაპოვებლად კანონით დადგენილ ვადაზე ნაკლები. 4. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დატოვებული იქნება განუხილველად. განცხადების განუხილველად დატოვება არ ზღუდავს პირს, კვლავ მიმართოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ახალი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით ქონების სოციალური მიზნით გადაცემის თაობაზე.     მუხლი 5🔗. გადაწყვეტილება ქონების სოციალური მიზნით განკარგვის შესახებ 1. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ქონების სოციალური მიზნით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდო­მარე, წარდგინებიდან 10 დღის ვადაში. 2. ქონების სოციალური მიზნით განკარგვის თაობაზე საკრებულოს თავმჯdომარე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ქონების გადაცემის პირობებს და იგი ადასტურებს ქონების თვითმართველობის საკუთრებიდან გასვლისა და მოქალაქის საკუთრებაში გადასვლის ფაქტს. 3. ქონების სოციალური მიზნით განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების სადავოობისას თვითმმართველი ერთეულის მხარეს წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.