საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის - ოჯახის წევრების დასაქმების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი

მიღების თარიღი 27.10.2010
ძალაში შესვლა 01.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110609014, 14/06/2011
matsne.gov.ge 939 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2010 მიღება
01.11.2010 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის - ოჯახის წევრების დასაქმების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.apple-style-span {mso-style-name:apple-style-span;} span.apple-converted-space {mso-style-name:apple-converted-space;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ოჯახის წევრების დასაქმების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოს საელჩოსადმი და კონსულთან, ბატონ ჩხეიძესთან 2010 წლის 26 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბართან, ასევე საელჩოს 2010 წლის 3 ივლისით დათარიღებულ №10/55-36 ვერბალურ ნოტასთან დაკავშირებით, აქვს პატივი შესთავაზოს, რომ საელჩოებისა და საკონსულოების დიპლომატიური და სხვა პერსონალის ოჯახის წევრებს, ნაცვალგების საფუძველზე, მიეცეთ ნებართვა დაკავდნენ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით. სამინისტროს აქვს პატივი შესთავაზოს შემდეგი ურთიერთგაგების მემორანდუმი: 1. ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების ნებართვა ოჯახის წევრებს, როგორც ეს ქვემოთ არის განმარტებული, ნებართვა მიეცემათ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დაკავდნენ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობით, ამ სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად. 2. განსაზღვრებები წინამდებარე მემორანდუმის მიზნებისათვის a) „წარმომადგენლობის წევრები” ნიშნავს წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და დიპლომატიური, საკონსულო, ადმინისტრაციული, ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებს, რომლებიც ასრულებენ მათ ფუნქციებს ამ დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობებში და რომლებიც არ ფლობენ მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეობას ან მუდმივად არ ცხოვრობენ ამ სახელმწიფოში; b) „ოჯახის წევრი” ნიშნავს: - წარმომადგენლობის წევრის მეუღლეს ან პარტნიორს; - წარმომადგენლობის წევრის ფინანსურ კმაყოფაზე მყოფ, დასაოჯახებელ, 16-27 წლამდე ასაკის შვილს, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გადის განათლების ან სწავლების სრულ კურსს; - წარმომადგენლობის წევრის ფინანსურ კმაყოფაზე მყოფ დასაოჯახებელ შვილს, რომელიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ, შიდა კანონმდებლობის საფუძველზე ან ჰუმანიტარული მოსაზრებებით, მიიჩნევა წარმომადგენლობის წევრის ოჯახის წევრად. c) შვილი, რომელიც ეწევა სრულგანაკვეთიან ანაზღაურებად შრომით საქმიანობას, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფინანსურ კმაყოფაზე მყოფად. 3. პროცედურა ოჯახის წევრმა უნდა მოიპოვოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნებართვა ამ სახელმწიფოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის დაწყებამდე. საელჩო ოჯახის წევრის სახელით ნებართვაზე თხოვნას გაუგზავნის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტს. თხოვნას თან უნდა დაერთოს აუცილებელი დოკუმენტაცია იმ შრომითი საქმიანობის შესახებ, რომლის განხორციელებაც სურს ოჯახის წევრს, ადგენს შესაბამისი პირის პირადობას და მიუთითებს იმ შრომითი საქმინობის ხასიათს, რაზეც მოთხოვნილია ნებართვა. ოჯახის წევრი არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან დაემორჩილოს სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც ვრცელდება გარკვეული შრომითი საქმიანობის განხორციელებაზე. წარმგზავნ სახელმწიფოს არ შეუძლია განმარტოს ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებები იმგვარად, რომ იძლეოდეს გარკვეული შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლებას. 4. შემდგომი პროცედურა როგორც კი დადგინდება, რომ პირი, რომლის სახელითაც მოითხოვება ნებართვა, არის ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ოჯახის წევრი და რომ შესაბამისი პროცედურები იქნა გატარებული, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცნობებს შესაბამისს საელჩოს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებაზე ნებართვის თხოვნაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ოჯახის წევრის სამუშაო აღნიშნული იქნება ოჯახის წევრის პირადობის დამადასტურებელ ბარათში. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი განუცხადოს ან გააუქმოს შრომითი საქმიანობის განხორციელების ნებართვა, იმ შემთხვევაში, თუ არღვევს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საემიგრაციო, ნატურალიზაციის ან საგადასახადო კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუ ამ მემორანდუმის მიხედვით ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების ნებართვის მიღების შემდეგ, ოჯახის წევრს ნებისმიერ დროს სურს შეიცვალოს სამსახურები, საელჩოს მეშვეობით წარდგენილი უნდა იქნეს ახალი ნებართვის მოთხოვნა. 5. იმუნიტეტი ოჯახის წევრი, რომელიც ამ მემორანდუმის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად შრომით საქმიანობას, არ სარგებლობს იმუნიტეტით სამოქალაქო ან ადმინისტრაციული იურისდიქციისაგან ამ შრომით საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებული მოქმედებების და შეთანხმებების საფუძველზე მათ წინააღმდეგ წაყენებულ ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, ოჯახის წევრს მინიჭებული აქვს იმუნიტეტი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის იურისდიქციისაგან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ან საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის (ან ნებისმიერ სხვა საერთაშორისო შეთანხმების) საფუძველზე, წარმგზავნი სახელმწიფო მოუხსნის ამ ოჯახის წევრს იმუნიტეტს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის იურისდიქციის ნებისმიერ ქმედებასთან ან უმოქმედობასთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია ანაზღაურებად შრომით საქმიანობასთან, რომელსაც ისინი ეწევიან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც წარმგზავნი სახელმწიფო თვლის, რომ ამგვარი მოხსნა ეწინააღმდეგება მის ინტერესებს. იმუნიტეტის მოხსნა არ მოიცავს პრევენციულ ზომებს ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რისთვისაც საჭიროა ცალკე იმუნიტეტის მოხსნა. ამ შემთხვევებში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო წარმგზავნი სახელმწიფოსაგან წერილობით მოითხოვს ამ იმუნიტეტის მოხსნას. 6. სოციალური დაზღვევა და გადასახადები ოჯახის წვერი, რომელსაც ამ მემორანდუმის მიხედვით მიღებული აქვს ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების ნებართვა, დაექვემდებარება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური დაზღვევის სისტემას ამ სახელმწიფოში დასაქმებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ოჯახის წევრი ასევე ვალდებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გადაიხადოს ყველა საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიღებულია ამ მემორანდუმის შესაბამისად განხორციელებული შრომითი საქმიანობისაგან. 7. ნებართვის შეწყვეტა ოჯახის წევრისათვის მინიჭებული შრომითი საქმიანობის განხორციელების ნებართვა წყვეტს მოქმედებას წარმომადგენლობაში წევრის დანიშვნის ვადის შეწყვეტასთან ერთად. ამ მემორანდუმის მიხედვით განხორციელებული შრომითი საქმიანობა არ აძლევს უფლებას ოჯახის წევრს გააგრძელოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ცხოვრება. ასევე ოჯახის წევრს არ ეძლევა უფლება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გააგრძელოს ეს შრომითი საქმიანობა ან ჩაერთოს სხვა შრომით საქმიანობაში, მას შემდეგ, რაც ამ მემორანდუმის მიხედვით გაცემული ნებართვა შეწყვეტს მოქმედებას. 8. მოქმედების შეწყვეტა ერთ-ერთ ხელმომწერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ მემორანდუმის მოქმედება მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხებით შესაბამისი შეტყობინების მეშვეობით. ეს მემორანდუმი წყვეტს მოქმედებას აღნიშნული შეტყობინების თარიღიდან მესამე თვის პირველ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ მოცემული შეთანხმება მისაღებია საქართველოს მთავრობისათვის, წინამდებარე ნოტა ინგლისურ ენაზე და საქართველოს საელჩოს პასუხი წარმოადგენს ურთიერთგაგების მემორანდუმს ნიდერლანდების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც ძალაში შედის პასუხის მიღების დღიდან. საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს საქართველოს საელჩოს თავისი ღრმა პატივისცემა. 27 ივლისი 2010 წელი საქართველოს საელჩო   ჰააგა