სახელოვნებო განათლების საბაზო, საშუალო სკოლებისა და საშუალო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგიური კადრების ატესტაციის ჩატარების შესახებ
მიღების თარიღი 24.04.2003
ძალის დაკარგვა 29.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 430210000.11.101.005811
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 01/05/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.03.2007
დოკუმენტის ტექსტი
სახელოვნებო განათლების საბაზო, საშუალო სკოლებისა და საშუალო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგიური კადრების ატესტაციის ჩატარების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 55.35pt .5in 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.11.101.005.811
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №66
2003 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
სახელოვნებო განათლების საბაზო, საშუალო სკოლებისა და საშუალო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგიური კადრების ატესტაციის ჩატარების შესახებ
“განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად და საქართველოში სახელოვნებო განათლების სისტემაში დასაქმებულ პედაგოგთა შრომის შეფასების კრიტერიუმებისა და ნორმების დადგენის და ამის საფუძველზე მათი შრომის ანაზღაურების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგებთან გათანაბრების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება “სახელოვნებო განათლების საბაზო, საშუალო სკოლებისა და საშუალო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგიური კადრების ატესტაციის ჩატარების შესახებ”.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ალ. კარტოზია
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელოვნებო განათლების საბაზო, საშუალო სკოლებისა და საშუალო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგიური კადრების ატესტაციის ჩატარების შესახებ
I. ზოგადი დებულებები
1. ,,სახელოვნებო განათლების საბაზო, საშუალო სკოლებისა (შემდგომში – სკოლების) და საშუალო პროფესიული სასწავლებლების (შემდგომში – სასწავლებლების) პედაგოგიური კადრების ატესტაციის ჩატარების შესახებ" დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია ,,განათლების შესახებ" და “კულტურის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე. იგი მიზნად ისახავს სახელოვნებო განათლების სკოლებისა და სასწავლებლების პედაგოგიური კადრების საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის აქტივიზაციასა და სტიმულირებას მომავალი თაობის ესთეტიკური აღზრდის შემდგომი გაუმჯობესების, ახალგაზრდობის თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის ამაღლებისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარებისათვის. დებულება არის საქართველოს სახელოვნებო განათლების სისტემის დაწესებულებების პედაგოგიური პერსონალის ატესტაციის მარეგლამენტებელი დოკუმენტი.
2. სკოლებისა და სასწავლებლების პედაგოგთა ატესტაცია ტარდება შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობის შესწავლის და შეფასების მიხედვით ყოველ ხუთ წელიწადში.
3. დებულება ითვალისწინებს თითოეული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების საატესტაციო კომისიის პრიორიტეტულ როლს პედაგოგის საქმიანობის შეფასებაში, უარს ამბობს ტესტირების საშუალებით პედაგოგთა ღირსება-ნაკლოვანებათა გამოვლინებაზე და სპეციფიკიდან გამომდინარე უპირატესობას ანიჭებს პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
II. ატესტაციის ჩატარების პირობები
1. ატესტაცია ტარდება სახელოვნებო განათლების სისტემის ყველა ტიპის სკოლასა და სასწავლებელში საატესტაციო კომისიების მიერ.
2. საატესტაციო კომისია იქმნება სკოლის, სასწავლებლის დირექტორის მიერ (ბრძანებით) და ეძლევა 1 თვემდე ვადა მოსამზადებელი სამუშაოს ჩასატარებლად.
3. პედაგოგი, რომელიც ასწავლის რამდენიმე საგანს, ატესტაციას გაივლის თითოეულ მათგანში.
4. მინიჭებული კატეგორია ვრცელდება შეთავსების ადგილზეც, თუ ეს არის იგივე საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ძირითად სამუშაო ადგილზე მინიჭებული კატეგორიის შეთავსების ადგილზე გავრცელების საკითხს წყვეტს საგანმანათლებლო დაწესებულების მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისია.
5. ატესტაცია ნებაყოფლობითია ყველა პედაგოგისათვის (მათ შორის დაწესებულების ხელმძღვანელებისათვის, რომელთაც აქვთ პედაგოგიური დატვირთვა) მუშაობის სტაჟის, სამეცნიერო ხარისხის, წოდების, დამსახურების და ატესტაციის შედეგად ადრე მინიჭებული კატეგორიის მიუხედავად.
6. მინიჭებული კატეგორია ძალაშია მომდევნო ატესტაციამდე. პედაგოგს, რომელიც არ გამოთქვამს მომდევნო ატესტაციის გავლის სურვილს, უუქმდება წინა ატესტაციით მინიჭებული კატეგორია.
7. ატესტაციას არ ექვემდებარებიან პირები, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფო ფურცელზე, დეკრეტულ შვებულებაში ან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით შვებულებაში მყოფნი, აგრეთვე პედაგოგთა ის ნაწილი, რომელსაც სასწავლო დაწესებულებაში მუშაობის ერთ წელზე ნაკლები სტაჟი აქვს. ხოლო შესაბამისი პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებისთვის შეთავსების ადგილზე ერთ წელზე ადრე კატეგორიის მინიჭების საკითხს წყვეტს საგანმანათლებლო დაწესებულების მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისია და წარუდგენს მუდმივმოქმედ საატესტაციო საბჭოს დასამტკიცებლად არსებული წესის შესაბამისად.
III. საატესტაციო საბჭო
1. საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით იქმნება მუდმივმოქმედი საატესტაციო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს განათლების მინისტრის მოადგილე. საბჭო:
ა. კოორდინაციას უწევს სახელოვნებო განათლების სისტემის დაწესებულებების პედაგოგთა ატესტაციის ჩატარებას;
ბ. საატესტაციო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობს ადგილებზე ატესტაციის ჩატარებაში;
გ. საჭიროების შემთხვევაში დამატებით იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად;
დ. განიხილავს და ამტკიცებს უმაღლეს კატეგორიას (უმაღლესი პროფესიული განათლების მქონე პედაგოგთათვის) და პირველ კატეგორიას (საშუალო პროფესიული განათლების მქონე პედაგოგთათვის);
ე. არეგულირებს სადაო საკითხებს, საჭიროების შემთხვევაში თავისი წარმომადგენლის ადგილზე მივლინებით;
ვ. იხილავს და აჯამებს საატესტაციო კომისიების მუშაობის შედეგებს.
2. საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა.
3. საბჭოს მუშაობის წესს (რეგლამენტს) ამტკიცებს განათლების მინისტრი კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.
IV. საატესტაციო კომისია
1. მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისია იქმნება თითოეულ სკოლასა და სასწავლებელში.
2. კომისიის წევრთა რაოდენობა დგინდება სკოლის, სასწავლებლის სტრუქტურისა და პედაგოგთა რიცხოვნობის შესაბამისად (არანაკლებ ხუთი კაცის შემადგენლობით).
3. კომისიის შემადგენლობაში შედიან: დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, განყოფილების გამგეები, საგნობრივი/ციკლობრივი კომისიის თავჯდომარეები, პროფკომიტეტის თავმჯდომარე (პროფკომიტეტის არარსებობის შემთხვევაში – პედაგოგთა მიერ არჩეული და უფლებამოსილი წარმომადგენელი), საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სპეციალისტები და მუდმივმოქმედი საატესტაციო საბჭოს წარმომადგენელი (წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე). საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა სკოლის, სასწავლებლის დირექტორი.
4. დასაშვებია მცირეკონტინგენტიანი სკოლების საატესტაციო კომისიების გაერთიანება ტერიტორიული პრინციპით, სადაც პარიტეტულ საწყისებზე შევლენ აღნიშნული სკოლების ხელმძღვანელები და პედაგოგები.
5. მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისია შეისწავლის ბოლო წლების განმავლობაში პედაგოგთა საქმიანობის შედეგებს საატესტაციო მოთხოვნების შესაბამისად და შეაფასებს მათ.
6. საატესტაციო კომისიის რომელიმე წევრის ატესტაციისას, იგი გამოდის კომისიის შემადგენლობიდან და მის ადგილს დროებით იკავებს ახალი წევრი; ანალოგიური წესი ვრცელდება კომისიის თავმჯდომარის ატესტაციაზეც.
7. დირექტორის ბრძანებით მტკიცდება ატესტაციის ჩატარების განრიგი, რომელსაც საატესტაციო კომისია აცნობს პედაგოგებს, რაც დასტურდება მათი ხელმოწერებით.
8. საატესტაციო კომისია, მუშაობის დასრულების შემდეგ, დაჯამებულ მასალებს წარუდგენს მუდმივმოქმედ საატესტაციო საბჭოს.
V. საატესტაციო პარამეტრები და შეფასების კრიტერიუმები
1. ცენზი, სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური წოდება, დამსახურება, ჯილდოები, სტაჟირება.
2. პედაგოგის პროფესიული საქმიანობის შედეგები:
ა. მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლები;
ბ. მოსწავლეთა ცოდნის დონე და მათ მიერ სასწავლო პროგრამების შესრულების
ხარისხი;
გ. საგნობრივი პროგრამების შესრულებისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი;
დ. მოსწავლეთა მონაწილეობა სასკოლო ღონისძიებებში;
ე. მოსწავლეთა მონაწილეობა საქალაქო ღონისძიებებში;
ვ. მოსწავლეთა მონაწილეობა კონკურსებში, ფესტივალებში, დათვალიერებებში,
გამოფენებში (ადგილიბრივი, საერთაშორისო);
ზ. სწავლის გაგრძელება პროფესიული განათლების მომდევნო საფეხურზე.
3. პედაგოგიურ-შემოქმედებითი აქტივობა:
ა. პროფესიული დაოსტატების მიზნით წარმართული საქმიანობა;
ბ. საზოგადოებრივი მოღვაწეობა სკოლაში, სასწავლებელში;
გ. მეთოდური სახის მოხსენება;
დ. მეთოდური სახის ლექცია;
ე. გამოქვეყნებული სტატიები პრესაში (მეთოდური შინაარსის);
ვ. ღია და საჩვენებელი გაკვეთილები.
4. პედაგოგის საშემსრულებლო მოღვაწეობა:
ა. კონცერტები, გამოფენები, სპექტაკლები, პუბლიკაციები და ა.შ.;
ბ. მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში.
5. შრომითი, საშემსრულებლო დისციპლინის დონე:
ა. შრომითი, საშემსრულებლო დისციპლინის დაცვა (შრომითი დისციპლინის დარღვევის ფაქტები, წარმატებული საქმიანობა);
ბ. სასწავლო დოკუმენტაციის წარმოება;
გ. სასწავლო პროგრამების შესრულება.
6. თანამშრომლობის კულტურა და კომუნიკაბელობა:
ა. პროფესიული ეთიკის ნორმები;
ბ. მოსწავლის მშობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობის უნარი.
9. საერთო პედაგოგიური სტაჟი.
VI. საატესტაციო მოთხოვნები
VI.I. უმაღლესი კატეგორია
1. უმაღლესი კატეგორია ენიჭებათ უმაღლესი პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებს:
ა. რომელთა მოსწავლეების უმრავლესობა გამოირჩევა მყარი ცოდნით, მომზადების მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით, საგანმანათლებლო პროგრამის მაღალ დონეზე ათვისებით, კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობით, ადგილობრივ და საერთაშორისო დათვალიერებებში, კონკურსებში, გამოფენებში მიღწეული წარმატებებით;
ბ. რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ მეთოდურ მუშაობაში, კითხულობენ მეთოდური სახის მოხსენებებს, ატარებენ მაღალი პროფესიული დონის საჩვენებელ გაკვეთილებს, ფლობენ საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამის სწავლების ფორმებსა და მეთოდებს, უზიარებენ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას, აქტიურად მონაწილეობენ სკოლის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, პროფესიულ დონეზე აწარმოებენ სასწავლო დოკუმენტაციას;
გ. რომლებიც ფლობენ საგნობრივი პროგრამების შესრულებისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარ-ჩვევებს;
დ. რომლებიც გამოირჩევიან შემოქმედებითი აქტივობითა და მაღალი შრომითი კულტურით, კომუნიკაბელობით, მყარად იცავენ პროფესიული ეთიკის ნორმებს, პედაგოგიურ ტაქტს მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან.
2. ამ კატეგორიის მისანიჭებლად კონცერტმაისტერებს უნდა გააჩნდეთ უმაღლესი სპეციალური განათლება, პროფესიული ოსტატობის მაღალი დონე, ფურცლიდან კითხვის, ტრანსპონირების უნარი, წარმატებით უნდა მონაწილეობდნენ ინდივიდუალურ შემსრულებლებთან და საგუნდო კოლექტივებთან ერთად დათვალიერებებში, კონკურსებში, კონცერტებში.
3. საატესტაციო კომისიის მიერ მინიჭებულ უმაღლეს კატეგორიას ამტკიცებს მუდმივმოქმედი საატესტაციო საბჭო.
VI.II. პირველი კატეგორია
1. პირველი კატეგორია ენიჭებათ უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებს:
ა. რომლებიც მაქსიმალურად ავლენენ მოსწავლეთა პოტენციურ შესაძლებლობებს;
ბ. რომელთა მოსწავლეების უმრავლესობა გამოირჩევა მომზადების მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით, მონაწილეობით ადგილობრივ და საერთაშორისო დათვალიერებებში, კონკურსებში, გამოფენებში და ა.შ.;
გ. რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ მეთოდურ მუშაობაში, კითხულობენ მეთოდური სახის მოხსენებებს, ატარებენ საჩვენებელ გაკვეთილებს, შემოქმედებით ზეგავლენას ახდენენ დამწყები პედაგოგების პროფესიულ დაოსტატებაზე;
დ. რომლებიც გამოირჩევიან სათანადო დონეზე საგნობრივი პროგრამის შესრულებით, სასწავლო დოკუმენტაციის წარმოებით, პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.
2. ამ კატეგორიის მისანიჭებლად კონცერტმაისტერებს უნდა გააჩნდეთ პროფესიული მომზადების მაღალი დონე, ფურცლიდან კითხვის და ტრანსპონირების უნარი; სრულყოფილად უნდა ფლობდნენ პროგრამით გათვალისწინებულ რეპერტუარს.
3. საატესტაციო კომისიის წარდგინებით საშუალო პროფესიული განათლების მქონე პედაგოგების და კონცერტმაისტერების I კატეგორიას ამტკიცებს მუდმივმოქმედი საატესტაციო საბჭო.
VI.III. მეორე კატეგორია
1. მეორე კატეგორია ენიჭებათ პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეების უმრავლესობა:
ა. გამოირჩევა პროგრამით გათვალისწინებული შესასწავლი მასალის ათვისების უნარ-ჩვევებით;
ბ. სათანადო დონეზე ფლობს სასწავლო მასალას და სწავლების მოცემულ ეტაპზე სრულად აკმაყოფილებს საპროგრამო მოთხოვნებს;
გ. მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში, კლასგარეშე მუშაობაში.
2. ამ კატეგორიის მისანიჭებლად გასათვალისწინებელია პედაგოგის სისტემატური მუშაობა პროფესიული დონის ამაღლებაზე დამოუკიდებლად და საგნობრივ (ციკლობრივ) კომისიებში, სასწავლო დოკუმენტაციის წარმოება, პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.
3. ეს კატეგორია ენიჭებათ კონცერტმაისტერებს, რომელთაც გააჩნიათ პროფესიული მომზადების სათანადო დონე, ფურცლიდან კითხვის, ტრანსპონირების და რეპერტუარის გასაფართოებლად ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევები.
VI.IV. მესამე კატეგორია
1. მესამე კატეგორია ენიჭებათ პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეების უმრავლესობა ფლობს სასწავლო მასალას და სწავლების მოცემულ ეტაპზე აკმაყოფილებს საპროგრამო მოთხოვნათა მინიმუმს.
2. ეს კატეგორია ენიჭებათ კონცერტმაისტერებს, რომელთაც გააჩნიათ პროფესიული უნარ-ჩვევები საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად.
VI.V. კატეგორიის გარეშე
1. კატეგორია არ მიენიჭება პედაგოგს, რომლის საქმიანიბა მოცემულ ეტაპზე არ აკმაყოფილებს საატესტაციო მოთხოვნებს.
VII. ატესტაციის ჩატარების წესები
1. თითოეულ პედაგოგზე დგება საატესტაციო ფურცელი, ხელმოწერილი საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრების, მდივნისა და ატესტაციაგავლილი პირის მიერ.
2. საატესტაციო კომისიის სხდომამდე, შესაბამისი განყოფილება, საგნობრივი (ციკლობრივი) კომისია აგროვებს მასალებს იმ პედაგოგზე, რომელიც გადის ატესტაციას. მასალებში შედის ცნობები უკანასკნელ წლებში პედაგოგის მიერ გაწეული საქმიანიბის შესახებ საატესტაციო პარამეტრებისა და შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.
3. შეგროვილი მასალების საფუძველზე საატესტაციო კომისია ადგენს პედაგოგის პროფესიულ დახასიათებას, რომელსაც ატესტაციის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე აცნობს პედაგოგს (კონცერტმაისტერს).
4. კატეგორიის მინიჭება ხდება საატესტაციო კომისის სხდომაზე პედაგოგის თანდასწრებით. პედაგოგის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კატეგორიის მინიჭების საკითხი განიხილება მისი გამოცხადების შემდეგ.
5. საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება კატეგორიის მინიჭების შესახებ ფორმდება დირექტორის ბრძანებით სხდომის ოქმის საფუძველზე იმავე დღეს.
6. უმაღლესი კატეგორიისა და საშუალო პროფესიული განათლების მქონე I კატეგორიის პედაგოგთა საატესტაციო ანკეტები ივსება ორ ეგზემპლიარად. ერთი ინახება სკოლაში, სასწავლებელში, ხოლო მეორე – საატესტაციო საბჭოში.
7. პედაგოგს, რომელიც ატესტაციის შედეგად ვერ მიიღებს III კატეგორიის მინიჭებისათვის აუცილებელ შეფასებას, უნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობა (კატეგორიის მინიჭების გარეშე).
8. დავის საკითხები, რომელიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით, ხელმეორედ განიხილება მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისიის მიერ და მხოლოდ ამის შემდგომ – საატესტაციო საბჭოზე მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ორი კვირის ვადაში.
9. ატესტაციის შედეგების განხილვა ხდება ადგილებზე, ხოლო საატესტაციო კომისიების ინფორმაციები ჩატარებული ატესტაციის შედეგების შესახებ წარედგინება მუდმივმოქმედ საატესტაციო საბჭოს ერთი თვის ვადაში.
ს ა ა ტ ე ს ტ ა ც ი ო ფ უ რ ც ე ლ ი
1. გვარი, სახელი, მამის სახელი ------------------------------------------------------------------------
2. დაბადების წელი, თვე, რიცხვი ----------------------------------------------------------------------
3. მუშაობის ადგილი -------------------------------------------------------------------------------------
4. თანამდებობა -------------------------------------------------------------------------------------------
5. განათლება ----------------------------------------------------------------------------------------------
6. რომელი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა, რომელ წელს-------------------------
7. სპეციალობა დიპლომის მიხედვით ----------------------------------------------------------------
8. რას საგანს ასწავლის -----------------------------------------------------------------------------------
9. პედაგოგიური სტაჟი (მათ შორის ამ დაწესებულებაში)-------------------------------------------
10. საპატიო წოდება, სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება -----------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
11. გამოცემული მეთოდური დამუშავებები, სახელმძღვანელოები, წერილები და სხვა --------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
დ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ა
/სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შედეგიანობა, პედაგოგიურ-შემოქმედებითი
საქმიანობის ხარისხი, ზოგადი და პროფესიული კულტურა/
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება /სკოლის, სასწავლებლის დასახელება/----------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები კომისიის თავმჯდომარე
მდივანი
კომისიის გადაწყვეტილებას გავეცანი „ “ -------------------------- 2003 წ.
საატესტაციო საბჭოს გადაწყვეტილება ------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარე
მდივანი
საბჭოს გადაწყვეტილებას გავეცანი „ “ ----------------------------- 2003 წ.